პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველი ფეხბურთელის სკანდალები, კარიერა ჩინეთში და სექსუალური მეუღლე - რა არის ცნობილი ვაკო ყაზაიშვილის პირადზე: წყვილის ფოტოები "ინსტაგრამიდან"
ქართველი ფეხბურთელის სკანდალები, კარიერა ჩინეთში და სექსუალური მეუღლე - რა არის ცნობილი ვაკო ყაზაიშვილის პირადზე: წყვილის ფოტოები "ინსტაგრამიდან"

11 ივ­ლისს თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ წარ­დგე­ნი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე და სა­ქარ­თვე­ლოს ფეხ­ბურ­თის ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის წევ­რე­ბის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი მუ­ქა­რის ფაქ­ტზე ნო­დარ ნიშ­ნი­ა­ნი­ძე დამ­ნა­შა­ვედ ცნო და და­უს­წრებ­ლად 1 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯა.

ნო­დარ ნიშ­ნი­ა­ნი­ძე სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის წევრ, ფეხ­ბურ­თელ ვაკო ყა­ზა­იშ­ვი­ლის ცო­ლისძმაა.

რო­გორ და­ი­წყო ყვე­ლა­ფე­რი

2022 წელს "შა­ბა­თის ფორ­მუ­ლამ" გა­ავ­რცე­ლა აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რი, სა­დაც ის­მის, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რე­ბის წევ­რებს სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბი­თა და ცე­მით ემუქ­რე­ბი­ან. "ფორ­მუ­ლას" ინ­ფორ­მა­ცი­ით, აუ­დი­ო­ჩა­ნა­წერ­ში ის­მის 32 წლის ნო­დარ ნიშ­ნი­ა­ნი­ძის მუ­ქა­რა, რო­მე­ლიც უკ­მა­ყო­ფი­ლოა იმის გამო, რომ "ერთა ლი­გის" მატჩში, როცა სა­ქარ­თვე­ლომ ჩრდი­ლო­ეთ მა­კე­დო­ნი­ას 2:0 მო­უ­გო, ძი­რი­თად შე­მად­გენ­ლო­ბა­ში ვაკო ყა­ზა­იშ­ვი­ლი ვერ მოხ­ვდა.

ჩა­ნა­წე­რის გავ­რცე­ლე­ბის შემ­დეგ, ვაკო ყა­ზა­იშ­ვილ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა, სა­დაც ბო­დი­ში მო­ი­ხა­და აღ­ნიშ­ნუ­ლი ფაქ­ტის გამო.

"ყვე­ლამ, ვინც წარ­მო­ად­გენს ნაკ­რებს და ფე­დე­რა­ცი­ას იცის, რომ ეს ჩა­ნა­წე­რი ყვე­ლა­ზე ბო­ლომ მო­ვის­მი­ნე. თქვენ­თვის ამ ჩა­ნა­წერ­ში ნაკ­რე­ბის წევ­რებ­ზე სა­უბ­რო­ბენ და ჩემ­თვის - მე­გობ­რებ­ზე. ამი­ტომ გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და მი­უ­ღე­ბე­ლია სა­უბ­რის ში­ნა­არ­სი ჩემ­თვის. ნაკ­რებს აქვს ის­ტო­რი­უ­ლი შან­სი და ამ შან­სის გა­მო­სა­ყე­ნებ­ლად ყვე­ლა­ფერს გა­ვი­ღებ.

ყვე­ლა­ნა­ირ პი­რა­დულ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას გა­დავ­ლა­ხავ. ჩემ­თვის მთა­ვა­რია არ და­ზა­რალ­დეს ჩვე­ნი დიდი სა­ფეხ­ბურ­თო ოჯა­ხი და ამი­ტომ მზად ვარ მი­ვი­ღო ფე­დე­რა­ცი­ის ნე­ბის­მი­ე­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა.“ - წერ­და ყა­ზა­იშ­ვი­ლი.

მა­ლე­ვე სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის მწვრთნელ­მა ვილი სა­ნი­ოლ­მა იმ ფეხ­ბურ­თელ­თა სია და­ა­სა­ხე­ლა, ვინც მა­რო­კოს­თან მატჩში მი­ი­ღებ­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, სი­ა­ში ვერ მოხ­ვდა შემ­ტე­ვი.

ვინ არის ნო­დარ ნიშ­ნი­ა­ნი­ძე

ნო­დარ ნიშ­ნი­ა­ნი­ძე­ზე წლე­ბია, რაც სა­ერ­თა­შო­რი­სო ძებ­ნაა გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი. ყა­ზა­იშ­ვი­ლის ცო­ლის ძმაა და უკვე წლე­ბია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თა­ნაა და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლი, რად­გან მი­სი­ვე მტკი­ცე­ბით, მას გა­მო­ძი­ე­ბამ ჯერ კი­დევ 2015 წელს ია­რა­ღი ჩა­უ­დო.

ჩა­ნა­წერ­ში ნიშ­ნი­ა­ნი­ძე ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ას ეუბ­ნე­ბა, რომ პა­სუხს ყვე­ლას მოს­თხოვს - ევ­რო­პა­ში ჩას­ვლის შემ­თხვე­ვა­ში ყვე­ლას იპო­ვი­ან ის და ლაშა სი­ხა­რუ­ლი­ძე, მეტ­სა­ხე­ლად სუხო, ნაკ­რებს "გა­ა­ნა­ხევ­რე­ბენ". ნო­დარ ნიშ­ნი­ა­ნი­ძეს­თან ერ­თად წლე­ბია წი­თე­ლი ცირ­კუ­ლა­რით იძებ­ნე­ბა ლაშა სი­ხა­რუ­ლი­ძეც. უკ­რა­ი­ნის ძა­ლო­ვა­ნი უწყე­ბა მათ ქარ­თვე­ლი კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტის ირაკ­ლი მა­ლა­ნი­ას მკვლე­ლო­ბის­თვის ეძებს.

ვაკო ყა­ზა­იშ­ვი­ლი სა­ფეხ­ბურ­თო კა­რი­ე­რა

30 წლის ყა­ზა­იშ­ვილ­მა კა­რი­ე­რა სამ­შობ­ლო­ში და­ი­წყო. 2011 წელს კი ერე­დი­ვი­ზი­ის ვი­ტეს­ში გა­და­ვი­და. 2016-2017 წლე­ბის სე­ზო­ნი იჯა­რით გა­ა­ტა­რა ვარ­შა­ვის ლე­გი­ა­ში, სა­დაც მო­ი­გო ექ­სტრაკ­ლა­სი და ითა­მა­შა უე­ფას ჩემ­პი­ონ­თა ლი­გა­ზე. შემ­დეგ ის შე­უ­ერ­თდა ფეხ­ბურ­თის მთა­ვა­რი ლი­გის San Jose Earthquakes-ს, სა­დაც ოთხი სე­ზო­ნი გა­ა­ტა­რა.

მისი დე­ბი­უ­ტი სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­ში 2014 წელს შედ­გა.

2016-2017 წლე­ბის სე­ზო­ნის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ყა­ზა­იშ­ვი­ლი ვი­ტეს­ში დაბ­რუნ­და, მაგ­რამ ერთ წე­ლი­წა­ში ამე­რი­კულ გუნდს სან ხოსე ერ­კვე­იქსს შე­უ­ერ­თდა, სა­დაც 2020 წლამ­დე დარ­ჩა. 2021 წლის 16 თე­ბერ­ვალს ყა­ზა­იშ­ვილ­მა კონ­ტრაქ­ტი გა­ა­ფორ­მა სამ­ხრეთ კო­რე­ულ K League 1-ის ულ­სან ჰი­უნ­და­ის­თან. თუმ­ცა გუნ­დი მა­ლე­ვე და­ტო­ვა და 2025 წლის ბო­ლომ­დე ჩი­ნე­თის სუ­პერ­ლი­გის ვიცე-ჩემ­პი­ონ "შან­დუნ ტა­ი­შან­ში" გა­და­ვი­და.

პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა

ყა­ზა­იშ­ვი­ლი ოზურ­გეთ­ში და­ი­ბა­და, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლოს დე­და­ქა­ლაქ­ში გა­ი­ზარ­და. დედა ქარ­თუ­ლის მას­წავ­ლე­ბე­ლია, მამა კი ინ­ჟი­ნე­რი; ჰყავს უმ­ცრო­სი ძმა ბექა, რო­მე­ლიც მას­ზე თვრა­მე­ტი თვით უმ­ცრო­სია. 2011 წელს ყა­ზა­იშ­ვილ­მა იქორ­წი­ნა გვან­ცა ნიშ­ნი­ა­ნი­ძე­ზე, ოთხ წე­ლი­წად­ში ქა­ლიშ­ვი­ლი ემი­ლია შე­ე­ძი­ნათ. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი ვაჟი. 2019 წლის იან­ვარ­ში, ყა­ზა­იშ­ვილ­მა ამე­რი­კის მწვა­ნე ბა­რა­თი მი­ი­ღო.

ვაკო ყა­ზა­იშ­ვი­ლი ახლო მე­გო­ბა­რია გუ­რამ კა­ში­ა­სი, რო­მელ­საც ის ვი­ტეს­ში თა­მა­ში­სას შეხ­ვდა.

წლე­ბის წინ ყა­ზა­იშ­ვი­ლის მე­უღ­ლე გვან­ცა ფეხ­ბურ­თე­ლი ქმრის შე­სა­ხებ იხ­სე­ნებ­და, რომ მათი ოჯა­ხე­ბი მე­გობ­რობ­დნენ.

გვან­ცა ნიშ­ნი­ა­ნი­ძე:

- მე და ვაკო ერ­თმა­ნეთს ბავ­შვო­ბი­დან ვიც­ნობთ. ჩვე­ნი მშობ­ლე­ბი მე­გობ­რე­ბი იყ­ვნენ და შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენც ვმე­გობ­რობ­დით. ფაქ­ტობ­რი­ვად, ერ­თად გა­ვი­ზარ­დეთ. 17 წლის ასაკ­ში მივ­ხვდით, რომ ერ­თმა­ნე­თი ძა­ლი­ან მოგ­ვწონ­და, შემ­დეგ ეს ურ­თი­ერ­თო­ბა გაღ­რმავ­და და დავ­ქორ­წინ­დით. ვა­კოც და მეც - ორი­ვე 19 წლის ვი­ყა­ვით. შეყ­ვა­რე­ბუ­ლო­ბის პე­რი­ო­დი დიდ­ხანს ვერ "გავ­ქა­ჩეთ".

ბავ­შვო­ბი­დან მსა­ხი­ო­ბო­ბა­ზე ვოც­ნე­ბობ­დი. ძა­ლი­ან მინ­დო­და, წარ­მა­ტე­ბუ­ლი და ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბი გავმხდა­რი­ყა­ვი, მაგ­რამ ნა­ად­რე­ვად და­ო­ჯა­ხე­ბის გამო ეს ოც­ნე­ბა ვერ ავიხ­დი­ნე. სა­მო­მავ­ლოდ დიდი გეგ­მე­ბი მაქვს. იმე­დია, მათ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას შევ­ძლებ.

და და ძმა მყავს. 2 წლის ვი­ყა­ვი, როცა მამა გარ­და­იც­ვა­ლა და დე­დამ, რო­მე­ლიც ჩემ­თვის ქა­ლის იდე­ა­ლია, უმა­მოდ გაგვზარ­და.

მარ­თა­ლია, მსა­ხი­ო­ბო­ბა­ზე ოც­ნე­ბა ვერ აიხ­დი­ნა, მაგ­რამ გვან­ცა ნიშ­ნი­ა­ნი­ძე ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლია სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში. მას 38 ათას­ზე მეტი გა­მომ­წე­რი ჰყავს. მის ფო­ტო­ებს ათა­სო­ბით მო­წო­ნე­ბა აქვს. ახლო მე­გო­ბა­რია ჟურ­ნა­ლის­ტი ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნის.

გვან­ცა ხში­რად აზი­ა­რებს სა­ცუ­რაო კოს­ტი­უმ­ში გა­და­ღე­ბულ სექ­სუ­ა­ლურ ფო­ტო­ებს. მოგ­ზა­უ­რობს ოჯახ­თან ერ­თად და სა­ჯა­როდ უხ­სნის სიყ­ვა­რულს მე­უღ­ლეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

ქართველი ფეხბურთელის სკანდალები, კარიერა ჩინეთში და სექსუალური მეუღლე - რა არის ცნობილი ვაკო ყაზაიშვილის პირადზე: წყვილის ფოტოები "ინსტაგრამიდან"

ქართველი ფეხბურთელის სკანდალები, კარიერა ჩინეთში და სექსუალური მეუღლე - რა არის ცნობილი ვაკო ყაზაიშვილის პირადზე: წყვილის ფოტოები "ინსტაგრამიდან"

11 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე და საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წევრების მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტზე ნოდარ ნიშნიანიძე დამნაშავედ ცნო და დაუსწრებლად 1 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ნოდარ ნიშნიანიძე საქართველოს ნაკრების წევრ, ფეხბურთელ ვაკო ყაზაიშვილის ცოლისძმაა.

როგორ დაიწყო ყველაფერი

2022 წელს "შაბათის ფორმულამ" გაავრცელა აუდიოჩანაწერი, სადაც ისმის, რომ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრებს სიცოცხლის მოსპობითა და ცემით ემუქრებიან. "ფორმულას" ინფორმაციით, აუდიოჩანაწერში ისმის 32 წლის ნოდარ ნიშნიანიძის მუქარა, რომელიც უკმაყოფილოა იმის გამო, რომ "ერთა ლიგის" მატჩში, როცა საქართველომ ჩრდილოეთ მაკედონიას 2:0 მოუგო, ძირითად შემადგენლობაში ვაკო ყაზაიშვილი ვერ მოხვდა.

ჩანაწერის გავრცელების შემდეგ, ვაკო ყაზაიშვილმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, სადაც ბოდიში მოიხადა აღნიშნული ფაქტის გამო.

"ყველამ, ვინც წარმოადგენს ნაკრებს და ფედერაციას იცის, რომ ეს ჩანაწერი ყველაზე ბოლომ მოვისმინე. თქვენთვის ამ ჩანაწერში ნაკრების წევრებზე საუბრობენ და ჩემთვის - მეგობრებზე. ამიტომ განსაკუთრებით მძიმე და მიუღებელია საუბრის შინაარსი ჩემთვის. ნაკრებს აქვს ისტორიული შანსი და ამ შანსის გამოსაყენებლად ყველაფერს გავიღებ.

ყველანაირ პირადულ წინააღმდეგობას გადავლახავ. ჩემთვის მთავარია არ დაზარალდეს ჩვენი დიდი საფეხბურთო ოჯახი და ამიტომ მზად ვარ მივიღო ფედერაციის ნებისმიერი გადაწყვეტილება.“ - წერდა ყაზაიშვილი.

მალევე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა იმ ფეხბურთელთა სია დაასახელა, ვინც მაროკოსთან მატჩში მიიღებდა მონაწილეობას, სიაში ვერ მოხვდა შემტევი.

ვინ არის ნოდარ ნიშნიანიძე

ნოდარ ნიშნიანიძეზე წლებია, რაც საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული. ყაზაიშვილის ცოლის ძმაა და უკვე წლებია "ქართული ოცნების" ხელისუფლებასთანაა დაპირისპირებული, რადგან მისივე მტკიცებით, მას გამოძიებამ ჯერ კიდევ 2015 წელს იარაღი ჩაუდო.

ჩანაწერში ნიშნიანიძე ფეხბურთის ფედერაციას ეუბნება, რომ პასუხს ყველას მოსთხოვს - ევროპაში ჩასვლის შემთხვევაში ყველას იპოვიან ის და ლაშა სიხარულიძე, მეტსახელად სუხო, ნაკრებს "გაანახევრებენ". ნოდარ ნიშნიანიძესთან ერთად წლებია წითელი ცირკულარით იძებნება ლაშა სიხარულიძეც. უკრაინის ძალოვანი უწყება მათ ქართველი კრიმინალური ავტორიტეტის ირაკლი მალანიას მკვლელობისთვის ეძებს.

ვაკო ყაზაიშვილი საფეხბურთო კარიერა

30 წლის ყაზაიშვილმა კარიერა სამშობლოში დაიწყო. 2011 წელს კი ერედივიზიის ვიტესში გადავიდა. 2016-2017 წლების სეზონი იჯარით გაატარა ვარშავის ლეგიაში, სადაც მოიგო ექსტრაკლასი და ითამაშა უეფას ჩემპიონთა ლიგაზე. შემდეგ ის შეუერთდა ფეხბურთის მთავარი ლიგის San Jose Earthquakes-ს, სადაც ოთხი სეზონი გაატარა.

მისი დებიუტი საქართველოს ნაკრებში 2014 წელს შედგა.

2016-2017 წლების სეზონის დასრულების შემდეგ, ყაზაიშვილი ვიტესში დაბრუნდა, მაგრამ ერთ წელიწაში ამერიკულ გუნდს სან ხოსე ერკვეიქსს შეუერთდა, სადაც 2020 წლამდე დარჩა. 2021 წლის 16 თებერვალს ყაზაიშვილმა კონტრაქტი გააფორმა სამხრეთ კორეულ K League 1-ის ულსან ჰიუნდაისთან. თუმცა გუნდი მალევე დატოვა და 2025 წლის ბოლომდე ჩინეთის სუპერლიგის ვიცე-ჩემპიონ "შანდუნ ტაიშანში" გადავიდა.

პირადი ცხოვრება

ყაზაიშვილი ოზურგეთში დაიბადა, მაგრამ საქართველოს დედაქალაქში გაიზარდა. დედა ქართულის მასწავლებელია, მამა კი ინჟინერი; ჰყავს უმცროსი ძმა ბექა, რომელიც მასზე თვრამეტი თვით უმცროსია. 2011 წელს ყაზაიშვილმა იქორწინა გვანცა ნიშნიანიძეზე, ოთხ წელიწადში ქალიშვილი ემილია შეეძინათ. მოგვიანებით კი ვაჟი. 2019 წლის იანვარში, ყაზაიშვილმა ამერიკის მწვანე ბარათი მიიღო.

ვაკო ყაზაიშვილი ახლო მეგობარია გურამ კაშიასი, რომელსაც ის ვიტესში თამაშისას შეხვდა.

წლების წინ ყაზაიშვილის მეუღლე გვანცა ფეხბურთელი ქმრის შესახებ იხსენებდა, რომ მათი ოჯახები მეგობრობდნენ.

გვანცა ნიშნიანიძე:

- მე და ვაკო ერთმანეთს ბავშვობიდან ვიცნობთ. ჩვენი მშობლები მეგობრები იყვნენ და შესაბამისად, ჩვენც ვმეგობრობდით. ფაქტობრივად, ერთად გავიზარდეთ. 17 წლის ასაკში მივხვდით, რომ ერთმანეთი ძალიან მოგვწონდა, შემდეგ ეს ურთიერთობა გაღრმავდა და დავქორწინდით. ვაკოც და მეც - ორივე 19 წლის ვიყავით. შეყვარებულობის პერიოდი დიდხანს ვერ "გავქაჩეთ".

ბავშვობიდან მსახიობობაზე ვოცნებობდი. ძალიან მინდოდა, წარმატებული და ცნობილი მსახიობი გავმხდარიყავი, მაგრამ ნაადრევად დაოჯახების გამო ეს ოცნება ვერ ავიხდინე. სამომავლოდ დიდი გეგმები მაქვს. იმედია, მათ განხორციელებას შევძლებ.

და და ძმა მყავს. 2 წლის ვიყავი, როცა მამა გარდაიცვალა და დედამ, რომელიც ჩემთვის ქალის იდეალია, უმამოდ გაგვზარდა.

მართალია, მსახიობობაზე ოცნება ვერ აიხდინა, მაგრამ გვანცა ნიშნიანიძე ძალიან პოპულარულია სოციალურ ქსელებში. მას 38 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს. მის ფოტოებს ათასობით მოწონება აქვს. ახლო მეგობარია ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანის.

გვანცა ხშირად აზიარებს საცურაო კოსტიუმში გადაღებულ სექსუალურ ფოტოებს. მოგზაურობს ოჯახთან ერთად და საჯაროდ უხსნის სიყვარულს მეუღლეს.