სამხედრო
პოლიტიკა
მსოფლიო

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
სამართალი
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“დედაჩემი მამის სიკვდილის მერე სულ უფრო სუსტდებოდა. დროთა განმავლობაში ავადმყოფობამ თავისი გაიტანა და...“ - მამუკა ხაზარაძე ბავშვობის მტკივნეულ მოგონებას იხსენებს
“დედაჩემი მამის სიკვდილის მერე სულ უფრო სუსტდებოდა. დროთა განმავლობაში ავადმყოფობამ თავისი გაიტანა და...“ - მამუკა ხაზარაძე ბავშვობის მტკივნეულ მოგონებას იხსენებს

პარ­ტია "ლე­ლოს” ლი­დე­რი, მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე მისი სა­ავ­ტო­რო წიგ­ნი­დან - “სი­მარ­თლე გი­თხრათ“, ემო­ცი­ურ მო­ნაკ­ვეთს აქ­ვეყ­ნებს, რო­მე­ლიც დე­დას­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი.

  • "თვა­ლე­ბი" - ასე ეწო­დე­ბა მო­თხრო­ბას, სა­დაც ხა­ზა­რა­ძე მკი­თხველს მისი ბავ­შვო­ბის ერთ - ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მო­გო­ნე­ბის შე­სა­ხებ მო­უ­თხრობს.

დე­და­ჩე­მი მა­მას სიკ­ვდი­ლის მერე სულ უფრო და უფრო სუს­ტდე­ბო­და. თა­ვი­დან ეს შე­უმ­ჩნე­ვე­ლი იყო, თუმ­ცა, დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში ავად­მყო­ფო­ბამ თა­ვი­სი გა­ი­ტა­ნა და დე­დას მეხ­სი­ე­რე­ბის და­კარ­გვა და­ე­წყო. ძნე­ლი სა­ყუ­რე­ბე­ლი იყო ეს ჩემ­თვის და სო­ფოს­თვის. თან ყვე­ლა­ფერს უკე­თებ რაც სა­ჭი­როა ასეთ დროს და თან ხე­დავ, რომ ვერ შვე­ლი.

ნელ-ნელა მე­ტყვე­ლე­ბის უნა­რიც და­კარ­გა, მხო­ლოდ თვა­ლე­ბით გვე­ლა­პა­რა­კე­ბო­და. ჰო, და კი­დევ - სიმ­ღე­რით. სიმ­ღე­რა აცო­ცხლებ­და, წარ­მო­უდ­გე­ნელ გარ­და­სახ­ვას იწ­ვევ­და. ერთხელ და­ვუ­ჯე­ქი და ვე­ლა­პა­რა­კე­ბო­დი. უე­მო­ცი­ოდ მი­ყუ­რებ­და, ალ­ბათ, ვერც მცნობ­და. უცებ ვუ­თხა­რი, ხომ არ ვიმ­ღე­როთ მეთ­ქი, ავი­ღე გი­ტა­რა და მისი საყ­ვა­რე­ლი სიმ­ღე­რა და­ვი­წყე. თვა­ლე­ბი აენ­თო, სი­ნათ­ლე ჩა­უდ­გა, მო­მა­ჩერ­და და ამ­ყვა ღი­ღი­ნით, ემო­ცი­ით, რო­გორც იცო­და ხოლ­მე. ასე მე­გო­ნა, თა­ვი­დან და­ი­ბა­და, თით­ქოს ავად­მყო­ფო­ბაც სა­დღაც გაქ­რა. მისი თვა­ლე­ბი იმ­დენ რა­მეს მე­უბ­ნე­ბო­და, ალ­ბათ, სი­ტყვე­ბით გა­ჭირ­დე­ბო­და ამ­დე­ნის გად­მო­ცე­მა.

ამ თვა­ლე­ბის გახ­სე­ნე­ბამ ერთი ბავ­შვო­ბი­დან გა­მო­ყო­ლი­ლი მტკივ­ნე­უ­ლი მო­გო­ნე­ბა გა­აღ­ვი­ძა ჩემ­ში. მა­ში­ნაც დე­დას ვკარ­გავ­დი. მა­მამ სი­ონ­ში წაგ­ვიყ­ვა­ნა და­სას­ვე­ნებ­ლად მე, სოფო და დედა. სა­ნო­ვა­გით მოგ­ვა­მა­რა­გა, ნა­ქი­რა­ვებ ოთახ­ში დაგვტო­ვა და თვი­თონ თბი­ლის­ში დაბ­რუნ­და. ვიქ­ნე­ბო­დით მე ასე ხუთი წლის, სოფო კი რვის. მე­ო­რე თუ მე­სა­მე დღეს სი­ო­ნის წყალ­სა­ცავ­ზე წა­ვე­დით. კარ­გა ხნის სე­ირ­ნო­ბის შემ­დეგ ნა­პირ­ზე, მინ­დორ­ში გავ­ჩერ­დით. აქ ვი­ყოთ და ვი­ცუ­რა­ო­თო, გვი­თხრა დე­დამ, ოღონდ ჯერ მე შე­ვალ, ვნა­ხავ, ღრმა არ იყო­სო და წა­ვი­და ლივ­ლი­ვა და გამჭვირ­ვა­ლე წყლის­კენ. რამ­დე­ნი­მე ნა­ბი­ჯის გა­დად­გმის შემ­დეგ უცებ თით­ქოს წყალ­მა შე­ის­რუ­ტაო. ვხე­დავთ მე და სოფო, რომ მის სხე­ულს თით­ქოს მიწა და წყა­ლი ერ­თდრო­უ­ლად ყლა­პავს. ინ­სტინ­ქტუ­რად მის­კენ და­ვი­ძა­რით, მაგ­რამ ჩვენ­კენ მოტ­რი­ალ­და და გან­წი­რუ­ლი ხმით აყ­ვირ­და, არ მო­მე­კა­როთ, არ ჩა­მოხ­ვი­დეთ, არ გა­ბე­დო­თო. ამ დროს უფრო და უფრო იძი­რე­ბო­და. უკვე ხმაც აღარ მეს­მო­და, ვხე­დავ­დი მხო­ლოდ მის თვა­ლებს. გა­შე­შე­ბუ­ლე­ბი ვი­დე­ქით, კა­ციშ­ვი­ლის ჭა­ჭა­ნე­ბა არ იყო, ხმა­საც ვერ ვი­ღებ­დით და ასე ვუ­ყუ­რებ­დით მე და სოფო, რო­გორ ქრე­ბო­და დედა ჩვენ თვალ­წინ.

არ ვიცი, რამ­დენ ხანს გაგ­რძელ­და ეს, რა­ღაც დიდ­მა ძა­ლამ ამო­იყ­ვა­ნა შლა­მი­დან უკვე წე­ლამ­დე ჩაფ­ლუ­ლი. გარ­და­უ­ვალ სიკ­ვდილ­თან ბრძო­ლა­ში თვა­ლე­ბი ერთი წა­მი­თაც არ მო­უ­შო­რე­ბია ჩვენ­თვის. წარ­მო­მიდ­გე­ნია, რამ­დე­ნი რამ იფიქ­რა და გა­ნი­ცა­და იმ სულ რამ­დე­ნი­მე წუთ­ში. ამ დროს მე­ცხვა­რე და­ვი­ნა­ხეთ, ფერ­დობ­ზე ჩა­მორ­ბო­და და­სახ­მა­რებ­ლად, თან ყვი­რო­და, მანდ რამ შე­გიყ­ვა­ნათ, ამ ად­გილს იმ­დე­ნი ადა­მი­ა­ნის ცოდ­ვა ადევს, არ იცო­დი­თო? ახლა, როცა დედა აღარ მყავს ცო­ცხა­ლი, ეს თვა­ლე­ბი მახ­სოვს და მე­ლა­პა­რა­კე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ამირანი
1

გამახსენდა მიშას მოყვანა,რომ გადაწყვიტეს ქვეყნის გასანადგურებლად,იქაც ასეთი გულამაჩუყებელი ღამეები იწერებოდა,მამამისმა არეკნასამ ბარნეოლოგიურის გვერდით ხეები დარგო და ასე შემდეგ!

ნატალია
0

სხვათაშორის, მართლა კარგი ქალბატონი იყო ზაირა ხუნდაძე, მაშინდელი ლეჩკომბინატის ექიმი. ნათელი მის სულს. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

“დედაჩემი მამის სიკვდილის მერე სულ უფრო სუსტდებოდა. დროთა განმავლობაში ავადმყოფობამ თავისი გაიტანა და...“ - მამუკა ხაზარაძე ბავშვობის მტკივნეულ მოგონებას იხსენებს

“დედაჩემი მამის სიკვდილის მერე სულ უფრო სუსტდებოდა. დროთა განმავლობაში ავადმყოფობამ თავისი გაიტანა და...“ - მამუკა ხაზარაძე ბავშვობის მტკივნეულ მოგონებას იხსენებს

პარტია "ლელოს” ლიდერი, მამუკა ხაზარაძე მისი საავტორო წიგნიდან - “სიმართლე გითხრათ“, ემოციურ მონაკვეთს აქვეყნებს, რომელიც დედასთან არის დაკავშირებული.

  • "თვალები" - ასე ეწოდება მოთხრობას, სადაც ხაზარაძე მკითხველს მისი ბავშვობის ერთ - ერთი მნიშვნელოვანი მოგონების შესახებ მოუთხრობს.

დედაჩემი მამას სიკვდილის მერე სულ უფრო და უფრო სუსტდებოდა. თავიდან ეს შეუმჩნეველი იყო, თუმცა, დროთა განმავლობაში ავადმყოფობამ თავისი გაიტანა და დედას მეხსიერების დაკარგვა დაეწყო. ძნელი საყურებელი იყო ეს ჩემთვის და სოფოსთვის. თან ყველაფერს უკეთებ რაც საჭიროა ასეთ დროს და თან ხედავ, რომ ვერ შველი.

ნელ-ნელა მეტყველების უნარიც დაკარგა, მხოლოდ თვალებით გველაპარაკებოდა. ჰო, და კიდევ - სიმღერით. სიმღერა აცოცხლებდა, წარმოუდგენელ გარდასახვას იწვევდა. ერთხელ დავუჯექი და ველაპარაკებოდი. უემოციოდ მიყურებდა, ალბათ, ვერც მცნობდა. უცებ ვუთხარი, ხომ არ ვიმღეროთ მეთქი, ავიღე გიტარა და მისი საყვარელი სიმღერა დავიწყე. თვალები აენთო, სინათლე ჩაუდგა, მომაჩერდა და ამყვა ღიღინით, ემოციით, როგორც იცოდა ხოლმე. ასე მეგონა, თავიდან დაიბადა, თითქოს ავადმყოფობაც სადღაც გაქრა. მისი თვალები იმდენ რამეს მეუბნებოდა, ალბათ, სიტყვებით გაჭირდებოდა ამდენის გადმოცემა.

ამ თვალების გახსენებამ ერთი ბავშვობიდან გამოყოლილი მტკივნეული მოგონება გააღვიძა ჩემში. მაშინაც დედას ვკარგავდი. მამამ სიონში წაგვიყვანა დასასვენებლად მე, სოფო და დედა. სანოვაგით მოგვამარაგა, ნაქირავებ ოთახში დაგვტოვა და თვითონ თბილისში დაბრუნდა. ვიქნებოდით მე ასე ხუთი წლის, სოფო კი რვის. მეორე თუ მესამე დღეს სიონის წყალსაცავზე წავედით. კარგა ხნის სეირნობის შემდეგ ნაპირზე, მინდორში გავჩერდით. აქ ვიყოთ და ვიცურაოთო, გვითხრა დედამ, ოღონდ ჯერ მე შევალ, ვნახავ, ღრმა არ იყოსო და წავიდა ლივლივა და გამჭვირვალე წყლისკენ. რამდენიმე ნაბიჯის გადადგმის შემდეგ უცებ თითქოს წყალმა შეისრუტაო. ვხედავთ მე და სოფო, რომ მის სხეულს თითქოს მიწა და წყალი ერთდროულად ყლაპავს. ინსტინქტურად მისკენ დავიძარით, მაგრამ ჩვენკენ მოტრიალდა და განწირული ხმით აყვირდა, არ მომეკაროთ, არ ჩამოხვიდეთ, არ გაბედოთო. ამ დროს უფრო და უფრო იძირებოდა. უკვე ხმაც აღარ მესმოდა, ვხედავდი მხოლოდ მის თვალებს. გაშეშებულები ვიდექით, კაციშვილის ჭაჭანება არ იყო, ხმასაც ვერ ვიღებდით და ასე ვუყურებდით მე და სოფო, როგორ ქრებოდა დედა ჩვენ თვალწინ.

არ ვიცი, რამდენ ხანს გაგრძელდა ეს, რაღაც დიდმა ძალამ ამოიყვანა შლამიდან უკვე წელამდე ჩაფლული. გარდაუვალ სიკვდილთან ბრძოლაში თვალები ერთი წამითაც არ მოუშორებია ჩვენთვის. წარმომიდგენია, რამდენი რამ იფიქრა და განიცადა იმ სულ რამდენიმე წუთში. ამ დროს მეცხვარე დავინახეთ, ფერდობზე ჩამორბოდა დასახმარებლად, თან ყვიროდა, მანდ რამ შეგიყვანათ, ამ ადგილს იმდენი ადამიანის ცოდვა ადევს, არ იცოდითო? ახლა, როცა დედა აღარ მყავს ცოცხალი, ეს თვალები მახსოვს და მელაპარაკება.