მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
80 წლის მიკ ჯაგერი 37 წლის პარტნიორთან ერთად ოლიმპიადის გახსნაზე გამოჩნდა - ფოტოები
80 წლის მიკ ჯაგერი 37 წლის პარტნიორთან ერთად ოლიმპიადის გახსნაზე გამოჩნდა - ფოტოები

სერ მიკ ჯა­გე­რი თა­ვის პარტნი­ორ მე­ლა­ნი ჰამ­რიკ­თან ერ­თად 2024 წლის ოლიმ­პი­ა­დის გახ­სნა­ზე გა­მოჩ­ნდა. Louis Vuitton-ის მი­ღე­ბა პა­რიზ­ში ჩა­ტარ­და, 80 წლის ჯა­გერ­მა კი სა­ხა­ლი­სო გა­მო­მე­ტყვე­ლე­ბა მი­ი­ღო და ხელი თე­ატ­რა­ლუ­რად გა­იშ­ვი­რა, რო­დე­საც ღო­ნის­ძი­ე­ბის მუქ მწვა­ნე ხა­ლი­ჩა­ზე გა­მოჩ­ნდა.

მას ეცვა შავი კოს­ტი­უ­მი ყვა­ვი­ლო­ვა­ნი დი­ზა­ი­ნით და ღი­ლებ­გახ­სნი­ლი, უჰალ­სტუ­ხო თეთ­რი პე­რან­გი.

მი­კის ასე­ვე, მჭიდ­რო შარ­ვა­ლი ეცვა. მან ფო­ტოგ­რა­ფე­ბის წინ მე­ლა­ნის, რო­მელ­საც უმკლა­ვე­ბო შავი კაბა ეცვა, ხელი მოხ­ვია.

მე­ლა­ნის ელე­გან­ტურ კა­ბას ოქ­როს­ფე­რი დე­ტა­ლე­ბი ჰქონ­და, რომ­ლე­ბიც კა­ბის კი­დეს გას­დევ­და.

ასე­ვე, Louis Vuitton-ის ვარ­სკვლა­ვე­ბით სავ­სე ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე იყ­ვნენ ეს­პა­ნე­ლი მომ­ღე­რა­ლი რო­ზა­ლია და მისი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი, მსა­ხი­ო­ბი ჯე­რე­მი ალენ უა­ი­ტი, ისე­ვე, რო­გორც სხვა ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბი, მათ შო­რის სე­რე­ნა უი­ლი­ამ­სი და მსა­ხი­ო­ბე­ბი, ზენ­და­ია და შარ­ლიზ თე­რო­ნი.

ცოტა ხნის წინ, მი­სუ­რი­ში მიკ ჯა­გე­რის და The Rolling Stones-ის სხვა წევ­რე­ბის Hackney Diamonds ტური დას­რულ­და.

Hackney Diamonds მათი 2023 წლის სტუ­დი­უ­რი ალ­ბო­მის, Hackney Diamonds-ის­თვის მო­ე­წყო, რო­მე­ლიც თით­ქმის 20 წლის შემ­დეგ ორი­გი­ნა­ლუ­რი მა­სა­ლით მათი პირ­ვე­ლი სტუ­დი­უ­რი ალ­ბო­მია.

ტუ­რის დროს, The Rolling Stones გა­აკ­რი­ტი­კეს Brown Sugar-ის ამო­ღე­ბის გამო თა­ვი­ან­თი შე­სას­რუ­ლე­ბე­ლი სიმ­ღე­რე­ბი­დან. ეს სიმ­ღე­რა მო­ნო­ბას­თან და შავ­კა­ნი­ან ქალ­თან სექ­სუ­ა­ლურ ურ­თი­ერ­თო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გარ­კვე­ულ კი­თხვებს ბა­დებს.

ამის შემ­დეგ მა­ლე­ვე, ბენდმა ასე­ვე ამო­ი­ღო ტექ­სტი პრე­ზი­დენ­ტე­ბის მკვლე­ლო­ბე­ბის შე­სა­ხებ ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რულ ჰი­ტში. ეს საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­დატ დო­ნალდ ტრამ­პის სი­ცო­ცხლის ხელ­ყო­ფის მცდე­ლო­ბას მოჰ­ყვა.

1968 წლის Stones-ის კლა­სი­კურ Sympathy for the Devil-ში, ჯგუ­ფის სო­ლის­ტი მიკი მღე­რის: “მე და­ვიყ­ვი­რე: "ვინ მოკ­ლა კე­ნე­დე­ბი?" კარ­გი, ბო­ლოს და ბო­ლოს, ეს შენ და მე ვი­ყა­ვით.” მაგ­რამ რო­დე­საც მან ეს სიმ­ღე­რა Hackney Diamonds ტუ­რის ბოლო სამ კონ­ცერ­ტზე შე­ას­რუ­ლა, რომ­ლე­ბიც ტრამ­პის დაჭ­რის შემ­დეგ გა­ი­მარ­თა, შე­სამ­ჩნე­ვი გახ­და, რომ ეს ტექ­სტი სიმ­ღე­რი­დან ამო­ღე­ბუ­ლი იყო.

ამის ნაც­ვლად, მიკ­მა ცო­ცხალ შეს­რუ­ლე­ბებ­ში სრუ­ლი­ად გა­მო­ტო­ვა სა­ხელ­გან­თქმუ­ლი სიმ­ღე­რის კუპ­ლე­ტი, რო­მე­ლიც კე­ნე­დე­ბის მკვლე­ლო­ბას ეხე­ბო­და. მე­სა­მე კუპ­ლე­ტის ნაც­ვლად, Stones-ის გი­ტა­რის­ტე­ბი კიტ რი­ჩარდსი და რონი ვუდი ინ­სტრუ­მენ­ტულ ნა­წილს ას­რუ­ლებ­დნენ.

სიმ­ღე­რის ორი­გი­ნა­ლუ­რი ტექ­სტი, რო­მე­ლიც 1968 წელს და­ი­წე­რა, ასე­თი იყო: “ვინ მოკ­ლა ჯონ კე­ნე­დი?”, მაგ­რამ ჯა­გერ­მა ტექ­სტი JFK-ის ძმის, რო­ბერტ ფ. კე­ნე­დის მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ, მრავ­ლო­ბით რი­ცხვში გა­და­იყ­ვა­ნა.

წყა­რო

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი
ავტორი:

80 წლის მიკ ჯაგერი 37 წლის პარტნიორთან ერთად ოლიმპიადის გახსნაზე გამოჩნდა - ფოტოები

80 წლის მიკ ჯაგერი 37 წლის პარტნიორთან ერთად ოლიმპიადის გახსნაზე გამოჩნდა - ფოტოები

სერ მიკ ჯაგერი თავის პარტნიორ მელანი ჰამრიკთან ერთად 2024 წლის ოლიმპიადის გახსნაზე გამოჩნდა. Louis Vuitton-ის მიღება პარიზში ჩატარდა, 80 წლის ჯაგერმა კი სახალისო გამომეტყველება მიიღო და ხელი თეატრალურად გაიშვირა, როდესაც ღონისძიების მუქ მწვანე ხალიჩაზე გამოჩნდა.

მას ეცვა შავი კოსტიუმი ყვავილოვანი დიზაინით და ღილებგახსნილი, უჰალსტუხო თეთრი პერანგი.

მიკის ასევე, მჭიდრო შარვალი ეცვა. მან ფოტოგრაფების წინ მელანის, რომელსაც უმკლავებო შავი კაბა ეცვა, ხელი მოხვია.

მელანის ელეგანტურ კაბას ოქროსფერი დეტალები ჰქონდა, რომლებიც კაბის კიდეს გასდევდა.

ასევე, Louis Vuitton-ის ვარსკვლავებით სავსე ღონისძიებაზე იყვნენ ესპანელი მომღერალი როზალია და მისი შეყვარებული, მსახიობი ჯერემი ალენ უაიტი, ისევე, როგორც სხვა ცნობილი სახეები, მათ შორის სერენა უილიამსი და მსახიობები, ზენდაია და შარლიზ თერონი.

ცოტა ხნის წინ, მისურიში მიკ ჯაგერის და The Rolling Stones-ის სხვა წევრების Hackney Diamonds ტური დასრულდა.

Hackney Diamonds მათი 2023 წლის სტუდიური ალბომის, Hackney Diamonds-ისთვის მოეწყო, რომელიც თითქმის 20 წლის შემდეგ ორიგინალური მასალით მათი პირველი სტუდიური ალბომია.

ტურის დროს, The Rolling Stones გააკრიტიკეს Brown Sugar-ის ამოღების გამო თავიანთი შესასრულებელი სიმღერებიდან. ეს სიმღერა მონობასთან და შავკანიან ქალთან სექსუალურ ურთიერთობასთან დაკავშირებით გარკვეულ კითხვებს ბადებს.

ამის შემდეგ მალევე, ბენდმა ასევე ამოიღო ტექსტი პრეზიდენტების მკვლელობების შესახებ ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ჰიტში. ეს საპრეზიდენტო კანდიდატ დონალდ ტრამპის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობას მოჰყვა.

1968 წლის Stones-ის კლასიკურ Sympathy for the Devil-ში, ჯგუფის სოლისტი მიკი მღერის: “მე დავიყვირე: "ვინ მოკლა კენედები?" კარგი, ბოლოს და ბოლოს, ეს შენ და მე ვიყავით.” მაგრამ როდესაც მან ეს სიმღერა Hackney Diamonds ტურის ბოლო სამ კონცერტზე შეასრულა, რომლებიც ტრამპის დაჭრის შემდეგ გაიმართა, შესამჩნევი გახდა, რომ ეს ტექსტი სიმღერიდან ამოღებული იყო.

ამის ნაცვლად, მიკმა ცოცხალ შესრულებებში სრულიად გამოტოვა სახელგანთქმული სიმღერის კუპლეტი, რომელიც კენედების მკვლელობას ეხებოდა. მესამე კუპლეტის ნაცვლად, Stones-ის გიტარისტები კიტ რიჩარდსი და რონი ვუდი ინსტრუმენტულ ნაწილს ასრულებდნენ.

სიმღერის ორიგინალური ტექსტი, რომელიც 1968 წელს დაიწერა, ასეთი იყო: “ვინ მოკლა ჯონ კენედი?”, მაგრამ ჯაგერმა ტექსტი JFK-ის ძმის, რობერტ ფ. კენედის მკვლელობის შემდეგ, მრავლობით რიცხვში გადაიყვანა.

წყარო

წაიკითხეთ ასევე: