ამერიკელი ქალი სიკვდილით დასჯას გადაურჩა, მაგრამ 43 წელი იმ დანაშაულისთვის მოიხადა, რომელიც არ ჩაუდენია. უდანაშაულო ქალმა ციხეში რეკორდული დრო გაატარა. ნამდვილი დამნაშავე მაშინ გამოავლინეს, როცა ქალს ციხეში უკვე 43 წელი ჰქონდა გატარებული.
სანდრა ჰემს 43 წლის წინ ბიბლიოთეკის თანამშრომლის მკვლელობისთვის სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.
1980 წელს პატრიცია ჯეშკე, რომელიც ბიბლიოთეკაში მუშაობდა, დანით მოკლეს. პოლიციამ დანაშაულისთვის სანდრა ჰემე დააპატიმრა. თავდაპირველად ქალს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს, მაგრამ სასამართლომ სასჯელი სამუდამო პატიმრობით შეუცვალა. სანდრას დანაშაულის ერთადერთი მტკიცებულება იყო მისი აღიარება, რომელიც იმ დროს დაწერა, როცა დამამშვიდებელი მედიკამენტები ჰქონდა მიღებული.
ქალს, ალბათ, შეეძლო პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლება, მაგრამ პატიმრობის პერიოდში ის ხშირად არღვევდა წესებს და საპარსით ესხმოდა თავს სასჯელაღსრულების კოლონიის მუშაკებს.
ოთხ ათეულ წელზე მეტი ხნის შემდეგ, საქმე თავიდან განიხილეს. გაირკვა, რომ ბიბლიოთეკარი ოფიცერმა მოკლა. პოლიციელებმა მის სახლში მოკლული ქალის საყურეებიც კი იპოვეს ნამდვილი მკვლელი 2015 წელს გარდაიცვალა, შესაბამისად, ის დაუსჯელი დარჩა.
განმეორებით სასამართლო პროცესზე სამართლიანობამ გაიმარჯვა და 64 წლის ქალი გაათავისუფლეს. ციხიდან გამოსულს ქალიშვილი და შვილიშვილი დახვდა.