პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა დახვდა ამერიკელ კაცს იტალიაში, 8 000 ევროდ შეძენილ ბინაში და რატომ ფიქრობს, რომ იქ სიცოცხლეს გაიხანგრძლივებს - სიმართლე ლატრონიკოს იაფ სახლებზე
რა დახვდა ამერიკელ კაცს იტალიაში, 8 000 ევროდ შეძენილ ბინაში  და რატომ ფიქრობს, რომ იქ სიცოცხლეს გაიხანგრძლივებს - სიმართლე ლატრონიკოს იაფ სახლებზე

იტა­ლი­ა­ში იაფი სახ­ლე­ბის შემ­ძენ­თა უმე­ტე­სო­ბა უბ­რა­ლოდ მო­ხიბ­ლუ­ლია იმ იდე­ით, რომ გა­რი­გე­ბით ნა­ყიდ ფა­სად შე­უძ­ლი­ათ, უფრო თბილ ად­გი­ლას გა­და­ვიდ­ნენ, სა­დაც ასე­ვე, უკე­თე­სი საკ­ვე­ბია.

მაგ­რამ რა მოხ­დე­ბა, თუ ეს ნა­ბი­ჯი თქვენს სი­ცო­ცხლის ხან­გრძლი­ვო­ბა­საც გაზ­რდის?

ასე ფიქ­რობს 72 წლის ბინგვა თო­მა­სი, რო­მე­ლიც წარ­მო­შო­ბით კან­ზა­სი­და­ნა­როს. მან იტა­ლი­ის სამ­ხრე­თით, ბა­ზი­ლი­კა­ტას რე­გი­ო­ნის სიღ­რმე­ში, ლატ­რო­ნი­კო­ში ძვე­ლი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი შე­ი­ძი­ნა იმ იმე­დით, რომ ცხოვ­რე­ბის სტი­ლის შეც­ვლა მის სი­ცო­ცხლეს გა­ა­ხან­გრძლი­ვებ­და. რა თქმა უნდა, ფა­სიც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტო­რი იყო.

თო­მა­სმა, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად ლოს-ან­ჯე­ლეს­ში ცხოვ­რობს, გა­და­წყვი­ტა, 110 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რის სახ­ლი შე­ე­ძი­ნა. მისი ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბის გამო - ფასი მო­ლა­პა­რა­კე­ბის შე­დე­გად 8,000 ევ­რომ­დე (და­ახ­ლო­ე­ბით $8,662) და­იყ­ვა­ნა.

18 წლის ასა­კი­დან სო­ცი­ა­ლურ აქ­ტი­ვიზ­მში ჩარ­თუ­ლი თო­მა­სი ასე­ვე მო­ი­ხიბ­ლა იტა­ლი­უ­რი ქა­ლა­ქის სი­ახ­ლო­ვით აფ­რი­კას­თან, სა­დაც, რო­გორც ამ­ბობს, ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი დახ­მა­რე­ბის პრო­ექ­ტებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობს.

"სამ­ხრეთ იტა­ლი­ა­ში და­ფუძ­ნე­ბის მთა­ვა­რი მი­ზე­ზი აფ­რი­კის კონ­ტი­ნენტზე უკე­თე­სი წვდო­მის მი­ღე­ბა იყო, რათა შემ­ძლე­ბო­და ჩემი პენ­სი­ის გა­მო­ყე­ნე­ბა აფ­რი­კა­ში პროგ­რა­მე­ბის შე­საქ­მნე­ლად, და­სა­ფი­ნან­სებ­ლად, ქსე­ლის შე­საქ­მნე­ლად და მო­ხა­ლი­სე­ობ­რი­ვი საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის. მინ­დო­და ად­გი­ლი, რომ­ლის სა­ცხოვ­რებ­ლად გა­დაქ­ცე­ვა­ზეც ბევ­რს არ დავ­ხარ­ჯავ­დი, რათა აფ­რი­კუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის­თვის მეტი ფული დამ­რჩე­ნო­და."

თო­მა­სი, რო­მე­ლიც თა­ვის აქ­ტი­ვის­ტურ საქ­მი­ა­ნო­ბას თვი­თონ აფი­ნან­სებს სამ­სა­ხი­ო­ბო სა­მუ­შა­ო­ე­ბით, მათ შო­რის რეკ­ლა­მე­ბით, ინ­დუსტრი­უ­ლი ფილ­მე­ბი­თა და ხმის ჩა­წე­რით, ასე­ვე მო­ი­ხიბ­ლა რე­გი­ო­ნის უფრო ჯან­სა­ღი, ნელი ტემ­პის ცხოვ­რე­ბის სტი­ლით.

  • "სი­ცო­ცხლის ხან­გრძლი­ვო­ბა იტა­ლი­ა­ში 82.7 წე­ლია, მა­შინ, როცა ის აშშ-ში 79 წე­ლია," - ამ­ბობს ის.

სი­ნამ­დვი­ლე­ში, ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცია აშშ-ის ამ ასა­კობ­რივ მაჩ­ვე­ნე­ბელს 77-თან უფრო ახ­ლოს აყე­ნებს. "მაგ­რამ შავ­კა­ნი­ა­ნი მა­მა­კა­ცის­თვის ეს 70 წე­ლია. ასე რომ, აშშ-ში უკვე ორი წლით გა­და­ვა­ჭარ­ბე ჩემს ვა­დას. მაგ­რამ იტა­ლი­ა­ში შე­მიძ­ლია, 10 და­მა­ტე­ბი­თი წელი მი­ვი­ღო."

  • თავ­და­პირ­ვე­ლი მი­ზე­ზე­ბი, რის გა­მოც ადა­მი­ა­ნე­ბი ამ ქვე­ყა­ნა­ში იაფ სახ­ლებს ყი­დუ­ლობ­დნენ, სხვა იყო. ეს რამ­დე­ნი­მე წლის წინ და­ი­წყო, რო­დე­საც მო­სახ­ლე­ო­ბის­გან დაც­ლი­ლი და კვდო­მის პი­რას მი­სუ­ლი ქა­ლა­ქე­ბი ცდი­ლობ­დნენ, თა­ვი­ან­თი თე­მე­ბის გა­სა­ცო­ცხლებ­ლად ახა­ლი ხალ­ხის მო­ზიდ­ვა და­ე­წყოთ.

თავ­და­პირ­ვე­ლად, მყიდ­ველ­თა უმე­ტე­სო­ბა, უცხო­ე­ლი ოჯა­ხე­ბი და პენ­სი­ო­ნე­რი წყვი­ლე­ბი იყ­ვნენ, რომ­ლე­ბიც და­სას­ვე­ნე­ბე­ლი ად­გი­ლის შე­ძე­ნას ეს­წრაფ­ვოდ­ნენ.

რო­გორც ჩანს, ეს დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში შე­იც­ვა­ლა და ახლა ხე­ლო­ვა­ნე­ბი, ფი­ლანტრო­პე­ბი და სო­ცი­ა­ლუ­რი აქ­ტი­ვის­ტე­ბი ყი­დუ­ლო­ბენ სახ­ლებს.

ლატ­რო­ნი­კო ერთ-ერთი ის ქა­ლა­ქია, რო­მე­ლიც ძი­რი­თა­დად ამე­რი­კელ მყიდ­ვე­ლებს იზი­დავს იაფი სახ­ლე­ბი­თა და გა­ქი­რა­ვე­ბე­ბით. CNN Travel-მა პირ­ვე­ლად 2021 წელს და­წე­რა ლატ­რო­ნი­კოს შე­სა­ხებ და მას შემ­დეგ ეს ად­გი­ლი დიდ ყუ­რა­დღე­ბას იპყრობს.

გა­სა­ყი­დად გა­მო­ტა­ნილ ქო­ნე­ბებს შო­რი­საა მზა სახ­ლე­ბი, რო­მელ­თა ფასი 10,000 ევ­რო­დან (და­ახ­ლო­ე­ბით $10,800) იწყე­ბა და ნგრე­ვის პი­რას მი­სუ­ლი ობი­ექ­ტე­ბი, რომ­ლებ­საც სა­ფუძ­ვლი­ა­ნი რეს­ტავ­რა­ცია სჭირ­დე­ბათ.

თო­მა­სის თქმით, შეს­ყიდ­ვის პრო­ცე­სი უპ­რობ­ლე­მო იყო და ერ­თა­დერ­თი გა­მოწ­ვა ძი­რი­თა­დად პან­დე­მი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­მოგ­ზა­უ­რო შე­ზღუდ­ვე­ბით იყო გა­მოწ­ვე­უ­ლი.

თო­მა­სი, რო­მე­ლიც სახ­ლის შე­ძე­ნის შემ­დეგ ყო­ველ რამ­დე­ნი­მე თვე­ში ერთხელ ჩა­დის იტა­ლი­ა­ში, სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბის­თვის და­ახ­ლო­ე­ბით 20,000 ევ­როს (და­ახ­ლო­ე­ბით $21,656) ბი­უ­ჯე­ტის გა­მო­ყო­ფას გეგ­მავს - ავე­ჯი­სა და ტექ­ნი­კის ჩათ­ვლით.

ლატ­რო­ნი­კოს ძვე­ლი უბა­ნი 1850-იანი წლე­ბი­დან უკან-უკან წა­ვი­და, რო­დე­საც ოჯა­ხებ­მა ტე­რი­ტო­რი­ის მი­ტო­ვე­ბა და­ი­წყეს და უკე­თე­სი მო­მავ­ლის ძი­ე­ბას სხვა­გან შე­უდ­გნენ, ლატ­რო­ნი­კო­ში კი ათო­ბით ცა­რი­ე­ლი სახ­ლი და და­დუ­მე­ბუ­ლი ქუჩა დარ­ჩა.

დღეს, იაფი სახ­ლე­ბის გა­ყიდ­ვის წყა­ლო­ბით, ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ახა­ლი აჟი­ო­ტა­ჟია, რად­გან ლატ­რო­ნი­კოს და­ახ­ლო­ე­ბით 4,000 მცხოვ­რე­ბი ახალ­ჩა­მო­სუ­ლებ­თან ერ­თად ცხოვ­რე­ბას ეგუ­ე­ბა, ძი­რი­თა­დად - ამე­რი­კი­დან, თუმ­ცა მთე­ლი მსოფ­ლი­ო­და­ნაც.

თო­მა­სის­თვის ცხოვ­რე­ბა ლატ­რო­ნი­კო­ში მის მხატ­ვრულ ფი­ლო­სო­ფი­ას­თან თან­ხვედ­რა­შია.

"რო­გორც ხე­ლო­ვანს, მიყ­ვარს გა­მოწ­ვე­ვა, რომ ავი­ღო და­ვი­წყე­ბუ­ლი, ნაკ­ლე­ბად და­ფა­სე­ბუ­ლი ან გა­დაგ­დე­ბუ­ლი ნივ­თე­ბი და ისი­ნი ხე­ლახ­ლა გა­მო­ვი­ყე­ნო", - აღ­ნიშ­ნავს ის.

თო­მასს აქვს აშშ-ს გა­რეთ ცხოვ­რე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა, მსოფ­ლი­ოს გარ­შე­მო უმოგ­ზა­უ­რია და მთელს ევ­რო­პა­ში "უც­ნა­ურ სამ­სა­ხუ­რებ­ში" უმუ­შა­ვია. ბერ­ძნულ კუნ­ძულ იოს­ზე ზა­ფხუ­ლო­ბით მუ­შა­ობ­და, შემ­დეგ ირ­ლან­დი­ა­ში ან გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­მე­ფო­ში ნაძ­ვის ხე­ებს ზრდი­და და ყიდ­და ან პაბ­ში საქმდე­ბო­და.

ლატ­რო­ნი­კოს ცხოვ­რე­ბის ტემ­პი შე­იძ­ლე­ბა, თო­მა­სის ცხოვ­რე­ბის ად­რინ­დელ სტილ­თან შე­და­რე­ბით მე­ტის­მე­ტად წყნა­რად ჩან­დეს, მაგ­რამ ის ამ­ბობს, რომ სწო­რედ ეს მოს­წონს.

"იტა­ლი­ა­ში ცხოვ­რე­ბა მაძ­ლევს მეტს იქი­დან, რაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჩემ­თვის და ნე­ბის­მი­ე­რი ცო­ცხა­ლი არ­სე­ბის­თვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი უნდა იყოს - სი­ტყვა­სი­ტყვით, სი­ცო­ცხლეს", - ამ­ბობს ის.

თო­მა­სი ყო­ველ­დღი­უ­რად ვარ­ჯი­შობს, დარ­ბის ლატ­რო­ნი­კოს პა­ნო­რა­მულ ვე­ლურ გო­რა­კებ­ზე და ამ­ბობს, რომ თა­ვი­სი ახა­ლი გა­რე­მო­თი ტკბე­ბა, თუნ­დაც მა­ნამ­დე, სა­ნამ იქ სრუ­ლად და­იმ­კვიდ­რებს თავს.

წყა­რო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

რა დახვდა ამერიკელ კაცს იტალიაში, 8 000 ევროდ შეძენილ ბინაში და რატომ ფიქრობს, რომ იქ სიცოცხლეს გაიხანგრძლივებს - სიმართლე ლატრონიკოს იაფ სახლებზე

რა დახვდა ამერიკელ კაცს იტალიაში, 8 000 ევროდ შეძენილ ბინაში  და რატომ ფიქრობს, რომ იქ სიცოცხლეს გაიხანგრძლივებს - სიმართლე ლატრონიკოს იაფ სახლებზე

იტალიაში იაფი სახლების შემძენთა უმეტესობა უბრალოდ მოხიბლულია იმ იდეით, რომ გარიგებით ნაყიდ ფასად შეუძლიათ, უფრო თბილ ადგილას გადავიდნენ, სადაც ასევე, უკეთესი საკვებია.

მაგრამ რა მოხდება, თუ ეს ნაბიჯი თქვენს სიცოცხლის ხანგრძლივობასაც გაზრდის?

ასე ფიქრობს 72 წლის ბინგვა თომასი, რომელიც წარმოშობით კანზასიდანაროს. მან იტალიის სამხრეთით, ბაზილიკატას რეგიონის სიღრმეში, ლატრონიკოში ძველი საცხოვრებელი შეიძინა იმ იმედით, რომ ცხოვრების სტილის შეცვლა მის სიცოცხლეს გაახანგრძლივებდა. რა თქმა უნდა, ფასიც მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო.

თომასმა, რომელიც ამჟამად ლოს-ანჯელესში ცხოვრობს, გადაწყვიტა, 110 კვადრატული მეტრის სახლი შეეძინა. მისი ხელმისაწვდომობის გამო - ფასი მოლაპარაკების შედეგად 8,000 ევრომდე (დაახლოებით $8,662) დაიყვანა.

18 წლის ასაკიდან სოციალურ აქტივიზმში ჩართული თომასი ასევე მოიხიბლა იტალიური ქალაქის სიახლოვით აფრიკასთან, სადაც, როგორც ამბობს, ჰუმანიტარული დახმარების პროექტებში მონაწილეობს.

"სამხრეთ იტალიაში დაფუძნების მთავარი მიზეზი აფრიკის კონტინენტზე უკეთესი წვდომის მიღება იყო, რათა შემძლებოდა ჩემი პენსიის გამოყენება აფრიკაში პროგრამების შესაქმნელად, დასაფინანსებლად, ქსელის შესაქმნელად და მოხალისეობრივი საქმიანობისთვის. მინდოდა ადგილი, რომლის საცხოვრებლად გადაქცევაზეც ბევრს არ დავხარჯავდი, რათა აფრიკული პროექტებისთვის მეტი ფული დამრჩენოდა."

თომასი, რომელიც თავის აქტივისტურ საქმიანობას თვითონ აფინანსებს სამსახიობო სამუშაოებით, მათ შორის რეკლამებით, ინდუსტრიული ფილმებითა და ხმის ჩაწერით, ასევე მოიხიბლა რეგიონის უფრო ჯანსაღი, ნელი ტემპის ცხოვრების სტილით.

  • "სიცოცხლის ხანგრძლივობა იტალიაში 82.7 წელია, მაშინ, როცა ის აშშ-ში 79 წელია," - ამბობს ის.

სინამდვილეში, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აშშ-ის ამ ასაკობრივ მაჩვენებელს 77-თან უფრო ახლოს აყენებს. "მაგრამ შავკანიანი მამაკაცისთვის ეს 70 წელია. ასე რომ, აშშ-ში უკვე ორი წლით გადავაჭარბე ჩემს ვადას. მაგრამ იტალიაში შემიძლია, 10 დამატებითი წელი მივიღო."

  • თავდაპირველი მიზეზები, რის გამოც ადამიანები ამ ქვეყანაში იაფ სახლებს ყიდულობდნენ, სხვა იყო. ეს რამდენიმე წლის წინ დაიწყო, როდესაც მოსახლეობისგან დაცლილი და კვდომის პირას მისული ქალაქები ცდილობდნენ, თავიანთი თემების გასაცოცხლებლად ახალი ხალხის მოზიდვა დაეწყოთ.

თავდაპირველად, მყიდველთა უმეტესობა, უცხოელი ოჯახები და პენსიონერი წყვილები იყვნენ, რომლებიც დასასვენებელი ადგილის შეძენას ესწრაფვოდნენ.

როგორც ჩანს, ეს დროთა განმავლობაში შეიცვალა და ახლა ხელოვანები, ფილანტროპები და სოციალური აქტივისტები ყიდულობენ სახლებს.

ლატრონიკო ერთ-ერთი ის ქალაქია, რომელიც ძირითადად ამერიკელ მყიდველებს იზიდავს იაფი სახლებითა და გაქირავებებით. CNN Travel-მა პირველად 2021 წელს დაწერა ლატრონიკოს შესახებ და მას შემდეგ ეს ადგილი დიდ ყურადღებას იპყრობს.

გასაყიდად გამოტანილ ქონებებს შორისაა მზა სახლები, რომელთა ფასი 10,000 ევროდან (დაახლოებით $10,800) იწყება და ნგრევის პირას მისული ობიექტები, რომლებსაც საფუძვლიანი რესტავრაცია სჭირდებათ.

თომასის თქმით, შესყიდვის პროცესი უპრობლემო იყო და ერთადერთი გამოწვა ძირითადად პანდემიასთან დაკავშირებული სამოგზაურო შეზღუდვებით იყო გამოწვეული.

თომასი, რომელიც სახლის შეძენის შემდეგ ყოველ რამდენიმე თვეში ერთხელ ჩადის იტალიაში, სარემონტო სამუშაოებისთვის დაახლოებით 20,000 ევროს (დაახლოებით $21,656) ბიუჯეტის გამოყოფას გეგმავს - ავეჯისა და ტექნიკის ჩათვლით.

ლატრონიკოს ძველი უბანი 1850-იანი წლებიდან უკან-უკან წავიდა, როდესაც ოჯახებმა ტერიტორიის მიტოვება დაიწყეს და უკეთესი მომავლის ძიებას სხვაგან შეუდგნენ, ლატრონიკოში კი ათობით ცარიელი სახლი და დადუმებული ქუჩა დარჩა.

დღეს, იაფი სახლების გაყიდვის წყალობით, ამ ტერიტორიაზე ახალი აჟიოტაჟია, რადგან ლატრონიკოს დაახლოებით 4,000 მცხოვრები ახალჩამოსულებთან ერთად ცხოვრებას ეგუება, ძირითადად - ამერიკიდან, თუმცა მთელი მსოფლიოდანაც.

თომასისთვის ცხოვრება ლატრონიკოში მის მხატვრულ ფილოსოფიასთან თანხვედრაშია.

"როგორც ხელოვანს, მიყვარს გამოწვევა, რომ ავიღო დავიწყებული, ნაკლებად დაფასებული ან გადაგდებული ნივთები და ისინი ხელახლა გამოვიყენო", - აღნიშნავს ის.

თომასს აქვს აშშ-ს გარეთ ცხოვრების გამოცდილება, მსოფლიოს გარშემო უმოგზაურია და მთელს ევროპაში "უცნაურ სამსახურებში" უმუშავია. ბერძნულ კუნძულ იოსზე ზაფხულობით მუშაობდა, შემდეგ ირლანდიაში ან გაერთიანებულ სამეფოში ნაძვის ხეებს ზრდიდა და ყიდდა ან პაბში საქმდებოდა.

ლატრონიკოს ცხოვრების ტემპი შეიძლება, თომასის ცხოვრების ადრინდელ სტილთან შედარებით მეტისმეტად წყნარად ჩანდეს, მაგრამ ის ამბობს, რომ სწორედ ეს მოსწონს.

"იტალიაში ცხოვრება მაძლევს მეტს იქიდან, რაც მნიშვნელოვანია ჩემთვის და ნებისმიერი ცოცხალი არსებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი უნდა იყოს - სიტყვასიტყვით, სიცოცხლეს", - ამბობს ის.

თომასი ყოველდღიურად ვარჯიშობს, დარბის ლატრონიკოს პანორამულ ველურ გორაკებზე და ამბობს, რომ თავისი ახალი გარემოთი ტკბება, თუნდაც მანამდე, სანამ იქ სრულად დაიმკვიდრებს თავს.

წყარო