კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
CIA-ის ყოფილი თანამშრომელი სამხრეთ კორეის სასარგებლოდ, ძვირადღირებული საჩუქრების სანაცვლოდ ჯაშუშობდა - რა ნივთებზე ცვლიდა ის მნიშვნელოვან ინფორმაციას
CIA-ის ყოფილი თანამშრომელი სამხრეთ კორეის სასარგებლოდ, ძვირადღირებული საჩუქრების სანაცვლოდ ჯაშუშობდა - რა ნივთებზე ცვლიდა ის მნიშვნელოვან ინფორმაციას

აშშ-ის ცენ­ტრა­ლუ­რი სა­დაზ­ვერ­ვო სა­ა­გენ­ტოს (CIA) ყო­ფილ­მა ანა­ლი­ტი­კოს­მა ათწლე­ულ­ზე მეტი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში სამ­ხრეთ კო­რე­ის სა­ი­დუმ­ლო აგენ­ტად ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ჩან­თე­ბის, დი­ზა­ი­ნე­რუ­ლი ტან­საც­მლი­სა და მიშ­ლე­ნის ვარ­სკვლა­ვი­ან რეს­ტორ­ნებ­ში ვახ­შმე­ბის სა­ნაც­ვლოდ იმუ­შა­ვა. ამის შე­სა­ხებ ფე­დე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რო­რებ­მა გა­ნა­ცხა­დეს.

  • სა­სა­მარ­თლო დო­კუ­მენ­ტე­ბის თა­ნახ­მად, სე­ულ­ში და­ბა­დე­ბუ­ლი 54 წლის სუ მი ტერი, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად მა­ნ­ჰე­ტენ­ზე ცხოვ­რობს, სარ­გებ­ლობ­და "სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის პა­ტივ­ცე­მუ­ლი ექ­სპერ­ტის" სტა­ტუ­სით და აშშ-ის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებ­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ას ცვლი­და ისე­თი სა­ჩუქ­რე­ბის სა­ნაც­ვლოდ, რო­გო­რე­ბი­ცაა 3,450 დო­ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის Louis Vuitton-ის ჩან­თა, 2,845 დო­ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის Dolce & Gabbana-ს პალ­ტო და ვახ­შმე­ბი მა­ღა­ლი კლა­სის რეს­ტორ­ნებ­ში.

ტე­რიმ, რო­მე­ლიც სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის საბ­ჭოს ანა­ლი­ტი­კურ ცენ­ტრში კო­რე­ის კვლე­ვე­ბის უფ­რო­სი მეც­ნი­ერ-თა­ნამ­შრო­მე­ლი იყო, სა­ვა­რა­უ­დოდ, ჯა­შუ­შო­ბა სამ­ხრეთ კო­რე­ის სა­სარ­გებ­ლოდ 2013 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში და­ი­წყო, ცენ­ტრა­ლუ­რი სა­დაზ­ვერ­ვო სა­ა­გენ­ტო­დან წას­ვლი­დან ხუთი წლის შემ­დეგ, სა­დაც ის აღ­მო­სავ­ლეთ აზი­ის სა­კი­თხე­ბის ანა­ლი­ტი­კო­სი იყო.

შემ­დე­გი 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ის "აწ­ვდი­და სამ­ხრეთ კო­რე­ის დაზ­ვერ­ვას მნიშ­ვნე­ლო­ვან ინ­ფორ­მა­ცი­ას აშშ-ის მთავ­რო­ბის შე­სა­ხებ, სამ­ხრეთ კო­რეა კი ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას იყე­ნებ­და აშშ-ის პო­ლი­ტი­კა­ზე გავ­ლე­ნის მო­სახ­დე­ნად. ყვე­ლა­ფე­რი ეს კი "ფუ­ლი­სა და ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი სა­ჩუქ­რე­ბის" სა­ნაც­ვლოდ", - გა­ნა­ცხა­დეს FBI-ში.

ბრალ­დე­ბის თა­ნახ­მად, ტე­რიმ აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის, ენ­ტო­ნი ბლინ­კე­ნის, ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი კერ­ძო შეხ­ვედ­რის შე­სა­ხებ 2022 წლის ივ­ნის­ში ხელ­ნა­წე­რი ჩა­ნა­წე­რე­ბი თა­ვის სამ­ხრეთ კო­რე­ელ დაზ­ვერ­ვის კუ­რა­ტორს გა­დას­ცა. ამის შემ­დეგ რამ­დე­ნი­მე კვი­რა­ში, ტე­რიმ თა­ვი­სი კუ­რა­ტო­რე­ბის თხოვ­ნით, ჰეფი ჰა­ურს უმას­პინ­ძლა და სამ­ხრეთ კო­რე­ელ ჯა­შუშს სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცა, კონ­გრე­სის თა­ნამ­შრომ­ლებს დიპ­ლო­მა­ტის როლ­ში შეხ­ვედ­რო­და.

სა­ნაც­ვლოდ, ტერი კუ­რა­ტო­რებს სა­ყიდ­ლებ­ზე მიჰ­ყავ­დათ.

პრო­კუ­რო­რე­ბი ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ 2019 წლის ნო­ემ­ბერ­ში სამ­ხრეთ კო­რე­ელ­მა ჯა­შუშ­მა ტე­რის Dolce & Gabbana-ს პალ­ტო უყი­და.

მაგ­რამ ეს მდიდ­რუ­ლი სა­მო­სი ტე­რის არ მო­ე­წო­ნა და რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ და­აბ­რუ­ნა, სა­ნაც­ვლოდ კი 4,100 დო­ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის Christian Dior-ის პალ­ტო აიღო.

ფე­დე­რა­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ტერი არას­დროს და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლა უცხო­ელ აგენ­ტად იუს­ტი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტში. 2014 წელს FBI-ს აგენ­ტებ­მა გა­აფრ­თხი­ლეს, რომ იგი შე­იძ­ლე­ბა, უკა­ნო­ნო უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის სა­მიზ­ნე ყო­ფი­ლი­ყო.

ტერი აშშ-ს მთავ­რო­ბა­ში 2001-დან 2011 წლამ­დე სხვა­დას­ხვა პო­ზი­ცი­ა­ზე მსა­ხუ­რობ­და, მათ შო­რის, რო­გორც ცენ­ტრა­ლუ­რი სა­დაზ­ვერ­ვო სა­ა­გენ­ტოს ანა­ლი­ტი­კო­სი და რო­გორც კო­რე­ის, ია­პო­ნი­ი­სა და ოკე­ა­ნის საქ­მე­თა დი­რექ­ტო­რი თეთ­რი სახ­ლის ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის საბ­ჭო­ში.

სა­სა­მარ­თლო ჩა­ნა­წე­რე­ბი აჩ­ვე­ნებს, რომ ტერი მა­ნ­ჰე­ტე­ნის ფე­დე­რა­ლურ სა­სა­მარ­თლო­ში პირ­ვე­ლი წარ­დგე­ნი­სას 500,000 დო­ლა­რის გი­რა­ოს გა­დახ­დის შემ­დეგ გა­თა­ვი­სუფ­ლდა.

თუ უცხო­ელ აგენ­ტად და­უ­რე­გის­ტრი­რებ­ლო­ბის და უცხო­ელ აგენ­ტად მოქ­მე­დე­ბის შეთ­ქმუ­ლე­ბის ბრალ­დე­ბებ­ში დამ­ნა­შა­ვედ ცნო­ბენ, მას ხუთ წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბა ემუქ­რე­ბა.

მის­მა ად­ვო­კატ­მა, ლი ვო­ლოს­კიმ გა­ნა­ცხა­და, რომ ბრალ­დე­ბე­ბი არის "უსა­ფუძ­ვლო". ქალი და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლია Washington Post-ის სა­ავ­ტო­რო სვე­ტის ავ­ტორ მაქს ბუტ­ზე.

წყა­რო

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

CIA-ის ყოფილი თანამშრომელი სამხრეთ კორეის სასარგებლოდ, ძვირადღირებული საჩუქრების სანაცვლოდ ჯაშუშობდა - რა ნივთებზე ცვლიდა ის მნიშვნელოვან ინფორმაციას

CIA-ის ყოფილი თანამშრომელი სამხრეთ კორეის სასარგებლოდ, ძვირადღირებული საჩუქრების სანაცვლოდ ჯაშუშობდა - რა ნივთებზე ცვლიდა ის მნიშვნელოვან ინფორმაციას

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) ყოფილმა ანალიტიკოსმა ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში სამხრეთ კორეის საიდუმლო აგენტად ძვირადღირებული ჩანთების, დიზაინერული ტანსაცმლისა და მიშლენის ვარსკვლავიან რესტორნებში ვახშმების სანაცვლოდ იმუშავა. ამის შესახებ ფედერალურმა პროკურორებმა განაცხადეს.

  • სასამართლო დოკუმენტების თანახმად, სეულში დაბადებული 54 წლის სუ მი ტერი, რომელიც ამჟამად მანჰეტენზე ცხოვრობს, სარგებლობდა "საგარეო პოლიტიკის პატივცემული ექსპერტის" სტატუსით და აშშ-ის მაღალჩინოსნებზე ინფორმაციას ცვლიდა ისეთი საჩუქრების სანაცვლოდ, როგორებიცაა 3,450 დოლარის ღირებულების Louis Vuitton-ის ჩანთა, 2,845 დოლარის ღირებულების Dolce & Gabbana-ს პალტო და ვახშმები მაღალი კლასის რესტორნებში.

ტერიმ, რომელიც საგარეო ურთიერთობების საბჭოს ანალიტიკურ ცენტრში კორეის კვლევების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი იყო, სავარაუდოდ, ჯაშუშობა სამხრეთ კორეის სასარგებლოდ 2013 წლის ოქტომბერში დაიწყო, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოდან წასვლიდან ხუთი წლის შემდეგ, სადაც ის აღმოსავლეთ აზიის საკითხების ანალიტიკოსი იყო.

შემდეგი 10 წლის განმავლობაში, ის "აწვდიდა სამხრეთ კორეის დაზვერვას მნიშვნელოვან ინფორმაციას აშშ-ის მთავრობის შესახებ, სამხრეთ კორეა კი ამ ინფორმაციას იყენებდა აშშ-ის პოლიტიკაზე გავლენის მოსახდენად. ყველაფერი ეს კი "ფულისა და ძვირადღირებული საჩუქრების" სანაცვლოდ", - განაცხადეს FBI-ში.

ბრალდების თანახმად, ტერიმ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის, ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებული კერძო შეხვედრის შესახებ 2022 წლის ივნისში ხელნაწერი ჩანაწერები თავის სამხრეთ კორეელ დაზვერვის კურატორს გადასცა. ამის შემდეგ რამდენიმე კვირაში, ტერიმ თავისი კურატორების თხოვნით, ჰეფი ჰაურს უმასპინძლა და სამხრეთ კორეელ ჯაშუშს საშუალება მისცა, კონგრესის თანამშრომლებს დიპლომატის როლში შეხვედროდა.

სანაცვლოდ, ტერი კურატორებს საყიდლებზე მიჰყავდათ.

პროკურორები ამტკიცებენ, რომ 2019 წლის ნოემბერში სამხრეთ კორეელმა ჯაშუშმა ტერის Dolce & Gabbana-ს პალტო უყიდა.

მაგრამ ეს მდიდრული სამოსი ტერის არ მოეწონა და რამდენიმე დღის შემდეგ დააბრუნა, სანაცვლოდ კი 4,100 დოლარის ღირებულების Christian Dior-ის პალტო აიღო.

ფედერალები ამბობენ, რომ ტერი არასდროს დარეგისტრირებულა უცხოელ აგენტად იუსტიციის დეპარტამენტში. 2014 წელს FBI-ს აგენტებმა გააფრთხილეს, რომ იგი შეიძლება, უკანონო უცხოური გავლენის სამიზნე ყოფილიყო.

ტერი აშშ-ს მთავრობაში 2001-დან 2011 წლამდე სხვადასხვა პოზიციაზე მსახურობდა, მათ შორის, როგორც ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ანალიტიკოსი და როგორც კორეის, იაპონიისა და ოკეანის საქმეთა დირექტორი თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში.

სასამართლო ჩანაწერები აჩვენებს, რომ ტერი მანჰეტენის ფედერალურ სასამართლოში პირველი წარდგენისას 500,000 დოლარის გირაოს გადახდის შემდეგ გათავისუფლდა.

თუ უცხოელ აგენტად დაურეგისტრირებლობის და უცხოელ აგენტად მოქმედების შეთქმულების ბრალდებებში დამნაშავედ ცნობენ, მას ხუთ წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მისმა ადვოკატმა, ლი ვოლოსკიმ განაცხადა, რომ ბრალდებები არის "უსაფუძვლო". ქალი დაქორწინებულია Washington Post-ის საავტორო სვეტის ავტორ მაქს ბუტზე.

წყარო