კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თურქეთმა, რუმინეთმა და ბულგარეთმა შავ ზღვაში განაღმვითი ოპერაცია დაიწყეს - რა არის მიზანი?
თურქეთმა, რუმინეთმა და ბულგარეთმა შავ ზღვაში განაღმვითი ოპერაცია დაიწყეს - რა არის მიზანი?

თურ­ქეთ­მა, რუ­მი­ნეთ­მა და ბულ­გა­რეთ­მა შავ ზღვა­ში ერ­თობ­ლი­ვი გა­ნაღმვი­თი ოპე­რა­ცია და­ი­წყეს, რომ­ლის მი­ზა­ნი სა­ზღვაო გა­და­ზიდ­ვე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბაა, გან­სა­კუთ­რე­ბით უკ­რა­ი­ნუ­ლი მარ­ცვლე­უ­ლის ექ­სპორ­ტის­თვის. ინ­ფორ­მა­ცი­ას Bloomberg-ი ავ­რცე­ლებს.

გა­მო­ცე­მა წერს, რომ სტამ­ბო­ლის ინი­ცი­ა­ტი­ვა, შავი ზღვის რე­გი­ო­ნის ქვეყ­ნე­ბის პირ­ვე­ლი დიდი ერ­თობ­ლი­ვი ქმე­დე­ბა, მიზ­ნად ისა­ხავს შავი ზღვის იმ ნაღ­მე­ბის­გან გაწ­მენ­დას, რო­მე­ლიც იქ ომის შე­დე­გად აღ­მოჩ­ნდა.

მე­დია წერს, რომ რუ­სე­თი და უკ­რა­ი­ნა მარ­ცვლე­უ­ლის მთა­ვა­რი მწარ­მო­ებ­ლე­ბი არი­ან და ომი საფრ­თხეს უქ­მნის ტვირ­თე­ბის უსაფრ­თხო გა­და­ზიდ­ვას. შარ­შან კი­ევ­მა შავი ზღვის ექ­სპორ­ტის სა­კუ­თა­რი მარ­შრუ­ტი აა­მოქ­მე­და მას შემ­დეგ, რაც რუ­სე­თის, თურ­ქე­თი­სა და გა­ე­რო-ს მიერ მხარ­და­ჭე­რი­ლი უსაფრ­თხო დე­რეფ­ნის შე­თან­ხმე­ბა ჩა­ი­შა­ლა. ამან წარ­მა­ტე­ბით გა­ზარ­და ექ­სპორ­ტი და და­ეხ­მა­რა ეკო­ნო­მი­კას უფრო სწრა­ფად გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი­ყო, ვიდ­რე პროგ­ნო­ზი­რე­ბუ­ლი იყო, მაგ­რამ მარ­შრუ­ტი კვლავ სა­რის­კოა. შარ­შან, უკ­რა­ი­ნის ოდე­სის პორტთან ახ­ლოს რუ­სე­თის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სა­რა­კე­ტო თავ­დას­ხმის შე­დე­გად სა­ვაჭ­რო გე­მის ეკი­პა­ჟის ერთი წევ­რი და­ი­ღუ­პა რამ­დე­ნი­მე და­შავ­და. ნო­ემ­ბერ­ში, შავ ზღვა­ში უკ­რა­ი­ნის პორ­ტი­დან გას­ვლი­სას აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო კომ­პა­ნია Cargill Inc -ის მიერ და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი გემი და­ზი­ან­და.

უკ­რა­ი­ნამ მარ­ტში გა­ნა­ცხა­და, რომ შავი ზღვის პორ­ტე­ბი­დან ექ­სპორ­ტი თით­ქმის ომამ­დელ დო­ნეს და­უბ­რუნ­და, თუმ­ცა ოდე­სის ირ­გვლივ მდე­ბა­რე პორ­ტე­ბი რუ­სე­თის მხრი­დან თავ­დას­ხმებს ხში­რად გა­ნიც­დი­ან, რაც მათ საქ­მი­ა­ნო­ბას აფერ­ხებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

თურქეთმა, რუმინეთმა და ბულგარეთმა შავ ზღვაში განაღმვითი ოპერაცია დაიწყეს - რა არის მიზანი?

თურქეთმა, რუმინეთმა და ბულგარეთმა შავ ზღვაში განაღმვითი ოპერაცია დაიწყეს - რა არის მიზანი?

თურქეთმა, რუმინეთმა და ბულგარეთმა შავ ზღვაში ერთობლივი განაღმვითი ოპერაცია დაიწყეს, რომლის მიზანი საზღვაო გადაზიდვების უსაფრთხოების გაუმჯობესებაა, განსაკუთრებით უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ სტამბოლის ინიციატივა, შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების პირველი დიდი ერთობლივი ქმედება, მიზნად ისახავს შავი ზღვის იმ ნაღმებისგან გაწმენდას, რომელიც იქ ომის შედეგად აღმოჩნდა.

მედია წერს, რომ რუსეთი და უკრაინა მარცვლეულის მთავარი მწარმოებლები არიან და ომი საფრთხეს უქმნის ტვირთების უსაფრთხო გადაზიდვას. შარშან კიევმა შავი ზღვის ექსპორტის საკუთარი მარშრუტი აამოქმედა მას შემდეგ, რაც რუსეთის, თურქეთისა და გაერო-ს მიერ მხარდაჭერილი უსაფრთხო დერეფნის შეთანხმება ჩაიშალა. ამან წარმატებით გაზარდა ექსპორტი და დაეხმარა ეკონომიკას უფრო სწრაფად განვითარებულიყო, ვიდრე პროგნოზირებული იყო, მაგრამ მარშრუტი კვლავ სარისკოა. შარშან, უკრაინის ოდესის პორტთან ახლოს რუსეთის მიერ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად სავაჭრო გემის ეკიპაჟის ერთი წევრი დაიღუპა რამდენიმე დაშავდა. ნოემბერში, შავ ზღვაში უკრაინის პორტიდან გასვლისას აფეთქების შედეგად სასოფლო-სამეურნეო კომპანია Cargill Inc -ის მიერ დაქირავებული გემი დაზიანდა.

უკრაინამ მარტში განაცხადა, რომ შავი ზღვის პორტებიდან ექსპორტი თითქმის ომამდელ დონეს დაუბრუნდა, თუმცა ოდესის ირგვლივ მდებარე პორტები რუსეთის მხრიდან თავდასხმებს ხშირად განიცდიან, რაც მათ საქმიანობას აფერხებს.