პოლიტიკა

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საპარლამენტო ოპოზიციამ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოქმედების შეჩერების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა
საპარლამენტო ოპოზიციამ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოქმედების შეჩერების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა

სა­პარ­ლა­მენ­ტო ოპო­ზი­ცი­ამ “უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ" კა­ნო­ნის მოქ­მე­დე­ბის შე­ჩე­რე­ბის მო­თხოვ­ნით სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს მი­მარ­თა.

რო­გორც სა­სა­მარ­თლო­ში სარ­ჩე­ლის შე­ტა­ნამ­დე ჟურ­ნა­ლის­ტებს ოპო­ზი­ცი­ო­ნერ­მა თა­მარ კორ­ძა­ი­ამ გა­ნუ­ცხა­და, არ­ჩევ­ნე­ბამ­დე “უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნო­ნი უნდა შე­ჩერ­დეს, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში კი შე­იძ­ლე­ბა “ამ ქვე­ყა­ნას შე­უქ­ცე­ვა­დი ზი­ა­ნი მი­ად­გეს“.

“სა­პარ­ლა­მენ­ტო ოპო­ზი­ცია ერ­თი­ა­ნია სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან, მე­დი­ას­თან, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტთან და სა­ქარ­თვე­ლოს თი­თო­ე­ულ მო­ქა­ლა­ქეს­თან ერ­თად. ჩვენ ვთვლით, რომ “რუ­სუ­ლი კა­ნო­ნი“ სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ას არ­ღვევს, სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­ას ძირს უთხრის და ვთვლით, რომ ჩვე­ნი კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა ამა­ზე სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო­ში ვი­და­ვოთ. სა­პარ­ლა­მენ­ტო ოპო­ზი­ცია ერ­თი­ა­ნია აბ­სო­ლუ­ტუ­რად, 38 დე­პუ­ტა­ტი ხელს ვა­წერთ სარ­ჩელს. ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი ფი­ზი­კუ­რად არ იყო, თუმ­ცა ისი­ნი უერ­თდე­ბი­ან ამ სარ­ჩელს. მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ წი­ნა­აღ­მდეგ ვდა­ვობთ “რუ­სუ­ლი კა­ნო­ნის“ გამო. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო სა­კუ­თარ ვალ­დე­ბუ­ლე­ბას 78 მუხ­ლის შეს­რუ­ლე­ბის კუ­თხით გა­ით­ვა­ლის­წი­ნებს და დრო­ე­ბით ღო­ნის­ძი­ე­ბას ამ კა­ნო­ნის მოქ­მე­დე­ბის შე­ჩე­რე­ბის თა­ო­ბა­ზე მი­ი­ღებს.

მთა­ვა­რი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი არის ის, რომ მთელ კა­ნონს ვა­სა­ჩივ­რებთ კონ­სტი­ტუ­ცი­ის 78 მუხლთან მი­მარ­თე­ბა­ში, მაგ­რამ პირ­ვე­ლი ეტა­პი არის ის, რომ ჩვენ შე­ჩე­რე­ბას ვი­თხოვთ. არ­ჩევ­ნე­ბამ­დე ეს კა­ნო­ნი უნდა შე­ჩერ­დეს, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში შე­იძ­ლე­ბა ამ ქვე­ყა­ნას შე­უქ­ცე­ვა­დი ზი­ა­ნი მი­ად­გეს. სან­ქცი­ე­ბის ამოქ­მე­დე­ბა 3 სექ­ტემ­ბრი­დან იწყე­ბა, ამი­ტომ ვფიქ­რობთ, რომ იქამ­დე აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ჩა­ტარ­დეს სხდო­მა, რო­მელ­ზეც შე­ჩე­რე­ბის სა­კი­თხი გან­ხი­ლუ­ლი იქ­ნე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და კორ­ძა­ი­ამ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

საპარლამენტო ოპოზიციამ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოქმედების შეჩერების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა

საპარლამენტო ოპოზიციამ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოქმედების შეჩერების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა

საპარლამენტო ოპოზიციამ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მოქმედების შეჩერების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა.

როგორც სასამართლოში სარჩელის შეტანამდე ჟურნალისტებს ოპოზიციონერმა თამარ კორძაიამ განუცხადა, არჩევნებამდე “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უნდა შეჩერდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი შეიძლება “ამ ქვეყანას შეუქცევადი ზიანი მიადგეს“.

“საპარლამენტო ოპოზიცია ერთიანია სამოქალაქო საზოგადოებასთან, მედიასთან, საქართველოს პრეზიდენტთან და საქართველოს თითოეულ მოქალაქესთან ერთად. ჩვენ ვთვლით, რომ “რუსული კანონი“ საქართველოს კონსტიტუციას არღვევს, საქართველოს დემოკრატიას ძირს უთხრის და ვთვლით, რომ ჩვენი კონსტიტუციური ვალდებულებაა ამაზე საკონსტიტუციო სასამართლოში ვიდავოთ. საპარლამენტო ოპოზიცია ერთიანია აბსოლუტურად, 38 დეპუტატი ხელს ვაწერთ სარჩელს. ზოგიერთი მათგანი ფიზიკურად არ იყო, თუმცა ისინი უერთდებიან ამ სარჩელს. მთელი საქართველო “ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ვდავობთ “რუსული კანონის“ გამო. დარწმუნებული ვარ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო საკუთარ ვალდებულებას 78 მუხლის შესრულების კუთხით გაითვალისწინებს და დროებით ღონისძიებას ამ კანონის მოქმედების შეჩერების თაობაზე მიიღებს.

მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ მთელ კანონს ვასაჩივრებთ კონსტიტუციის 78 მუხლთან მიმართებაში, მაგრამ პირველი ეტაპი არის ის, რომ ჩვენ შეჩერებას ვითხოვთ. არჩევნებამდე ეს კანონი უნდა შეჩერდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება ამ ქვეყანას შეუქცევადი ზიანი მიადგეს. სანქციების ამოქმედება 3 სექტემბრიდან იწყება, ამიტომ ვფიქრობთ, რომ იქამდე აუცილებლად უნდა ჩატარდეს სხდომა, რომელზეც შეჩერების საკითხი განხილული იქნება“, - განაცხადა კორძაიამ.