საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
10 მილიონად დაქირავებული ჯასტინ ბიბერი და "ინდოეთის უინძორების" დიდი მზადება გრანდიოზული ქორწილისთვის - რას წერენ ტაბლოიდები ამბანებზე (ვიდეო)
10 მილიონად დაქირავებული ჯასტინ ბიბერი და "ინდოეთის უინძორების" დიდი მზადება გრანდიოზული ქორწილისთვის - რას წერენ ტაბლოიდები ამბანებზე (ვიდეო)

აზი­ის უმ­დიდ­რე­სი ოჯა­ხი, რო­მელ­საც “ინ­დო­ე­თის უინ­ძო­რებ­საც“ კი ეძა­ხი­ან, ქვეყ­ნის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბუ­რი და გრან­დი­ო­ზუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბის­თვის - ქორ­წი­ლის­თვის ემ­ზა­დე­ბა.

ჯერ კი­დევ მიმ­დი­ნა­რე წლის მარ­ტში, აზი­ის უმ­დიდ­რეს­მა ბიზ­ნეს­მენ­მა მუ­კეშ ამ­ბან­მა მისი ვა­ჟის - ანანტ ამ­ბა­ნი­სა და მო­მა­ვა­ლი რძლის რა­დი­კა მერ­ჩან­ტის პა­ტივ­სა­ცე­მად, წი­ნა­სა­ქორ­წი­ნო სამდღი­ა­ნი წვე­უ­ლე­ბა გა­მარ­თა, რო­მელ­ზეც მსოფ­ლი­ოს მე­დია წერ­და.

მოწ­ვე­ულ 1200 ადა­მი­ანს შო­რის იყ­ვნენ ჯეფ ბე­ზო­სი, მარკ ცუ­კერ­ბერ­გი მე­უღ­ლეს­თან ერ­თად და მსოფ­ლი­ოს უმ­დიდ­რე­სი მაგ­ნა­ტე­ბი. მა­შინ სტუმ­რე­ბის წი­ნა­შე კონ­ცერ­ტი მომ­ღე­რალ­მა რი­ა­ნამ გა­მარ­თა. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამის­თვის მას და­ახ­ლო­ე­ბით, 9 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი გა­და­უ­ხა­დეს.

მთა­ვა­რი ქორ­წი­ლი მო­მა­ვალ კვი­რას იგეგ­მე­ბა. თუმ­ცა იქამ­დე, უმ­დიდ­რეს­მა ოჯახ­მა კი­დევ ერთი წი­ნა­სა­ქორ­წი­ნო მი­ღე­ბა გა­მარ­თა, სა­დაც ჯას­ტინ ბი­ბე­რიც მი­იწ­ვია.

  • აი, რა ვი­ცით

მა­ის­ში ოჯახ­მა სტუმ­რე­ბი კრუ­იზ­ზე და­პა­ტი­ჟა. ისი­ნი იტა­ლი­ი­დან საფ­რან­გეთ­ში გა­და­ვიდ­ნენ. გა­სარ­თობ პროგ­რა­მა­ში შე­დი­ო­და დი­ჯე­ის სეტი დე­ვიდ გე­ტას­გან, კეტი პე­რის წარ­მოდ­გე­ნა თა­ვი­სი ჰიტ სიმ­ღე­რით "Firework" და რე­პერ “პიტ­ბუ­ლის“ შეს­რუ­ლე­ბა.

  • რო­დის არის ქორ­წი­ლი და რა არის მო­სა­ლოდ­ნე­ლი?

ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის ცნო­ბით, მთა­ვა­რი სა­ქორ­წი­ლო ცე­რე­მო­ნია 12 ივ­ლისს გა­ი­მარ­თე­ბა, რა­საც მოჰ­ყვე­ბა გრან­დი­ო­ზუ­ლი მი­ღე­ბა 14 ივ­ლისს. მო­სა­ლოდ­ნე­ლია, რომ დღე­სას­წა­უ­ლე­ბი ქა­ლაქ მუმ­ბა­ი­ში მდე­ბა­რე ამ­ბა­ნის ჯიოს მსოფ­ლიო კონ­ვენ­ცი­ურ ცენ­ტრსა და მათ ოჯა­ხურ სახ­ლში გა­ი­მარ­თე­ბა. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, რო­გორც ეს და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია ინ­დუ­რი ტრა­დი­ცი­ე­ბის­თვის, თა­რი­ღე­ბი წყვი­ლის და­ბა­დე­ბის სქე­მე­ბის მი­ხედ­ვით შე­ირ­ჩა. ქორ­წილს წინ უძღვის ტრა­დი­ცი­უ­ლი სა­ქორ­წი­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი და რი­ტუ­ა­ლე­ბი.

გა­სულ კვი­რას ოჯახ­მა მო­ა­წყო მა­სობ­რი­ვი მი­ღე­ბა 50-ზე მეტ სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი წყვი­ლის­თვის. წინა კვი­რის პა­რას­კევს კი წყვილ­მა გა­მარ­თა წვე­უ­ლე­ბა, სა­დაც ბო­ლუ­ვუ­დის ვარ­სკვლა­ვე­ბი მი­იწ­ვი­ეს. მათ წი­ნა­შე სპე­ცი­ა­ლუ­რი პროგ­რა­მით წარ­სდგა მომ­ღე­რა­ლი ჯას­ტინ ბი­ბე­რი.

მომ­ღე­რალ­მა ფო­ტო­ე­ბი და ვი­დე­ო­ე­ბი ინ­სტაგ­რამ­ზე 6 ივ­ლისს გა­მო­აქ­ვეყ­ნა. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მუმ­ბა­ი­ში გა­მარ­თუ­ლი, ინ­დო­ე­ლი მი­ლი­არ­დე­რის ანანტ ამ­ბა­ნი­სა და მისი სა­ცო­ლის რა­დი­კა მერ­ჩან­ტის სა­ქორ­წი­ლო ცე­რე­მო­ნი­ალ­ზე სიმ­ღე­რე­ბის შე­სას­რუ­ლებ­ლად, ჯას­ტინს 10 მლნ დო­ლა­რი გა­და­უ­ხა­დეს.

  • ვინ არი­ან ამ­ბა­ნე­ბი?

საქმროს მამა არის 66 წლის მუ­კეშ ამ­ბა­ნი, ამ­ჟა­მად მსოფ­ლი­ოს მე-9 უმ­დიდ­რე­სი ადა­მი­ა­ნი, 116 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რის ქო­ნე­ბით. ის ასე­ვე არის აზი­ის ყვე­ლა­ზე მდი­და­რი ადა­მი­ა­ნი. მუ­კეშ ამ­ბა­ნი ფლობს კონ­გლო­მე­რატ Reliance Industries -ს, რო­მე­ლიც წლი­უ­რად 100 მი­ლი­არდ დო­ლარ­ზე მეტ შე­მო­სა­ვალს გა­მო­ი­მუ­შა­ვებს. კონ­გლო­მე­რა­ტი ქვე­ყა­ნა­ში ფლობს ინ­ტე­რე­სებს თით­ქმის ყვე­ლა სფე­რო­ში - ნავ­თობ­ქი­მი­უ­რი პრო­დუქ­ტე­ბით, ნავ­თო­ბით, გა­ზით, ტექ­სტი­ლი­თა და ტე­ლე­კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბით დამ­თავ­რე­ბუ­ლი.

სხვა აქ­ტი­ვებ­თან ერ­თად ამ­ბა­ნის ოჯა­ხი ფლობს მუმ­ბა­ი­ში მდე­ბა­რე 27 სარ­თუ­ლი­ან კერ­ძო ბი­ნას - “ან­ტი­ლი­ას“. მისი ღი­რე­ბუ­ლე­ბა 1 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რია. მას აქვს სამი ვერ­ტმფრე­ნი, 160 მან­ქა­ნის ავ­ტო­ფა­რე­ხი, კერ­ძო კი­ნო­თე­ატ­რი, სა­ცუ­რაო აუზი და ფიტ­ნეს ცენ­ტრი.

  • ვინ არი­ან პა­ტარ­ძა­ლი და საქმრო?

ანანტს აქვს ბა­კა­ლავ­რის ხა­რის­ხი ბრა­უ­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან და ზე­დამ­ხედ­ვე­ლობს კონ­გლო­მე­რა­ტის გა­ნახ­ლე­ბა­დი და მწვა­ნე ენერ­გი­ის გა­ფარ­თო­ე­ბას.

ის ასე­ვე მარ­თავს 3000 ჰექ­ტარ­ზე გა­შე­ნე­ბულ ცხო­ვე­ლე­ბის გა­დარ­ჩე­ნის ცენ­ტრს, სა­ხე­ლად “ვან­ტა­რა“.

29 წლის პა­ტარ­ძა­ლი, რა­დი­კა მერ­ჩან­ტი არის ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი მაგ­ნა­ტის ვი­რენ მერ­ჩან­ტის ქა­ლიშ­ვი­ლი და მისი კომ­პა­ნი­ის Encore Healthcare მარ­კე­ტინ­გის დი­რექ­ტო­რი.

წყვილ­მა ერ­თმა­ნე­თი 2017 წელს სა­ერ­თო მე­გობ­რე­ბის მეშ­ვე­ო­ბით გა­იც­ნო.

წყა­რო: independent; people

ასე­ვე იხი­ლეთ:

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

10 მილიონად დაქირავებული ჯასტინ ბიბერი და "ინდოეთის უინძორების" დიდი მზადება გრანდიოზული ქორწილისთვის - რას წერენ ტაბლოიდები ამბანებზე (ვიდეო)

10 მილიონად დაქირავებული ჯასტინ ბიბერი და "ინდოეთის უინძორების" დიდი მზადება გრანდიოზული ქორწილისთვის - რას წერენ ტაბლოიდები ამბანებზე (ვიდეო)

აზიის უმდიდრესი ოჯახი, რომელსაც “ინდოეთის უინძორებსაც“ კი ეძახიან, ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და გრანდიოზული ღონისძიებისთვის - ქორწილისთვის ემზადება.

ჯერ კიდევ მიმდინარე წლის მარტში, აზიის უმდიდრესმა ბიზნესმენმა მუკეშ ამბანმა მისი ვაჟის - ანანტ ამბანისა და მომავალი რძლის რადიკა მერჩანტის პატივსაცემად, წინასაქორწინო სამდღიანი წვეულება გამართა, რომელზეც მსოფლიოს მედია წერდა.

მოწვეულ 1200 ადამიანს შორის იყვნენ ჯეფ ბეზოსი, მარკ ცუკერბერგი მეუღლესთან ერთად და მსოფლიოს უმდიდრესი მაგნატები. მაშინ სტუმრების წინაშე კონცერტი მომღერალმა რიანამ გამართა. გავრცელებული ინფორმაციით, ამისთვის მას დაახლოებით, 9 მილიონი დოლარი გადაუხადეს.

მთავარი ქორწილი მომავალ კვირას იგეგმება. თუმცა იქამდე, უმდიდრესმა ოჯახმა კიდევ ერთი წინასაქორწინო მიღება გამართა, სადაც ჯასტინ ბიბერიც მიიწვია.

  • აი, რა ვიცით

მაისში ოჯახმა სტუმრები კრუიზზე დაპატიჟა. ისინი იტალიიდან საფრანგეთში გადავიდნენ. გასართობ პროგრამაში შედიოდა დიჯეის სეტი დევიდ გეტასგან, კეტი პერის წარმოდგენა თავისი ჰიტ სიმღერით "Firework" და რეპერ “პიტბულის“ შესრულება.

  • როდის არის ქორწილი და რა არის მოსალოდნელი?

ადგილობრივი მედიის ცნობით, მთავარი საქორწილო ცერემონია 12 ივლისს გაიმართება, რასაც მოჰყვება გრანდიოზული მიღება 14 ივლისს. მოსალოდნელია, რომ დღესასწაულები ქალაქ მუმბაიში მდებარე ამბანის ჯიოს მსოფლიო კონვენციურ ცენტრსა და მათ ოჯახურ სახლში გაიმართება. გავრცელებული ინფორმაციით, როგორც ეს დამახასიათებელია ინდური ტრადიციებისთვის, თარიღები წყვილის დაბადების სქემების მიხედვით შეირჩა. ქორწილს წინ უძღვის ტრადიციული საქორწილო ღონისძიებები და რიტუალები.

გასულ კვირას ოჯახმა მოაწყო მასობრივი მიღება 50-ზე მეტ სოციალურად დაუცველი წყვილისთვის. წინა კვირის პარასკევს კი წყვილმა გამართა წვეულება, სადაც ბოლუვუდის ვარსკვლავები მიიწვიეს. მათ წინაშე სპეციალური პროგრამით წარსდგა მომღერალი ჯასტინ ბიბერი.

მომღერალმა ფოტოები და ვიდეოები ინსტაგრამზე 6 ივლისს გამოაქვეყნა. გავრცელებული ინფორმაციით, მუმბაიში გამართული, ინდოელი მილიარდერის ანანტ ამბანისა და მისი საცოლის რადიკა მერჩანტის საქორწილო ცერემონიალზე სიმღერების შესასრულებლად, ჯასტინს 10 მლნ დოლარი გადაუხადეს.

  • ვინ არიან ამბანები?

საქმროს მამა არის 66 წლის მუკეშ ამბანი, ამჟამად მსოფლიოს მე-9 უმდიდრესი ადამიანი, 116 მილიარდი დოლარის ქონებით. ის ასევე არის აზიის ყველაზე მდიდარი ადამიანი. მუკეშ ამბანი ფლობს კონგლომერატ Reliance Industries -ს, რომელიც წლიურად 100 მილიარდ დოლარზე მეტ შემოსავალს გამოიმუშავებს. კონგლომერატი ქვეყანაში ფლობს ინტერესებს თითქმის ყველა სფეროში - ნავთობქიმიური პროდუქტებით, ნავთობით, გაზით, ტექსტილითა და ტელეკომუნიკაციებით დამთავრებული.

სხვა აქტივებთან ერთად ამბანის ოჯახი ფლობს მუმბაიში მდებარე 27 სართულიან კერძო ბინას - “ანტილიას“. მისი ღირებულება 1 მილიარდი დოლარია. მას აქვს სამი ვერტმფრენი, 160 მანქანის ავტოფარეხი, კერძო კინოთეატრი, საცურაო აუზი და ფიტნეს ცენტრი.

  • ვინ არიან პატარძალი და საქმრო?

ანანტს აქვს ბაკალავრის ხარისხი ბრაუნის უნივერსიტეტიდან და ზედამხედველობს კონგლომერატის განახლებადი და მწვანე ენერგიის გაფართოებას.

ის ასევე მართავს 3000 ჰექტარზე გაშენებულ ცხოველების გადარჩენის ცენტრს, სახელად “ვანტარა“.

29 წლის პატარძალი, რადიკა მერჩანტი არის ფარმაცევტული მაგნატის ვირენ მერჩანტის ქალიშვილი და მისი კომპანიის Encore Healthcare მარკეტინგის დირექტორი.

წყვილმა ერთმანეთი 2017 წელს საერთო მეგობრების მეშვეობით გაიცნო.

წყარო: independent; people

ასევე იხილეთ: