საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“ბრალდება წარედგინა არასრულწლოვანს, რომელმაც საჩხერეში, საფეხბურთო მოედანზე, დაზარალებულს დანით გულმკერდის არეში ჭრილობები მიაყენა, ის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა“ - პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ სა­ჩხე­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში მომ­ხდა­რი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე არას­რულ­წლო­ვანს ბრალ­დე­ბა წა­რუდ­გი­ნა.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 26 ივ­ლისს, სა­ჩხე­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ გო­რი­სა­ში, სა­ფეხ­ბურ­თო მო­ე­დან­ზე, ბრალ­დე­ბულ­მა ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბი­სას და­ზა­რა­ლე­ბულს და­ნით გულ­მკერ­დის არე­ში ჭრი­ლო­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა. მი­ღე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის შე­დე­გად და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მიყ­ვა­ნამ­დე გარ­და­იც­ვა­ლა.

"სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა არას­რულ­წლო­ვა­ნი ბრალ­დე­ბუ­ლი 27 ივ­ლისს და­ა­კა­ვეს. მას ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე მუხ­ლით (გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა) წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 10-დან 15 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

პრო­კუ­რა­ტუ­რამ ბრალ­დე­ბუ­ლის­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით სა­სა­მარ­თლოს უკვე მი­მარ­თა", - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში, რო­მელ­საც პრო­კუ­რა­ტუ­რა ავ­რცე­ლებს.

ასე­ვე იხი­ლეთ:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

“ბრალდება წარედგინა არასრულწლოვანს, რომელმაც საჩხერეში, საფეხბურთო მოედანზე, დაზარალებულს დანით გულმკერდის არეში ჭრილობები მიაყენა, ის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა“ - პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

“ბრალდება წარედგინა არასრულწლოვანს, რომელმაც საჩხერეში, საფეხბურთო მოედანზე, დაზარალებულს დანით გულმკერდის არეში ჭრილობები მიაყენა, ის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა“ - პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პროკურატურამ საჩხერის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 26 ივლისს, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ გორისაში, საფეხბურთო მოედანზე, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკებისას დაზარალებულს დანით გულმკერდის არეში ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

"სამართალდამცველებმა არასრულწლოვანი ბრალდებული 27 ივლისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა", - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც პროკურატურა ავრცელებს.

ასევე იხილეთ: