სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის დარღვევა 25 ათასი ლარით დაჯარიმებას გულისხმობს - წარსულს ჩაბარდა დრო, როდესაც ტელევიზიებში ნიღბიანები შედიოდნენ“ - იუსტიციის მინისტრი
“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის დარღვევა 25 ათასი ლარით დაჯარიმებას გულისხმობს - წარსულს ჩაბარდა დრო, როდესაც ტელევიზიებში ნიღბიანები შედიოდნენ“ - იუსტიციის მინისტრი

“ყვე­ლა ვადა კა­ნონ­შია მი­თი­თე­ბუ­ლი. 1-ელი აგ­ვის­ტო­დან ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს, რომ­ლე­ბიც კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ კრი­ტე­რი­უ­მებ­ში ექ­ცე­ვი­ან, გა­ნა­ცხა­დის გა­კე­თე­ბა შე­უძ­ლი­ათ - წარ­სულს ჩა­ბარ­და დრო, რო­დე­საც ტე­ლე­ვი­ზი­ებ­ში ნიღ­ბი­ა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბი შე­დი­ოდ­ნენ, მსგავ­სი რამ არ გან­მე­ორ­დე­ბა“, - ამის შე­სა­ხებ იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრმა რატი ბრე­გა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, რო­დე­საც უპა­სუ­ხა კი­თხვას, რო­დის ამოქ­მედ­დე­ბა “უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის“ შე­სა­ხებ კა­ნო­ნის ის მუხ­ლი, რო­მე­ლიც ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს 2023 წლის დეკ­ლა­რა­ცი­ის შევ­სე­ბას ავალ­დე­ბუ­ლებს და რა მოხ­დე­ბა, თუ ისი­ნი “უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამ­ტა­რებ­ლად" რე­გის­ტრა­ცი­ა­ზე უარს იტყვი­ან.

“თუ ორ­გა­ნი­ზა­ცია არ შე­ას­რუ­ლებს კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ მო­თხოვ­ნებს, ანუ, არ და­ე­მორ­ჩი­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბას, კა­ნონ­ში არის გა­წე­რი­ლი შე­სა­ბა­მი­სი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, რაც 25 ათა­სი ლა­რით და­ჯა­რი­მე­ბას გუ­ლის­ხმობს“, - გა­ნა­ცხა­და რატი ბრე­გა­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა კი­თხვას, მოხ­დე­ბა თუ არა იმ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის “ოფი­სებ­ში შეს­ვლა“, ვინც უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამ­ტა­რებ­ლის რე­ესტრში არ და­რე­გის­ტრირ­დე­ბა, ბრე­გა­ძე ამ­ბობს, რომ მსგავ­სი ტი­პის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი არ იგეგ­მე­ბა.

“კა­ნონ­მდებ­ლო­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია, რომ თუ რო­მე­ლი­მე იუ­რი­დი­უ­ლი პირი, რო­მე­ლიც კრი­ტე­რი­უ­მებ­ში ექ­ცე­ვა, სა­კუ­თარ ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს არ შე­ას­რუ­ლებს და და­არ­ღვევს სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბას, შე­სა­ბა­მი­სი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და­ე­კის­რე­ბა და სან­ქცი­ის სა­ხით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია 25 ათა­სი ლა­რის ჯა­რი­მა. ეს სა­ი­დუმ­ლო არაა, მაგ­რამ თქვენს ტერ­მი­ნებ­ში - “ოფი­სებ­ში შეს­ვლა“ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ, ალ­ბათ, და გინ­დათ, სა­ზო­გა­დო­ე­ბა შეც­დო­მა­ში შე­იყ­ვა­ნოთ, რომ ვინ­მე აპი­რებს ნიღ­ბი­ა­ნე­ბით შეს­ვლას. ასე გინ­დათ წარ­მო­ა­ჩი­ნოთ. მსგავ­სი ტი­პის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი არ არის [და­გეგ­მი­ლი]. ეს დრო წარ­სულს ჩა­ბარ­და, რო­დე­საც ტე­ლე­ვი­ზი­ებ­ში ნიღ­ბი­ა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბი შე­დი­ოდ­ნენ, არ­ბევ­დნენ პირ­და­პირ ეთერ­ში ადა­მი­ა­ნებს. ეს ყვე­ლა­ფე­რი წარ­სულ­საა ჩა­ბა­რე­ბუ­ლი, და­ი­ვი­წყეთ ეს დრო. ნუ გაქვთ ეს წარ­მოდ­გე­ნა, რომ მსგავ­სი რამ რო­დის­მე სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­მე­ორ­დე­ბა. არ გან­მე­ორ­დე­ბა, რად­გან არ­ჩევ­ნებ­ში, მათ შო­რის თქვე­ნი ტე­ლე­ვი­ზი­ის დამ­ფუძ­ნე­ბელ­საც [და­ვით კე­ზე­რაშ­ვილს] არ მი­ე­ცე­მა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მო­ვი­დეს. შე­სა­ბა­მი­სად, ნიღ­ბე­ბით ვერ­ცერთ ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში ვე­ღარ იხი­ლავთ სა­ხელ­მწი­ფოს წარ­მო­მად­გე­ნელს. შე­მიძ­ლია და­გამ­შვი­დოთ. ეს არის და ეს. პრო­ცე­დუ­რებს რაც შე­ე­ხე­ბა, ვინც და­ე­მორ­ჩი­ლე­ბა კა­ნონ­მდებ­ლო­ბის მო­თხოვ­ნებს, მო­უ­წევს, მხო­ლოდ და მხო­ლოდ ინ­ფორ­მა­ცი­ის წარ­დგე­ნა იმის შე­სა­ხებ, ვის­გან მი­ი­ღო კონ­კრე­ტუ­ლი თან­ხე­ბი და რაში და­ხარ­ჯა. მეტს არა­ვინ ეკი­თხე­ბა. ესაა სი­მარ­თლე“, - გა­ნა­ცხა­და რატი ბრე­გა­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის დარღვევა 25 ათასი ლარით დაჯარიმებას გულისხმობს - წარსულს ჩაბარდა დრო, როდესაც ტელევიზიებში ნიღბიანები შედიოდნენ“ - იუსტიციის მინისტრი

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის დარღვევა 25 ათასი ლარით დაჯარიმებას გულისხმობს - წარსულს ჩაბარდა დრო, როდესაც ტელევიზიებში ნიღბიანები შედიოდნენ“ - იუსტიციის მინისტრი

“ყველა ვადა კანონშია მითითებული. 1-ელი აგვისტოდან ორგანიზაციებს, რომლებიც კანონით გათვალისწინებულ კრიტერიუმებში ექცევიან, განაცხადის გაკეთება შეუძლიათ - წარსულს ჩაბარდა დრო, როდესაც ტელევიზიებში ნიღბიანი ადამიანები შედიოდნენ, მსგავსი რამ არ განმეორდება“, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, როდის ამოქმედდება “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონის ის მუხლი, რომელიც ორგანიზაციებს 2023 წლის დეკლარაციის შევსებას ავალდებულებს და რა მოხდება, თუ ისინი “უცხოური გავლენის გამტარებლად" რეგისტრაციაზე უარს იტყვიან.

“თუ ორგანიზაცია არ შეასრულებს კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ანუ, არ დაემორჩილება საქართველოს კანონმდებლობას, კანონში არის გაწერილი შესაბამისი პასუხისმგებლობა, რაც 25 ათასი ლარით დაჯარიმებას გულისხმობს“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

რაც შეეხება კითხვას, მოხდება თუ არა იმ ორგანიზაციების “ოფისებში შესვლა“, ვინც უცხოური გავლენის გამტარებლის რეესტრში არ დარეგისტრირდება, ბრეგაძე ამბობს, რომ მსგავსი ტიპის ღონისძიებები არ იგეგმება.

“კანონმდებლობით გათვალისწინებულია, რომ თუ რომელიმე იურიდიული პირი, რომელიც კრიტერიუმებში ექცევა, საკუთარ ვალდებულებებს არ შეასრულებს და დაარღვევს საქართველოს კანონმდებლობას, შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისრება და სანქციის სახით გათვალისწინებულია 25 ათასი ლარის ჯარიმა. ეს საიდუმლო არაა, მაგრამ თქვენს ტერმინებში - “ოფისებში შესვლა“ წარმოგიდგენიათ, ალბათ, და გინდათ, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოთ, რომ ვინმე აპირებს ნიღბიანებით შესვლას. ასე გინდათ წარმოაჩინოთ. მსგავსი ტიპის ღონისძიებები არ არის [დაგეგმილი]. ეს დრო წარსულს ჩაბარდა, როდესაც ტელევიზიებში ნიღბიანი ადამიანები შედიოდნენ, არბევდნენ პირდაპირ ეთერში ადამიანებს. ეს ყველაფერი წარსულსაა ჩაბარებული, დაივიწყეთ ეს დრო. ნუ გაქვთ ეს წარმოდგენა, რომ მსგავსი რამ როდისმე საქართველოში განმეორდება. არ განმეორდება, რადგან არჩევნებში, მათ შორის თქვენი ტელევიზიის დამფუძნებელსაც [დავით კეზერაშვილს] არ მიეცემა შესაძლებლობა, რომ ხელისუფლებაში მოვიდეს. შესაბამისად, ნიღბებით ვერცერთ ტელევიზიაში ვეღარ იხილავთ სახელმწიფოს წარმომადგენელს. შემიძლია დაგამშვიდოთ. ეს არის და ეს. პროცედურებს რაც შეეხება, ვინც დაემორჩილება კანონმდებლობის მოთხოვნებს, მოუწევს, მხოლოდ და მხოლოდ ინფორმაციის წარდგენა იმის შესახებ, ვისგან მიიღო კონკრეტული თანხები და რაში დახარჯა. მეტს არავინ ეკითხება. ესაა სიმართლე“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.