მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია - არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სურსათის ეროვნული სააგენტო ამბროლაურში ცოფით ადამიანის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და საზოგადოებას მიმართავს
სურსათის ეროვნული სააგენტო ამბროლაურში  ცოფით ადამიანის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და საზოგადოებას მიმართავს

ამ­ბრო­ლა­უ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ პა­ტა­რა ჩორ­ჯო­ში და­ფიქ­სი­რე­ბულ ცო­ფის შემ­თხვე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რის შე­დე­გა­დაც ქალი გარ­და­იც­ვა­ლა, სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

  • სა­ა­გენ­ტო აღ­ნიშ­ნავს, რომ ამ ეტაპ­ზე ოჯახს სა­კუთ­რე­ბა­ში ჰყავს 4 მე­ძე­ბა­რი ძაღ­ლი და 7 კატა, რომ­ლებ­საც 2023-2024 წლებ­ში სურ­სა­თის ეროვ­ნულ­მა სა­ა­გენ­ტომ ჩა­უ­ტა­რა ცო­ფის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო უფა­სო ვაქ­ცი­ნა­ცია.

ამას­თან, სა­ა­გენ­ტოს რე­კო­მენ­და­ცი­ით, და­წეს­და სა­კა­რან­ტი­ნო შე­ზღუდ­ვე­ბი, რაც ქუ­ჩა­ში და სხვა ად­გი­ლებ­ში ცხო­ვე­ლე­ბის გაყ­ვა­ნის აკ­რძალ­ვას გუ­ლის­ხმობს. სა­კა­რან­ტი­ნო შე­ზღუდ­ვე­ბი ცო­ფით და­ა­ვა­დე­ბის ბოლო შემ­თხვე­ვის გა­მოვ­ლე­ნი­დან 60 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში გაგ­რძელ­დე­ბა.

"სურ­სა­თის ეროვ­ნულ­მა სა­ა­გენ­ტომ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი­დან მი­ი­ღო შე­ტყო­ბი­ნე­ბა ჰიდრო­ფო­ბი­ის კლი­ნი­კუ­რი ნიშ­ნე­ბით ადა­მი­ა­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ. ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვის შე­დე­გად, და­დას­ტურ­და ცო­ფის შემ­თხვე­ვა.

ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე, სა­ა­გენ­ტოს რაჭა-ლე­ჩხუ­მი­სა და ქვე­მო სვა­ნე­თის რე­გი­ო­ნის ინ­სპექ­ტო­რებ­მა და­ი­წყეს მოკ­ვლე­ვა. დად­გინ­და, რომ ამ­ბრო­ლა­უ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში მცხოვ­რე­ბი პა­ცი­ენ­ტის ოჯახს რამ­დე­ნი­მე თვის წინ ქუ­თა­ი­სი­დან წა­მოყ­ვა­ნი­ლი ჰყავ­და ლეკ­ვი, რო­მე­ლიც მა­ლე­ვე ავად გახ­და და და­უდ­გე­ნე­ლი დი­აგ­ნო­ზით მოკ­ვდა, ძაღ­ლის სიკ­ვდი­ლის შე­სა­ხებ სა­ა­გენ­ტოს ინ­ფორ­მა­ცია არ მი­უ­ღია.

ცო­ფის შემ­თხვე­ვის და­დას­ტუ­რე­ბის შემ­დეგ, გა­მოვ­ლე­ნის კე­რებ­ში ტარ­დე­ბა ამ­თვი­სე­ბე­ლი ცხო­ვე­ლე­ბის გა­და­უ­დე­ბე­ლი ვაქ­ცი­ნა­ცია. სა­ა­გენ­ტოს რე­კო­მენ­და­ცი­ით, და­წეს­და სა­კა­რან­ტი­ნო შე­ზღუდ­ვე­ბი, რაც ქუ­ჩა­ში და სხვა ად­გი­ლებ­ში ცხო­ვე­ლე­ბის გაყ­ვა­ნის აკ­რძალ­ვას გუ­ლის­ხმობს. სა­კა­რან­ტი­ნო შე­ზღუდ­ვე­ბი ცო­ფით და­ა­ვა­დე­ბის ბოლო შემ­თხვე­ვის გა­მოვ­ლე­ნი­დან 60 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში გაგ­რძელ­დე­ბა.

