მსოფლიო
სამართალი

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რისი პროცესია შეჩერებული? - არა უშავს, შევჩერდებით და მომავალი წლიდან გავაგრძელებთ" - დავითულიანი ევროკავშირის დახმარების შეჩერებაზე
"რისი პროცესია შეჩერებული? - არა უშავს, შევჩერდებით და მომავალი წლიდან გავაგრძელებთ" - დავითულიანი ევროკავშირის დახმარების შეჩერებაზე

რო­დე­საც დიდი გა­ფარ­თო­ე­ბის ტალ­ღა რე­ა­ლუ­რი გახ­დე­ბა, სა­ქარ­თვე­ლო ნამ­დვი­ლად იქ­ნე­ბა მისი ნა­წი­ლი - რისი პრო­ცე­სია შე­ჩე­რე­ბუ­ლი? სხვას­თან რა პრო­ცე­სი აქვთ, მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის გახ­სნა­ზე ელა­პა­რა­კე­ბი­ან, ხომ? არა უშავს, ცოტა ხანი შევ­ჩერ­დე­ბით და მო­მა­ვა­ლი წლი­დან გა­ვაგ­რძე­ლებთ,- ამის შე­სა­ხებ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დე­პუ­ტატ­მა ბექა და­ვი­თუ­ლი­ან­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, რი­თაც გა­მო­ეხ­მა­უ­რა სა­ქარ­თვე­ლო­ში ევ­რო­კავ­ში­რის ელ­ჩის გან­ცხა­დე­ბას, რომ „ამ დრო­ის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბა შე­ჩე­რე­ბუ­ლია“.

და­ვი­თუ­ლი­ა­ნის თქმით, მსოფ­ლი­ო­ში პო­ლი­ტი­კა­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ „კონ­ფი­გუ­რა­ცია ცხა­დი იქ­ნე­ბა“.

"სა­ქარ­თვე­ლო დიდი გა­ფარ­თო­ე­ბის ტალ­ღის ნა­წი­ლი იქ­ნე­ბა. სამ­წუ­ხა­როდ, ამ წუ­თას დიდი გა­ფარ­თო­ე­ბის ტალ­ღა არ ჩანს. რო­დე­საც ეს ტალ­ღა რე­ა­ლუ­რი გახ­დე­ბა, სა­ქარ­თვე­ლო ნამ­დვი­ლად იქ­ნე­ბა მისი ნა­წი­ლი, დე­და­მი­წა­ზე, მსოფ­ლიო პო­ლი­ტი­კა­ში ბევ­რი რამ ხდე­ბა და ამ ყვე­ლაფ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ კონ­ფი­გუ­რა­ცია ცხა­დი იქ­ნე­ბა. იმე­დი მაქვს, ყვე­ლა ამას დრო­უ­ლად გა­აც­ნო­ბი­ე­რებს და შეძ­ლე­ბენ, ამ რა­ღაც დრო­ე­ბით ვნე­ბებ­სა და ემო­ცი­ებს მო­ე­რი­ონ და პრაგ­მა­ტუ­ლად იაზ­როვ­ნონ. რისი პრო­ცე­სია შე­ჩე­რე­ბუ­ლი? რაში გა­მო­ი­ხა­ტე­ბა? სხვას­თან რა პრო­ცე­სი აქვთ, მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის გახ­სნა­ზე ელა­პა­რა­კე­ბი­ან, ხომ? არა უშავს, ცოტა ხანი შევ­ჩერ­დე­ბით და მო­მა­ვა­ლი წლი­დან გა­ვაგ­რძე­ლებთ“, - გა­ნა­ცხა­და ბექა და­ვი­თუ­ლი­ან­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა ევ­რო­კავ­ში­რის მხრი­დან სა­ქარ­თვე­ლოს­თვის სამ­ხედ­რო და­ფი­ნან­სე­ბის შე­ჩე­რე­ბას, და­ვი­თუ­ლი­ა­ნი ამ­ბობს, რომ ამით ამით არა მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, არა­მედ და­სავ­ლე­თის ინ­ტე­რე­სე­ბიც ზი­ან­დე­ბა.

„მთე­ლი უკა­ნას­კნე­ლი წლე­ბია, სა­ქარ­თვე­ლო ცდი­ლობს ერ­თდრო­უ­ლად და­იც­ვას სა­კუ­თა­რი ინ­ტე­რე­სე­ბი და გა­ნაგ­რძოს წინსვლა ევ­რო­კავ­ში­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით, ზო­გა­დად, და­სავ­ლუ­რი ინ­სტი­ტუ­ტე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. სამ­წუ­ხა­როდ, ვი­ღა­ცე­ბი ცდი­ლო­ბენ, რომ ეს ასე არ მოხ­დეს და სა­ქარ­თვე­ლოს მხრი­დან თა­ვი­სი ინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვა პირ­და­პირპრო­პორ­ცი­უ­ლად ასა­ხონ და­სავ­ლურ ინ­სტი­ტუ­ტებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გაღ­რმა­ვე­ბის შე­ფერ­ხე­ბა­ში. ჩვენ ჩვე­ნი გზა გვაქვს. სამ­წუ­ხა­როა, რომ თავ­დაც­ვის ბი­უ­ჯეტს აკ­ლე­ბენ და ამ თან­ხე­ბის სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტორ­ში გა­დას­რო­ლა სურთ და სა­ბა­ბად სა­ხელ­დე­ბა ის კა­ნო­ნი, რო­მე­ლიც იქნა მი­ღე­ბუ­ლი. თუმ­ცა ეს ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ვერ შეც­ვლის.

თუ ვინ­მე ფიქ­რობს, რომ ამით მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას აზი­ა­ნებს, ეს ტყუ­ი­ლია. ამით აზი­ა­ნებს არა მარ­ტო სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, არა­მედ თა­ვის, და­სავ­ლე­თის ინ­ტე­რე­სებს, რომ­ლის­თვი­საც სა­ქარ­თვე­ლო არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წერ­ტი­ლი გე­ო­პო­ლი­ტი­კურ რუ­კა­ზე. ამას რაც მალე გა­აც­ნო­ბი­ე­რე­ბენ, მით უკე­თე­სი. მე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ადრე თუ გვი­ან გა­აც­ნო­ბი­ე­რე­ბენ“,- გა­ნა­ცხა­და ბექა და­ვი­თუ­ლი­ან­მა.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"რისი პროცესია შეჩერებული? - არა უშავს, შევჩერდებით და მომავალი წლიდან გავაგრძელებთ" - დავითულიანი ევროკავშირის დახმარების შეჩერებაზე

"რისი პროცესია შეჩერებული? - არა უშავს, შევჩერდებით და მომავალი წლიდან გავაგრძელებთ" - დავითულიანი ევროკავშირის დახმარების შეჩერებაზე

როდესაც დიდი გაფართოების ტალღა რეალური გახდება, საქართველო ნამდვილად იქნება მისი ნაწილი - რისი პროცესია შეჩერებული? სხვასთან რა პროცესი აქვთ, მოლაპარაკებების გახსნაზე ელაპარაკებიან, ხომ? არა უშავს, ცოტა ხანი შევჩერდებით და მომავალი წლიდან გავაგრძელებთ,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ბექა დავითულიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოში ევროკავშირის ელჩის განცხადებას, რომ „ამ დროისთვის, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება შეჩერებულია“.

დავითულიანის თქმით, მსოფლიოში პოლიტიკაში მიმდინარე პროცესების დასრულების შემდეგ „კონფიგურაცია ცხადი იქნება“.

"საქართველო დიდი გაფართოების ტალღის ნაწილი იქნება. სამწუხაროდ, ამ წუთას დიდი გაფართოების ტალღა არ ჩანს. როდესაც ეს ტალღა რეალური გახდება, საქართველო ნამდვილად იქნება მისი ნაწილი, დედამიწაზე, მსოფლიო პოლიტიკაში ბევრი რამ ხდება და ამ ყველაფრის დასრულების შემდეგ კონფიგურაცია ცხადი იქნება. იმედი მაქვს, ყველა ამას დროულად გააცნობიერებს და შეძლებენ, ამ რაღაც დროებით ვნებებსა და ემოციებს მოერიონ და პრაგმატულად იაზროვნონ. რისი პროცესია შეჩერებული? რაში გამოიხატება? სხვასთან რა პროცესი აქვთ, მოლაპარაკებების გახსნაზე ელაპარაკებიან, ხომ? არა უშავს, ცოტა ხანი შევჩერდებით და მომავალი წლიდან გავაგრძელებთ“, - განაცხადა ბექა დავითულიანმა.

რაც შეეხება ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის სამხედრო დაფინანსების შეჩერებას, დავითულიანი ამბობს, რომ ამით ამით არა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლება, არამედ დასავლეთის ინტერესებიც ზიანდება.

„მთელი უკანასკნელი წლებია, საქართველო ცდილობს ერთდროულად დაიცვას საკუთარი ინტერესები და განაგრძოს წინსვლა ევროკავშირის მიმართულებით, ზოგადად, დასავლური ინსტიტუტების მიმართულებით. სამწუხაროდ, ვიღაცები ცდილობენ, რომ ეს ასე არ მოხდეს და საქართველოს მხრიდან თავისი ინტერესების დაცვა პირდაპირპროპორციულად ასახონ დასავლურ ინსტიტუტებთან ურთიერთობების გაღრმავების შეფერხებაში. ჩვენ ჩვენი გზა გვაქვს. სამწუხაროა, რომ თავდაცვის ბიუჯეტს აკლებენ და ამ თანხების სამოქალაქო სექტორში გადასროლა სურთ და საბაბად სახელდება ის კანონი, რომელიც იქნა მიღებული. თუმცა ეს ამ გადაწყვეტილებას ვერ შეცვლის.

თუ ვინმე ფიქრობს, რომ ამით მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებას აზიანებს, ეს ტყუილია. ამით აზიანებს არა მარტო საქართველოს ხელისუფლებას, არამედ თავის, დასავლეთის ინტერესებს, რომლისთვისაც საქართველო არის მნიშვნელოვანი წერტილი გეოპოლიტიკურ რუკაზე. ამას რაც მალე გააცნობიერებენ, მით უკეთესი. მე დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან გააცნობიერებენ“,- განაცხადა ბექა დავითულიანმა.

წაიკითხეთ ასევე: