მსოფლიო
წიგნები

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უდაბნოში ფეხშიშველები მიდიოდნენ, დედა ორსულად იყო, ხალხი კვდებოდა და ადგილზევე მარხავდნენ" - ნიკო უილიამსის ოჯახის უმძიმესი გზა: მშობლების თავგანწირვისა და შვილების ტრიუმფის ამბავი
"უდაბნოში ფეხშიშველები მიდიოდნენ, დედა ორსულად იყო,  ხალხი კვდებოდა და ადგილზევე მარხავდნენ" - ნიკო უილიამსის ოჯახის უმძიმესი გზა: მშობლების თავგანწირვისა და შვილების ტრიუმფის ამბავი

2024 წლის ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­მა მსოფ­ლი­ოს ფეხ­ბურთს არა­ერ­თი ვარ­სკვლა­ვი აჩუ­ქა, მათ შო­რის არის ეს­პა­ნე­თის ნაკ­რე­ბის შემ­ტე­ვი, 22 წლის ნიკო უი­ლი­ამ­სი, რო­მელ­მაც ოჯახ­თან ერ­თად, ურ­თუ­ლე­სი გზა გა­ი­ა­რა.

ნი­კოს უფ­რო­სი ძმა, ინა­კიც ფეხ­ბურ­თე­ლია. მათი ამ­ბა­ვი კი მშობ­ლე­ბის თავ­გან­წირ­ვი­სა და შემ­დეგ, შვი­ლე­ბის ტრი­უმ­ფის ის­ტო­რი­აა. ოჯა­ხის სამ­შობ­ლო გა­ნაა. მშობ­ლებ­მა, ფე­ლიქს უი­ლი­ამსმა და მა­რია არ­თუ­ერ­მა უმე­ტეს­წი­ლად ფეხ­შიშ­ვე­ლებ­მა გა­და­ლა­ხეს ფე­ხით მცხუნ­ვა­რე სა­ჰა­რის უდაბ­ნო იმის­თვის, რომ უკე­თე­სი მო­მავ­ლის იმე­დით ეს­პა­ნე­თამ­დე ჩა­ეღ­წი­ათ. იმ დროს ქალი ნი­კოს ძმა­ზე იყო ორ­სუ­ლად.

ნიკო და ინა­კი დე­დას­თან ერ­თად

  • "მათ გზის ნა­წი­ლი სატ­ვირ­თო მან­ქა­ნით და­ფა­რეს, შემ­დეგ ფე­ხით მი­დი­ოდ­ნენ. ხალ­ხი ვერ უძ­ლებ­და და გზა­ში კვდე­ბოდ­ნენ, გარ­დაც­ვლი­ლებს გზა­ში­ვე მარ­ხავ­დნენ, იყო ქურ­დო­ბი­სა და გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი, არც წყა­ლი, არც საკ­ვე­ბი, სა­ში­ნე­ლი გზა გა­მო­ი­ა­რეს", - უამ­ბო მშობ­ლე­ბის შე­სა­ხებ "გარ­დი­ანს" ინაკ­მა.

ნი­კომ ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის მო­გე­ბა მა­მას მი­უ­ძღვნა, კაცს, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ნა­ირ სა­მუ­შა­ოს ას­რუ­ლებ­და შვი­ლე­ბის მო­მავ­ლის­თვის. ბილ­ბა­ოს "ატ­ლე­ტი­კის" გა­რე­მარ­ბი ამ­ბობს, რომ მისი წარ­მა­ტე­ბა მშობ­ლე­ბის და უფ­რო­სი ძმის დამ­სა­ხუ­რე­ბაა.

პა­ტა­რა ნიკო უფ­როს ძმას­თან ერ­თად

ოჯა­ხი 1994 წელს ეს­პა­ნეთ­ში ლტოლ­ვი­ლად ჩა­ბარ­და და პამ­პლო­ნა­ში და­სახ­ლდა. ნიკო სწო­რედ იქ, 2002 წლის ივ­ლის­ში და­ი­ბა­და. ბავ­შვო­ბის დიდი ნა­წი­ლი მა­მას­თან ერ­თად გა­ა­ტა­რა და მას­თან ერ­თად ფუ­ლის გა­მო­მუ­შა­ვე­ბას ცდი­ლობ­და.

ნი­კოს ოჯა­ხი

მამა კი მუ­შა­ობ­და მწყემ­სად, დამ­ლა­გებ­ლად, მუ­შად.. შემ­დეგ ფე­ლიქ­სი ლონ­დონ­ში წა­ვი­და სამ­სა­ხუ­რის სა­ძებ­ნე­ლად, სამი წლის ნიკო კი დე­დას­თან და ძმას­თან ერ­თად ეს­პა­ნეთ­ში დარ­ჩა.

ძმე­ბი ბილ­ბა­ოს "ატ­ლე­ტი­კის" შე­მად­გენ­ლო­ბა­ში

ბიჭ­ზე უფ­რო­სი ძმა, ინა­კი ზრუ­ნავ­და და მისი სპორ­ტსმე­ნად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში უდი­დე­სი როლი აქვს. ად­გი­ლობ­რივ კლუბს, "ოსა­სუ­ნას" სურ­და ახალ­გაზ­რდა ნი­კოს გა­და­ბი­რე­ბა, მაგ­რამ 2012 წელს ბილ­ბა­ოს "ატ­ლე­ტიკ­მა" მისი ძმა იყი­და და ერთი წლის შემ­დეგ ნი­კოც ამ კლუბ­ში წა­იყ­ვა­ნეს. ინა­კი, ნი­კოს ძმა ბი­ჭის­თვის მა­მა­სა­ვით იყო. გა­სულ სე­ზონ­ში ის რა­სობ­რივ ნი­ა­დაგ­ზე შე­უ­რა­ცხყო­ფის მსხვერ­პლი გახ­და, ამ ინ­ცი­დენ­ტის შემ­დეგ სამ ადა­მი­ანს რვათ­ვი­ა­ნი თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­ე­სა­ჯა, ასე­ვე ორი წლით აეკ­რძა­ლათ სტა­დი­ონ­ზე შეს­ვლა

  • ინა­კი ნი­კო­ზე ცხრა წლით უფ­რო­სია. "ის მე მუ­დამ მი­ცავს, ჩემი მფარ­ვე­ლია, მისი დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რომ დღეს ვარ ის, ვინც ვარ", - ამ­ბობს ახალ­გაზ­რდა ფეხ­ბურ­თე­ლი.
ინა­კი გა­ნის ეროვ­ნულ ნაკ­რებ­ში თა­მა­შობს

სა­ინ­ტე­რე­სოა კი­დევ ერთი ფაქ­ტი, ნი­კოს ძმა მშობ­ლი­უ­რი გა­ნის ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის ფეხ­ბურ­თე­ლია, მა­შინ როცა ნი­კომ ეს­პა­ნე­თის ნაკ­რე­ბის ფორ­მა მო­ირ­გო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

"უდაბნოში ფეხშიშველები მიდიოდნენ, დედა ორსულად იყო, ხალხი კვდებოდა და ადგილზევე მარხავდნენ" - ნიკო უილიამსის ოჯახის უმძიმესი გზა: მშობლების თავგანწირვისა და შვილების ტრიუმფის ამბავი

"უდაბნოში ფეხშიშველები მიდიოდნენ, დედა ორსულად იყო,  ხალხი კვდებოდა და ადგილზევე მარხავდნენ" - ნიკო უილიამსის ოჯახის უმძიმესი გზა: მშობლების თავგანწირვისა და შვილების ტრიუმფის ამბავი

2024 წლის ევროპის ჩემპიონატმა მსოფლიოს ფეხბურთს არაერთი ვარსკვლავი აჩუქა, მათ შორის არის ესპანეთის ნაკრების შემტევი, 22 წლის ნიკო უილიამსი, რომელმაც ოჯახთან ერთად, ურთულესი გზა გაიარა.

ნიკოს უფროსი ძმა, ინაკიც ფეხბურთელია. მათი ამბავი კი მშობლების თავგანწირვისა და შემდეგ, შვილების ტრიუმფის ისტორიაა. ოჯახის სამშობლო განაა. მშობლებმა, ფელიქს უილიამსმა და მარია ართუერმა უმეტესწილად ფეხშიშველებმა გადალახეს ფეხით მცხუნვარე საჰარის უდაბნო იმისთვის, რომ უკეთესი მომავლის იმედით ესპანეთამდე ჩაეღწიათ. იმ დროს ქალი ნიკოს ძმაზე იყო ორსულად.

ნიკო და ინაკი დედასთან ერთად

  • "მათ გზის ნაწილი სატვირთო მანქანით დაფარეს, შემდეგ ფეხით მიდიოდნენ. ხალხი ვერ უძლებდა და გზაში კვდებოდნენ, გარდაცვლილებს გზაშივე მარხავდნენ, იყო ქურდობისა და გაუპატიურების შემთხვევები, არც წყალი, არც საკვები, საშინელი გზა გამოიარეს", - უამბო მშობლების შესახებ "გარდიანს" ინაკმა.

ნიკომ ევროპის ჩემპიონატის მოგება მამას მიუძღვნა, კაცს, რომელიც ყველანაირ სამუშაოს ასრულებდა შვილების მომავლისთვის. ბილბაოს "ატლეტიკის" გარემარბი ამბობს, რომ მისი წარმატება მშობლების და უფროსი ძმის დამსახურებაა.

პატარა ნიკო უფროს ძმასთან ერთად

ოჯახი 1994 წელს ესპანეთში ლტოლვილად ჩაბარდა და პამპლონაში დასახლდა. ნიკო სწორედ იქ, 2002 წლის ივლისში დაიბადა. ბავშვობის დიდი ნაწილი მამასთან ერთად გაატარა და მასთან ერთად ფულის გამომუშავებას ცდილობდა.

ნიკოს ოჯახი

მამა კი მუშაობდა მწყემსად, დამლაგებლად, მუშად.. შემდეგ ფელიქსი ლონდონში წავიდა სამსახურის საძებნელად, სამი წლის ნიკო კი დედასთან და ძმასთან ერთად ესპანეთში დარჩა.

ძმები ბილბაოს "ატლეტიკის" შემადგენლობაში

ბიჭზე უფროსი ძმა, ინაკი ზრუნავდა და მისი სპორტსმენად ჩამოყალიბებაში უდიდესი როლი აქვს. ადგილობრივ კლუბს, "ოსასუნას" სურდა ახალგაზრდა ნიკოს გადაბირება, მაგრამ 2012 წელს ბილბაოს "ატლეტიკმა" მისი ძმა იყიდა და ერთი წლის შემდეგ ნიკოც ამ კლუბში წაიყვანეს. ინაკი, ნიკოს ძმა ბიჭისთვის მამასავით იყო. გასულ სეზონში ის რასობრივ ნიადაგზე შეურაცხყოფის მსხვერპლი გახდა, ამ ინციდენტის შემდეგ სამ ადამიანს რვათვიანი თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე ორი წლით აეკრძალათ სტადიონზე შესვლა

  • ინაკი ნიკოზე ცხრა წლით უფროსია. "ის მე მუდამ მიცავს, ჩემი მფარველია, მისი დამსახურებაა, რომ დღეს ვარ ის, ვინც ვარ", - ამბობს ახალგაზრდა ფეხბურთელი.
ინაკი განის ეროვნულ ნაკრებში თამაშობს

საინტერესოა კიდევ ერთი ფაქტი, ნიკოს ძმა მშობლიური განის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელია, მაშინ როცა ნიკომ ესპანეთის ნაკრების ფორმა მოირგო.