ავტორი:

რატომ ბერდება Gen Z თაობა უფრო სწრაფად ვიდრე Millennial -ები? - ექსპერტები მიზეზებს განმარტავენ

რატომ ბერდება Gen Z თაობა უფრო სწრაფად ვიდრე Millennial -ები? - ექსპერტები მიზეზებს განმარტავენ

“როგორც იქნა! დებატები, სადაც Millennial -ები იმარჯვებენ. როგორც ჩანს, Gen Z უფრო სწრაფად ბერდება, ვიდრე Millennial -ები და როგორც ექსპერტები ამბობენ, ამის მრავალი მიზეზი არსებობს“, - შესახებ ვრცელი სტატია ladbible -მ მოამზადა.

უკვე დიდი ხანია, რაც სოციალურ ქსელებში სახალისო “შეჯიბრი“ ამ ორ თაობას შორის ერთგვარი ტრენდი გახდა. Gen Z- სა და Millennial -ებს შორის განსხვავებებზე, ცხოვრების, ჩაცმის სტილზე და სხვა ჩვევებზე “ტიკტოკ“ და “ინსტაგრამ“ კრეატორები კონტენტსაც კი აწარმოებენ და მათი პოპულარობა იმაზე მეტყველებს, თუ რაოდენ პოპულარულია მსოფლიოს მოსახლეობისთვის ასეთი შედარებები.

მაგალითად, ერთ-ერთი ყველაზე სახალისო კონტენტია წინდის ყელის სიგრძის შედარება. Gen Z- მ უარი თქვა ე.წ. დაბალი ყელის წინდებზე (რომელიც კოჭზე მთავრდებოდა) და ტრენდში Millennial -ებიც აიყოლია, ჩვენი თაობაც მაღალი ყელის მქონე წინდებს იცვამს.

  • თუმცა ამჯერად ყურადღება თაობებს შორის დაბერების ტენდენციებს დაეთმო.

“მაგალითად, ავიღოთ Bridgerton-ის ვარსკვლავი ნიკოლა კოფლანი - რომელმაც სახელი იუმორისტული სერიალ Derry Girls-ში, თინეიჯერის როლის შესრულებით გაითქვა - ის 37 წლისაა.

სპექტრის მეორე ბოლოში, ჩვენ ასევე გვყავს Love Island-ის წლევანდელი სერიის მსახიობები, სადაც კონკურსანტების უმეტესობა ოცდაათი წლისაა, მაგრამ საზოგადოებას ბევრად უფროსები ჰგონიათ.

რატომ ბერდება Gen Z უფრო სწრაფად ვიდრე Millennial -ები?“ - გამოცემა მიზეზებზე წერს.

  • კოსმეტიკური ქირურგია

კოსმეტიკური ქირურგია ექსკლუზიურად Gen Z- თვის არ არის ხელმისაწვდომი, თუმცა, მცირე კოსმეტიკური პროცედურების გაკეთებას ისინი ადრეულ ასაკში იწყებენ.

“ბევრი იწყებს ფილერის მიღებას 20 წლიდან, ადრე ასე არ იყო. ფილერი მშვენივრად მუშაობს, მაგრამ როცა 20 წლის ხარ, ჯერ ადრეა მისი მიღება. ახალგაზრდები ასევე შემავსებელს სახის შესაცვლელად იყენებენ და არა გაახალგაზრდავებისთვის, რამაც ზოგჯერ შეიძლება გამოიწვიოს გარეგნობის დამახინჯება“, - განუცხადა Huffpost-ს დერმატოლოგმა კორტნი რუბინმა გამოცემას.

ბოლო კვლევებმა ასევე ჩვენა, რომ დაბერება შეიძლება ე.წ. ვეიპებმაც დააჩქაროს. ბრიტანეთის დერმატოლოგთა ასოციაციის წარმომადგენელმა, ექიმმა ბავ შერგილმა, The Daily Mail-ს განუმარტა რომ ნიკოტინი არის კანის ელასტიურობის დაკარგვის მთავარი დამნაშავე.

მათი თქმით, “ვეიპები“ ძალან პოპულარულია აღნიშნულ თაობაში.

  • სტრესი

სტრესი შეიძლება იყოს ერთ-ერთი მიზეზი. ცნობილმა TikTok-მა ჯორდან ჰოულეტმა, რომელიც Gen Z-ის წარმომადგენელია განაცხადა, რომ მასზე სტრესმა ძალიან იმოქმედა. ამიტომ ასაკთან შედარებით, ის ბევრად უფროსად გამოიყურება.

ჯორდანი სწორედ მსგავს კონტენტს ქმნის “ტიკტოკზე“ და ძალიან პოპულარულია.

”ჩვენ ვცხოვრობთ დროში, როდესაც Millennial -ები თავიანთი ასაკისთვის უფრო ახალგაზრდულად გამოიყურებიან, ხოლო Gen Z მათი ასაკისთვის ბევრად უფრო ასაკოვანია”, - განმარტა მან.