საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დედამიწა უკონტროლო ხდება": მიმდინარე კვირის ორშაბათი კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ცხელი დღე აღმოჩნდა - რას ამბობენ კლიმატოლოგები რეკორდული ნიშნულის შემდეგ
"დედამიწა უკონტროლო ხდება": მიმდინარე კვირის ორშაბათი კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ცხელი დღე აღმოჩნდა - რას ამბობენ კლიმატოლოგები რეკორდული ნიშნულის შემდეგ

ევ­რო­კავ­ში­რის კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბის სერ­ვის "კო­პერ­ნი­კის“ მო­ნა­ცე­მე­ბით, 21 ივ­ლი­სი ყვე­ლა­ზე ცხე­ლი დღე იყო, რაც კი ოდეს­მე კა­ცობ­რი­ო­ბას აღუ­რი­ცხავს გლო­ბა­ლუ­რად.

კვლე­ვის თა­ნახ­მად, ორ­შა­ბათს დე­და­მი­წის ზე­და­პირ­თან ჰა­ე­რის გლო­ბა­ლუ­რი სა­შუ­ა­ლო ტემ­პე­რა­ტუ­რა 17,09 გრა­დუ­სი ცელ­სი­უ­სი იყო, რაც ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია მათ მო­ნა­ცემ­თა ბა­ზა­ში.

  • კლი­მა­ტო­ლო­გე­ბის ვა­რა­უ­დით, ბოლო 120 000 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ეს ყვე­ლა­ზე ცხე­ლი დღე იყო, რაც კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბე­ბი­თაა გა­მოწ­ვე­უ­ლი.

"21 ივ­ლისს, "კო­პერ­ნიკ­მა“ გლო­ბა­ლუ­რი დღი­უ­რი სა­შუ­ა­ლო ტემ­პე­რა­ტუ­რის ახა­ლი რე­კორ­დი და­ა­ფიქ­სი­რა. ახლა ნამ­დვი­ლად უკონ­ტრო­ლო ტე­რი­ტო­რი­ა­ზე (დე­და­მი­წა­ზე) ვიმ­ყო­ფე­ბით და კლი­მა­ტის გათ­ბო­ბას­თან ერ­თად, მო­მა­ვალ თვე­ებ­სა და წლებ­ში კი­დევ ვი­ხი­ლავთ ახალ რე­კორ­დებს" - ამ­ბობს პროგ­რა­მის დი­რექ­ტო­რი კარ­ლო ბუ­ონ­ტემ­პო.

კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბა იწ­ვევს უფრო ხან­გრძლივ, ძლი­ერ და ხშირ ექ­სტრე­მა­ლურ მოვ­ლე­ნებს, მა­გა­ლი­თად, სით­ბურ ტალ­ღებ­სა და წყალ­დი­დო­ბებს. ეს წელი კი გლო­ბა­ლუ­რი კა­ტაკ­ლიზ­მე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა. გლო­ბა­ლუ­რი დათ­ბო­ბის ძი­რი­თა­დი მი­ზე­ზი წი­ა­ღი­სე­უ­ლი საწ­ვა­ვის წვაა.

"მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რით გა­მოწ­ვე­უ­ლი სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბა გვიჩ­ვე­ნებს, თუ რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია CO2-ის შემ­ცი­რე­ბა“, - ამ­ბობს ორ­ნე­ლის უნი­ვერ­სი­ტე­ტის კლი­მა­ტო­ლო­გი ნა­ტა­ლი მაჰო­ვალ­დი.

სით­ბუ­რი ტალ­ღე­ბი წელს უკვე და­ა­ტყდა ჩრდი­ლო­ეთ ამე­რი­კას, ინ­დო­ეთ­სა და ტა­ი­ლან­დს. წყალ­დი­დო­ბა იყო აღ­მო­სავ­ლეთ აფ­რი­კა­ში, ჩი­ნეთ­სა და ბრა­ზი­ლი­ა­ში. ტყის ხან­ძრებს ებრვი­ან სამ­ხრეთ და აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის ნა­წილ­ში.

წყა­რო

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"დედამიწა უკონტროლო ხდება": მიმდინარე კვირის ორშაბათი კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ცხელი დღე აღმოჩნდა - რას ამბობენ კლიმატოლოგები რეკორდული ნიშნულის შემდეგ

"დედამიწა უკონტროლო ხდება": მიმდინარე კვირის ორშაბათი კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ცხელი დღე აღმოჩნდა - რას ამბობენ კლიმატოლოგები რეკორდული ნიშნულის შემდეგ

ევროკავშირის კლიმატის ცვლილების სერვის "კოპერნიკის“ მონაცემებით, 21 ივლისი ყველაზე ცხელი დღე იყო, რაც კი ოდესმე კაცობრიობას აღურიცხავს გლობალურად.

კვლევის თანახმად, ორშაბათს დედამიწის ზედაპირთან ჰაერის გლობალური საშუალო ტემპერატურა 17,09 გრადუსი ცელსიუსი იყო, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია მათ მონაცემთა ბაზაში.

  • კლიმატოლოგების ვარაუდით, ბოლო 120 000 წლის განმავლობაში ეს ყველაზე ცხელი დღე იყო, რაც კლიმატის ცვლილებებითაა გამოწვეული.

"21 ივლისს, "კოპერნიკმა“ გლობალური დღიური საშუალო ტემპერატურის ახალი რეკორდი დააფიქსირა. ახლა ნამდვილად უკონტროლო ტერიტორიაზე (დედამიწაზე) ვიმყოფებით და კლიმატის გათბობასთან ერთად, მომავალ თვეებსა და წლებში კიდევ ვიხილავთ ახალ რეკორდებს" - ამბობს პროგრამის დირექტორი კარლო ბუონტემპო.

კლიმატის ცვლილება იწვევს უფრო ხანგრძლივ, ძლიერ და ხშირ ექსტრემალურ მოვლენებს, მაგალითად, სითბურ ტალღებსა და წყალდიდობებს. ეს წელი კი გლობალური კატაკლიზმებით გამოირჩევა. გლობალური დათბობის ძირითადი მიზეზი წიაღისეული საწვავის წვაა.

"მაღალი ტემპერატურით გამოწვეული სიკვდილიანობა გვიჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია CO2-ის შემცირება“, - ამბობს ორნელის უნივერსიტეტის კლიმატოლოგი ნატალი მაჰოვალდი.

სითბური ტალღები წელს უკვე დაატყდა ჩრდილოეთ ამერიკას, ინდოეთსა და ტაილანდს. წყალდიდობა იყო აღმოსავლეთ აფრიკაში, ჩინეთსა და ბრაზილიაში. ტყის ხანძრებს ებრვიან სამხრეთ და აღმოსავლეთ ევროპის ნაწილში.

წყარო

წაიკითხეთ ასევე: