მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცნობილი ხდება ბათუმში მოკლული ახალგაზრდის ვინაობა - რა ვერსიები ვრცელდება: “შეყვარებულის დაცვას ცდილობდა...“
ცნობილი ხდება ბათუმში მოკლული ახალგაზრდის ვინაობა - რა ვერსიები ვრცელდება: “შეყვარებულის დაცვას ცდილობდა...“

15 ივ­ლისს, ბა­თუმ­ში მომ­ხდარ მკვლე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით კი­დევ ერთი ვერ­სია ვრცელ­დე­ბა. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 27 წლის არ­ჩილ წუ­წუ­ნა­ვა შეყ­ვა­რე­ბუ­ლის თვალ­წინ მოკ­ლეს. “კუ­რი­ე­რის“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, “მოკ­ლუ­ლი აგ­რე­სი­უ­ლი მა­მა­კა­ცის­გან შეყ­ვა­რე­ბუ­ლის დაც­ვას ცდი­ლობ­და. მა­ნამ­დე თავ­დამ­სხმე­ლი ქუ­ჩა­ში გამ­ვლე­ლებს აგი­ნებ­და, შე­უ­რა­ცხყო­ფას აყე­ნებ­და გარ­დაც­ვლი­ლის შეყ­ვა­რე­ბულ­საც“.

27 წლის არ­ჩილ წუ­წუ­ნა­ვას სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბე­ბი გვი­ან ღა­მით, ერთ-ერთი კა­ფის წინ მი­ა­ყე­ნეს. და­კა­ვე­ბუ­ლი 29 წლის რე­ვაზ ცე­ცხლა­ძეა.

არ­ჩილ წუ­წუ­ნა­ვა
  • მკვლე­ლო­ბის მო­ტივ­თან და­კავ­ში­რე­ბით კი­დევ ერთი ვერ­სია ვრცელ­დე­ბა - შე­საძ­ლოა, ეს მუ­სი­კის ხმა­მაღ­ლა მოს­მე­ნას უკავ­შირ­დე­ბო­დეს

რო­გორც “ტვ პირ­ველ­თან“ სა­უ­ბარ­ში ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ჰყვე­ბი­ან, სა­ვა­რა­უ­დო დამ­ნა­შა­ვე გვი­ან ღა­მით, რეს­ტორ­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მუ­სი­კას ხმა­მაღ­ლა უს­მენ­და. ამან ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა გა­მო­იწ­ვია. გარ­დაც­ვლი­ლი მა­მა­კა­ცი მას­თან მი­ვი­და და სთხო­ვა, რომ მუ­სი­კის­თვის და­ე­წია, რა­საც და­პი­რის­პი­რე­ბა მოჰ­ყვა.

“არაფ­რის გამო მოკ­ლეს ადა­მი­ა­ნი. არაფ­რის გამო. მუ­სი­კა ჰქონ­და მა­ღალ ხმა­ზე, ქუ­ჩა­ში ის­მო­და. მე­ზო­ბე­ლი გა­მო­ვი­და გა­რეთ, უნდა და­ვის­ვე­ნო, ჩა­უ­წი­ეო... და­უ­წყია ჩხუ­ბი: შენ ვინ ხარ, რა შუ­ა­ში ხარო. და­ლია, ალ­ბათ. და­ახ­ლო­ე­ბით 3-4 სა­ა­თი იქ­ნე­ბო­და“ , - აცხა­დებს გარ­დაც­ვლი­ლის მე­ზო­ბე­ლი.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს აჭა­რის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ცხელ კვალ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, 1995 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი, წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი რ.ც. გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, და­ნა­შა­უ­ლი 15 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

“გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­მა, ბა­თუმ­ში, ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბი­სას, 1997 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ა.წ. და­ნის გა­მო­ყე­ნე­ბით დაჭ­რა და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა. დაჭ­რი­ლი მა­მა­კა­ცი სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მიყ­ვა­ნამ­დე გარ­და­იც­ვა­ლა.

პო­ლი­ცი­ამ რ.ც. ცხელ კვალ­ზე, ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ხით და­ა­კა­ვა. გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს“,- ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ასე­ვე იხი­ლეთ:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი
ავტორი:

ცნობილი ხდება ბათუმში მოკლული ახალგაზრდის ვინაობა - რა ვერსიები ვრცელდება: “შეყვარებულის დაცვას ცდილობდა...“

ცნობილი ხდება ბათუმში მოკლული ახალგაზრდის ვინაობა - რა ვერსიები ვრცელდება: “შეყვარებულის დაცვას ცდილობდა...“

15 ივლისს, ბათუმში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით კიდევ ერთი ვერსია ვრცელდება. გავრცელებული ინფორმაციით, 27 წლის არჩილ წუწუნავა შეყვარებულის თვალწინ მოკლეს. “კურიერის“ ინფორმაციით, “მოკლული აგრესიული მამაკაცისგან შეყვარებულის დაცვას ცდილობდა. მანამდე თავდამსხმელი ქუჩაში გამვლელებს აგინებდა, შეურაცხყოფას აყენებდა გარდაცვლილის შეყვარებულსაც“.

27 წლის არჩილ წუწუნავას სასიკვდილო ჭრილობები გვიან ღამით, ერთ-ერთი კაფის წინ მიაყენეს. დაკავებული 29 წლის რევაზ ცეცხლაძეა.

არჩილ წუწუნავა
  • მკვლელობის მოტივთან დაკავშირებით კიდევ ერთი ვერსია ვრცელდება - შესაძლოა, ეს მუსიკის ხმამაღლა მოსმენას უკავშირდებოდეს

როგორც “ტვ პირველთან“ საუბარში ადგილობრივები ჰყვებიან, სავარაუდო დამნაშავე გვიან ღამით, რესტორნის ტერიტორიაზე მუსიკას ხმამაღლა უსმენდა. ამან ადგილობრივების გაღიზიანება გამოიწვია. გარდაცვლილი მამაკაცი მასთან მივიდა და სთხოვა, რომ მუსიკისთვის დაეწია, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

“არაფრის გამო მოკლეს ადამიანი. არაფრის გამო. მუსიკა ჰქონდა მაღალ ხმაზე, ქუჩაში ისმოდა. მეზობელი გამოვიდა გარეთ, უნდა დავისვენო, ჩაუწიეო... დაუწყია ჩხუბი: შენ ვინ ხარ, რა შუაში ხარო. დალია, ალბათ. დაახლოებით 3-4 საათი იქნებოდა“ , - აცხადებს გარდაცვლილის მეზობელი.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი რ.ც. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ბათუმში, ურთიერთშელაპარაკებისას, 1997 წელს დაბადებული ა.წ. დანის გამოყენებით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანამდე გარდაიცვალა.

პოლიციამ რ.ც. ცხელ კვალზე, ბრალდებულის სახით დააკავა. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე იხილეთ: