კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველი პრინცი, რომელიც ესპანეთში ძვირადღირებულ ვილებს ყიდის - საიდუმლო პირადი ცხოვრება და 20 ქვეყანაში მუშაობის გამოცდილება: რა არის ცნობილი უგო ბაგრატიონზე
ქართველი პრინცი, რომელიც ესპანეთში ძვირადღირებულ ვილებს ყიდის - საიდუმლო პირადი ცხოვრება და 20 ქვეყანაში მუშაობის გამოცდილება: რა არის ცნობილი უგო ბაგრატიონზე

უგო ბაგ­რა­ტი­ო­ნი ყვე­ლა­ზე სიმ­პა­ტი­უ­რი ქარ­თვე­ლი პრინ­ცია, რო­მე­ლიც ეს­პა­ნეთ­ში ძვი­რა­დღი­რე­ბულ ვი­ლებს ყი­დის. ის კომ­პა­ნია Berkshire Hathaway HomeServices Marbella-ში ბიზ­ნე­სის გან­ვი­თა­რე­ბის დი­რექ­ტო­რია. კომ­პა­ნია, სა­დაც ბაგ­რა­ტი­ო­ნი მუ­შა­ობს, უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ექ­სპერტთა გუნ­დით არის და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი.

Berkshire Hathaway HomeServices Spain მთა­ვა­რი რგო­ლია ეს­პა­ნეთ­ში ქო­ნე­ბის ყიდ­ვა-გა­ყიდ­ვა­სა და გა­ქი­რა­ვე­ბა­ში.

"წარ­მო­შო­ბით ქარ­თვე­ლი, გა­მოც­დი­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი, რო­მელ­საც ათწლე­უ­ლე­ბია გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს გლო­ბა­ლუ­რი ბიზ­ნე­სის გან­ვი­თა­რე­ბის, გა­ყიდ­ვე­ბი­სა და ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის მე­ნე­ჯმენ­ტში“, - ვკი­თხუ­ლობთ უგოს შე­სა­ხებ კომ­პა­ნი­ის ვებგ­ვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ბაგ­რა­ტი­ონს გა­ნათ­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლი აქვს მად­რი­დის, პა­რი­ზი­სა და ლონ­დო­ნის ბიზ­ნეს სკო­ლებ­ში, სა­დაც ეუფ­ლე­ბო­და სა­ერ­თა­შო­რი­სო ბიზ­ნეს მე­ნე­ჯმენტს. სწავ­ლის პე­რი­ოდ­ში მან გა­ნა­ვი­თა­რა სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნებ­თან და მსოფ­ლი­ოს არა­ერთ ქვე­ყა­ნას­თან აქვს მყა­რი კონ­ტაქ­ტე­ბი.

ის თა­ვი­სუფ­ლად სა­უბ­რობს ეს­პა­ნურ და ინ­გლი­სურ ენებ­ზე - "გარ­და ამი­სა, არის სან­დო და სა­ი­მე­დო მრჩე­ვე­ლი, რო­მე­ლიც გა­ნაგ­რძობს პარტნი­ო­რო­ბას მომ­ხმა­რებ­ლის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის შე­სას­რუ­ლებ­ლად", - ვკი­თხუ­ლობთ Marbella-ს ვებგ­ვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

უგო ბაგ­რა­ტი­ო­ნი Marbella-ს გუნდთან ერ­თად

უგო ბაგ­რა­ტი­ო­ნის დო­სიე:

სა­ხე­ლი, გვა­რი: გუ­რამ “უგო” ბაგ­რა­ტი­ო­ნი

მშობ­ლე­ბი: ხორ­ხე ბაგ­რა­ტი­ო­ნი და ნუ­რია ლო­პი­სი და ოლი­არ­ტი

ჰობი: სამ­ზა­რე­უ­ლო, მუ­სი­კა, კი­თხვა და, რა თქმა უნდა, მოგ­ზა­უ­რო­ბა და ახა­ლი კულ­ტუ­რე­ბის აღ­მო­ჩე­ნა

ქვე­ყა­ნა: სა­ნა­ხა­ვი ად­გი­ლის რე­კო­მენ­და­ცია რომ მქონ­დეს, უდა­ვოდ ეს იქ­ნე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლო

ცეკ­ვა: მე­რენ­გა

სუ­ნა­მო: Acqua di Parma

ძი­ლის წინ: ვგეგ­მავ მე­ო­რე დღეს

ჩემი ბავ­შვო­ბა: მარ­ბე­ლა, ეს­პა­ნე­თი

დე­სერ­ტი: პა­ნა­კო­ტა

სიყ­ვა­რუ­ლი არის: რთუ­ლი

უგო ბაგ­რა­ტი­ონ­ზე ქარ­თულ მე­დი­ა­ში არა­ერ­თი სტა­ტია იძებ­ნე­ბა. ის პო­პუ­ლა­რუ­ლი მისი ძმის, და­ვით ბაგ­რა­ტი­ო­ნის სკან­და­ლუ­რი ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ გახ­და. ერთ-ერთ ეს­პა­ნურ გა­მო­ცე­მა­ში ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რანსკე­ბის შთა­მო­მა­ვა­ლი იხ­სე­ნებს:

- ყვე­ლა ქარ­თვე­ლი მეფე მე­ო­მა­რი იყო და, შე­სა­ბა­მი­სად, მათი ჯა­რე­ბის მთა­ვარ­სარ­და­ლი.

ისი­ნი იბ­რძოდ­ნენ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფოს გაძ­ლი­ე­რე­ბის­თვის და მნიშ­ვნე­ლო­ვან წარ­მა­ტე­ბებს მი­აღ­წი­ეს რო­გორც ბრძო­ლის ველ­ზე, ასე­ვე დიპ­ლო­მა­ტი­ის ას­პა­რეზ­ზე, გარ­და იმი­სა, რომ დიდი ძა­ლის­ხმე­ვა გა­წი­ეს კულ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის. მათ დიდი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნეს ფი­ზი­კის, ქი­მი­ის, მა­თე­მა­ტი­კის, ას­ტრო­ნო­მი­ი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სხვა დარ­გე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ა­ში.

ბაგ­რა­ტი­ონ­თა სა­მე­ფო სახ­ლმა სა­ქარ­თვე­ლოს მის­ცა არა მხო­ლოდ არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი სამ­ხედ­რო ლი­დე­რე­ბი, პო­ლი­ტი­კო­სე­ბი და სა­ხელ­მწი­ფო მოღ­ვა­წე­ე­ბი, არა­მედ მეც­ნი­ე­რე­ბი, ფი­ლო­სო­ფო­სე­ბი, კულ­ტუ­რის რე­ფორ­მა­ტო­რე­ბი და სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე­ე­ბი. დიდი პა­ტი­ვია ვიყო ევ­რო­პა­ში უძ­ვე­ლე­სი სა­მე­ფო დი­ნას­ტი­ის შთა­მო­მა­ვა­ლი და პა­ტი­ვია ასე­თი ის­ტო­რი­უ­ლი გვა­რის ტა­რე­ბა... ეს ჩემ­თვის ნამ­დვი­ლად სა­ა­მა­ყოა.

ბავ­შვო­ბი­დან, ცხოვ­რე­ბამ შე­საძ­ლებ­ლო­ბა მომ­ცა, გავზრდი­ლი­ყა­ვი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში, კულ­ტუ­რი­სა და წარ­მო­მავ­ლო­ბის ფარ­თო სპექტრი­დან. ამან სა­შუ­ა­ლე­ბა მომ­ცა გა­ვი­ზარ­დო რო­გორც პი­როვ­ნე­ბა და ადაპ­ტა­ცია მო­ვახ­დი­ნო სხვა­დას­ხვა კულ­ტუ­რებ­თან, რომ­ლებ­საც შევ­ხვედ­რი­ვარ ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც ვცხოვ­რობ­დი, უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლის წლე­ბი­დან პრო­ფე­სი­ულ მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი­დან დღემ­დე. ეს­პა­ნე­თი იყო და იქ­ნე­ბა ჩემი საყ­ვა­რე­ლი ქვე­ყა­ნა, სა­დაც გა­ვი­ზარ­დე და ჩა­მოვ­ყა­ლიბ­დი რო­გორც პი­როვ­ნე­ბა.

ჩვენს სახ­ლში ყო­ველ­თვის იყო ჩვე­ნი წი­ნაპ­რე­ბის პორ­ტრე­ტე­ბით და იდეა, რო­მე­ლიც მა­მა­ჩემ­მა ჩაგ­ვი­ნერ­გა, იყო, რომ ერთ დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში უნდა დავ­ბრუნ­დეთ.

ბოლო წლებ­ში მქონ­და შე­საძ­ლებ­ლო­ბა მე­ცხოვ­რა და მე­მუ­შა­ვა 20-ზე მეტ ქვე­ყა­ნა­ში: ომა­ნი, ეგ­ვიპ­ტე, სუ­და­ნი, ტა­ი­ლან­დი, ფი­ლი­პი­ნე­ბი, კამ­ბო­ჯა, მალ­ტა, ლა­ო­სი, ინ­დო­ნე­ზია, მა­ლა­ი­ზია, ნი­გე­რია, კაბო ვერ­დე, ქუ­ვე­ი­თი, ბრა­ზი­ლია, ჩილე, დო­მი­ნი­კის რეს­პუბ­ლი­კა, სა­უ­დის არა­ბე­თი, იორ­და­ნია, ურუგ­ვაი და ის­რა­ე­ლი...

პი­რა­დი

ქარ­თვე­ლი პრინ­ცის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა ყო­ველ­თვის სა­ი­დუმ­ლოდ რჩე­ბა. წლე­ბის წინ, არა­ერთ ცნო­ბილ ქარ­თველ ქალ­ზე გავ­რცელ­და ჭორი, რომ თით­ქოს მა­თით პრინ­ცი და­ინ­ტე­რეს­და, მაგ­რამ ის დღემ­დე და­სა­ო­ჯა­ხე­ბე­ლია.

ორი წლის წინ, უგო ბაგ­რა­ტი­ო­ნი ხში­რად აქ­ვეყ­ნებ­და ეს­პა­ნელ ქალ­თან ერ­თად გა­და­ღე­ბულ ფო­ტო­ებს, რო­მელ­თან ერ­თა­დაც ხში­რად მოგ­ზა­უ­რობ­და, თუმ­ცა დღეს მისი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი­დან ეს ფო­ტო­ე­ბი გამ­ქრა­ლია. რო­გორც ჩანს, პრინ­ცის გული ისევ თა­ვი­სუ­ფა­ლია.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

ქართველი პრინცი, რომელიც ესპანეთში ძვირადღირებულ ვილებს ყიდის - საიდუმლო პირადი ცხოვრება და 20 ქვეყანაში მუშაობის გამოცდილება: რა არის ცნობილი უგო ბაგრატიონზე

ქართველი პრინცი, რომელიც ესპანეთში ძვირადღირებულ ვილებს ყიდის - საიდუმლო პირადი ცხოვრება და 20 ქვეყანაში მუშაობის გამოცდილება: რა არის ცნობილი უგო ბაგრატიონზე

უგო ბაგრატიონი ყველაზე სიმპატიური ქართველი პრინცია, რომელიც ესპანეთში ძვირადღირებულ ვილებს ყიდის. ის კომპანია Berkshire Hathaway HomeServices Marbella-ში ბიზნესის განვითარების დირექტორია. კომპანია, სადაც ბაგრატიონი მუშაობს, უძრავი ქონების ექსპერტთა გუნდით არის დაკომპლექტებული.

Berkshire Hathaway HomeServices Spain მთავარი რგოლია ესპანეთში ქონების ყიდვა-გაყიდვასა და გაქირავებაში.

"წარმოშობით ქართველი, გამოცდილი პროფესიონალი, რომელსაც ათწლეულებია გამოცდილება აქვს გლობალური ბიზნესის განვითარების, გაყიდვებისა და ურთიერთობების მენეჯმენტში“, - ვკითხულობთ უგოს შესახებ კომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ბაგრატიონს განათლება მიღებული აქვს მადრიდის, პარიზისა და ლონდონის ბიზნეს სკოლებში, სადაც ეუფლებოდა საერთაშორისო ბიზნეს მენეჯმენტს. სწავლის პერიოდში მან განავითარა საერთაშორისო ურთიერთობები სხვადასხვა ქვეყნებთან და მსოფლიოს არაერთ ქვეყანასთან აქვს მყარი კონტაქტები.

ის თავისუფლად საუბრობს ესპანურ და ინგლისურ ენებზე - "გარდა ამისა, არის სანდო და საიმედო მრჩეველი, რომელიც განაგრძობს პარტნიორობას მომხმარებლის საჭიროებების შესასრულებლად", - ვკითხულობთ Marbella-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

უგო ბაგრატიონი Marbella-ს გუნდთან ერთად

უგო ბაგრატიონის დოსიე:

სახელი, გვარი: გურამ “უგო” ბაგრატიონი

მშობლები: ხორხე ბაგრატიონი და ნურია ლოპისი და ოლიარტი

ჰობი: სამზარეულო, მუსიკა, კითხვა და, რა თქმა უნდა, მოგზაურობა და ახალი კულტურების აღმოჩენა

ქვეყანა: სანახავი ადგილის რეკომენდაცია რომ მქონდეს, უდავოდ ეს იქნებოდა საქართველო

ცეკვა: მერენგა

სუნამო: Acqua di Parma

ძილის წინ: ვგეგმავ მეორე დღეს

ჩემი ბავშვობა: მარბელა, ესპანეთი

დესერტი: პანაკოტა

სიყვარული არის: რთული

უგო ბაგრატიონზე ქართულ მედიაში არაერთი სტატია იძებნება. ის პოპულარული მისი ძმის, დავით ბაგრატიონის სკანდალური ქორწინების შემდეგ გახდა. ერთ-ერთ ესპანურ გამოცემაში ბაგრატიონ-მუხრანსკების შთამომავალი იხსენებს:

- ყველა ქართველი მეფე მეომარი იყო და, შესაბამისად, მათი ჯარების მთავარსარდალი.

ისინი იბრძოდნენ დამოუკიდებლობისთვის, საქართველოს სახელმწიფოს გაძლიერებისთვის და მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიეს როგორც ბრძოლის ველზე, ასევე დიპლომატიის ასპარეზზე, გარდა იმისა, რომ დიდი ძალისხმევა გაწიეს კულტურის განვითარებისთვის. მათ დიდი წვლილი შეიტანეს ფიზიკის, ქიმიის, მათემატიკის, ასტრონომიისა და მეცნიერების სხვა დარგების პოპულარიზაციაში.

ბაგრატიონთა სამეფო სახლმა საქართველოს მისცა არა მხოლოდ არაჩვეულებრივი სამხედრო ლიდერები, პოლიტიკოსები და სახელმწიფო მოღვაწეები, არამედ მეცნიერები, ფილოსოფოსები, კულტურის რეფორმატორები და საზოგადო მოღვაწეები. დიდი პატივია ვიყო ევროპაში უძველესი სამეფო დინასტიის შთამომავალი და პატივია ასეთი ისტორიული გვარის ტარება... ეს ჩემთვის ნამდვილად საამაყოა.

ბავშვობიდან, ცხოვრებამ შესაძლებლობა მომცა, გავზრდილიყავი განსაკუთრებული ადამიანების გარემოცვაში, კულტურისა და წარმომავლობის ფართო სპექტრიდან. ამან საშუალება მომცა გავიზარდო როგორც პიროვნება და ადაპტაცია მოვახდინო სხვადასხვა კულტურებთან, რომლებსაც შევხვედრივარ ყველა ქვეყანაში, სადაც ვცხოვრობდი, უნივერსიტეტში სწავლის წლებიდან პროფესიულ მოვალეობებიდან დღემდე. ესპანეთი იყო და იქნება ჩემი საყვარელი ქვეყანა, სადაც გავიზარდე და ჩამოვყალიბდი როგორც პიროვნება.

ჩვენს სახლში ყოველთვის იყო ჩვენი წინაპრების პორტრეტებით და იდეა, რომელიც მამაჩემმა ჩაგვინერგა, იყო, რომ ერთ დღეს საქართველოში უნდა დავბრუნდეთ.

ბოლო წლებში მქონდა შესაძლებლობა მეცხოვრა და მემუშავა 20-ზე მეტ ქვეყანაში: ომანი, ეგვიპტე, სუდანი, ტაილანდი, ფილიპინები, კამბოჯა, მალტა, ლაოსი, ინდონეზია, მალაიზია, ნიგერია, კაბო ვერდე, ქუვეითი, ბრაზილია, ჩილე, დომინიკის რესპუბლიკა, საუდის არაბეთი, იორდანია, ურუგვაი და ისრაელი...

პირადი

ქართველი პრინცის პირადი ცხოვრება ყოველთვის საიდუმლოდ რჩება. წლების წინ, არაერთ ცნობილ ქართველ ქალზე გავრცელდა ჭორი, რომ თითქოს მათით პრინცი დაინტერესდა, მაგრამ ის დღემდე დასაოჯახებელია.

ორი წლის წინ, უგო ბაგრატიონი ხშირად აქვეყნებდა ესპანელ ქალთან ერთად გადაღებულ ფოტოებს, რომელთან ერთადაც ხშირად მოგზაურობდა, თუმცა დღეს მისი სოციალური ქსელიდან ეს ფოტოები გამქრალია. როგორც ჩანს, პრინცის გული ისევ თავისუფალია.

წაიკითხეთ ასევე: