მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
არგენტინის ტრიუმფი: ფანების გიჟური ინტერესი, ჭყლეტვა, "დაგვიანებული" მატჩი, მესის ტრავმა და ატირებული ლეგენდა - კოპა ამერიკის დრამატული ფინალის დეტალები (ფოტო/ვიდეო)
არგენტინის ტრიუმფი: ფანების გიჟური ინტერესი, ჭყლეტვა, "დაგვიანებული" მატჩი, მესის ტრავმა და ატირებული ლეგენდა - კოპა ამერიკის დრამატული ფინალის დეტალები (ფოტო/ვიდეო)

ამე­რი­კის კონ­ტი­ნენ­ტის თა­სის ფი­ნალ­ში არ­გენ­ტი­ნამ კო­ლუმ­ბია ან­გა­რი­შით 1:0 და­ა­მარ­ცხა და ზე­დი­ზედ მე­ო­რედ, ის­ტო­რი­ა­ში კი მე­თექ­ვსმე­ტედ გახ­და ჩემ­პი­ო­ნი, რაც რე­კორ­დია. თუმ­ცა მატ­ჩი ხმა­უ­რი­სა და აურ­ზა­უ­რის ფონ­ზე წა­რი­მარ­თა.

მა­ი­ა­მი­ში, სტა­დი­ონ­ზე უბი­ლე­თო გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის შეს­ვლით გა­მოწ­ვე­უ­ლი პრობ­ლე­მის გამო მატ­ჩი სა­ა­თი­სა და 23 წუ­თის დაგ­ვი­ა­ნე­ბით და­ი­წყო.

“ნამ­დვი­ლი სა­გი­ჟე­თი იყო, შეხ­ვედ­რას იმა­ზე მეტი (7 ათა­სით) მა­ყუ­რე­ბე­ლი და­ეს­წრო, ვიდ­რე არე­ნა იტევს. ცხე­ლო­და, ტემ­პე­რა­ტუ­რა 33 გრა­დუ­სი იყო...“ - წერს “მარ­კა“.

CNN ჭყლეტვის ამ­სახ­ველ ფო­ტო­ებს ავ­რცე­ლებს. მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სტა­დი­ო­ნის კა­რე­ბებს გა­რეთ დარ­ჩე­ნილ ათა­სო­ბით გულ­შე­მატ­კი­ვარს შო­რის ქა­ლე­ბი და ბავ­შვე­ბი მრავ­ლად იყ­ვნენ. და­შავ­და რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი.

ამ­ხე­ლა ვნე­ბა­თა­ღელ­ვის პა­რა­ლე­ლუ­რად მატ­ჩიც და­ძა­ბუ­ლი გა­მოდ­გა.

პირ­ველ ტა­იმ­ში კო­ლუმ­ბია დო­მი­ნი­რებ­და, მო­მენ­ტე­ბიც შექ­მნა, მაგ­რამ ვერ გა­მო­ი­ყე­ნა. ხოლო 36-ე წუთ­ზე არ­გენ­ტი­ნელ­თა ლი­დე­რი მესი არი­ას­თან შე­ჯა­ხე­ბის შე­დე­გად და­შავ­და, მაგ­რამ სამ­წუ­თი­ა­ნი პა­უ­ზის შემ­დეგ თა­მა­შის გაგ­რძე­ლე­ბა შეძ­ლო.

მე­ო­რე ტა­იმ­ში არ­გენ­ტი­ნა მეტ-ნაკ­ლე­ბად გა­აქ­ტი­ურ­და, თა­მა­ში უფრო ლა­მა­ზი სა­ნა­ხა­ვი გახ­და, დი მა­რი­ას დარ­ტყმუ­ლი ბურ­თი მე­კა­რე ვარ­გას­მა მო­ი­გე­რია. 65-ე წუთ­ზე მე­სიმ მარ­ჯვე­ნა კოჭ-წვი­ვის ტრავ­მა მი­ი­ღო და მო­ე­და­ნი ატი­რე­ბულ­მა და­ტო­ვა.

არ­გენ­ტი­ნე­ლი გონ­სა­ლე­სის გოლი თა­მა­შ­გა­რეს გამო არ ჩა­ით­ვა­ლა. ძი­რი­თა­დი დრო 0:0 დას­რულ­და. მე­ო­რე ექ­სტრა ტა­იმ­ში კი, 97-ე წუთ­ზე, შეც­ვლა­ზე შე­სულ­მა ლა­უ­ტა­რო მარ­ტი­ნეს­მა გა­მარ­ჯვე­ბის გოლი გა­ი­ტა­ნა. არ­გენ­ტი­ნამ ზე­დი­ზედ სამი ტოპ ტურ­ნი­რი მო­ი­გო და ეს­პა­ნე­თის მიღ­წე­ვა გა­ი­მე­ო­რა.

  • სი­ხა­რუ­ლი არ­გენ­ტი­ნის ქუ­ჩებ­ში კო­პა­ზე გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ

გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ, სა­ზე­ი­მოდ არ­გენ­ტი­ნე­ლე­ბი ქუ­ჩებ­ში გა­ვიდ­ნენ.

ზღვა ხალ­ხი ბუ­ე­ნოს-აი­რე­სის ქუ­ჩებს მო­ე­დო. მსვლე­ლო­ბა ცნო­ბილ ობე­ლის­კამ­დე გა­ი­მარ­თა, სა­დაც ქო­მა­გებს გუნ­დის თეთრ - ლურ­ჯი მა­ი­სუ­რე­ბი ეც­ვათ. მხი­ა­რუ­ლე­ბა გა­თე­ნე­ბამ­დე გაგ­რძელ­და.

წყა­რო: cnn; reuters

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
.....
28

აკი მარტო რონალდო ტირისო? სადხართ ისხალხი რონალდოს რომ მტირალას ეძახდით :) 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი
ავტორი:

არგენტინის ტრიუმფი: ფანების გიჟური ინტერესი, ჭყლეტვა, "დაგვიანებული" მატჩი, მესის ტრავმა და ატირებული ლეგენდა - კოპა ამერიკის დრამატული ფინალის დეტალები (ფოტო/ვიდეო)

არგენტინის ტრიუმფი: ფანების გიჟური ინტერესი, ჭყლეტვა, "დაგვიანებული" მატჩი, მესის ტრავმა და ატირებული ლეგენდა - კოპა ამერიკის დრამატული ფინალის დეტალები (ფოტო/ვიდეო)

ამერიკის კონტინენტის თასის ფინალში არგენტინამ კოლუმბია ანგარიშით 1:0 დაამარცხა და ზედიზედ მეორედ, ისტორიაში კი მეთექვსმეტედ გახდა ჩემპიონი, რაც რეკორდია. თუმცა მატჩი ხმაურისა და აურზაურის ფონზე წარიმართა.

მაიამიში, სტადიონზე უბილეთო გულშემატკივრების შესვლით გამოწვეული პრობლემის გამო მატჩი საათისა და 23 წუთის დაგვიანებით დაიწყო.

“ნამდვილი საგიჟეთი იყო, შეხვედრას იმაზე მეტი (7 ათასით) მაყურებელი დაესწრო, ვიდრე არენა იტევს. ცხელოდა, ტემპერატურა 33 გრადუსი იყო...“ - წერს “მარკა“.

CNN ჭყლეტვის ამსახველ ფოტოებს ავრცელებს. მისი ინფორმაციით, სტადიონის კარებებს გარეთ დარჩენილ ათასობით გულშემატკივარს შორის ქალები და ბავშვები მრავლად იყვნენ. დაშავდა რამდენიმე ადამიანი.

ამხელა ვნებათაღელვის პარალელურად მატჩიც დაძაბული გამოდგა.

პირველ ტაიმში კოლუმბია დომინირებდა, მომენტებიც შექმნა, მაგრამ ვერ გამოიყენა. ხოლო 36-ე წუთზე არგენტინელთა ლიდერი მესი არიასთან შეჯახების შედეგად დაშავდა, მაგრამ სამწუთიანი პაუზის შემდეგ თამაშის გაგრძელება შეძლო.

მეორე ტაიმში არგენტინა მეტ-ნაკლებად გააქტიურდა, თამაში უფრო ლამაზი სანახავი გახდა, დი მარიას დარტყმული ბურთი მეკარე ვარგასმა მოიგერია. 65-ე წუთზე მესიმ მარჯვენა კოჭ-წვივის ტრავმა მიიღო და მოედანი ატირებულმა დატოვა.

არგენტინელი გონსალესის გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა. ძირითადი დრო 0:0 დასრულდა. მეორე ექსტრა ტაიმში კი, 97-ე წუთზე, შეცვლაზე შესულმა ლაუტარო მარტინესმა გამარჯვების გოლი გაიტანა. არგენტინამ ზედიზედ სამი ტოპ ტურნირი მოიგო და ესპანეთის მიღწევა გაიმეორა.

  • სიხარული არგენტინის ქუჩებში კოპაზე გამარჯვების შემდეგ

გამარჯვების შემდეგ, საზეიმოდ არგენტინელები ქუჩებში გავიდნენ.

ზღვა ხალხი ბუენოს-აირესის ქუჩებს მოედო. მსვლელობა ცნობილ ობელისკამდე გაიმართა, სადაც ქომაგებს გუნდის თეთრ - ლურჯი მაისურები ეცვათ. მხიარულება გათენებამდე გაგრძელდა.

წყარო: cnn; reuters