მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მოტოციკლისა და მოპედებისთვის ავტობუსის ზოლზე გადაადგილება დასაშვები გახდა
მოტოციკლისა და მოპედებისთვის ავტობუსის ზოლზე გადაადგილება დასაშვები გახდა

მო­ტო­ციკ­ლი­სა და მო­პე­დე­ბის­თვის ე.წ. ბას­ლე­ინ­ზე გა­და­ად­გი­ლე­ბის უფ­ლე­ბის მი­ცე­მას პარ­ლა­მენ­ტმა მხა­რი და­უ­ჭი­რა. შე­სა­ბა­მი­სი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბა­თა პა­კე­ტი დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი წე­სით გა­ნი­ხი­ლეს და 77 ხმით, ერ­თხმად და­ამ­ტკი­ცეს.

სა­კი­თხის ინი­ცი­ა­ტო­რე­ბი “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დე­პუ­ტა­ტე­ბი არი­ან, რო­მელ­თა გან­მარ­ტე­ბით, მო­ტო­ციკ­ლებ­სა და მო­პე­დებს ბას­ლე­ინ­ზე დაშ­ვე­ბა ევ­რო­პის ბევრ ქვე­ყა­ნა­ში აქვთ. ინი­ცი­ა­ტორ­თა ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ მხრივ გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია არ­სე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კა ავ­სტრი­ის დე­და­ქა­ლაქ ვე­ნა­ში, ეს­პა­ნე­თის ქა­ლა­ქებ­ში მად­რიდ­სა და ბარ­სე­ლო­ნა­ში. შვე­დე­თის დე­და­ქა­ლაქ სტოკ­ჰოლმში კი, თავ­და­პირ­ვე­ლად აღ­ნიშ­ნუ­ლი დაშ­ვე­ბა საც­დე­ლი იყო, ხოლო რო­დე­საც გა­ირ­კვა, რომ საგ­ზაო შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა შემ­ცირ­და და საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბა გა­უმ­ჯო­ბეს­და, დაშ­ვე­ბა მუდ­მი­ვი გახ­და.

“ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მი­ზე­ზი არის ის გა­რე­მო­ე­ბა, რომ საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის სხვა მო­ნა­წი­ლე­ე­ბის­თვის უფრო მარ­ტი­ვი ხდე­ბა მო­ტო­ციკ­ლე­ბის და მო­პე­დე­ბის და­ნახ­ვა, რაც საგ­ზაო შემ­თხვე­ვებს მკვეთ­რად ამ­ცი­რებს. ამას­თან, სა­მარ­შრუ­ტო სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის მოძ­რა­ო­ბი­სათ­ვის გან­კუთ­ვნილ ზოლ­ში მო­ტო­ციკ­ლე­ბის და მო­პე­დე­ბის სწრა­ფი გა­და­ად­გი­ლე­ბით მცირ­დე­ბა ჰა­ერ­ში მავ­ნე ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის გაფ­რქვე­ვა“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია კა­ნო­ნის პრო­ექ­ტის გან­მარ­ტე­ბით ბა­რათ­ში.

ამა­ვე პრო­ექ­ტის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, თბი­ლი­სის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზებ­ზე, მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მიერ გან­სა­ზღვრუ­ლი ად­გი­ლი­სა და დრო­ის დარ­ღვე­ვით მოძ­რა­ო­ბა გა­მო­იწ­ვევს რო­გორც M3, N2 და N3 კა­ტე­გო­რი­ე­ბის სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის, ასე­ვე T კა­ტე­გო­რი­ის სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის 1000 ლა­რის ოდე­ნო­ბით და­ჯა­რი­მე­ბას. იგი­ვე ქმე­დე­ბის გან­მე­ო­რე­ბით და ყო­ვე­ლი შემ­დგო­მი ჩა­დე­ნის შემ­თხვე­ვა­ში ჯა­რი­მა 3 000 ლა­რია.

ცნო­ბის­თვის, T კა­ტე­გო­რი­ის სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბა არის ნე­ბის­მი­ე­რი თვლი­ა­ნი ან მუხ­ლუ­ხა მე­ქა­ნი­კუ­რი სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბა, რო­მე­ლიც გან­კუთ­ვნი­ლია სა­სოფ­ლო- სა­მე­ურ­ნეო ან სა­ტყეო სა­მუ­შა­ო­ე­ბის შე­სას­რუ­ლებ­ლად.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

მოტოციკლისა და მოპედებისთვის ავტობუსის ზოლზე გადაადგილება დასაშვები გახდა

მოტოციკლისა და მოპედებისთვის ავტობუსის ზოლზე გადაადგილება დასაშვები გახდა

მოტოციკლისა და მოპედებისთვის ე.წ. ბასლეინზე გადაადგილების უფლების მიცემას პარლამენტმა მხარი დაუჭირა. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი დაჩქარებული წესით განიხილეს და 77 ხმით, ერთხმად დაამტკიცეს.

საკითხის ინიციატორები “ქართული ოცნების“ დეპუტატები არიან, რომელთა განმარტებით, მოტოციკლებსა და მოპედებს ბასლეინზე დაშვება ევროპის ბევრ ქვეყანაში აქვთ. ინიციატორთა ინფორმაციით, ამ მხრივ გასათვალისწინებელია არსებული პრაქტიკა ავსტრიის დედაქალაქ ვენაში, ესპანეთის ქალაქებში მადრიდსა და ბარსელონაში. შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში კი, თავდაპირველად აღნიშნული დაშვება საცდელი იყო, ხოლო როდესაც გაირკვა, რომ საგზაო შემთხვევების რაოდენობა შემცირდა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება გაუმჯობესდა, დაშვება მუდმივი გახდა.

“ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი არის ის გარემოება, რომ საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებისთვის უფრო მარტივი ხდება მოტოციკლების და მოპედების დანახვა, რაც საგზაო შემთხვევებს მკვეთრად ამცირებს. ამასთან, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილ ზოლში მოტოციკლების და მოპედების სწრაფი გადაადგილებით მცირდება ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევა“, - აღნიშნულია კანონის პროექტის განმარტებით ბარათში.

ამავე პროექტის გათვალისწინებით, თბილისის საავტომობილო გზებზე, მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრული ადგილისა და დროის დარღვევით მოძრაობა გამოიწვევს როგორც M3, N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების, ასევე T კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების 1000 ლარის ოდენობით დაჯარიმებას. იგივე ქმედების განმეორებით და ყოველი შემდგომი ჩადენის შემთხვევაში ჯარიმა 3 000 ლარია.

ცნობისთვის, T კატეგორიის სატრანსპორტო საშუალება არის ნებისმიერი თვლიანი ან მუხლუხა მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომელიც განკუთვნილია სასოფლო- სამეურნეო ან სატყეო სამუშაოების შესასრულებლად.