შემ­თხვე­ვა მოხ­და ამ­ბრო­ლა­უ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ჩორ­ჯო­ში, სა­დაც გა­სულ და მიმ­დი­ნა­რე წელს ცოფი არ გა­მოვ­ლე­ნი­ლა. ამ ეტაპ­ზე ოჯახს სა­კუთ­რე­ბა­ში ჰყავს 4 მე­ძე­ბა­რი ძაღ­ლი და 7 კატა, რომ­ლებ­საც 2023-2024 წლებ­ში სურ­სა­თის ეროვ­ნულ­მა სა­ა­გენ­ტომ ჩა­უ­ტა­რა ცო­ფის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო უფა­სო ვაქ­ცი­ნა­ცია.

ცოფი ვირუ­სუ­ლი ზო­ო­ნო­ზუ­რი ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბაა, რომ­ლის დროს ზი­ან­დე­ბა თა­ვი­სა და ზურ­გის ტვი­ნი. ადა­მი­ან­სა და ცხო­ველ­ში ცო­ფის კლი­ნი­კუ­რად გა­მოვ­ლი­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში შე­დე­გი ყო­ველ­თვის ლე­ტა­ლუ­რად მთავ­რდე­ბა.

ინ­ფექ­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის ძი­რი­თა­დი წყა­როა ში­ნა­უ­რი (ძაღ­ლი, კატა) და გა­რე­უ­ლი (მელა, ტურა, მგე­ლი და სხვა) ხორ­ცისმჭა­მე­ლი ცხო­ვე­ლი. ვირუ­სი და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ცხო­ვე­ლი­დან გა­მო­ი­ყო­ფა ნერ­წყვის სა­შუ­ა­ლე­ბით. ადა­მი­ა­ნი და ცხო­ვე­ლი ინ­ფი­ცირ­დე­ბა ცო­ფით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ცხო­ვე­ლის მიერ დაკ­ბე­ნის, და­კაწ­ვრის და და­დორბვლის შე­დე­გად. დას­ნე­ბოვ­ნე­ბა ასე­ვე შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს პი­რის, ცხვი­რის, თვა­ლის ლორ­წო­ვან­ზე, და­ზი­ა­ნე­ბულ კა­ნის სა­ფარ­ველ­ზე და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ცხო­ვე­ლის ნერ­წყვის მოხ­ვედ­რით.

თუ თქვენს ცხო­ველს შე­ამ­ჩნევთ და­ა­ვა­დე­ბი­სათ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბელ კლი­ნი­კურ ნიშ­ნებს, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ მი­მარ­თეთ ვე­ტე­რი­ნარს. ცხო­ვე­ლის მიერ დაკ­ბე­ნის, და­კაწ­ვრის ან და­დორბვლის შემ­თხვე­ვა­ში ჭრი­ლო­ბა სას­წრა­ფოდ ჩა­მო­ი­ბა­ნეთ საპ­ნი­თა და წყლით, შემ­დგომ აუ­ცი­ლებ­ლად მი­მარ­თეთ რა­ბი­ო­ლოგს. ცო­ფის ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ადა­მი­ა­ნის გა­დარ­ჩე­ნის ერ­თა­დერ­თი გზა დრო­უ­ლი ვაქ­ცი­ნა­ცი­აა.

თქვე­ნი და ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლე­ბის სი­ცო­ცხლის და­სა­ცა­ვად აუ­ცი­ლე­ბე­ლია ძაღ­ლი­სა და კა­ტის ყო­ველ­წლი­უ­რი პრო­ფი­ლაქ­ტი­კუ­რი ვაქ­ცი­ნა­ცია;

მო­ე­რი­დეთ გა­რე­ულ, მი­უ­სა­ფარ ან უცხო ცხო­ვე­ლებ­თან კონ­ტაქტს!

სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო ქვეყ­ნის მას­შტა­ბით პატ­რო­ნი­ა­ნი და მი­კედ­ლე­ბუ­ლი ძაღ­ლე­ბი­სა და კა­ტე­ბის უფა­სო პრო­ფი­ლაქ­ტი­კურ ვაქ­ცი­ნა­ცი­ას ცო­ფის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ ყო­ველ­წლი­უ­რად ატა­რებს.

მიმ­დი­ნა­რე წელს, სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით ცო­ფის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლია 116 690 ძაღ­ლი და კატა. იძუ­ლე­ბი­თი ვაქ­ცი­ნა­ცია ჩა­უ­ტარ­და 9000 ძაღლს/კა­ტას, 4300 მსხვილ­ფე­ხა, წვრილ­ფე­ხა პი­რუ­ტყვს, ღორს, ცხენ­სა და კენტჩლი­ქი­ან ცხო­ველს.

რაჭა-ლე­ჩხუ­მი-ქვე­მო სვა­ნე­თის რე­გი­ონ­ში დღე­ი­სათ­ვის ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლია 3346 ძაღ­ლი/კატა. გა­სულ წელს ამ­ბრო­ლა­უ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში ცო­ფის გა­მოვ­ლე­ნის შემ­დეგ, კე­რებ­ში ვაქ­ცი­ნა­ცია ჩა­უ­ტარ­და ამ­თვი­სე­ბელ ცხო­ველ­თა 70%-ზე მეტს და ჩა­ტარ­და ვე­ტე­რი­ნა­რულ-სა­ნი­ტა­რი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი”, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

სურსათის ეროვნული სააგენტო ამბროლაურში ცოფით ადამიანის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და საზოგადოებას მიმართავს

სურსათის ეროვნული სააგენტო ამბროლაურში  ცოფით ადამიანის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და საზოგადოებას მიმართავს

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ჩორჯოში დაფიქსირებულ ცოფის შემთხვევასთან დაკავშირებით, რის შედეგადაც ქალი გარდაიცვალა, სურსათის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს.

  • სააგენტო აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე ოჯახს საკუთრებაში ჰყავს 4 მეძებარი ძაღლი და 7 კატა, რომლებსაც 2023-2024 წლებში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ჩაუტარა ცოფის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია.

ამასთან, სააგენტოს რეკომენდაციით, დაწესდა საკარანტინო შეზღუდვები, რაც ქუჩაში და სხვა ადგილებში ცხოველების გაყვანის აკრძალვას გულისხმობს. საკარანტინო შეზღუდვები ცოფით დაავადების ბოლო შემთხვევის გამოვლენიდან 60 დღის განმავლობაში გაგრძელდება.

"სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან მიიღო შეტყობინება ჰიდროფობიის კლინიკური ნიშნებით ადამიანის გარდაცვალების შესახებ. ლაბორატორიული კვლევის შედეგად, დადასტურდა ცოფის შემთხვევა.

ინფორმაციის მიღებისთანავე, სააგენტოს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის ინსპექტორებმა დაიწყეს მოკვლევა. დადგინდა, რომ ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები პაციენტის ოჯახს რამდენიმე თვის წინ ქუთაისიდან წამოყვანილი ჰყავდა ლეკვი, რომელიც მალევე ავად გახდა და დაუდგენელი დიაგნოზით მოკვდა, ძაღლის სიკვდილის შესახებ სააგენტოს ინფორმაცია არ მიუღია.

ცოფის შემთხვევის დადასტურების შემდეგ, გამოვლენის კერებში ტარდება ამთვისებელი ცხოველების გადაუდებელი ვაქცინაცია. სააგენტოს რეკომენდაციით, დაწესდა საკარანტინო შეზღუდვები, რაც ქუჩაში და სხვა ადგილებში ცხოველების გაყვანის აკრძალვას გულისხმობს. საკარანტინო შეზღუდვები ცოფით დაავადების ბოლო შემთხვევის გამოვლენიდან 60 დღის განმავლობაში გაგრძელდება.

შემთხვევა მოხდა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჯოში, სადაც გასულ და მიმდინარე წელს ცოფი არ გამოვლენილა. ამ ეტაპზე ოჯახს საკუთრებაში ჰყავს 4 მეძებარი ძაღლი და 7 კატა, რომლებსაც 2023-2024 წლებში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ჩაუტარა ცოფის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია.

ცოფი ვირუსული ზოონოზური ინფექციური დაავადებაა, რომლის დროს ზიანდება თავისა და ზურგის ტვინი. ადამიანსა და ცხოველში ცოფის კლინიკურად გამოვლინების შემთხვევაში შედეგი ყოველთვის ლეტალურად მთავრდება.

ინფექციის გავრცელების ძირითადი წყაროა შინაური (ძაღლი, კატა) და გარეული (მელა, ტურა, მგელი და სხვა) ხორცისმჭამელი ცხოველი. ვირუსი დაავადებული ცხოველიდან გამოიყოფა ნერწყვის საშუალებით. ადამიანი და ცხოველი ინფიცირდება ცოფით დაავადებული ცხოველის მიერ დაკბენის, დაკაწვრის და დადორბვლის შედეგად. დასნებოვნება ასევე შეიძლება მოხდეს პირის, ცხვირის, თვალის ლორწოვანზე, დაზიანებულ კანის საფარველზე დაავადებული ცხოველის ნერწყვის მოხვედრით.

თუ თქვენს ცხოველს შეამჩნევთ დაავადებისათვის დამახასიათებელ კლინიკურ ნიშნებს, დაუყოვნებლივ მიმართეთ ვეტერინარს. ცხოველის მიერ დაკბენის, დაკაწვრის ან დადორბვლის შემთხვევაში ჭრილობა სასწრაფოდ ჩამოიბანეთ საპნითა და წყლით, შემდგომ აუცილებლად მიმართეთ რაბიოლოგს. ცოფის ვირუსით ინფიცირების შემთხვევაში ადამიანის გადარჩენის ერთადერთი გზა დროული ვაქცინაციაა.

თქვენი და შინაური ცხოველების სიცოცხლის დასაცავად აუცილებელია ძაღლისა და კატის ყოველწლიური პროფილაქტიკური ვაქცინაცია;

მოერიდეთ გარეულ, მიუსაფარ ან უცხო ცხოველებთან კონტაქტს!

სურსათის ეროვნული სააგენტო ქვეყნის მასშტაბით პატრონიანი და მიკედლებული ძაღლებისა და კატების უფასო პროფილაქტიკურ ვაქცინაციას ცოფის საწინააღმდეგოდ ყოველწლიურად ატარებს.

მიმდინარე წელს, საქართველოს მასშტაბით ცოფის საწინააღმდეგოდ ვაქცინირებულია 116 690 ძაღლი და კატა. იძულებითი ვაქცინაცია ჩაუტარდა 9000 ძაღლს/კატას, 4300 მსხვილფეხა, წვრილფეხა პირუტყვს, ღორს, ცხენსა და კენტჩლიქიან ცხოველს.

რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის რეგიონში დღეისათვის ვაქცინირებულია 3346 ძაღლი/კატა. გასულ წელს ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ცოფის გამოვლენის შემდეგ, კერებში ვაქცინაცია ჩაუტარდა ამთვისებელ ცხოველთა 70%-ზე მეტს და ჩატარდა ვეტერინარულ-სანიტარიული ღონისძიებები”, - ნათქვამია ინფორმაციაში.