საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა არის დისლექსია და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება - "ძირითადად მე-4, მე-5 კლასში მოგვმართავენ: თავის შერცხვენას, ურჩევნიათ უზრდელად ჩათვალონ"
რა არის დისლექსია და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება - "ძირითადად მე-4, მე-5 კლასში მოგვმართავენ: თავის შერცხვენას, ურჩევნიათ უზრდელად ჩათვალონ"

რა არის დის­ლექ­სია და რას უნდა მი­ვაქ­ცი­ოთ ყუ­რა­დღე­ბა ამ დროს? - ამის შე­სა­ხებ ფსი­ქო­ლოგ­მა, თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სორ­მა, თა­მარ გა­გო­ში­ძემ “რუს­თა­ვი 2“-ის ეთერ­ში ისა­უბ­რა და ყვე­ლა იმ მნიშ­ვნე­ლო­ვან დე­ტალს გა­უს­ვა ხაზი, რო­მელ­საც მშო­ბელ­მა, ან პე­და­გოგ­მა უნდა მი­აქ­ცი­ოს.

“დის­ლექ­სია ეს არ არის და­ა­ვა­დე­ბა, ეს არის ნე­ი­რო­გან­ვი­თა­რე­ბი­თი მდგო­მა­რე­ო­ბა. ტვი­ნის მდგო­მა­რე­ო­ბაა, ანუ ამ ადა­მი­ა­ნე­ბის ტვი­ნი მუ­შა­ობს სხვა­ნა­ი­რად. ჩვენ გვაქვს ორი ნა­ხე­ვარსფე­რო: მარ­ჯვე­ნა და მარ­ცხე­ნა, ისი­ნი ყვე­ლა­ფერს ინა­წი­ლე­ბენ, ისე­ვე რო­გორც კი­თხვის დროს. თუმ­ცა დის­ლექ­სი­ის მქო­ნე ადა­მი­ა­ნებს ეს აქვთ სხვა­ნა­ი­რად და შე­დე­გი არის ის, რომ ბავ­შვი პირ­ვე­ლი­ვე კლა­სი­დან ეჭი­და­ვე­ბა ასო­ებს“ - აცხა­დებს ნე­იროფ­სი­ქო­ლო­გი.

- რა არის დის­ლექ­სია?

- დის­ლექ­სია ვიწ­რო მნიშ­ვნე­ლო­ბით არის კი­თხვის უნა­რის დარ­ღვე­ვა. ზო­გა­დად, ფარ­თო მნიშ­ვნე­ლო­ბით, არის სი­ტყვით გა­შუ­ა­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის დახ­სო­მე­ბის, წა­კი­თხვის, შე­ნახ­ვის პრობ­ლე­მა. მაგ­რამ, კონ­კრე­ტუ­ლად ტერ­მი­ნი დის­ლექ­სია გუ­ლის­ხმობს კი­თხვის უნა­რის დარ­ღვე­ვას, რო­მე­ლიც შე­დის დას­წავ­ლის უნა­რის დარ­ღვე­ვებ­ში.

აკა­დე­მი­უ­რი უნა­რე­ბი: რო­გო­რიც არის წერა, არით­მე­ტი­კუ­ლი უნა­რე­ბი, ესე­ნიც შე­იძ­ლე­ბა იყოს პრობ­ლე­მა და მათ სხვა სა­ხე­ლე­ბი ჰქვია.

- რა­ტომ უჭირთ მშობ­ლებ­საც და მას­წავ­ლებ­ლებ­საც დის­ლექ­სი­ის დრო­უ­ლად აღ­მო­ჩე­ნა?

- იმი­ტომ რომ ბავ­შვი არ გან­სხვავ­დე­ბა თა­ვი­სი თა­ნა­ტო­ლე­ბის­გან. მას არა­ვი­თა­რი პრობ­ლე­მა არ აქვს. ტი­პუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის ბავ­შვია, თუმ­ცა რეტ­როს­პექ­ტუ­რად რომ შე­ხე­დავ, მშო­ბე­ლი გე­უბ­ნე­ბა, რომ მის შვილს ლექ­სე­ბის სწავ­ლა არ უყ­ვარ­და, ბგე­რებს სმე­ნით ვერ არ­ჩევ­და და ა.შ. რო­გორც წესი, ამ ტი­პის ადა­მი­ა­ნებს სა­შუ­ა­ლო და მა­ღა­ლი ინ­ტე­ლექ­ტი აქვთ. ამი­ტომ გარ­შე­მომ­ყო­ფე­ბის­თვის გა­უ­გე­ბა­რია, რა­ტომ ვერ კი­თხუ­ლობს. ეს მი­ე­წე­რე­ბა ხოლ­მე სი­ზარ­მა­ცეს.

მე­ო­რე, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მი­ზე­ზია, რომ ამ ყვე­ლა­ფერს კარ­გად ნიღ­ბა­ვენ ბავ­შვე­ბი. მათ ძა­ლი­ან კარ­გი მეხ­სი­ე­რე­ბა აქვთ. ხში­რად გვაქვს შემ­თხვე­ვე­ბი, რომ მე-4, მე-5 კლას­ში კი­თხვის პრობ­ლე­მის გამო კი არა, ქცე­ვის გამო მოგ­ვმარ­თა­ვენ. მა­გა­ლი­თად, ვერ ახერ­ხებს მას­წავ­ლე­ბე­ლი კლას­ში ბავ­შვის მარ­თვას, ამი­ტომ კლა­სი­დან აგ­დე­ბენ და ა.შ. ძი­რი­თა­დად ბი­ჭებ­ში უფრო გვხვდე­ბა“, - თა­მარ გა­გო­ში­ძემ იმ პრობ­ლე­მებ­ზეც ისა­უბ­რა, რო­მე­ლიც შე­საძ­ლოა, მო­ზარდს სკო­ლა­ში აწუ­ხებ­დეს.

მისი თქმით, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ბავ­შვის, რო­გორც პი­როვ­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა. თუმ­ცა, დი­აგ­ნო­ზის არ­ცოდ­ნის გამო, მათ არას­რულ­ფა­სოვ­ნე­ბის პრობ­ლე­მე­ბი აწუ­ხებთ, ფიქ­რო­ბენ, რომ წა­რუ­მა­ტებ­ლე­ბი არი­ან და ეს უფრო სა­ზი­ა­ნოა.

“რო­დე­საც ეკი­თხე­ბი ასეთ ბავ­შვს, თუ რა ხდე­ბა კლას­ში და სთხოვ, რომ ტექ­სტი წა­გი­კი­თხოს. აპ­რო­ტეს­ტებს, გე­უბ­ნე­ბა, რომ არ წა­ი­კი­თხავს და უკვე ხვდე­ბი, რომ რა­ღა­ცა პრობ­ლე­მაა.

მე­ო­რე: რო­დე­საც ეკი­თხე­ბი, თუ ხდე­ბა კლას­ში ასე. ის ხომ ფაქ­ტი­უ­რად ერთი სკო­ლი­დან გა­მო­აგ­დეს, მერე მე­ო­რე სკო­ლი­დან, გე­უბ­ნე­ბა, რომ მირ­ჩევ­ნია ვიყო უზ­რდე­ლი, ვიდ­რე სუ­ლე­ლი. რო­გორც კი მისი ჯერი დგე­ბა კი­თხვის, იწყებს მას­წავ­ლებ­ლის ქცე­ვით გა­მოწ­ვე­ვას, რად­გან თა­ვის შერ­ცხვე­ნას, ურ­ჩევ­ნია უზ­რდე­ლად ჩათ­ვა­ლონ. რო­გორც წესი, ასეთ ბავ­შვებს ეხერ­ხე­ბათ ხატ­ვა, მა­თე­მა­ტი­კა და სხვა.

  • ნე­იროფ­სი­ქო­ლო­გებს ის კი არ გვა­დარ­დებს, რომ ბავ­შვი ვერ კი­თხუ­ლობს. ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი იქ­მნე­ბა პი­როვ­ნე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში. ის გა­უ­ფა­სუ­რე­ბუ­ლია, თვით­შე­ფა­სე­ბა ნული აქვს: ბავ­შვი თვლის, რომ ასე­თი მარ­ტი­ვი რამ (კი­თხვა) თუ არ გა­მოს­დის, იმა­საც ვერ გა­ა­კე­თებს, რაც კარ­გად გა­მოს­დის.

- რა სა­ხის გარ­თუ­ლე­ბე­ბი შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს ზრდას­რუ­ლო­ბის ასაკ­ში დის­ლექ­სი­ამ?

- დის­ლექ­სი­ის მქო­ნე ადა­მი­ა­ნის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ მოს­მე­ნით მი­ი­ღოს ინ­ფორ­მა­ცია. მოზ­რდი­ლო­ბის ასაკ­ში შე­იძ­ლე­ბა იყოს კი­თხვას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი შფოთ­ვა. ეს არის გე­ნე­ტი­კუ­რი. გა­და­დის მა­მა­კა­ცის ხა­ზით.

ასე­ვე იხი­ლეთ:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

რა არის დისლექსია და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება - "ძირითადად მე-4, მე-5 კლასში მოგვმართავენ: თავის შერცხვენას, ურჩევნიათ უზრდელად ჩათვალონ"

რა არის დისლექსია და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება - "ძირითადად მე-4, მე-5 კლასში მოგვმართავენ: თავის შერცხვენას, ურჩევნიათ უზრდელად ჩათვალონ"

რა არის დისლექსია და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ამ დროს? - ამის შესახებ ფსიქოლოგმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, თამარ გაგოშიძემ “რუსთავი 2“-ის ეთერში ისაუბრა და ყველა იმ მნიშვნელოვან დეტალს გაუსვა ხაზი, რომელსაც მშობელმა, ან პედაგოგმა უნდა მიაქციოს.

“დისლექსია ეს არ არის დაავადება, ეს არის ნეიროგანვითარებითი მდგომარეობა. ტვინის მდგომარეობაა, ანუ ამ ადამიანების ტვინი მუშაობს სხვანაირად. ჩვენ გვაქვს ორი ნახევარსფერო: მარჯვენა და მარცხენა, ისინი ყველაფერს ინაწილებენ, ისევე როგორც კითხვის დროს. თუმცა დისლექსიის მქონე ადამიანებს ეს აქვთ სხვანაირად და შედეგი არის ის, რომ ბავშვი პირველივე კლასიდან ეჭიდავება ასოებს“ - აცხადებს ნეიროფსიქოლოგი.

- რა არის დისლექსია?

- დისლექსია ვიწრო მნიშვნელობით არის კითხვის უნარის დარღვევა. ზოგადად, ფართო მნიშვნელობით, არის სიტყვით გაშუალებული ინფორმაციის დახსომების, წაკითხვის, შენახვის პრობლემა. მაგრამ, კონკრეტულად ტერმინი დისლექსია გულისხმობს კითხვის უნარის დარღვევას, რომელიც შედის დასწავლის უნარის დარღვევებში.

აკადემიური უნარები: როგორიც არის წერა, არითმეტიკული უნარები, ესენიც შეიძლება იყოს პრობლემა და მათ სხვა სახელები ჰქვია.

- რატომ უჭირთ მშობლებსაც და მასწავლებლებსაც დისლექსიის დროულად აღმოჩენა?

- იმიტომ რომ ბავშვი არ განსხვავდება თავისი თანატოლებისგან. მას არავითარი პრობლემა არ აქვს. ტიპური განვითარების ბავშვია, თუმცა რეტროსპექტურად რომ შეხედავ, მშობელი გეუბნება, რომ მის შვილს ლექსების სწავლა არ უყვარდა, ბგერებს სმენით ვერ არჩევდა და ა.შ. როგორც წესი, ამ ტიპის ადამიანებს საშუალო და მაღალი ინტელექტი აქვთ. ამიტომ გარშემომყოფებისთვის გაუგებარია, რატომ ვერ კითხულობს. ეს მიეწერება ხოლმე სიზარმაცეს.

მეორე, ძალიან მნიშვნელოვანი მიზეზია, რომ ამ ყველაფერს კარგად ნიღბავენ ბავშვები. მათ ძალიან კარგი მეხსიერება აქვთ. ხშირად გვაქვს შემთხვევები, რომ მე-4, მე-5 კლასში კითხვის პრობლემის გამო კი არა, ქცევის გამო მოგვმართავენ. მაგალითად, ვერ ახერხებს მასწავლებელი კლასში ბავშვის მართვას, ამიტომ კლასიდან აგდებენ და ა.შ. ძირითადად ბიჭებში უფრო გვხვდება“, - თამარ გაგოშიძემ იმ პრობლემებზეც ისაუბრა, რომელიც შესაძლოა, მოზარდს სკოლაში აწუხებდეს.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია ბავშვის, როგორც პიროვნების განვითარება. თუმცა, დიაგნოზის არცოდნის გამო, მათ არასრულფასოვნების პრობლემები აწუხებთ, ფიქრობენ, რომ წარუმატებლები არიან და ეს უფრო საზიანოა.

“როდესაც ეკითხები ასეთ ბავშვს, თუ რა ხდება კლასში და სთხოვ, რომ ტექსტი წაგიკითხოს. აპროტესტებს, გეუბნება, რომ არ წაიკითხავს და უკვე ხვდები, რომ რაღაცა პრობლემაა.

მეორე: როდესაც ეკითხები, თუ ხდება კლასში ასე. ის ხომ ფაქტიურად ერთი სკოლიდან გამოაგდეს, მერე მეორე სკოლიდან, გეუბნება, რომ მირჩევნია ვიყო უზრდელი, ვიდრე სულელი. როგორც კი მისი ჯერი დგება კითხვის, იწყებს მასწავლებლის ქცევით გამოწვევას, რადგან თავის შერცხვენას, ურჩევნია უზრდელად ჩათვალონ. როგორც წესი, ასეთ ბავშვებს ეხერხებათ ხატვა, მათემატიკა და სხვა.

  • ნეიროფსიქოლოგებს ის კი არ გვადარდებს, რომ ბავშვი ვერ კითხულობს. ძალიან სერიოზული პრობლემები იქმნება პიროვნების ჩამოყალიბებაში. ის გაუფასურებულია, თვითშეფასება ნული აქვს: ბავშვი თვლის, რომ ასეთი მარტივი რამ (კითხვა) თუ არ გამოსდის, იმასაც ვერ გააკეთებს, რაც კარგად გამოსდის.

- რა სახის გართულებები შეიძლება გამოიწვიოს ზრდასრულობის ასაკში დისლექსიამ?

- დისლექსიის მქონე ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოსმენით მიიღოს ინფორმაცია. მოზრდილობის ასაკში შეიძლება იყოს კითხვასთან დაკავშირებული შფოთვა. ეს არის გენეტიკური. გადადის მამაკაცის ხაზით.

ასევე იხილეთ: