საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“დაგვიდასტურეს, რომ 30 ადამიანს უკვე ჩაბარდა დასანქცირების შესახებ შეტყობინება, პროცესი გრძელდება“ - რას ამბობს ბაია პატარაია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან შეხვედრის შემდეგ
“დაგვიდასტურეს, რომ 30 ადამიანს უკვე ჩაბარდა დასანქცირების შესახებ შეტყობინება, პროცესი გრძელდება“ - რას ამბობს ბაია პატარაია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან შეხვედრის შემდეგ

არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "სა­ფა­რის" ხელ­მძღვა­ნელ­მა ბაია პა­ტა­რა­ი­ამ აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის მო­ად­გი­ლეს­თან, უზრა ზე­ი­ას­თან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან შეხ­ვედ­რა­ზე გან­ხი­ლუ­ლი სა­კი­თხე­ბის შე­სა­ხებ ისა­უბ­რა.

“ამე­რი­კე­ლებ­მა გვი­თხრეს, რომ ისი­ნი ქარ­თვე­ლი ხალ­ხის მე­გობ­რე­ბი არი­ან - ვუ­თხა­რით, რომ “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა” ყვე­ლა­ფერს უარ­ყოფს, რომ სან­ქცი­ე­ბი არ არ­სე­ბობს, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად არის და ასე­თი ტყუ­ი­ლე­ბით არი­ან და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი, რაც გარ­კვე­ულ­წი­ლად გა­უკ­ვირ­დათ“, - პა­ტა­რა­ი­ას თქმით, შეხ­ვედ­რა­ზე აღი­ნიშ­ნა, რომ ან­ტი­ა­მე­რი­კულ, ან­ტი­ევ­რო­პულ გან­ცხა­დე­ბებს მათი მხრი­დან შემ­ხვედ­რი ნა­ბი­ჯე­ბი მოჰ­ყვე­ბა, მაგ­რამ თუ სა­ქარ­თვე­ლო ისევ გა­აგ­რძე­ლებს პრო­და­სავ­ლურ კურსს, შე­ჩე­რე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი აღ­დგე­ბა.

“ამე­რი­კე­ლებ­მა გვი­თხრეს, რომ ისი­ნი არი­ან სა­ქარ­თვე­ლოს, გან­სა­კუთ­რე­ბით ქარ­თვე­ლი ხალ­ხის მე­გობ­რე­ბი. სურთ პო­ზი­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა გაგ­რძელ­დეს. ასე­ვე გვკი­თხეს, რას ფიქ­რობს ხალ­ხი გან­ცხა­დე­ბებ­ზე, “მე­გო­ბარ აქ­ტზე”, იმ ნა­ბი­ჯებ­ზე, რო­მელ­საც ამე­რი­კა და ევ­რო­კავ­ში­რი დგამს რუ­სუ­ლი კა­ნო­ნის სა­პა­სუ­ხოდ. ჩვენ ვუ­თხა­რით, რომ “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა” ყვე­ლა­ფერს უარ­ყოფს, ისი­ნი ამ­ბო­ბენ, რომ სან­ქცი­ე­ბი არ არ­სე­ბობს, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად არის და ასე­თი ტყუ­ი­ლე­ბით არი­ან და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი, რაც გარ­კვე­ულ­წი­ლად გა­უკ­ვირ­დათ. თქვეს, რომ კი­დევ ერთხელ და არა­ერ­თხელ გა­ი­მე­ო­რე­ბენ, რომ რუ­სულ კა­ნონს, ან­ტი­ა­მე­რი­კულ, ან­ტი­ევ­რო­პულ გან­ცხა­დე­ბებს სა­ქარ­თვე­ლოს მხრი­დან და ნა­ბი­ჯებს შე­სა­ბა­მი­სი შემ­ხვედ­რი ნა­ბი­ჯე­ბი მოჰ­ყვე­ბა, მაგ­რამ თუ სა­ქარ­თვე­ლო ისევ გა­აგ­რძე­ლებს პრო­და­სავ­ლურ კურსს, შე­ჩე­რე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი ცხა­დია გაგ­რძელ­დე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ სან­ქცი­ებს, დაგ­ვი­დას­ტუ­რეს, რომ რო­გორც ელჩმა გა­ნა­ცხა­და, 30 ადა­მი­ანს უკვე ჩა­ბარ­და [შე­ტყო­ბი­ნე­ბა], გრძელ­დე­ბა პრო­ცე­სი მათ მი­მართ, ვინც ჩარ­თუ­ლი იყო ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის მა­სი­ურ დარ­ღვე­ვა­ში და რუ­სუ­ლი კა­ნო­ნის მი­ღე­ბა­ში. სხვა სი­ე­ბიც გა­ნი­ხი­ლე­ბა და სხვა ადა­მი­ა­ნე­ბიც მი­ი­ღე­ბენ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ სან­ქცი­ებს”, - აღ­ნიშ­ნა ბაია პა­ტა­რა­ი­ამ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

“დაგვიდასტურეს, რომ 30 ადამიანს უკვე ჩაბარდა დასანქცირების შესახებ შეტყობინება, პროცესი გრძელდება“ - რას ამბობს ბაია პატარაია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან შეხვედრის შემდეგ

“დაგვიდასტურეს, რომ 30 ადამიანს უკვე ჩაბარდა დასანქცირების შესახებ შეტყობინება, პროცესი გრძელდება“ - რას ამბობს ბაია პატარაია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან შეხვედრის შემდეგ

არასამთავრობო ორგანიზაცია "საფარის" ხელმძღვანელმა ბაია პატარაიამ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან, უზრა ზეიასთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განხილული საკითხების შესახებ ისაუბრა.

“ამერიკელებმა გვითხრეს, რომ ისინი ქართველი ხალხის მეგობრები არიან - ვუთხარით, რომ “ქართული ოცნება” ყველაფერს უარყოფს, რომ სანქციები არ არსებობს, ყველაფერი კარგად არის და ასეთი ტყუილებით არიან დაკავებულები, რაც გარკვეულწილად გაუკვირდათ“, - პატარაიას თქმით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ანტიამერიკულ, ანტიევროპულ განცხადებებს მათი მხრიდან შემხვედრი ნაბიჯები მოჰყვება, მაგრამ თუ საქართველო ისევ გააგრძელებს პროდასავლურ კურსს, შეჩერებული პროექტები აღდგება.

“ამერიკელებმა გვითხრეს, რომ ისინი არიან საქართველოს, განსაკუთრებით ქართველი ხალხის მეგობრები. სურთ პოზიტიური ურთიერთობა გაგრძელდეს. ასევე გვკითხეს, რას ფიქრობს ხალხი განცხადებებზე, “მეგობარ აქტზე”, იმ ნაბიჯებზე, რომელსაც ამერიკა და ევროკავშირი დგამს რუსული კანონის საპასუხოდ. ჩვენ ვუთხარით, რომ “ქართული ოცნება” ყველაფერს უარყოფს, ისინი ამბობენ, რომ სანქციები არ არსებობს, ყველაფერი კარგად არის და ასეთი ტყუილებით არიან დაკავებულები, რაც გარკვეულწილად გაუკვირდათ. თქვეს, რომ კიდევ ერთხელ და არაერთხელ გაიმეორებენ, რომ რუსულ კანონს, ანტიამერიკულ, ანტიევროპულ განცხადებებს საქართველოს მხრიდან და ნაბიჯებს შესაბამისი შემხვედრი ნაბიჯები მოჰყვება, მაგრამ თუ საქართველო ისევ გააგრძელებს პროდასავლურ კურსს, შეჩერებული პროექტები ცხადია გაგრძელდება.

რაც შეეხება ინდივიდუალურ სანქციებს, დაგვიდასტურეს, რომ როგორც ელჩმა განაცხადა, 30 ადამიანს უკვე ჩაბარდა [შეტყობინება], გრძელდება პროცესი მათ მიმართ, ვინც ჩართული იყო ადამიანის უფლებების მასიურ დარღვევაში და რუსული კანონის მიღებაში. სხვა სიებიც განიხილება და სხვა ადამიანებიც მიიღებენ ინდივიდუალურ სანქციებს”, - აღნიშნა ბაია პატარაიამ.