პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
საზოგადოება
წიგნები
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კერძო დეტექტივი, რომელიც ემბერ ჰერდმა ჯონი დეპის შესახებ კომპრომატების შესაგროვებლად დაიქრავა, მსახიობის ფანი გახდა - რას წერს პოლ ბარესი?
კერძო დეტექტივი, რომელიც ემბერ ჰერდმა ჯონი დეპის შესახებ კომპრომატების შესაგროვებლად დაიქრავა, მსახიობის ფანი გახდა - რას წერს პოლ ბარესი?

ემ­ბერ ჰერ­დის და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი კერ­ძო დე­ტექ­ტი­ვი პოლ ბა­რე­სი თა­ვის ახალ წიგნ­ში აღ­წერს, თუ რო­გორ გა­ოც­და ჯონი დე­პის მი­მართ მისი ნაც­ნო­ბე­ბის ერ­თგუ­ლი მხარ­და­ჭე­რით მას შემ­დეგ, რაც სა­სა­მარ­თლოს­თვის მსა­ხი­ო­ბის შე­სა­ხებ კომ­პრო­მა­ტე­ბის მო­სა­ძი­ებ­ლად და­ი­ქი­რა­ვეს.

  • თა­ვის ახალ წიგნ­ში "ჯონი დე­პის შემ­თხვე­ვი­თი ად­ვო­კა­ტი", რო­მე­ლიც 5 ივ­ლისს გა­მო­ვი­და, 74 წლის პოლ ბა­რე­სი იხ­სე­ნებს, რომ დე­პის სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სამ­დე 100 ადა­მი­ა­ნი გა­მო­კი­თხა, მაგ­რამ აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ უმ­რავ­ლე­სო­ბა კვლავ ვარ­სკვლავს უჭერ­და მხარს. არა­და, დეპს ძა­ლა­დო­ბის ბრალ­დე­ბე­ბი ჰქონ­და წა­ყე­ნე­ბუ­ლი.

გა­მო­კი­თხუ­ლე­ბი მსა­ხი­ობს ახა­სი­ა­თებ­დნენ, რო­გორც "ჯენტლმენ­თა შო­რის ჯენტლმენს" და ადა­მი­ანს, რო­მელ­საც "სხე­ულ­ში ერთი ბო­რო­ტი ძვა­ლიც კი არ მო­ე­ძებ­ნე­ბა", მი­უ­ხე­და­ვად იმ შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლი ბრალ­დე­ბე­ბი­სა, რომ­ლე­ბიც მის წი­ნა­აღ­მდეგ იყო წარ­დგე­ნი­ლი.

"კა­რი­ბის ზღვის მე­კობ­რე­ე­ბის" ვარ­სკვლა­ვის მე­გობ­რებ­მა ბა­რე­სის ასე­ვე გა­ნუ­ცხა­დეს, რომ დეპი "ქა­ლე­ბის მი­მართ პა­ტი­ვის­ცე­მას და თაყ­ვა­ნის­ცე­მას" გა­მო­ხა­ტავ­და - რაც ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა ჰერ­დის ბრალ­დე­ბებს, რომ ის ემ­ბერ­ზე ფი­ზი­კუ­რად და ფსი­ქი­კუ­რად ძა­ლა­დობ­და.

კერ­ძო დე­ტექ­ტი­ვი­სა და ჰო­ლი­ვუ­დის "პრობ­ლე­მე­ბის მომ­გვა­რებ­ლის" ბა­რე­სის თქმით, რომ­ლის კლი­ენ­ტებს შო­რის ყო­ფი­ლან არ­ნოლდ შვარ­ცე­ნე­გე­რი, ტომ კრუ­ზი და სილ­ვეს­ტერ სტა­ლო­ნე, დე­პის შე­სა­ხებ "სი­მარ­თლის და­სად­გე­ნად მტკი­ცე გზას" და­ად­გა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მას ის არ აღ­მო­უ­ჩე­ნია, რაც ჰერ­დის ად­ვო­კა­ტებს სურ­დათ.

ბა­რე­სი პირ­ვე­ლად ჰერ­დის გუნ­დმა 2019 წლის ივ­ლის­ში და­ი­ქი­რა­ვა, რათა მო­ე­პო­ვე­ბი­ნა ინ­ფორ­მა­ცია, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბო­და, დე­პის წი­ნა­აღ­მდეგ სა­სარ­გებ­ლო ყო­ფი­ლი­ყო, რო­გორც გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­მე­ფო­ში, ასე­ვე - აშშ-ში მიმ­დი­ნა­რე სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სე­ბი­სას.

დეპ­მა წა­ა­გო 2020 წლის ცი­ლის­წა­მე­ბის საქ­მე ლონ­დო­ნის უმაღ­ლეს სა­სა­მარ­თლო­ში ბრი­ტა­ნუ­ლი გა­ზე­თის წი­ნა­აღ­მდეგ, რო­მელ­მაც მას "ცო­ლის მცე­მე­ლი" უწო­და. მო­სა­მარ­თლემ და­ად­გი­ნა, რომ მან ჰერდს სიკ­ვდი­ლი შიში გა­უ­ჩი­ნა.

თუმ­ცა აშშ-ში, ვირ­ჯი­ნი­ა­ში გა­მარ­თუ­ლი მე­ო­რე სა­სა­მარ­თლო დე­პის სა­სარ­გებ­ლოდ გა­და­წყდა. ნა­ფიც­მა მსა­ჯუ­ლებ­მა მას ჯამ­ში 15 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რიც კი მი­ა­კუთ­ვნეს.

  • ბა­რე­სი არ აზუს­ტებს, რო­მელ საქ­მე­ზე მუ­შა­ობ­და, მხო­ლოდ იმას ამ­ბობს, რომ მას მი­ე­ცა ინ­სტრუქ­ცია, "ჩაღ­რმა­ვე­ბო­და ჯონი დე­პის ცხოვ­რე­ბა­სა და ის­ტო­რი­ას და აღ­მო­ე­ჩი­ნა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი ქა­ლე­ბის მი­მართ მისი სა­ვა­რა­უ­დო ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის თა­ო­ბა­ზე".

მას უთხრეს, მო­ე­ძი­ე­ბი­ნა მოწ­მე­თა ჩვე­ნე­ბე­ბი, ვი­დე­ო­ე­ბი, ფო­ტო­ე­ბი ან ნე­ბის­მი­ე­რი სხვა რამ, რაც დე­პის წი­ნა­აღ­მდეგ ჰერ­დის ბრალ­დე­ბებს და­ა­დას­ტუ­რებ­და.

მაგ­რამ რო­დე­საც ბა­რე­სიმ დე­პის ნაც­ნო­ბებ­თან სა­უ­ბა­რი და­ი­წყო, აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ სუ­რა­თი უფრო პო­ზი­ტი­უ­რი იყო, ვიდ­რე ჰერ­დის ად­ვო­კა­ტებს ეი­მე­დე­ბო­დათ.

ბრედ ფურ­მა­ნი, 2018 წლის კრი­მი­ნა­ლუ­რი თრი­ლე­რის - City of Lies რე­ჟი­სო­რი, მათ შო­რის იყო, ვინც უარ­ყო ბრალ­დე­ბე­ბი, რო­მელ­საც დეპს წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში უყე­ნებ­დნენ.

რო­გორც ბა­რე­სი წიგნ­ში წერს, რო­დე­საც მან თქვა, რომ დეპი მო­ძა­ლა­დე იყო, მო­დელ­მა და მსა­ხი­ობ­მა კერი ოტის­მა მას დას­ცი­ნა და თქვა, რომ ეს "სა­სა­ცი­ლოა".

ყო­ფილ­მა ბავ­შვმა ვარ­სკვლავ­მა, ოლი­ვია ბა­რაშ­მა, რო­მე­ლიც ჰო­ლი­ვუ­დის სა­ხელ­გან­თქმულ ღა­მის კლუბ­ში, The Viper Room-ში მუ­შა­ობ­და, რო­მელ­საც დეპი 1990-იან წლებ­ში ფლობ­და, იგი­ვე გა­ი­მე­ო­რა და თქვა, რომ "ჯო­ნის სხე­ულ­ში ბო­რო­ტი ძვა­ლიც კი არ აქვს".

რიჩ­მონდ არ­კეტ­მა, რო­მე­ლიც ასე­ვე მუ­შა­ობ­და Viper Room-ში, დეპს "ჯენტლმენ­თა შო­რის ჯენტლმე­ნი" უწო­და.

ალ­ბათ ყვე­ლა­ზე პირ­და­პი­რი დე­პის დაც­ვი­სას ტა­ტუს ოს­ტა­ტი ჯო­ნა­თან შოუ - მსა­ხი­ო­ბის ახლო მე­გო­ბა­რი იყო. მან ბა­რე­სის უთხრა: "ჯონი სუ­პერ კონ­ტრო­ლი­რე­ბა­დი და ზე­ა­და­მი­ა­ნუ­რი არ­სე­ბაა".

ბა­რე­სი წიგნ­ში დე­პის შე­სა­ხებ ზო­გი­ერთ არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო მო­გო­ნე­ბა­საც ეხე­ბა. სა­ერ­თო ჯამ­ში ბა­რე­სი აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი დარ­ჩა დე­პით და თქვა, რომ იგ­რძნო "ღრმა თა­ნაგ­რძნო­ბა მისი ბრძო­ლი­სა და ტრი­უმ­ფე­ბის მი­მართ".

წიგნ­ში ავ­ტო­რი აღ­ნიშ­ნავს, რომ კვლე­ვამ სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცა, "მისი ხა­სი­ა­თის კომ­პლექ­სუ­რო­ბას" ჩაწ­ვდო­მო­და.

ბა­რე­სი წერს: "ამ მოგ­ზა­უ­რო­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, მიზ­ნად და­ვი­სა­ხე, ნა­თე­ლი მო­მე­ფი­ნა ადა­მი­ა­ნის­თვის მი­თებს მიღ­მა და შე­მო­მე­თა­ვა­ზე­ბი­ნა ნა­რა­ტი­ვი, და­ფუძ­ნე­ბუ­ლი თა­ნაგ­რძნო­ბა­ზე."

წყა­რო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ავტოსაგზაო შემთხვევა სამგორში - თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანა ველოსიპედით მოძრავ მოქალაქეს დაეჯახა.
ავტორი:

კერძო დეტექტივი, რომელიც ემბერ ჰერდმა ჯონი დეპის შესახებ კომპრომატების შესაგროვებლად დაიქრავა, მსახიობის ფანი გახდა - რას წერს პოლ ბარესი?

კერძო დეტექტივი, რომელიც ემბერ ჰერდმა ჯონი დეპის შესახებ კომპრომატების შესაგროვებლად დაიქრავა, მსახიობის ფანი გახდა - რას წერს პოლ ბარესი?

ემბერ ჰერდის დაქირავებული კერძო დეტექტივი პოლ ბარესი თავის ახალ წიგნში აღწერს, თუ როგორ გაოცდა ჯონი დეპის მიმართ მისი ნაცნობების ერთგული მხარდაჭერით მას შემდეგ, რაც სასამართლოსთვის მსახიობის შესახებ კომპრომატების მოსაძიებლად დაიქირავეს.

  • თავის ახალ წიგნში "ჯონი დეპის შემთხვევითი ადვოკატი", რომელიც 5 ივლისს გამოვიდა, 74 წლის პოლ ბარესი იხსენებს, რომ დეპის სასამართლო პროცესამდე 100 ადამიანი გამოკითხა, მაგრამ აღმოაჩინა, რომ უმრავლესობა კვლავ ვარსკვლავს უჭერდა მხარს. არადა, დეპს ძალადობის ბრალდებები ჰქონდა წაყენებული.

გამოკითხულები მსახიობს ახასიათებდნენ, როგორც "ჯენტლმენთა შორის ჯენტლმენს" და ადამიანს, რომელსაც "სხეულში ერთი ბოროტი ძვალიც კი არ მოეძებნება", მიუხედავად იმ შემაშფოთებელი ბრალდებებისა, რომლებიც მის წინააღმდეგ იყო წარდგენილი.

"კარიბის ზღვის მეკობრეების" ვარსკვლავის მეგობრებმა ბარესის ასევე განუცხადეს, რომ დეპი "ქალების მიმართ პატივისცემას და თაყვანისცემას" გამოხატავდა - რაც ეწინააღმდეგება ჰერდის ბრალდებებს, რომ ის ემბერზე ფიზიკურად და ფსიქიკურად ძალადობდა.

კერძო დეტექტივისა და ჰოლივუდის "პრობლემების მომგვარებლის" ბარესის თქმით, რომლის კლიენტებს შორის ყოფილან არნოლდ შვარცენეგერი, ტომ კრუზი და სილვესტერ სტალონე, დეპის შესახებ "სიმართლის დასადგენად მტკიცე გზას" დაადგა, მიუხედავად იმისა, რომ მას ის არ აღმოუჩენია, რაც ჰერდის ადვოკატებს სურდათ.

ბარესი პირველად ჰერდის გუნდმა 2019 წლის ივლისში დაიქირავა, რათა მოეპოვებინა ინფორმაცია, რომელიც შეიძლებოდა, დეპის წინააღმდეგ სასარგებლო ყოფილიყო, როგორც გაერთიანებულ სამეფოში, ასევე - აშშ-ში მიმდინარე სასამართლო პროცესებისას.

დეპმა წააგო 2020 წლის ცილისწამების საქმე ლონდონის უმაღლეს სასამართლოში ბრიტანული გაზეთის წინააღმდეგ, რომელმაც მას "ცოლის მცემელი" უწოდა. მოსამართლემ დაადგინა, რომ მან ჰერდს სიკვდილი შიში გაუჩინა.

თუმცა აშშ-ში, ვირჯინიაში გამართული მეორე სასამართლო დეპის სასარგებლოდ გადაწყდა. ნაფიცმა მსაჯულებმა მას ჯამში 15 მილიონი დოლარიც კი მიაკუთვნეს.

  • ბარესი არ აზუსტებს, რომელ საქმეზე მუშაობდა, მხოლოდ იმას ამბობს, რომ მას მიეცა ინსტრუქცია, "ჩაღრმავებოდა ჯონი დეპის ცხოვრებასა და ისტორიას და აღმოეჩინა მტკიცებულებები ქალების მიმართ მისი სავარაუდო ფიზიკური ძალადობის თაობაზე".

მას უთხრეს, მოეძიებინა მოწმეთა ჩვენებები, ვიდეოები, ფოტოები ან ნებისმიერი სხვა რამ, რაც დეპის წინააღმდეგ ჰერდის ბრალდებებს დაადასტურებდა.

მაგრამ როდესაც ბარესიმ დეპის ნაცნობებთან საუბარი დაიწყო, აღმოაჩინა, რომ სურათი უფრო პოზიტიური იყო, ვიდრე ჰერდის ადვოკატებს ეიმედებოდათ.

ბრედ ფურმანი, 2018 წლის კრიმინალური თრილერის - City of Lies რეჟისორი, მათ შორის იყო, ვინც უარყო ბრალდებები, რომელსაც დეპს წლების განმავლობაში უყენებდნენ.

როგორც ბარესი წიგნში წერს, როდესაც მან თქვა, რომ დეპი მოძალადე იყო, მოდელმა და მსახიობმა კერი ოტისმა მას დასცინა და თქვა, რომ ეს "სასაცილოა".

ყოფილმა ბავშვმა ვარსკვლავმა, ოლივია ბარაშმა, რომელიც ჰოლივუდის სახელგანთქმულ ღამის კლუბში, The Viper Room-ში მუშაობდა, რომელსაც დეპი 1990-იან წლებში ფლობდა, იგივე გაიმეორა და თქვა, რომ "ჯონის სხეულში ბოროტი ძვალიც კი არ აქვს".

რიჩმონდ არკეტმა, რომელიც ასევე მუშაობდა Viper Room-ში, დეპს "ჯენტლმენთა შორის ჯენტლმენი" უწოდა.

ალბათ ყველაზე პირდაპირი დეპის დაცვისას ტატუს ოსტატი ჯონათან შოუ - მსახიობის ახლო მეგობარი იყო. მან ბარესის უთხრა: "ჯონი სუპერ კონტროლირებადი და ზეადამიანური არსებაა".

ბარესი წიგნში დეპის შესახებ ზოგიერთ არასასიამოვნო მოგონებასაც ეხება. საერთო ჯამში ბარესი აღფრთოვანებული დარჩა დეპით და თქვა, რომ იგრძნო "ღრმა თანაგრძნობა მისი ბრძოლისა და ტრიუმფების მიმართ".

წიგნში ავტორი აღნიშნავს, რომ კვლევამ საშუალება მისცა, "მისი ხასიათის კომპლექსურობას" ჩაწვდომოდა.

ბარესი წერს: "ამ მოგზაურობის განმავლობაში, მიზნად დავისახე, ნათელი მომეფინა ადამიანისთვის მითებს მიღმა და შემომეთავაზებინა ნარატივი, დაფუძნებული თანაგრძნობაზე."

წყარო