სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსეთმა ხარკოვზე და ოდესის ოლქზე მასობრივი შეტევა განახორციელა - არის მსხვერპლი, იზმაილში განადგურდა პორტის ინფრასტრუქტურა
რუსეთმა ხარკოვზე და ოდესის ოლქზე მასობრივი შეტევა განახორციელა - არის მსხვერპლი, იზმაილში განადგურდა პორტის ინფრასტრუქტურა

უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, რუ­სულ­მა მხა­რემ ხარ­კო­ვი და­ბომ­ბა. არის მსხვერ­პლი. ხარ­კო­ვის სა­ოლ­ქო-სამ­ხედ­რო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლის, ოლეგ სი­ნე­გუ­ბო­ვის და ხარ­კო­ვის მე­რის იგორ ტე­რე­ხო­ვის ცნო­ბით, ხარ­კო­ვის ერთ-ერთი რა­ი­ო­ნის ინ­დუსტრი­ულ ზო­ნას S-300 რა­კე­ტე­ბით და­არ­ტყეს, რის შე­დე­გა­დაც, ერთი ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა, ხოლო 2 ადა­მი­ა­ნი და­შავ­და.

დრო­ნი მოხ­ვდა შვე­ი­ცა­რი­უ­ლი საქ­ველ­მოქ­მე­დო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის, FSD-ის ფონ­დის ოფისს, რომ­ლებ­შიც გამ­ნაღმვე­ლე­ბი მუ­შა­ობ­დნენ.

“დარ­ტყმის შე­დე­გად და­ზი­ან­და მი­ნი­მუმ ექ­ვსი მან­ქა­ნა, რომ­ლე­ბი­თაც მუ­შე­ბი მინ­დვ­რე­ბის გა­სა­სუფ­თა­ვებ­ლად მი­დი­ოდ­ნენ. თა­ვად შე­ნო­ბა­ში რამ­დე­ნი­მე სარ­თუ­ლი ჩა­მო­ინ­გრა“, – წერს გა­მო­ცე­მა “სუს­პილ­ნე ხარ­კო­ვი“ და ფო­ტოს აქ­ვეყ­ნებს.

ამ დრო­ის­თის შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე შე­სა­ბა­მი­სი სა­გან­გე­ბო სამ­სა­ხუ­რე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი მუ­შა­ო­ბენ.

მა­სი­უ­რი თავ­დას­ხმა გან­ხორ­ცი­ელ­და ოდე­სის რე­გი­ონ­ზეც. ღა­მით, რუ­სეთ­მა ოდე­სის ოლ­ქის იზ­მა­ი­ლის რა­ი­ონს დრო­ნე­ბით შე­უ­ტია. გან­ცხა­დე­ბის თა­ნახ­მად, მოხ­და "მა­სი­უ­რი თავ­დას­ხმა შა­ჰე­დის ტი­პის უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტე­ბის მიერ", რის შე­დე­გა­დაც ქა­ლაქ იზ­მა­ილ­ში პორ­ტის ინფრას­ტრუქ­ტუ­რა გა­ნად­გურ­და.

დრო­ნი და­ე­ჯა­ხა ხუთ­სარ­თუ­ლი­ან სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუსს, და­შავ­და - სამი ადა­მი­ა­ნი. ისი­ნი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

უკ­რა­ი­ნის სა­ჰა­ე­რო ძა­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სამ­ხრეთ უკ­რა­ი­ნა­ში თავ­დას­ხმის დროს 23 სა­მიზ­ნე­დან 17 ჩა­მო­აგ­დეს.

წყა­რო

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი
ავტორი:

რუსეთმა ხარკოვზე და ოდესის ოლქზე მასობრივი შეტევა განახორციელა - არის მსხვერპლი, იზმაილში განადგურდა პორტის ინფრასტრუქტურა

რუსეთმა ხარკოვზე და ოდესის ოლქზე მასობრივი შეტევა განახორციელა - არის მსხვერპლი, იზმაილში განადგურდა პორტის ინფრასტრუქტურა

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსულმა მხარემ ხარკოვი დაბომბა. არის მსხვერპლი. ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის და ხარკოვის მერის იგორ ტერეხოვის ცნობით, ხარკოვის ერთ-ერთი რაიონის ინდუსტრიულ ზონას S-300 რაკეტებით დაარტყეს, რის შედეგადაც, ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 2 ადამიანი დაშავდა.

დრონი მოხვდა შვეიცარიული საქველმოქმედო ორგანიზაციის, FSD-ის ფონდის ოფისს, რომლებშიც გამნაღმველები მუშაობდნენ.

“დარტყმის შედეგად დაზიანდა მინიმუმ ექვსი მანქანა, რომლებითაც მუშები მინდვრების გასასუფთავებლად მიდიოდნენ. თავად შენობაში რამდენიმე სართული ჩამოინგრა“, – წერს გამოცემა “სუსპილნე ხარკოვი“ და ფოტოს აქვეყნებს.

ამ დროისთის შემთხვევის ადგილზე შესაბამისი საგანგებო სამსახურების სპეციალისტები მუშაობენ.

მასიური თავდასხმა განხორციელდა ოდესის რეგიონზეც. ღამით, რუსეთმა ოდესის ოლქის იზმაილის რაიონს დრონებით შეუტია. განცხადების თანახმად, მოხდა "მასიური თავდასხმა შაჰედის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების მიერ", რის შედეგადაც ქალაქ იზმაილში პორტის ინფრასტრუქტურა განადგურდა.

დრონი დაეჯახა ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსს, დაშავდა - სამი ადამიანი. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, სამხრეთ უკრაინაში თავდასხმის დროს 23 სამიზნედან 17 ჩამოაგდეს.

წყარო