მოზაიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბაიდენმა კამალა ჰარისს შეცდომით "ვიცე-პრეზიდენტი ტრამპი" უწოდა - პრეზიდენტის მორიგი პრესკონფერენცია, რომელიც კვლავ განხილვის საგანია
ბაიდენმა კამალა ჰარისს შეცდომით "ვიცე-პრეზიდენტი ტრამპი" უწოდა - პრეზიდენტის მორიგი პრესკონფერენცია, რომელიც კვლავ განხილვის საგანია

პრე­ზი­დენ­ტმა ბა­ი­დენ­მა პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი კა­მა­ლა ჰა­რი­სი და ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი დო­ნალდ ტრამ­პი ერ­თმა­ნეთ­ში აუ­რია - ეს მას შემ­დეგ, რაც სხვა ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნი და ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკი ერ­თმა­ნეთ­ში შე­ე­შა­ლა.

"იცით რა, ვიცე-პრე­ზი­დენტ ტრამპს ვიცე-პრე­ზი­დენ­ტად არ ავირ­ჩევ­დი, თუ ვფიქ­რობ, რომ ის პრე­ზი­დენ­ტო­ბის­თვის კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი არ არის", - თქვა 81 წლის პრე­ზი­დენ­ტმა NATO-ს ყო­ველ­წლი­ურ სა­მიტ­ზე, რა­საც ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის მხრი­დან ამო­ოხვრა მოჰ­ყვა.

ბა­ი­დე­ნი რბი­ლი ხმით სა­უბ­რობ­და, ხვე­ლე­ბის გამო ხში­რად ჩერ­დე­ბო­და და ზოგ­ჯერ სათ­ქმე­ლი ავი­წყდე­ბო­და.

ღო­ნის­ძი­ე­ბა "დე­მოკ­რა­ტე­ბის" მზარ­დი მო­თხოვ­ნის გა­სა­ქარ­წყლებ­ლად იყო მოწ­ვე­უ­ლი, რომ­ლის თა­ნახ­მად ბა­ი­დენ­მა ტრამ­პთან არე­უ­ლი დე­ბა­ტე­ბის შემ­დეგ საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის­თვის კან­დი­და­ტუ­რა უნდა მოხ­სნას - მაგ­რამ მთა­ვარ­სარ­დალ­მა სა­ბო­ლო­ოდ ეს შეშ­ფო­თე­ბა წი­ნა­აღ­მდე­გობ­რი­ვი გან­ცხა­დე­ბე­ბით, კი­თხვე­ბის და­ვი­წყე­ბი­თა და გა­ურ­კვე­ვე­ლი პა­სუ­ხე­ბით გა­აძ­ლი­ე­რა, რომ­ლე­ბიც პირ­და­პირ არ ეხე­ბო­და იმ თე­მას, რა­ზეც მას კი­თხვა და­უს­ვეს.

78 წლის სა­ვა­რა­უ­დო კან­დი­დატ­მა ტრამპმა სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ა­ში თა­ვის მემ­კვიდ­რეს დას­ცი­ნა.

"არე­უ­ლი ჯო თა­ვის "დიდი ბი­ჭის" პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ას იწყებს სი­ტყვე­ბით: "მე არ ავირ­ჩევ­დი ვიცე-პრე­ზი­დენტ ტრამპს ვიცე-პრე­ზი­დენ­ტად, თუმ­ცა ვფიქ­რობ, რომ ის არ არის კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი პრე­ზი­დენ­ტო­ბის­თვის”. ყო­ჩაღ, ჯო!" - და­წე­რა ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა.

რო­დე­საც ჰკი­თხეს, რას ფიქ­რობ­და იმა­ზე, რომ ტრამ­პი ამ შეც­დო­მას მის და­სა­ცი­ნად იყე­ნებ­და, ბა­ი­დენ­მა გა­ურ­კვე­ვე­ლი მოკ­ლე პა­სუ­ხი გას­ცა: "მო­უს­მი­ნეთ მას."

კი­დევ ერთ შე­მაშ­ფო­თე­ბელ მო­მენ­ტში, ბა­ი­დენ­მა ვერ გა­იხ­სე­ნა სა­ჰა­ე­რო ძა­ლე­ბის გე­ნერ­ლის სწო­რი წო­დე­ბა.

პრე­ზი­დენტს ასე­ვე გა­უ­ჭირ­და სი­ტყვა "ნევ­რო­ლო­გის" თქმა, რო­დე­საც ამ­ტკი­ცებ­და, რომ არ სჭირ­დე­ბო­და კი­დევ ერთი კოგ­ნი­ტუ­რი გა­მოკ­ვლე­ვა, თუ ამას ექი­მე­ბი არ მო­ი­თხოვ­დნენ - სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ მას შე­იძ­ლე­ბა პარ­კინ­სო­ნის და­ა­ვა­დე­ბა ან მსგავ­სი მდგო­მა­რე­ო­ბა ჰქონ­დეს.

პრე­ზი­დენ­ტმა ასე­ვე და­უშ­ვა რიგი სხვა ფაქ­ტობ­რი­ვი შეც­დო­მე­ბი, ერთ მო­მენ­ტში არას­წო­რად მი­უ­თი­თა, რომ ჩი­ნეთს ერთ მი­ლი­არ­დზე ნაკ­ლე­ბი მო­სახ­ლე­ო­ბა ჰყავს და ეს ქვე­ყა­ნა ამე­რი­კის სხვა ოპო­ნენ­ტთან, რუ­სეთ­თან აუ­რია.

59-წუ­თი­ა­ნი ღო­ნის­ძი­ე­ბა მო­ი­ცავ­და კი­თხვებს 10 ჟურ­ნა­ლის­ტის­გან, რომ­ლე­ბიც თეთ­რი სახ­ლის პრეს­სამ­სა­ხუ­რის მიერ წი­ნას­წარ იყ­ვნენ შერ­ჩე­ულ­ნი, პლუს ერთი კი­თხვა შე­ძა­ხი­ლით NBC News-ის პი­ტერ ალექ­სან­დერ­მა დას­ვა. პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ას თვალ­ყურს დე­მოკ­რა­ტე­ბი ადევ­ნებ­დნენ, რომ­ლე­ბიც აფა­სე­ბენ, შე­უ­ერ­თდნენ თუ არა მო­წო­დე­ბებს ბა­ი­დე­ნის კან­დი­და­ტუ­რის მოხ­სნის შე­სა­ხებ.

სცე­ნა­ზე თით­ქმის ერთი სა­ა­თის დაგ­ვი­ა­ნე­ბით ას­ვლის შემ­დეგ, მას შემ­დეგ, რაც პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ის და­წყე­ბის დრო უკვე 60 წუ­თით იყო გა­და­წე­უ­ლი, და შვიდ­ნა­ხე­ვარ­წუ­თი­ა­ნი შე­სა­ვა­ლი გან­ცხა­დე­ბის­თვის, პრე­ზი­დენ­ტმა უთხრა ჟურ­ნა­ლის­ტებს, რომ "ცოლი ჯო­ჯო­ხეთს უწყობს", რად­გან მისი გუნ­დი მის გან­რიგ­ში "რა­ღა­ცებს ამა­ტებს ხოლ­მე".

  • ბა­ი­დენ­მა ასე­ვე უარ­ჰყო გა­სულ კვი­რას გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ცნო­ბე­ბი, თით­ქოს მან დე­მოკ­რატ გუ­ბერ­ნა­ტო­რებს უთხრა, რომ სა­ღა­მოს 8 სა­ა­თის შემ­დეგ უხერ­ხუ­ლი შეც­დო­მე­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ჩა­ტა­რე­ბას არ აპი­რებ­და - მან აღ­ნიშ­ნა, რომ ეს "სი­მარ­თლე არ არის" და ნაც­ვლად ამი­სა, თა­ვის "უფრო და­ზოგ­ვას" ცდი­ლობ­და.

"კამ­პა­ნია ჯერ რე­ა­ლუ­რად არ და­წყე­ბუ­ლა, სე­რი­ო­ზუ­ლად არ და­წყე­ბუ­ლა," - თქვა პრე­ზი­დენ­ტმა იმე­დი­ა­ნად და ერთ მო­მენ­ტში ჟურ­ნა­ლის­ტებს ჰკი­თხა: "რო­გორ ფიქ­რობთ, რამ­დე­ნად ზუს­ტია გა­მო­კი­თხვე­ბი ამ დრო­ის­თვის?"

წყა­რო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

ბაიდენმა კამალა ჰარისს შეცდომით "ვიცე-პრეზიდენტი ტრამპი" უწოდა - პრეზიდენტის მორიგი პრესკონფერენცია, რომელიც კვლავ განხილვის საგანია

ბაიდენმა კამალა ჰარისს შეცდომით "ვიცე-პრეზიდენტი ტრამპი" უწოდა - პრეზიდენტის მორიგი პრესკონფერენცია, რომელიც კვლავ განხილვის საგანია

პრეზიდენტმა ბაიდენმა პრესკონფერენციაზე ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი და ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ერთმანეთში აურია - ეს მას შემდეგ, რაც სხვა ღონისძიებაზე ვლადიმირ პუტინი და ვოლოდიმირ ზელენსკი ერთმანეთში შეეშალა.

"იცით რა, ვიცე-პრეზიდენტ ტრამპს ვიცე-პრეზიდენტად არ ავირჩევდი, თუ ვფიქრობ, რომ ის პრეზიდენტობისთვის კვალიფიციური არ არის", - თქვა 81 წლის პრეზიდენტმა NATO-ს ყოველწლიურ სამიტზე, რასაც ჟურნალისტების მხრიდან ამოოხვრა მოჰყვა.

ბაიდენი რბილი ხმით საუბრობდა, ხველების გამო ხშირად ჩერდებოდა და ზოგჯერ სათქმელი ავიწყდებოდა.

ღონისძიება "დემოკრატების" მზარდი მოთხოვნის გასაქარწყლებლად იყო მოწვეული, რომლის თანახმად ბაიდენმა ტრამპთან არეული დებატების შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის კანდიდატურა უნდა მოხსნას - მაგრამ მთავარსარდალმა საბოლოოდ ეს შეშფოთება წინააღმდეგობრივი განცხადებებით, კითხვების დავიწყებითა და გაურკვეველი პასუხებით გააძლიერა, რომლებიც პირდაპირ არ ეხებოდა იმ თემას, რაზეც მას კითხვა დაუსვეს.

78 წლის სავარაუდო კანდიდატმა ტრამპმა სოციალურ მედიაში თავის მემკვიდრეს დასცინა.

"არეული ჯო თავის "დიდი ბიჭის" პრესკონფერენციას იწყებს სიტყვებით: "მე არ ავირჩევდი ვიცე-პრეზიდენტ ტრამპს ვიცე-პრეზიდენტად, თუმცა ვფიქრობ, რომ ის არ არის კვალიფიციური პრეზიდენტობისთვის”. ყოჩაღ, ჯო!" - დაწერა ყოფილმა პრეზიდენტმა.

როდესაც ჰკითხეს, რას ფიქრობდა იმაზე, რომ ტრამპი ამ შეცდომას მის დასაცინად იყენებდა, ბაიდენმა გაურკვეველი მოკლე პასუხი გასცა: "მოუსმინეთ მას."

კიდევ ერთ შემაშფოთებელ მომენტში, ბაიდენმა ვერ გაიხსენა საჰაერო ძალების გენერლის სწორი წოდება.

პრეზიდენტს ასევე გაუჭირდა სიტყვა "ნევროლოგის" თქმა, როდესაც ამტკიცებდა, რომ არ სჭირდებოდა კიდევ ერთი კოგნიტური გამოკვლევა, თუ ამას ექიმები არ მოითხოვდნენ - სამედიცინო ექსპერტები ამბობენ, რომ მას შეიძლება პარკინსონის დაავადება ან მსგავსი მდგომარეობა ჰქონდეს.

პრეზიდენტმა ასევე დაუშვა რიგი სხვა ფაქტობრივი შეცდომები, ერთ მომენტში არასწორად მიუთითა, რომ ჩინეთს ერთ მილიარდზე ნაკლები მოსახლეობა ჰყავს და ეს ქვეყანა ამერიკის სხვა ოპონენტთან, რუსეთთან აურია.

59-წუთიანი ღონისძიება მოიცავდა კითხვებს 10 ჟურნალისტისგან, რომლებიც თეთრი სახლის პრესსამსახურის მიერ წინასწარ იყვნენ შერჩეულნი, პლუს ერთი კითხვა შეძახილით NBC News-ის პიტერ ალექსანდერმა დასვა. პრესკონფერენციას თვალყურს დემოკრატები ადევნებდნენ, რომლებიც აფასებენ, შეუერთდნენ თუ არა მოწოდებებს ბაიდენის კანდიდატურის მოხსნის შესახებ.

სცენაზე თითქმის ერთი საათის დაგვიანებით ასვლის შემდეგ, მას შემდეგ, რაც პრესკონფერენციის დაწყების დრო უკვე 60 წუთით იყო გადაწეული, და შვიდნახევარწუთიანი შესავალი განცხადებისთვის, პრეზიდენტმა უთხრა ჟურნალისტებს, რომ "ცოლი ჯოჯოხეთს უწყობს", რადგან მისი გუნდი მის განრიგში "რაღაცებს ამატებს ხოლმე".

  • ბაიდენმა ასევე უარჰყო გასულ კვირას გავრცელებული ცნობები, თითქოს მან დემოკრატ გუბერნატორებს უთხრა, რომ საღამოს 8 საათის შემდეგ უხერხული შეცდომების თავიდან ასაცილებლად ღონისძიებების ჩატარებას არ აპირებდა - მან აღნიშნა, რომ ეს "სიმართლე არ არის" და ნაცვლად ამისა, თავის "უფრო დაზოგვას" ცდილობდა.

"კამპანია ჯერ რეალურად არ დაწყებულა, სერიოზულად არ დაწყებულა," - თქვა პრეზიდენტმა იმედიანად და ერთ მომენტში ჟურნალისტებს ჰკითხა: "როგორ ფიქრობთ, რამდენად ზუსტია გამოკითხვები ამ დროისთვის?"

წყარო