კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რა სფეროც არ უნდა ავირჩიო, შევეცდები ჩემი მაქსიმუმი ჩავდო მის შესწავლაში" – "აგროსფეროს" სტიპენდიატი
"რა სფეროც არ უნდა ავირჩიო, შევეცდები ჩემი მაქსიმუმი ჩავდო მის შესწავლაში" – "აგროსფეროს" სტიპენდიატი

ინო­ვა­ცი­უ­რი სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო პრო­დუქ­ცი­ი­სა და აგ­რო­ტექ­ნი­კის იმ­პორ­ტი­ო­რი კომ­პა­ნია „აგ­როს­ფე­რო“ მე-3 წე­ლია, სა­ქარ­თვე­ლოს აგ­რა­რულ უნი­ვერ­სი­ტეტ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით სას­ტი­პენ­დიო და პრაქ­ტი­კა-სტა­ჟი­რე­ბის პროგ­რა­მებს ახორ­ცი­ე­ლებს. პროგ­რა­მე­ბის მი­ზა­ნი აგ­რო­მე­ურ­ნე­ო­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია, დარ­გით მეტი ახალ­გაზ­რდის და­ინ­ტე­რე­სე­ბა და კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კად­რე­ბის მომ­ზა­დე­ბაა.

წელს „აგ­როს­ფე­რომ“ პროგ­რა­მა­ში მო­ნა­წი­ლე­თა რი­ცხვი გა­ა­ორ­მა­გა და სტი­პენ­დია მა­ღა­ლი მოს­წრე­ბის III-IV კურ­სის 6 სტუ­დენტს და­უ­ნიშ­ნა. მათ რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­ე­ცე­მათ შე­საძ­ლებ­ლო­ბაც, რომ პრაქ­ტი­კა-სტა­ჟი­რე­ბა კომ­პა­ნი­ის სერ­ვის­ცენ­ტრებ­ში, სა­დე­მონ­სტრა­ციო სათ­ბურ­ში, სა­დე­მონ­სტრა­ციო ვე­ნახ­ში,

სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ხორ­ბლის სა­თეს­ლე მა­სა­ლის წარ­მო­ე­ბა­ში, მე­ქა­ნი­ზა­ცი­ის სერ­ვის­ში, პარტნი­ო­რი ფერ­მე­რე­ბის ნაკ­ვე­თებ­სა და სათ­ბუ­რებ­ში გა­ი­ა­რონ.

გა­დავ­წყვი­ტეთ, შე­მოგ­თა­ვა­ზოთ ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბის სე­რია, რო­მე­ლიც „აგ­როს­ფე­როს“ სტი­პენ­დი­ა­ტებს ახ­ლო­დან გა­გაც­ნობთ. ამ­ჯე­რად სა­ქარ­თვე­ლოს აგ­რა­რუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის მე­ქა­ნი­კის ინ­ჟი­ნე­რი­ის პროგ­რა­მის III კურ­სის სტუ­დენტს, საბა ება­ნო­ი­ძეს ვე­სა­უბ­რეთ.

საბა, რო­გორ გა­ი­გეთ „აგ­როს­ფე­რო­სა“ და მისი სტი­პენ­დი­ის შე­სა­ხებ?

„აგ­როს­ფე­როს­თან“ პირ­ვე­ლი შე­ხე­ბა აგ­რა­რუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტუ­რი და­საქ­მე­ბის ფო­რუმ­ზე მქონ­და. მას, ასე­ვე, ონ­ლა­ინ პლატ­ფორ­მე­ბი­და­ნაც ვიც­ნობ­დი, რად­გან ბევ­რჯერ შემ­ხვედ­რია მათი პრო­დუქ­ცია ინ­ტერ­ნეტ­ში. შარ­შან კი, სტუ­დენ­ტე­ბის­თვის „აგ­როს­ფე­როს“ მიერ და­წე­სე­ბუ­ლი სტი­პენ­დი­ის შე­სა­ხე­ბაც შე­ვი­ტყვე. ძა­ლი­ან მომ­ხიბ­ლა იმ ფაქ­ტმა, რომ არ­სე­ბობ­და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის დარ­გში მოქ­მე­დი კერ­ძო კომ­პა­ნია, რო­მე­ლიც არა მხო­ლოდ სა­კუ­თარ ინ­ტე­რე­სებ­ზე ზრუნ­ვას, არა­მედ მო­მა­ვალ თა­ო­ბა­ში სა­კუ­თარ დრო­ით და ფუ­ლად რე­სურსს დებს. ცხა­დია, მსგავ­სი ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბი სტუ­დენტს სწავ­ლის სურ­ვილს კი­დევ უფრო უღ­ვი­ვებს და დიდი მო­ტი­ვა­ცი­ას აძ­ლევს.

სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის დარ­გის რა მთა­ვარ პრობ­ლე­მას გა­მო­ყოფ­დით? რო­გორ ფიქ­რობთ, შეძ­ლებს თქვე­ნი თა­ო­ბა მის გა­დაჭ­რას?

ვფიქ­რობ, მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა გა­ნათ­ლე­ბი­სა და ინ­ფორ­მა­ცი­ის ნაკ­ლე­ბო­ბაა. მა­გა­ლი­თად, ბევ­რმა ფერ­მერ­მა არ იცის, რო­გორ აქ­ცი­ოს აგ­რო­მე­ურ­ნე­ო­ბა ბიზ­ნე­სად, რო­გორ გა­ა­კე­თოს კალ­კუ­ლა­ცია, რა ინ­ვეს­ტი­ცია უნდა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს შე­მო­სავ­ლე­ბის ზრდის­თვის, რა­ტომ არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინო­ვა­ცი­უ­რი და ახა­ლი მიდ­გო­მე­ბის და­ნერგვა მე­ურ­ნე­ო­ბა­ში და ა.შ. ჩემი აზ­რით, ეს პრობ­ლე­მა ნელ-ნელა გა­და­იჭ­რე­ბა, რად­გან ჩვენს თა­ო­ბას ბევ­რად მეტ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე მი­უწ­ვდე­ბა ხელი. ამას­თა­ნა­ვე, ჩემი თა­ნა­ტო­ლე­ბი უკეთ იც­ნო­ბენ გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ქვეყ­ნე­ბის მა­გა­ლი­თებ­საც.

საბა, რო­გო­რია თქვე­ნი სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი?

ცხა­დია, უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბას ვა­პი­რებ, პა­რა­ლე­ლუ­რად მინ­და პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბაც და­ვაგ­რო­ვო. ჯერ არ მაქვს გა­და­წყვე­ტი­ლი კონ­კრე­ტუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბა, თუმ­ცა ერთი რამ და­ნამ­დვი­ლე­ბით ვიცი – რა სფე­როც არ უნდა ავირ­ჩიო, შე­ვეც­დე­ბი ჩემი მაქ­სი­მუ­მი ჩავ­დო მის შეს­წავ­ლა­ში.

NS

1234....
0

..... Თუ მოგვიანებით პოლიტიკაში არ ამოყო თავი, ჭკუის კოლოფის თანამდებობაზე. 

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"რა სფეროც არ უნდა ავირჩიო, შევეცდები ჩემი მაქსიმუმი ჩავდო მის შესწავლაში" – "აგროსფეროს" სტიპენდიატი

"რა სფეროც არ უნდა ავირჩიო, შევეცდები ჩემი მაქსიმუმი ჩავდო მის შესწავლაში" – "აგროსფეროს" სტიპენდიატი

ინოვაციური სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და აგროტექნიკის იმპორტიორი კომპანია „აგროსფერო“ მე-3 წელია, საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით სასტიპენდიო და პრაქტიკა-სტაჟირების პროგრამებს ახორციელებს. პროგრამების მიზანი აგრომეურნეობის პოპულარიზაცია, დარგით მეტი ახალგაზრდის დაინტერესება და კვალიფიციური კადრების მომზადებაა.

წელს „აგროსფერომ“ პროგრამაში მონაწილეთა რიცხვი გააორმაგა და სტიპენდია მაღალი მოსწრების III-IV კურსის 6 სტუდენტს დაუნიშნა. მათ რამდენიმე თვის განმავლობაში მიეცემათ შესაძლებლობაც, რომ პრაქტიკა-სტაჟირება კომპანიის სერვისცენტრებში, სადემონსტრაციო სათბურში, სადემონსტრაციო ვენახში,

სერტიფიცირებული ხორბლის სათესლე მასალის წარმოებაში, მექანიზაციის სერვისში, პარტნიორი ფერმერების ნაკვეთებსა და სათბურებში გაიარონ.

გადავწყვიტეთ, შემოგთავაზოთ ინტერვიუების სერია, რომელიც „აგროსფეროს“ სტიპენდიატებს ახლოდან გაგაცნობთ. ამჯერად საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მექანიკის ინჟინერიის პროგრამის III კურსის სტუდენტს, საბა ებანოიძეს ვესაუბრეთ.

საბა, როგორ გაიგეთ „აგროსფეროსა“ და მისი სტიპენდიის შესახებ?

„აგროსფეროსთან“ პირველი შეხება აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტური დასაქმების ფორუმზე მქონდა. მას, ასევე, ონლაინ პლატფორმებიდანაც ვიცნობდი, რადგან ბევრჯერ შემხვედრია მათი პროდუქცია ინტერნეტში. შარშან კი, სტუდენტებისთვის „აგროსფეროს“ მიერ დაწესებული სტიპენდიის შესახებაც შევიტყვე. ძალიან მომხიბლა იმ ფაქტმა, რომ არსებობდა სოფლის მეურნეობის დარგში მოქმედი კერძო კომპანია, რომელიც არა მხოლოდ საკუთარ ინტერესებზე ზრუნვას, არამედ მომავალ თაობაში საკუთარ დროით და ფულად რესურსს დებს. ცხადია, მსგავსი ინიციატივები სტუდენტს სწავლის სურვილს კიდევ უფრო უღვივებს და დიდი მოტივაციას აძლევს.

სოფლის მეურნეობის დარგის რა მთავარ პრობლემას გამოყოფდით? როგორ ფიქრობთ, შეძლებს თქვენი თაობა მის გადაჭრას?

ვფიქრობ, მთავარი პრობლემა განათლებისა და ინფორმაციის ნაკლებობაა. მაგალითად, ბევრმა ფერმერმა არ იცის, როგორ აქციოს აგრომეურნეობა ბიზნესად, როგორ გააკეთოს კალკულაცია, რა ინვესტიცია უნდა განახორციელოს შემოსავლების ზრდისთვის, რატომ არის მნიშვნელოვანი ინოვაციური და ახალი მიდგომების დანერგვა მეურნეობაში და ა.შ. ჩემი აზრით, ეს პრობლემა ნელ-ნელა გადაიჭრება, რადგან ჩვენს თაობას ბევრად მეტ ინფორმაციაზე მიუწვდება ხელი. ამასთანავე, ჩემი თანატოლები უკეთ იცნობენ განვითარებული ქვეყნების მაგალითებსაც.

საბა, როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

ცხადია, უახლოეს მომავალში სწავლის გაგრძელებას ვაპირებ, პარალელურად მინდა პრაქტიკული გამოცდილებაც დავაგროვო. ჯერ არ მაქვს გადაწყვეტილი კონკრეტული მიმართულება, თუმცა ერთი რამ დანამდვილებით ვიცი – რა სფეროც არ უნდა ავირჩიო, შევეცდები ჩემი მაქსიმუმი ჩავდო მის შესწავლაში.

NS