მსოფლიო
სამხედრო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
წიგნები
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მეცნიერებს ოკეანეებში ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი მტაცებლის დაბრუნება სურთ - რა თვისებებით გამოირჩევა "მზესუმზირის ზღვის ვარსკვლავი"
მეცნიერებს ოკეანეებში ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი მტაცებლის დაბრუნება სურთ - რა თვისებებით გამოირჩევა "მზესუმზირის ზღვის ვარსკვლავი"

მსოფ­ლი­ო­ში თით­ქმის 2000 სა­ხე­ო­ბის ზღვის ვარ­სკვლა­ვი ან "ვარ­სკვლა­ვუ­რი თევ­ზი" გვხვდე­ბა. და­ახ­ლო­ე­ბით ათი წლის წინ, ჯერ კი­დევ სა­ი­დუმ­ლო­ე­ბით მო­ცულ­მა ზღვის ვარ­სკვლა­ვის და­ა­ვა­დე­ბამ (SSW) და­მან­გრე­ვე­ლი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა ჩრდი­ლო­ეთ ამე­რი­კის და­სავ­ლეთ სა­ნა­პი­რო­ზე არ­სე­ბულ “ზღვის ვარ­სკვლავ­თა“ პო­პუ­ლა­ცი­ა­ზე.

  • ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მძი­მე დარ­ტყმა “მზე­სუმ­ზი­რას ზღვის ვარ­სკვლავს“ მი­ად­გა. თა­ვი­სი სიჩ­ქა­რი­თა და სას­ტი­კი ნა­დი­რო­ბის უნა­რის გამო, მას მეტ­სა­ხე­ლად “მოქ­ცე­ვის ავა­ზა­საც“ უწო­დე­ბენ.

ათი წლის წინ "მზე­სუმ­ზი­რის ზღვის ვარ­სკვლა­ვე­ბის" პო­პუ­ლა­ცია გა­ნად­გურ­და. და­ნა­კარ­გი სა­ზი­ა­ნო იყო, რად­გან ამ სა­ხე­ო­ბის ვარ­სკვლა­ვე­ბი ზღვის ზღარ­ბის მტა­ცებ­ლე­ბი არი­ან. ახლა, ეს ეკ­ლი­ა­ნი ბი­ნად­რე­ბი აუ­და­ბუ­რე­ბენ ოკე­ა­ნის ფსკერ­ზე არ­სე­ბულ ად­გი­ლებს, სა­დაც ოდეს­ღაც ხში­რი კელ­პის ტყე­ე­ბი იყო.

2019 წელს, სა­ზღვაო ბი­ო­ლო­გი ჯე­ი­სონ ჰო­დი­ნი იყო პირ­ვე­ლი, ვინც “ვა­შინგტო­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტი“ს ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში “მზე­სუმ­ზი­რას ზღვის ვარ­სკვლა­ვე­ბის“ გა­მოზ­რდა სცა­და. მას ეს გა­მო­უ­ვი­და და ახლა რამ­დე­ნი­მე მიმ­ბაძ­ვე­ლიც ჰყავს. მეც­ნი­ე­რე­ბი ბუ­ნებ­რი­ვი ბა­ლან­სის აღ­დგე­ნას ცდი­ლო­ბენ. მათი მი­ზა­ნია, ზღვის ვარ­სკვლა­ვის ეს სა­ხე­ო­ბა ოკე­ა­ნე­ებ­ში და­აბ­რუ­ნონ.

ეკო­ლო­გი სარა გრე­ევ­მის თქმით, “მზე­სუმ­ზი­რას ზღვის ვარ­სკვლა­ვი“ იყო პირ­ვე­ლი უხერ­ხემ­ლო ცხო­ვე­ლი, რო­მე­ლიც 2020 წლის აგ­ვის­ტო­ში IUCN-ის წი­თელ ნუს­ხა­ში ​​კრი­ტი­კუ­ლად საფრ­თხის ქვეშ მყოფ­თა სი­ა­ში მოხ­ვდა.

წყა­რო: vox

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

მეცნიერებს ოკეანეებში ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი მტაცებლის დაბრუნება სურთ - რა თვისებებით გამოირჩევა "მზესუმზირის ზღვის ვარსკვლავი"

მეცნიერებს ოკეანეებში ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი მტაცებლის დაბრუნება სურთ - რა თვისებებით გამოირჩევა "მზესუმზირის ზღვის ვარსკვლავი"

მსოფლიოში თითქმის 2000 სახეობის ზღვის ვარსკვლავი ან "ვარსკვლავური თევზი" გვხვდება. დაახლოებით ათი წლის წინ, ჯერ კიდევ საიდუმლოებით მოცულმა ზღვის ვარსკვლავის დაავადებამ (SSW) დამანგრეველი გავლენა მოახდინა ჩრდილოეთ ამერიკის დასავლეთ სანაპიროზე არსებულ “ზღვის ვარსკვლავთა“ პოპულაციაზე.

  • ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დარტყმა “მზესუმზირას ზღვის ვარსკვლავს“ მიადგა. თავისი სიჩქარითა და სასტიკი ნადირობის უნარის გამო, მას მეტსახელად “მოქცევის ავაზასაც“ უწოდებენ.

ათი წლის წინ "მზესუმზირის ზღვის ვარსკვლავების" პოპულაცია განადგურდა. დანაკარგი საზიანო იყო, რადგან ამ სახეობის ვარსკვლავები ზღვის ზღარბის მტაცებლები არიან. ახლა, ეს ეკლიანი ბინადრები აუდაბურებენ ოკეანის ფსკერზე არსებულ ადგილებს, სადაც ოდესღაც ხშირი კელპის ტყეები იყო.

2019 წელს, საზღვაო ბიოლოგი ჯეისონ ჰოდინი იყო პირველი, ვინც “ვაშინგტონის უნივერსიტეტი“ს ლაბორატორიაში “მზესუმზირას ზღვის ვარსკვლავების“ გამოზრდა სცადა. მას ეს გამოუვიდა და ახლა რამდენიმე მიმბაძველიც ჰყავს. მეცნიერები ბუნებრივი ბალანსის აღდგენას ცდილობენ. მათი მიზანია, ზღვის ვარსკვლავის ეს სახეობა ოკეანეებში დააბრუნონ.

ეკოლოგი სარა გრეევმის თქმით, “მზესუმზირას ზღვის ვარსკვლავი“ იყო პირველი უხერხემლო ცხოველი, რომელიც 2020 წლის აგვისტოში IUCN-ის წითელ ნუსხაში ​​კრიტიკულად საფრთხის ქვეშ მყოფთა სიაში მოხვდა.

წყარო: vox