მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გარეთ საუთგეიტმა ინგლისის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა
გარეთ საუთგეიტმა ინგლისის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა

გა­რეთ სა­უთ­გე­ი­ტი ინ­გლი­სის ნაკ­რე­ბის მწვრთნე­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­დად­გა. მისი ეს გა­და­წყვე­ტე­ლე­ბა კვი­რას, ეს­პა­ნეთ­თან ევრო 2024-ის ფი­ნალ­ში ინ­გლი­სე­ლე­ბის მარ­ცხმა გა­ნა­პი­რო­ბა.

  • 53 წლის სა­უთ­გე­იტს კონ­ტრაქ­ტი დე­კემ­ბრამ­დე ჰქონ­და, მაგ­რამ თით­ქმის რვაწ­ლი­ა­ნი მუ­შა­ო­ბის შემ­დეგ, პოს­ტის და­ტო­ვე­ბა გა­და­წყვი­ტა.

ის ინ­გლი­სის სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რე­ბის მთა­ვარ მწვრთნე­ლად 2016 წლის ნო­ემ­ბერ­ში და­ი­ნიშ­ნა.

სა­უთ­გე­იტ­მა ინ­გლი­სე­ლე­ბი ზე­დი­ზედ მე­ო­რედ გა­იყ­ვა­ნა ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის ფი­ნალ­ში, თუმ­ცა ორი­ვე ფი­ნა­ლი წა­ა­გო.

რო­გორც ცნო­ბი­ლი ხდე­ბა, სა­უთ­გე­ი­ტი თა­ნამ­დე­ბო­ბის და­ტო­ვე­ბა­ზე ტურ­ნი­რის და­წყე­ბამ­დეც ფიქ­რობ­და.

მის გან­ცხა­დე­ბა­ში ნათ­ქვა­მია: "რო­გორც ამა­ყი ინ­გლი­სე­ლის­თვის, ჩემი ცხოვ­რე­ბის პა­ტი­ვი იყო, მე­თა­მა­შა ინ­გლი­სის­თვის და ვყო­ფი­ლი­ყა­ვი ინ­გლი­სის მწვრთნე­ლი. ეს ჩემ­თვის ყვე­ლა­ფერს ნიშ­ნავ­და და ამის­თვის ყვე­ლა­ფე­რი გა­ვი­ღე. მაგ­რამ ცვლი­ლე­ბის და ახ­ლის და­სა­წყი­სის დროა. კვი­რას ბერ­ლინ­ში ეს­პა­ნეთ­თან ფი­ნა­ლი ჩემი ბოლო თა­მა­ში იყო, რო­გორც ინ­გლი­სის მწვრთნე­ლის.

გა­და­წყვე­ტი­ლი მქონ­და, ინ­გლი­სუ­რი ფეხ­ბურ­თი გა­მე­უმ­ჯო­ბე­სე­ბი­ნა. ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში, მათ შო­რის რვა წელი, რო­გორც ინ­გლი­სის ნაკ­რე­ბის მწვრთნელს, მხარს მი­ჭერ­დნენ ბრწყინ­ვა­ლე ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც გუ­ლი­თა­დად ვუხ­დი მად­ლო­ბას.

უკე­თე­სი ადა­მი­ა­ნი გვერ­დით ვერ მე­ყო­ლე­ბო­და, ვიდ­რე სტივ ჰო­ლან­დია. ის თა­ვი­სი თა­ო­ბის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ნი­ჭი­ე­რი მწვრთნე­ლია და ყვე­ლა­ფერ­ში უზარ­მა­ზა­რი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა.

მქონ­და პრი­ვი­ლე­გია, მო­თა­მა­შე­ე­ბის დიდ ჯგუფს 102 თა­მაშ­ში გავ­ძღო­ლო­დი. გუნ­დი, რო­მე­ლიც გერ­მა­ნი­ა­ში წა­ვიყ­ვა­ნეთ, სავ­სეა ახალ­გაზ­რდა ნი­ჭი­ე­რი მო­თა­მა­შე­ე­ბით და მათ შე­უძ­ლი­ათ მო­ი­გონ თასი, რო­მელ­ზეც ყვე­ლა ვოც­ნე­ბობთ.

ძა­ლი­ან ვა­მა­ყობ მა­თით და იმე­დი მაქვს, რომ მხარს და­ვუ­ჭერთ მო­თა­მა­შე­ებს და გუნდს, რომ­ლე­ბიც ყო­ველ­დღე ცდი­ლო­ბენ, გა­ა­უმ­ჯო­ბე­სონ ინ­გლი­სუ­რი ფეხ­ბურ­თი.

ჩემი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მად­ლო­ბა დამ­ხმა­რე პერ­სო­ნალს ეკუთ­ვნის, რო­მელ­მაც მო­თა­მა­შე­ებ­სა და მე ბოლო რვა წლის გან­მავ­ლო­ბა­ში და­უ­ღა­ლა­ვი მხარ­და­ჭე­რა გაგ­ვი­წია. მათი მძი­მე შრო­მა და ერ­თგუ­ლე­ბა ყო­ველ­დღე მამ­ხნე­ვებ­და და ძა­ლი­ან მად­ლი­ე­რი ვარ მათი - ესაა ბრწყინ­ვა­ლე “გუნ­დი გუნ­დის უკან”.

სა­უ­კე­თე­სო გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი გვყავს მსოფ­ლი­ო­ში და მათი მხარ­და­ჭე­რა ყვე­ლა­ფერს ნიშ­ნავ­და ჩემ­თვის. მე ინ­გლი­სის გულ­შე­მატ­კი­ვა­რი ვარ და ყო­ველ­თვის ასე იქ­ნე­ბა. მო­უთ­მენ­ლად ველი, რომ ვუ­ყუ­რო და აღ­ვნიშ­ნო, თუ რო­გორ შექ­მნი­ან მო­თა­მა­შე­ე­ბი მეტ გან­სა­კუთ­რე­ბულ მო­გო­ნე­ბას და და­ა­კავ­ში­რე­ბენ და შთა­ა­გო­ნე­ბენ ერს.

მად­ლო­ბა, ინ­გლი­სო - ყვე­ლაფ­რის­თვის”, - წერს სა­უთ­გე­ი­ტი.

სა­უთ­გე­ი­ტის პირ­ვე­ლი ტურ­ნი­რი 2018 წლის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტი იყო რუ­სეთ­ში. მან გუნ­დი ნა­ხე­ვარ­ფი­ნა­ლამ­დე მი­იყ­ვა­ნა, თუმ­ცა შემ­დეგ სა­ბო­ლო­ოდ, მე­ო­რე ად­გილ­ზე გა­სულ ხორ­ვა­ტი­ას­თან წა­ა­გო.

შემ­დეგ მან ინ­გლი­სი UEFA-ს ერთა ლი­გა­ზე, 2020 წელს მე­სა­მე ად­გილ­ზე გა­იყ­ვა­ნა.

ევრო 2020-ზე სა­უთ­გე­იტ­მა ინ­გლი­სი ფი­ნა­ლამ­დე მი­იყ­ვა­ნა, სა­დაც ისი­ნი იტა­ლი­ას­თან, პე­ნალ­ტე­ბის სე­რი­ა­ში და­მარ­ცხდნენ. ფი­ნა­ლი ლონ­დონ­ში, უემბლის სტა­დი­ონ­ზე შედ­გა.

2022 წლის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე, ინ­გლი­სი მე­ო­თხე­დფი­ნალ­ში საფ­რან­გეთ­თან წა­გე­ბის შემ­დეგ და­ემ­შვი­დო­ბა ტურ­ნირს.

სა­უთ­გე­იტ­მა ევრო 2024-ის და­წყე­ბამ­დე აღ­ნიშ­ნა, რომ სა­ვა­რა­უ­დოდ, თა­ნამ­დე­ბო­ბას და­ტო­ვებ­და, თუ ინ­გლი­სი ტურ­ნირს ვერ მო­ი­გებ­და.

ახლა მისი მემ­კვიდ­რის ძი­ე­ბა და­ი­წყე­ბა. მწვრთნე­ლო­ბის სა­ვა­რა­უ­დო კან­დი­და­ტებს შო­რის სა­ხელ­დე­ბა ედი ჰოუ, გრემ პო­ტე­რი, ბრენ­დან რო­ჯერ­სი, სტი­ვენ ჯერ­არ­დი და თო­მას ტუ­ხე­ლი.

წყა­რო

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი
ავტორი:

გარეთ საუთგეიტმა ინგლისის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა

გარეთ საუთგეიტმა ინგლისის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა

გარეთ საუთგეიტი ინგლისის ნაკრების მწვრთნელის თანამდებობიდან გადადგა. მისი ეს გადაწყვეტელება კვირას, ესპანეთთან ევრო 2024-ის ფინალში ინგლისელების მარცხმა განაპირობა.

  • 53 წლის საუთგეიტს კონტრაქტი დეკემბრამდე ჰქონდა, მაგრამ თითქმის რვაწლიანი მუშაობის შემდეგ, პოსტის დატოვება გადაწყვიტა.

ის ინგლისის საფეხბურთო ნაკრების მთავარ მწვრთნელად 2016 წლის ნოემბერში დაინიშნა.

საუთგეიტმა ინგლისელები ზედიზედ მეორედ გაიყვანა ევროპის ჩემპიონატის ფინალში, თუმცა ორივე ფინალი წააგო.

როგორც ცნობილი ხდება, საუთგეიტი თანამდებობის დატოვებაზე ტურნირის დაწყებამდეც ფიქრობდა.

მის განცხადებაში ნათქვამია: "როგორც ამაყი ინგლისელისთვის, ჩემი ცხოვრების პატივი იყო, მეთამაშა ინგლისისთვის და ვყოფილიყავი ინგლისის მწვრთნელი. ეს ჩემთვის ყველაფერს ნიშნავდა და ამისთვის ყველაფერი გავიღე. მაგრამ ცვლილების და ახლის დასაწყისის დროა. კვირას ბერლინში ესპანეთთან ფინალი ჩემი ბოლო თამაში იყო, როგორც ინგლისის მწვრთნელის.

გადაწყვეტილი მქონდა, ინგლისური ფეხბურთი გამეუმჯობესებინა. ამ დროის განმავლობაში, მათ შორის რვა წელი, როგორც ინგლისის ნაკრების მწვრთნელს, მხარს მიჭერდნენ ბრწყინვალე ადამიანები, რომლებსაც გულითადად ვუხდი მადლობას.

უკეთესი ადამიანი გვერდით ვერ მეყოლებოდა, ვიდრე სტივ ჰოლანდია. ის თავისი თაობის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი მწვრთნელია და ყველაფერში უზარმაზარი წვლილი შეიტანა.

მქონდა პრივილეგია, მოთამაშეების დიდ ჯგუფს 102 თამაშში გავძღოლოდი. გუნდი, რომელიც გერმანიაში წავიყვანეთ, სავსეა ახალგაზრდა ნიჭიერი მოთამაშეებით და მათ შეუძლიათ მოიგონ თასი, რომელზეც ყველა ვოცნებობთ.

ძალიან ვამაყობ მათით და იმედი მაქვს, რომ მხარს დავუჭერთ მოთამაშეებს და გუნდს, რომლებიც ყოველდღე ცდილობენ, გააუმჯობესონ ინგლისური ფეხბურთი.

ჩემი განსაკუთრებული მადლობა დამხმარე პერსონალს ეკუთვნის, რომელმაც მოთამაშეებსა და მე ბოლო რვა წლის განმავლობაში დაუღალავი მხარდაჭერა გაგვიწია. მათი მძიმე შრომა და ერთგულება ყოველდღე მამხნევებდა და ძალიან მადლიერი ვარ მათი - ესაა ბრწყინვალე “გუნდი გუნდის უკან”.

საუკეთესო გულშემატკივრები გვყავს მსოფლიოში და მათი მხარდაჭერა ყველაფერს ნიშნავდა ჩემთვის. მე ინგლისის გულშემატკივარი ვარ და ყოველთვის ასე იქნება. მოუთმენლად ველი, რომ ვუყურო და აღვნიშნო, თუ როგორ შექმნიან მოთამაშეები მეტ განსაკუთრებულ მოგონებას და დააკავშირებენ და შთააგონებენ ერს.

მადლობა, ინგლისო - ყველაფრისთვის”, - წერს საუთგეიტი.

საუთგეიტის პირველი ტურნირი 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატი იყო რუსეთში. მან გუნდი ნახევარფინალამდე მიიყვანა, თუმცა შემდეგ საბოლოოდ, მეორე ადგილზე გასულ ხორვატიასთან წააგო.

შემდეგ მან ინგლისი UEFA-ს ერთა ლიგაზე, 2020 წელს მესამე ადგილზე გაიყვანა.

ევრო 2020-ზე საუთგეიტმა ინგლისი ფინალამდე მიიყვანა, სადაც ისინი იტალიასთან, პენალტების სერიაში დამარცხდნენ. ფინალი ლონდონში, უემბლის სტადიონზე შედგა.

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, ინგლისი მეოთხედფინალში საფრანგეთთან წაგების შემდეგ დაემშვიდობა ტურნირს.

საუთგეიტმა ევრო 2024-ის დაწყებამდე აღნიშნა, რომ სავარაუდოდ, თანამდებობას დატოვებდა, თუ ინგლისი ტურნირს ვერ მოიგებდა.

ახლა მისი მემკვიდრის ძიება დაიწყება. მწვრთნელობის სავარაუდო კანდიდატებს შორის სახელდება ედი ჰოუ, გრემ პოტერი, ბრენდან როჯერსი, სტივენ ჯერარდი და თომას ტუხელი.

წყარო