მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბრაზილიაში, 13 ზვიგენის გაკვეთის შედეგად, მათ ორგანიზმში კოკაინის მაღალი კონცენტრაცია აღმოაჩინეს - რას ამბობენ მეცნიერები
ბრაზილიაში, 13 ზვიგენის გაკვეთის შედეგად, მათ ორგანიზმში კოკაინის მაღალი კონცენტრაცია აღმოაჩინეს - რას ამბობენ მეცნიერები

სა­ზღვაო ბი­ო­ლო­გებ­მა რიო-დე-ჟა­ნე­ი­როს სა­ნა­პი­რო­ე­ბის 13 ზვი­გე­ნის გაკ­ვე­თი­სა და ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი ანა­ლი­ზის შე­დე­გად, მათ კუნ­თებ­სა და ღვიძ­ლში კო­კა­ი­ნის მა­ღა­ლი შემ­ცვე­ლო­ბა აღ­მო­ა­ჩი­ნეს.

მეც­ნი­ე­რე­ბი ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ კო­კა­ი­ნი წყლებ­ში უკა­ნო­ნო ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბის ან ნარ­კო­ტი­კის მომ­ხმა­რებ­ლე­ბის ექ­სკრე­მენ­ტე­ბის გზით უნდა აღ­წევ­დეს.

კვლე­ვა­ში მო­ნა­წი­ლე ყვე­ლა ზვი­გე­ნი ორ­სუ­ლად იყო, მაგ­რამ კო­კა­ი­ნის ზე­მოქ­მე­დე­ბის შე­დე­გე­ბი ნა­ყოფ­ზე უც­ნო­ბია. ექ­სპერ­ტე­ბის თქმით, ზვი­გე­ნებ­ში ნარ­კო­ტი­კის მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი "ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და პო­ტენ­ცი­უ­რად შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლია". სა­ჭი­როა შემ­დგო­მი კვლე­ვა იმის და­სად­გე­ნად, ცვლის თუ არა კო­კა­ი­ნი ზვი­გე­ნე­ბის ქცე­ვას. თუმ­ცა, წინა კვლე­ვებ­მა აჩ­ვე­ნა, რომ წამ­ლებს ცხო­ვე­ლებ­ზე ისე­თი­ვე ეფექ­ტი ჰქონ­და, რო­გორც ადა­მი­ა­ნებ­ზე.

გა­სულ წელს, ინ­გლი­სის სამ­ხრეთ სა­ნა­პი­რო­ზე შეგ­რო­ვე­ბულ ზღვის წყლის ნი­მუ­შებ­ში აღ­მო­ა­ჩი­ნეს ქი­მი­უ­რი ნა­ერ­თე­ბი, მათ შო­რის ბენ­ზო­ი­ლეგ­გო­ნი­ნი, რო­მელ­საც ღვიძ­ლი კო­კა­ი­ნის გა­მო­ყე­ნე­ბის შემ­დეგ გა­მო­ი­მუ­შა­ვებს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ეს პირ­ვე­ლი კვლე­ვაა, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც ზვი­გენ­თა ორ­გა­ნიზ­მში კო­კა­ი­ნის მა­ღა­ლი კონ­ცენ­ტრა­ცია აღ­მო­ა­ჩი­ნეს.

წყა­რო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი
ავტორი:

ბრაზილიაში, 13 ზვიგენის გაკვეთის შედეგად, მათ ორგანიზმში კოკაინის მაღალი კონცენტრაცია აღმოაჩინეს - რას ამბობენ მეცნიერები

ბრაზილიაში, 13 ზვიგენის გაკვეთის შედეგად, მათ ორგანიზმში კოკაინის მაღალი კონცენტრაცია აღმოაჩინეს - რას ამბობენ მეცნიერები

საზღვაო ბიოლოგებმა რიო-დე-ჟანეიროს სანაპიროების 13 ზვიგენის გაკვეთისა და ლაბორატორიული ანალიზის შედეგად, მათ კუნთებსა და ღვიძლში კოკაინის მაღალი შემცველობა აღმოაჩინეს.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ კოკაინი წყლებში უკანონო ლაბორატორიების ან ნარკოტიკის მომხმარებლების ექსკრემენტების გზით უნდა აღწევდეს.

კვლევაში მონაწილე ყველა ზვიგენი ორსულად იყო, მაგრამ კოკაინის ზემოქმედების შედეგები ნაყოფზე უცნობია. ექსპერტების თქმით, ზვიგენებში ნარკოტიკის მაღალი მაჩვენებელი "ძალიან მნიშვნელოვანი და პოტენციურად შემაშფოთებელია". საჭიროა შემდგომი კვლევა იმის დასადგენად, ცვლის თუ არა კოკაინი ზვიგენების ქცევას. თუმცა, წინა კვლევებმა აჩვენა, რომ წამლებს ცხოველებზე ისეთივე ეფექტი ჰქონდა, როგორც ადამიანებზე.

გასულ წელს, ინგლისის სამხრეთ სანაპიროზე შეგროვებულ ზღვის წყლის ნიმუშებში აღმოაჩინეს ქიმიური ნაერთები, მათ შორის ბენზოილეგგონინი, რომელსაც ღვიძლი კოკაინის გამოყენების შემდეგ გამოიმუშავებს.

აღსანიშნავია, რომ ეს პირველი კვლევაა, რომლის ფარგლებშიც ზვიგენთა ორგანიზმში კოკაინის მაღალი კონცენტრაცია აღმოაჩინეს.

წყარო