საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის ულამაზესი ქართველ-ებრაელი გოგონა, რომელიც ისრაელის ჯარში მსახურობს - 21 წლის ლიელ ბუზუკაშვილისა და მისი გმირი მამის ისტორია
ვინ არის ულამაზესი ქართველ-ებრაელი გოგონა, რომელიც ისრაელის ჯარში მსახურობს - 21 წლის ლიელ ბუზუკაშვილისა და მისი გმირი მამის ისტორია

ჰა­მა­სის ბარ­ბა­რო­სე­ბის თავ­დას­ხმი­დან 9 თვე გა­ვი­და. 7 ოქ­ტომ­ბრის, დი­ლის 7 სა­ათ­ზე ტე­რო­რის­ტებ­მა ის­რა­ე­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით ასო­ბით რა­კე­ტა ის­რო­ლეს და სამ­ხრე­თით ღა­ზის სა­ზღვარ­თან მდე­ბა­რე კი­ბუ­ცებ­ში შე­იჭრ­ნენ. ამავდრო­უ­ლად, თავ­დას­ხმა ხმე­ლე­თი­დან, ზღვი­დან და ჰა­ე­რი­დან მოხ­და. ჰა­მა­სის ტე­რო­რის­ტებ­მა და­ხო­ცეს ის­რა­ე­ლის ასო­ბით მო­ქა­ლა­ქე, მათ შო­რის, ქა­ლე­ბი, ბავ­შვე­ბი და მო­ხუ­ცე­ბი. გა­ა­უ­პა­ტი­უ­რეს და ტყვედ წა­იყ­ვა­ნეს ათო­ბით ადა­მი­ა­ნი.

პირ­ვე­ლი, ვინც ბრძო­ლა­ში შე­ვი­და მრა­ვა­ლ­ა­თა­სი­ან პა­ლეს­ტი­ნელ, მძი­მედ შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ტე­რო­რის­ტებ­თან იყო, პო­ლი­ცია და არა სპეც­რაზ­მი. საგ­ზაო ინ­სპექ­ტო­რებ­მა, პატ­რუ­ლის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა და სოფ­ლის პო­ლი­ცი­ის დე­ტექ­ტი­ვებ­მა, მხო­ლოდ მცი­რე ია­რა­ღით შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლებ­მა, პირ­ვე­ლი დარ­ტყმა მი­ი­ღეს და გმი­რუ­ლად იბ­რძოდ­ნენ, გა­და­არ­ჩი­ნეს სა­ზღვრის­პი­რა კი­ბუ­ცე­ბის მცხოვ­რებ­თა და ახალ­გაზ­რდუ­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი ფეს­ტი­ვა­ლის მო­ნა­წი­ლე­თა სი­ცო­ცხლე.

  • ერთ-ერთი ასე­თი გმი­რი პო­ლი­ცი­ე­ლი იყო ქარ­თვე­ლი-ებ­რა­ე­ლი იციკ ბუ­ზუ­კაშ­ვი­ლი. ის სე­გევ შა­ლო­მის პო­ლი­ცი­ის მე­თა­უ­რი იყო. იცი­კი იყო სა­ქარ­თვე­ლოს მოყ­ვა­რუ­ლი ადა­მი­ა­ნი. უყ­ვარ­და მოგ­ზა­უ­რო­ბა და ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა.

ხში­რად ჩა­მო­დი­ო­და სა­ქარ­თვე­ლო­შიც. სა­უბ­რობ­და ქარ­თუ­ლად და აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი იყო ქარ­თვე­ლი ერით. ის ამა­ყობ­და, რომ ქარ­თვე­ლი-ებ­რა­ე­ლი იყო. გმირს ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში მისი ქა­ლიშ­ვი­ლი ლიელ ბუ­ზუ­კაშ­ვი­ლი იხ­სე­ნებს.

ის­რა­ე­ლის სა­სა­ზღვრო ძა­ლე­ბის ლე­ი­ტე­ნან­ტი 21 წლის ლიელ ბუ­ზუ­კაშ­ვი­ლი, გმი­რუ­ლად და­ცე­მუ­ლი პო­ლი­ცი­ის ვიცე პოლ­კოვ­ნი­კის იციკ ბუ­ზუ­კაშ­ვი­ლის ქა­ლიშ­ვი­ლი ამ­ბობს:

"მამა მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ფორ­მა­ში იყო. ჩვენ გა­ვი­ზარ­დეთ სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ი­სა და პატ­რუ­ლის ის­ტო­რი­ე­ბით. მა­მას მეტ­სა­ხე­ლი იყო "ბა­ზუ­კა". თავ­მდა­ბა­ლი კაცი იყო და არ ტრა­ბა­ხობ­და თა­ვი­სი მიღ­წე­ვე­ბით. ჩვენ ყო­ველ­თვის გვეს­მო­და მათ შე­სა­ხებ მისი ბრძა­ნე­ბე­ბი­დან და ადა­მი­ა­ნე­ბის­გან, რომ­ლე­ბიც მას­თან მსა­ხუ­რობ­დნენ’’.

  • 7 ოქ­ტომ­ბერს ქარ­თვე­ლი ებ­რა­ე­ლი იციკ ბუ­ზუ­კაშ­ვი­ლი არ მუ­შა­ობ­და, ის ოჯახ­თან ერ­თად სახ­ლში იყო. თუმ­ცა მას შემ­დეგ რაც შე­ტყო­ბი­ნე­ბა მი­ი­ღო, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც მისი მე­გო­ბა­რი და­ვი­დო­ვი დაჭ­რი­ლი იყო და დახ­მა­რე­ბას სა­ჭი­რო­ებ­და, იცი­კი მის ქა­ლიშ­ვილ­თან ერ­თად, მე­გობ­რის გა­და­სარ­ჩე­ნად გა­ემ­გზავ­რა. მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ა­ხერ­ხა, ის უკვე გარ­დაც­ვლი­ლი აღ­მოჩ­ნდა, თუმ­ცა ცხე­და­რი წა­მო­ი­ღო, ამის შემ­დეგ იცი­კი უკან დაბ­რუნ­და და სხვა დაჭ­რი­ლე­ბი გა­და­არ­ჩი­ნა, ის რამ­დენ­ჯერ­მე შე­ვი­და ზო­ნა­ში, სა­დაც ტე­რო­რის­ტე­ბი იყ­ვნენ გა­მაგ­რე­ბუ­ლე­ბი. ერთ-ერთ შეს­ვლა­ზე გმი­რის მან­ქა­ნას ტე­რო­რის­ტებ­მა რა­კე­ტა ეს­რო­ლეს. იციკ­მა თა­ვი­სი სი­ცო­ცხლე დათ­მო, თუმ­ცა ათო­ბით ადა­მი­ა­ნი გა­და­არ­ჩი­ნა.

"შა­ბათს 7 ოქ­ტომ­ბერს ვი­ყა­ვი სახ­ლში. 6:20 სა­ათ­ზე გან­გა­ში და გი­ჟუ­რი და­ბომბვა და­ი­წყო. და­ახ­ლო­ე­ბით 7:30 წუთ­ზე მი­ვი­ღე შე­ტყო­ბი­ნე­ბა ჩემი და­ნა­ყო­ფი­დან შეკ­რე­ბის პუნ­ქტთან მის­ვლის შე­სა­ხებ. სახ­ლში მყოფ­მა მა­მა­ჩემ­მა ფორ­მა ჩა­იც­ვა, რა­ცია აიღო და როცა აპი­რებ­და წას­ვლას, მე ვთხო­ვე თან წა­ვეყ­ვა­ნე. ჩვენ ერ­თად წა­ვე­დით მისი პო­ლი­ცი­ის მან­ქა­ნით და ერ­თად გა­ვე­მარ­თეთ სე­გევ შა­ლო­მის პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბის­კენ, რო­მელ­საც ის მე­თა­უ­რობ­და. იქ მან თა­ვი­სი ზემ­დგო­მე­ბის­გან მი­თი­თე­ბა მი­ი­ღო, სად­გურ­ზე დარ­ჩე­ნი­ლი­ყო და მთხო­ვა, მას­თან გავ­ჩე­რე­ბუ­ლი­ყა­ვი მეც. მე უარი ვუ­თხა­რი და სამი პო­ლი­ცი­ელ­თან ერ­თად ჩემი მან­ქა­ნით წა­მო­ვე­დი ხალ­ხის გა­და­სარ­ჩე­ნად.

მამა-შვი­ლი ბუ­ზუ­კაშ­ვი­ლე­ბი

ამა­სო­ბა­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ რა­ხა­ტის პო­ლი­ცი­ის მე­თა­უ­რი, ვიცე-პოლ­კოვ­ნი­კი ჟ. და­ვი­დო­ვი და­იჭ­რა ტე­რო­რის­ტებ­თან შე­ტა­კე­ბი­სას, რო­დე­საც ის ხალ­ხს გა­დარ­ჩე­ნას ცდი­ლობ­და კი­ბუც-რე­იმ­თან. მა­მა­ჩემ­მაც გა­ი­გო ეს შე­ტყო­ბი­ნე­ბა და რა­ცი­ით გა­მო­უ­ცხა­და ჯი­პის მძღოლს, რომ­ლი­თაც მე მივ­დი­ო­დი, რომ მივ­ბრუ­ნე­ბუ­ლი­ყა­ვით უკან და ისიც ჩა­ეგ­ვეს­ვა მან­ქა­ნა­ში. რათა გა­და­ერ­ჩი­ნა ლე­ი­ტე­ნან­ტი პოლ­კოვ­ნი­კი და­ვი­დო­ვი, რო­მე­ლიც მისი სა­უ­კე­თე­სო მე­გო­ბა­რი იყო. მა­მა­ჩე­მი ცდი­ლობ­და და­ვერ­წმუ­ნე­ბი­ნე, რომ გა­დავ­სუ­ლი­ყა­ვი მან­ქა­ნი­დან, მაგ­რამ მე გავ­ჯი­უტ­დი და ჯიპ­ში დავ­რჩი. გზად ვნა­ხეთ ადა­მი­ა­ნე­ბის გვა­მე­ბი, რომ­ლე­ბიც გაქ­ცე­ვას ცდი­ლობ­დნენ და პა­ლეს­ტი­ნე­ლებ­მა და­ხო­ცეს. უცებ შევ­ნიშ­ნეთ პა­ლეს­ტი­ნე­ლი ტე­რო­რის­ტე­ბის ჯგუ­ფე­ბი. ჩვენ შე­ვე­დით ბრძო­ლა­ში და მო­ვა­ხერ­ხეთ მათი გა­ნად­გუ­რე­ბა.

ჩვენ გა­და­ვარ­ჩი­ნეთ რამ­დე­ნი­მე პო­ლი­ცი­ე­ლი, რო­მელ­თაც სხვა­დას­ხვა ხა­რის­ხის ცე­ცხლსას­რო­ლი ჭრი­ლო­ბე­ბი ჰქონ­დათ მი­ყე­ნე­ბუ­ლი. ეს ყვე­ლა­ფე­რი ცე­ცხლის ქვეშ ხდე­ბო­და. მო­შავ პე­ტიშ­ში დაჭ­რი­ლე­ბი ჩავ­სვით მან­ქა­ნა­ში და გზა გა­ვაგ­რძე­ლეთ ოფა­კი­მის­კენ. რო­დე­საც მამა მიხ­ვდა, რომ ლე­ი­ტე­ნან­ტი პოლ­კოვ­ნი­კი და­ვი­დო­ვი არ იყო დაჭ­რილ­თა შო­რის, გა­და­წყვი­ტა დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო მის სა­ძებ­ნე­ლად და გა­და­სარ­ჩე­ნად. სა­ნამ პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბი­დან ისევ გა­ვი­დო­დით, მა­მამ მი­თხრა: კმა­რა, იბ­რძო­ლე, ვა­მა­ყობ შე­ნით. ახლა კი, შენ­თვის აქ დარ­ჩე­ნა ჯო­ბია“. მოკ­ლე კა­მა­თის შემ­დეგ მან და­მარ­წმუ­ნა და დამ­ტო­ვა. ის და ჩვენ­თან მყო­ფი სამი პო­ლი­ცი­ე­ლი ერ­თად წა­ვიდ­ნენ.

შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე მი­სულ­მა მა­მამ გზის პი­რას პოდ­პოლ­კოვ­ნიკ და­ვი­დო­ვის ცხე­და­რი ამო­იც­ნო. გას­რო­ლი­სას მა­მამ და მის­მა თან­მხლებ­მა პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა გა­ნაგ­რძეს ფეს­ტი­ვა­ლი­დან გაქ­ცე­უ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის გა­დარ­ჩე­ნა. როცა მამა პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბას­თან მო­ვი­და და მან­ქა­ნი­დან გად­მო­ვი­და, და­ვი­ნა­ხე სის­ხლით და­ფა­რუ­ლი - და­ვი­დო­ვის სის­ხლით. მან ცხე­და­რი მო­ას­ვე­ნა. შემ­დეგ მა­მამ გა­და­წყვი­ტა ისევ ბრძო­ლის ველ­ზე წა­სუ­ლი­ყო. მას სამი პო­ლი­ცი­ე­ლი შე­უ­ერ­თდა და როცა მეც ვა­პი­რებ­დი მათ­თან ერ­თად წას­ვლას, მაგ­რამ მა­მამ უფ­ლე­ბა არ მომ­ცა.

დავ­რჩი ოფა­კი­მის პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში და რა­ცი­ით ვუს­მენ­დი რა ხდე­ბო­და ფრონტზე და 13:25-ზე გა­ვი­გე: "ბუ­ზუ­კაშ­ვი­ლი არ პა­სუ­ხობს!“ 14:15 სა­ათ­ზე გა­ვი­გე კო­მუ­ნი­კა­ცი­ის შე­ტყო­ბი­ნე­ბა: "სე­გავ 1 (ეს მა­მა­ჩე­მის ზა­რის ნი­შა­ნია) და მისი მძღო­ლი და­ი­ღუ­პა". მე დავ­რჩი, უმ­წეო. დე­დამ და­მი­რე­კა და არ ვუ­პა­სუ­ხე. ვერ ვიქ­ნე­ბო­დი ის, ვინც მას ამ სა­ში­ნელ ამ­ბავს პირ­ვე­ლი ეტყო­და. და­ახ­ლო­ე­ბით 16:00 სა­ათ­ზე ჩვენს სახ­ლში პო­ლი­ცია მო­ვი­და, მე კი ერთი სა­ა­თის შემ­დეგ მი­ვე­დი. მა­მას ცხე­და­რი სა­ღა­მოს რვა სა­ათ­ზე იპო­ვეს და მო­ას­ვე­ნეს" - გვიყ­ვე­ბა ლეილ ბუ­ზუ­კაშ­ვი­ლი.

ის­რა­ე­ლის პო­ლი­ცი­ის მე­თა­უ­რი იციკ ბუ­ზუ­კაშ­ვი­ლი, 44 წლის, იყო. მას სამი შვი­ლი ჰყავს. ორე­ლი მა­მის და­ცე­მის შემ­დეგ ის­რა­ე­ლის პო­ლი­ცი­ის რი­გებს შე­ურთდა. მისი ქა­ლიშ­ვი­ლი ლე­ი­ლი კი ცა­ჰა­ლის რი­გებ­ში მსა­ხუ­რობს. ამას­თან, სწავ­ლობს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში. და­ნი­ე­ლი ჯერ სკო­ლის მოს­წავ­ლეა.

"ჩემ­თვის ყო­ველ­თვის ცხა­დი იყო, რომ სა­ზღვრის დაც­ვის მებ­რძო­ლად ჩა­ვი­რი­ცხე­ბო­დი. მამა ნამ­დვი­ლად არ მი­ბიძ­გებ­და ამის გა­კე­თე­ბის­კენ, მაგ­რამ როცა ეს გა­დავ­წყვი­ტე, სახ­ლში დიდი მხარ­და­ჭე­რა მი­ვი­ღე. 2021 წლის მარ­ტში ჩა­ვი­რი­ცხე სა­სა­ზღვრო დაც­ვის ჯა­რის­კა­ცად და როცა და­ვამ­თავ­რე მებ­რძო­ლის წვრთნა გა­ვი­ა­რე და და­ვი­ნიშ­ნე ძვე­ლი ქა­ლა­ქის ტაძ­რის მთა­ზე. სამ­ხედ­რო კურ­სის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ სა­ვე­ლე მე­თა­უ­რად გა­და­მიყ­ვა­ნეს, სა­დაც სამ­სა­ხუ­რი 2023 წლის 16 ნო­ემ­ბერს უნდა და­მეს­რუ­ლე­ბი­ნა" - ამ­ბობს ლე­ი­ლი.

ის­რა­ე­ლის პო­ლი­ცი­ის ცნო­ბით, შავ შა­ბათს მო­რი­გე 60 პო­ლი­ცი­ე­ლი მტერ­თან ბრძო­ლა­ში და­ი­ღუ­პა. სა­ერ­თო ჯამ­ში, ჰა­მა­სის ტე­რო­რის­ტებ­თან ბრძო­ლებ­ში ათას­ზე მეტი პო­ლი­ცი­ე­ლი მო­ნა­წი­ლე­ობ­და. სა­ზღვრის უსაფრ­თხო­ე­ბა სამ­ხედ­რო­ე­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა, მაგ­რამ ის­რა­ე­ლის პო­ლი­ცი­ამ იმ შა­ბათს თა­ვი­სი საქ­მე ასი პრო­ცენ­ტით შე­ას­რუ­ლა.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

ვინ არის ულამაზესი ქართველ-ებრაელი გოგონა, რომელიც ისრაელის ჯარში მსახურობს - 21 წლის ლიელ ბუზუკაშვილისა და მისი გმირი მამის ისტორია

ვინ არის ულამაზესი ქართველ-ებრაელი გოგონა, რომელიც ისრაელის ჯარში მსახურობს - 21 წლის ლიელ ბუზუკაშვილისა და მისი გმირი მამის ისტორია

ჰამასის ბარბაროსების თავდასხმიდან 9 თვე გავიდა. 7 ოქტომბრის, დილის 7 საათზე ტერორისტებმა ისრაელის მიმართულებით ასობით რაკეტა ისროლეს და სამხრეთით ღაზის საზღვართან მდებარე კიბუცებში შეიჭრნენ. ამავდროულად, თავდასხმა ხმელეთიდან, ზღვიდან და ჰაერიდან მოხდა. ჰამასის ტერორისტებმა დახოცეს ისრაელის ასობით მოქალაქე, მათ შორის, ქალები, ბავშვები და მოხუცები. გააუპატიურეს და ტყვედ წაიყვანეს ათობით ადამიანი.

პირველი, ვინც ბრძოლაში შევიდა მრავალათასიან პალესტინელ, მძიმედ შეიარაღებულ ტერორისტებთან იყო, პოლიცია და არა სპეცრაზმი. საგზაო ინსპექტორებმა, პატრულის თანამშრომლებმა და სოფლის პოლიციის დეტექტივებმა, მხოლოდ მცირე იარაღით შეიარაღებულებმა, პირველი დარტყმა მიიღეს და გმირულად იბრძოდნენ, გადაარჩინეს საზღვრისპირა კიბუცების მცხოვრებთა და ახალგაზრდული მუსიკალური ფესტივალის მონაწილეთა სიცოცხლე.

  • ერთ-ერთი ასეთი გმირი პოლიციელი იყო ქართველი-ებრაელი იციკ ბუზუკაშვილი. ის სეგევ შალომის პოლიციის მეთაური იყო. იციკი იყო საქართველოს მოყვარული ადამიანი. უყვარდა მოგზაურობა და ადამიანებთან ურთიერთობა.

ხშირად ჩამოდიოდა საქართველოშიც. საუბრობდა ქართულად და აღფრთოვანებული იყო ქართველი ერით. ის ამაყობდა, რომ ქართველი-ებრაელი იყო. გმირს ჩვენთან საუბარში მისი ქალიშვილი ლიელ ბუზუკაშვილი იხსენებს.

ისრაელის სასაზღვრო ძალების ლეიტენანტი 21 წლის ლიელ ბუზუკაშვილი, გმირულად დაცემული პოლიციის ვიცე პოლკოვნიკის იციკ ბუზუკაშვილის ქალიშვილი ამბობს:

"მამა მთელი ცხოვრება ფორმაში იყო. ჩვენ გავიზარდეთ სასაზღვრო პოლიციისა და პატრულის ისტორიებით. მამას მეტსახელი იყო "ბაზუკა". თავმდაბალი კაცი იყო და არ ტრაბახობდა თავისი მიღწევებით. ჩვენ ყოველთვის გვესმოდა მათ შესახებ მისი ბრძანებებიდან და ადამიანებისგან, რომლებიც მასთან მსახურობდნენ’’.

  • 7 ოქტომბერს ქართველი ებრაელი იციკ ბუზუკაშვილი არ მუშაობდა, ის ოჯახთან ერთად სახლში იყო. თუმცა მას შემდეგ რაც შეტყობინება მიიღო, რომლის მიხედვითაც მისი მეგობარი დავიდოვი დაჭრილი იყო და დახმარებას საჭიროებდა, იციკი მის ქალიშვილთან ერთად, მეგობრის გადასარჩენად გაემგზავრა. მისი გადარჩენა ვერ მოახერხა, ის უკვე გარდაცვლილი აღმოჩნდა, თუმცა ცხედარი წამოიღო, ამის შემდეგ იციკი უკან დაბრუნდა და სხვა დაჭრილები გადაარჩინა, ის რამდენჯერმე შევიდა ზონაში, სადაც ტერორისტები იყვნენ გამაგრებულები. ერთ-ერთ შესვლაზე გმირის მანქანას ტერორისტებმა რაკეტა ესროლეს. იციკმა თავისი სიცოცხლე დათმო, თუმცა ათობით ადამიანი გადაარჩინა.

"შაბათს 7 ოქტომბერს ვიყავი სახლში. 6:20 საათზე განგაში და გიჟური დაბომბვა დაიწყო. დაახლოებით 7:30 წუთზე მივიღე შეტყობინება ჩემი დანაყოფიდან შეკრების პუნქტთან მისვლის შესახებ. სახლში მყოფმა მამაჩემმა ფორმა ჩაიცვა, რაცია აიღო და როცა აპირებდა წასვლას, მე ვთხოვე თან წავეყვანე. ჩვენ ერთად წავედით მისი პოლიციის მანქანით და ერთად გავემართეთ სეგევ შალომის პოლიციის განყოფილებისკენ, რომელსაც ის მეთაურობდა. იქ მან თავისი ზემდგომებისგან მითითება მიიღო, სადგურზე დარჩენილიყო და მთხოვა, მასთან გავჩერებულიყავი მეც. მე უარი ვუთხარი და სამი პოლიციელთან ერთად ჩემი მანქანით წამოვედი ხალხის გადასარჩენად.

მამა-შვილი ბუზუკაშვილები

ამასობაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რახატის პოლიციის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი ჟ. დავიდოვი დაიჭრა ტერორისტებთან შეტაკებისას, როდესაც ის ხალხს გადარჩენას ცდილობდა კიბუც-რეიმთან. მამაჩემმაც გაიგო ეს შეტყობინება და რაციით გამოუცხადა ჯიპის მძღოლს, რომლითაც მე მივდიოდი, რომ მივბრუნებულიყავით უკან და ისიც ჩაეგვესვა მანქანაში. რათა გადაერჩინა ლეიტენანტი პოლკოვნიკი დავიდოვი, რომელიც მისი საუკეთესო მეგობარი იყო. მამაჩემი ცდილობდა დავერწმუნებინე, რომ გადავსულიყავი მანქანიდან, მაგრამ მე გავჯიუტდი და ჯიპში დავრჩი. გზად ვნახეთ ადამიანების გვამები, რომლებიც გაქცევას ცდილობდნენ და პალესტინელებმა დახოცეს. უცებ შევნიშნეთ პალესტინელი ტერორისტების ჯგუფები. ჩვენ შევედით ბრძოლაში და მოვახერხეთ მათი განადგურება.

ჩვენ გადავარჩინეთ რამდენიმე პოლიციელი, რომელთაც სხვადასხვა ხარისხის ცეცხლსასროლი ჭრილობები ჰქონდათ მიყენებული. ეს ყველაფერი ცეცხლის ქვეშ ხდებოდა. მოშავ პეტიშში დაჭრილები ჩავსვით მანქანაში და გზა გავაგრძელეთ ოფაკიმისკენ. როდესაც მამა მიხვდა, რომ ლეიტენანტი პოლკოვნიკი დავიდოვი არ იყო დაჭრილთა შორის, გადაწყვიტა დაბრუნებულიყო მის საძებნელად და გადასარჩენად. სანამ პოლიციის განყოფილებიდან ისევ გავიდოდით, მამამ მითხრა: კმარა, იბრძოლე, ვამაყობ შენით. ახლა კი, შენთვის აქ დარჩენა ჯობია“. მოკლე კამათის შემდეგ მან დამარწმუნა და დამტოვა. ის და ჩვენთან მყოფი სამი პოლიციელი ერთად წავიდნენ.

შემთხვევის ადგილზე მისულმა მამამ გზის პირას პოდპოლკოვნიკ დავიდოვის ცხედარი ამოიცნო. გასროლისას მამამ და მისმა თანმხლებმა პოლიციელებმა განაგრძეს ფესტივალიდან გაქცეული ადამიანების გადარჩენა. როცა მამა პოლიციის განყოფილებასთან მოვიდა და მანქანიდან გადმოვიდა, დავინახე სისხლით დაფარული - დავიდოვის სისხლით. მან ცხედარი მოასვენა. შემდეგ მამამ გადაწყვიტა ისევ ბრძოლის ველზე წასულიყო. მას სამი პოლიციელი შეუერთდა და როცა მეც ვაპირებდი მათთან ერთად წასვლას, მაგრამ მამამ უფლება არ მომცა.

დავრჩი ოფაკიმის პოლიციის განყოფილებაში და რაციით ვუსმენდი რა ხდებოდა ფრონტზე და 13:25-ზე გავიგე: "ბუზუკაშვილი არ პასუხობს!“ 14:15 საათზე გავიგე კომუნიკაციის შეტყობინება: "სეგავ 1 (ეს მამაჩემის ზარის ნიშანია) და მისი მძღოლი დაიღუპა". მე დავრჩი, უმწეო. დედამ დამირეკა და არ ვუპასუხე. ვერ ვიქნებოდი ის, ვინც მას ამ საშინელ ამბავს პირველი ეტყოდა. დაახლოებით 16:00 საათზე ჩვენს სახლში პოლიცია მოვიდა, მე კი ერთი საათის შემდეგ მივედი. მამას ცხედარი საღამოს რვა საათზე იპოვეს და მოასვენეს" - გვიყვება ლეილ ბუზუკაშვილი.

ისრაელის პოლიციის მეთაური იციკ ბუზუკაშვილი, 44 წლის, იყო. მას სამი შვილი ჰყავს. ორელი მამის დაცემის შემდეგ ისრაელის პოლიციის რიგებს შეურთდა. მისი ქალიშვილი ლეილი კი ცაჰალის რიგებში მსახურობს. ამასთან, სწავლობს უნივერსიტეტში. დანიელი ჯერ სკოლის მოსწავლეა.

"ჩემთვის ყოველთვის ცხადი იყო, რომ საზღვრის დაცვის მებრძოლად ჩავირიცხებოდი. მამა ნამდვილად არ მიბიძგებდა ამის გაკეთებისკენ, მაგრამ როცა ეს გადავწყვიტე, სახლში დიდი მხარდაჭერა მივიღე. 2021 წლის მარტში ჩავირიცხე სასაზღვრო დაცვის ჯარისკაცად და როცა დავამთავრე მებრძოლის წვრთნა გავიარე და დავინიშნე ძველი ქალაქის ტაძრის მთაზე. სამხედრო კურსის დამთავრების შემდეგ საველე მეთაურად გადამიყვანეს, სადაც სამსახური 2023 წლის 16 ნოემბერს უნდა დამესრულებინა" - ამბობს ლეილი.

ისრაელის პოლიციის ცნობით, შავ შაბათს მორიგე 60 პოლიციელი მტერთან ბრძოლაში დაიღუპა. საერთო ჯამში, ჰამასის ტერორისტებთან ბრძოლებში ათასზე მეტი პოლიციელი მონაწილეობდა. საზღვრის უსაფრთხოება სამხედროების პასუხისმგებლობაა, მაგრამ ისრაელის პოლიციამ იმ შაბათს თავისი საქმე ასი პროცენტით შეასრულა.

წაიკითხეთ ასევე: