პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ხდებოდა UEFA-ს ფეიჯზე, როცა პოსტი საქართველოს ჩემპიონატიდან გამოთიშვაზე დაიდო - რას წერენ ქართველი და უცხოელი ქომაგები: "ბიჭებო, თავი მაღლა აწიეთ!"
რა ხდებოდა UEFA-ს ფეიჯზე, როცა პოსტი საქართველოს ჩემპიონატიდან გამოთიშვაზე დაიდო - რას წერენ ქართველი და უცხოელი ქომაგები: "ბიჭებო, თავი მაღლა აწიეთ!"

სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი ევრო2024-ის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ფა­ვო­რიტ­მა ეს­პა­ნეთ­მა მერ­ვე­დფი­ნა­ლი­დან გა­მო­თი­შა. მატ­ჩი ან­გა­რი­შით 4:1 დამ­თავ­რდა, თუმ­ცა სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოხ­მა­უ­რე­ბა, რო­გორც მე­დი­ა­ში, ისე­ვე - სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, “ჯვა­როს­ნე­ბის” ნაჩ­ვე­ნე­ბი თა­მა­შის მი­მართ კვლავ ცალ­სა­ხად და­დე­ბი­თია.

UEFA EURO 2024-ის ფე­ის­ბუქ გვერ­დი სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტი­დან გა­მო­თიშ­ვას ქარ­თვე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის ფო­ტო­ე­ბის კო­ლა­ჟით გა­მო­ეხ­მა­უ­რა, რო­მელ­ზეც შემ­დეგ წარ­წე­რას ვკი­თხუ­ლობთ: "სა­ა­მა­ყო ტურ­ნი­რი". ამ პოსტზე ფეხ­ბურ­თის გულ­შე­მატ­კი­ვარ­თა კო­მენ­ტა­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა თით­ქმის 16 000-ია. რა თქმა უნდა, ქარ­თვე­ლე­ბის გა­მოხ­მა­უ­რე­ბე­ბი სჭარ­ბობს, თუმ­ცა შე­ფა­სე­ბე­ბი არც ფეხ­ბურ­თის უცხო­ე­ლი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის­გა­ნაა ცოტა.

გა­მორ­ჩე­უ­ლი იყო კო­მენ­ტა­რი, რო­მელ­შიც სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის ერთ-ერ­თმა მომ­ხმა­რე­ბელ­მა სა­ქარ­თვე­ლოს ლექ­სი მი­უ­ძღვნა.

"ლექ­სი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის:

ოჰ, ძვირ­ფა­სო სა­ქარ­თვე­ლო, რა სი­ა­მოვ­ნე­ბა იყო შენი თა­მა­შის ყუ­რე­ბა,

რად­გან შენ ყვე­ლას დღე და ღამ გვარ­თობ­დი.

მაგ­რამ ახლა ზე­ცამ თა­ვი­სი სი­ტყვა თქვა,

ვი­მე­დოვ­ნებთ, კვლავ გნა­ხავთ, ამის­თვის ვლო­ცუ­ლობთ.

შენ ყვე­ლას გვაჩ­ვე­ნე, რას ნიშ­ნავს სი­ა­მა­ყით თა­მა­ში,

ნაკ­რე­ბის თეთ­რი და წი­თე­ლი ფე­რე­ბი არას­დროს მი­მა­ლუ­ლა.

ყო­ველ მატჩში მზად იყა­ვი საბ­რძოლ­ვე­ლად,

სი­ნამ­დვი­ლე­ში, ყვე­ლას აჩ­ვე­ნე, რომ ქარ­თვე­ლე­ბი მარ­თლე­ბი იყ­ვნენ.

წინ წა­დით, ღირ­სე­ბი­თა და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სვლით,

რად­გან ეს მხო­ლოდ სა­ფეხ­ბურ­თო მოგ­ზა­უ­რო­ბის და­სა­წყი­სია.

პირ­ველ რიგ­ში, მაღ­ლა ას­წი­ეთ თა­ვე­ბი და არ და­კარ­გოთ იმე­დი,

ნაკ­რებ­მა მა­მა­ცუ­რად აჩ­ვე­ნა ყვე­ლა ქარ­თველს, რომ აუ­ცი­ლებ­ლად შეძ­ლებთ გამ­კლა­ვე­ბას.

ყვე­ლას, ვი­საც ეჭვი ეპა­რე­ბო­და, გთხოვთ, ეს და­ი­მახ­სოვ­როთ,

რად­გან სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რია ლა­მა­ზად და ჭეშ­მა­რი­ტად და­ი­წე­რა.

გმად­ლობთ, სა­ქარ­თვე­ლო - ეს ტურ­ნი­რი თქვენ­თვის თა­ვი­დან­ვე უფრო მეტი იყო, ვიდ­რე უბ­რა­ლოდ, ფეხ­ბურ­თი. ეს მოკ­ლე ლექ­სი თქვენ­თვი­საა, რათა წარ­მა­ტე­ბა გი­სურ­ვოთ ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა სფე­რო­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით - მოვ­ლე­ნებ­ში, რაც მო­მა­ვალ­ში მოხ­დე­ბა. თქვე­ნი თა­მა­შის ყუ­რე­ბა შე­მიყ­ვარ­და!"

ერთ-ერ­თმა ინ­დო­ელ­მა მომ­ხმა­რე­ბელ­მა კი თა­ვი­სი სათ­ქმე­ლი ქარ­თუ­ლად გად­მო­თარ­გმნა და ასე­თი შე­ფა­სე­ბა მოგ­ვი­ძღვნა:

“არა მარ­ტო ქარ­თვე­ლებს, რო­გორც მე, ინ­დო­ელს, მიყ­ვარს ეს მო­თა­მა­შე­ე­ბი და ყვე­ლა ლა­მა­ზი და გულ­კე­თი­ლი ქარ­თვე­ლი ადა­მი­ა­ნი. ისი­ნი ძა­ლი­ან სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე­ე­ბი და მე­გობ­რუ­ლე­ბი არი­ან, პა­ტი­ვია თქვე­ნი გულ­შე­მატ­კივ­რო­ბა და ეს მხო­ლოდ და­სა­წყი­სია, შორს წახ­ვალთ. ვოც­ნე­ბობ, ერთ დღეს სა­ქარ­თვე­ლოს ვეწ­ვიო და ყვე­ლა ჩემს ლა­მაზ მე­გო­ბარს შევ­ხვდე, მიყ­ვარ­ხართ ყვე­ლა­ნი ინ­დო­ე­თი­დან. გახ­სოვ­დეთ, მოგ­ზა­უ­რო­ბა ახ­ლა­ხან და­ი­წყო”.

პოსტზე ასე­ვე ვკი­თხუ­ლობთ შემ­დეგ კო­მენ­ტა­რებს:

"სამ­წუ­ხა­როდ, დღეს გა­მო­ვემ­შვი­დო­ბეთ შე­სა­ნიშ­ნავ აუ­დი­ტო­რი­ას, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს უკან იდგა”.

"პა­ტი­ვის­ცე­მა სა­ქარ­თვე­ლოს ალ­ბა­ნე­ლი გულ­შე­მატ­კივ­რის­გან, თქვენ ჩემს გუნ­დზე უკეთ ითა­მა­შეთ! პა­ტი­ვის­ცე­მას იმ­სა­ხუ­რებთ”.

"სა­ქარ­თვე­ლომ ძა­ლი­ან კარ­გად ითა­მა­შა ევ­რო­ზე, კარ­გი გუნ­დია. სა­უ­კე­თე­სო სურ­ვი­ლე­ბი შვე­ი­ცა­რი­ი­დან”.

"მო­გე­ბა და წა­გე­ბა თა­მა­შის ნა­წი­ლია, მაგ­რამ თქვენ გუ­ლე­ბი მო­ი­გეთ, სა­ქარ­თვე­ლო”.

"სი­ა­მოვ­ნე­ბა იყო თქვე­ნი ყუ­რე­ბა. ნე­ტავ სა­ქარ­თვე­ლო გა­სუ­ლი­ყო 1/4 ფი­ნალ­ში, მო­სა­წყე­ნი ინ­გლი­სის ნაც­ვლად”.

"მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ უმე­ტე­სად, ეს­პა­ნეთს ჰქონ­და ბურ­თი… მო­მე­წო­ნა, რომ როცა "კვა­რა" ბურთს იღებ­და, უკან არას­დროს აბ­რუ­ნებ­და. ყო­ველ­თვის წინ მი­დი­ო­და 2 ან 3 მცვე­ლის წი­ნა­აღ­მდეგ, მა­ში­ნაც კი, როცა მარ­ტო იყო. ეს არის ის, რაც აკ­ლია თა­ნა­მედ­რო­ვე ფეხ­ბურთს და მი­ხა­რია, რომ ვინ­მეს მა­ინც ვხე­დავ, ვინც ბურ­თის და­კარ­გვის ში­შის გა­რე­შე ფიქ­რობს შე­ტე­ვა­ზე და არ უფრთხის და­და­ნა­შა­უ­ლე­ბას. დიდი მო­თა­მა­შე­ე­ბი ასე იქ­ცე­ვი­ან, თა­ო­ბის ტა­ლან­ტე­ბი ასე იქ­ცე­ვი­ან”.

"რა გუნ­დია, შე­სა­ნიშ­ნა­ვი შეკ­რუ­ლო­ბა და რწმე­ნა, მათი კონ­ტრშე­ტე­ვა უბ­რა­ლოდ სა­ო­ცა­რი იყო, მე­კა­რე ფან­ტას­ტი­კუ­რი იყო, ყვე­ლა თა­მა­ში გა­ა­ხა­ლი­სეს და სახ­ლში გმი­რე­ბად ბრუნ­დე­ბი­ან, მაღ­ლა ას­წი­ეთ თა­ვე­ბი, სა­ქარ­თვე­ლო, შე­სა­ნიშ­ნა­ვად ითა­მა­შეთ”.

"მი­ლოც­ვე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს. ყვე­ლა მატჩში, რო­მე­ლიც ჩა­ა­ტა­რეს, გუ­ლით თა­მა­შობ­დნენ. ბრწყინ­ვა­ლე გუნ­დი და მე­კა­რე, რამ­დე­ნი დარ­ტყმა აიღო. ყვე­ლა­ნი ძა­ლი­ან ამა­ყე­ბი უნდა იყოთ”.

სა­ქარ­თვე­ლოს პოს­ტი მი­უ­ძღვნა FOX Soccer-მაც, რო­მელ­შიც მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და ნაკ­რებს და და­წე­რა: "სა­ქარ­თვე­ლომ ევრო 2024-ზე შოუ მო­ა­წყო, მო­უთ­მენ­ლად ვე­ლით მათ კვლავ ხილ­ვას".

აღ­ნიშ­ნულ პოსტზე ერთ-ერთი სა­ინ­ტე­რე­სო კო­მენ­ტა­რი იყო, რო­დე­საც მომ­ხმა­რე­ბელ­მა ნაკ­რე­ბი "კონ­კი­ას" შე­ა­და­რა, ქარ­თვე­ლე­ბის­გან კი მახ­ვილ­გო­ნებ­რი­ვი პა­სუ­ხე­ბი მი­ი­ღო.

"ტურ­ნი­რის სა­უ­კე­თე­სო კონ­კია გუნ­დი. შე­სა­ნიშ­ნა­ვი სა­მუ­შაო გას­წი­ეს ჩემ­პი­ო­ნატ­ში ამა­ღელ­ვე­ბე­ლი ელე­მენ­ტე­ბის შე­ტა­ნის კუ­თხით”.

ქარ­თვე­ლე­ბის რე­აქ­ცია ამ კო­მენ­ტარ­ზე შემ­დეგ­ნა­ი­რი იყო:

"უკა­ნა ეზო­ში კონ­კი­ა­სა­ვით ჩვენ არ გვი­ტი­რია, ვიბ­რძო­ლეთ და გა­ვაგ­რძე­ლებთ ბრძო­ლას, შე­სა­ნიშ­ნა­ვი გუნ­დი გვყავს”.

"ისი­ნი შემ­დეგ ჯერ­ზე, "ქო­შის­თვის" დაბ­რუნ­დე­ბი­ან”.

ფეხ­ბურ­თის ერთ-ერ­თმა გულ­შე­მატ­კი­ვარ­მა კი, სი­ტყვე­ბით თა­მა­შით, რეი ჩარლ­ზის ცნო­ბი­ლი სიმ­ღე­რის სა­ხელ­წო­დე­ბა, რო­მე­ლიც აშშ-ის შტატს, ჯორ­ჯი­ას ეძღვნე­ბა, სა­ქარ­თვე­ლოს კონ­ტექ­სტში გად­მო­ა­კე­თა და და­წე­რა: Georgia On My Mind.

პოსტზე სხვა მომ­ხმა­რებ­ლებ­მა შემ­დე­გი გა­მოხ­მა­უ­რე­ბე­ბი და­ტო­ვეს:

"უნდა ვა­ღი­ა­რო, რომ გა­ცი­ლე­ბით უკე­თე­სად ითა­მა­შეს ეს­პა­ნე­თის წი­ნა­აღ­მდეგ, ვიდ­რე წარ­მო­მედ­გი­ნა. მათი კონ­ტრშე­ტე­ვე­ბი ძა­ლი­ან ეფექ­ტუ­რი იყო, მე­კა­რე - ფან­ტას­ტი­კუ­რი. ცოტა ჩა­მო­შორ­დნენ თა­მაშს მას შემ­დეგ, რაც ან­გა­რიშ­ში ჩა­მორ­ჩნენ (2-1). უბ­რა­ლოდ, ვერ აუ­ბეს მხა­რი ეს­პა­ნეთს. მო­მა­ვალ ტურ­ნი­რებ­ზე მათი დაბ­რუ­ნე­ბა და ხილ­ვა გა­მა­ხა­რებს”.

"არა­ფე­რი, გარ­და პა­ტი­ვის­ცე­მი­სა იმ ერი­სად­მი, რო­მე­ლიც გა­მოჩ­ნდა და შექ­მნა ასე­თი დიდი დრა­მა, რო­გო­რიც სა­ქარ­თვე­ლომ!!! ქედს ვიხ­რი, მი­ი­ღეთ აპ­ლო­დის­მენ­ტე­ბი, თქვენ ფეხ­ბურ­თის სამ­ყა­როს სა­უ­კე­თე­სო­ებს შო­რის ხართ!!”

“მომ­წონს ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ეს ახა­ლი ფორ­მა­ტი. ის პა­ტა­რა ერებს აძ­ლევს შანსს და ეს ამად სრუ­ლი­ად ღირს! სა­ქარ­თვე­ლო ალ­ბათ ამ ტურ­ნი­რის უდი­დე­სი აღ­მო­ჩე­ნაა!”

“გო­ლის შემ­დეგ ნამ­დვი­ლად ანერ­ვი­უ­ლეს ეს­პა­ნე­ლე­ბი. მიყ­ვარს ეს გუნ­დი - სა­ქარ­თვე­ლო. წარ­მა­ტე­ბე­ბი შემ­დეგ­ზე”.

“ვი­მე­დოვ­ნებ, სა­ქარ­თვე­ლო მო­მა­ვალ მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე მოხ­ვდე­ბა”.

“იმე­დია, მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე გნა­ხავთ. ჯგუ­ფუ­რი ეტა­პი­დან მო­უ­ლოდ­ნე­ლად გას­ვლის­თვის ყო­ჩაღ”.

“ის გა­მარ­ჯვე­ბა პორ­ტუ­გა­ლი­ას­თან რა­ღაც სხვა იყო. მა­მარ­დაშ­ვი­ლი მთე­ლი ტურ­ნი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­მორ­ჩე­უ­ლი იყო. მას დიდი მო­მა­ვა­ლი აქვს. მო­უთ­მენ­ლად ველი, რას გა­ა­კე­თებს სა­ქარ­თვე­ლო შემ­დეგ ევ­რო­ზე. სიყ­ვა­რუ­ლით, კა­ნა­დი­დან”.

“ყვე­ლა ქარ­თველ გულ­შე­მატ­კი­ვარს: მაღ­ლა ას­წი­ეთ თა­ვე­ბი, ეს მო­მა­ვალ­ში რა­ღაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლის გზა­ზე მხო­ლოდ და­სა­წყი­სია”.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

რა ხდებოდა UEFA-ს ფეიჯზე, როცა პოსტი საქართველოს ჩემპიონატიდან გამოთიშვაზე დაიდო - რას წერენ ქართველი და უცხოელი ქომაგები: "ბიჭებო, თავი მაღლა აწიეთ!"

რა ხდებოდა UEFA-ს ფეიჯზე, როცა პოსტი საქართველოს ჩემპიონატიდან გამოთიშვაზე დაიდო - რას წერენ ქართველი და უცხოელი ქომაგები: "ბიჭებო, თავი მაღლა აწიეთ!"

საქართველოს ნაკრები ევრო2024-ის ჩემპიონატზე ფავორიტმა ესპანეთმა მერვედფინალიდან გამოთიშა. მატჩი ანგარიშით 4:1 დამთავრდა, თუმცა საერთაშორისო გამოხმაურება, როგორც მედიაში, ისევე - სოციალურ ქსელში, “ჯვაროსნების” ნაჩვენები თამაშის მიმართ კვლავ ცალსახად დადებითია.

UEFA EURO 2024-ის ფეისბუქ გვერდი საქართველოს ევროპის ჩემპიონატიდან გამოთიშვას ქართველი ფეხბურთელების ფოტოების კოლაჟით გამოეხმაურა, რომელზეც შემდეგ წარწერას ვკითხულობთ: "საამაყო ტურნირი". ამ პოსტზე ფეხბურთის გულშემატკივართა კომენტარების რაოდენობა თითქმის 16 000-ია. რა თქმა უნდა, ქართველების გამოხმაურებები სჭარბობს, თუმცა შეფასებები არც ფეხბურთის უცხოელი გულშემატკივრებისგანაა ცოტა.

გამორჩეული იყო კომენტარი, რომელშიც სოციალური ქსელის ერთ-ერთმა მომხმარებელმა საქართველოს ლექსი მიუძღვნა.

"ლექსი საქართველოსთვის:

ოჰ, ძვირფასო საქართველო, რა სიამოვნება იყო შენი თამაშის ყურება,

რადგან შენ ყველას დღე და ღამ გვართობდი.

მაგრამ ახლა ზეცამ თავისი სიტყვა თქვა,

ვიმედოვნებთ, კვლავ გნახავთ, ამისთვის ვლოცულობთ.

შენ ყველას გვაჩვენე, რას ნიშნავს სიამაყით თამაში,

ნაკრების თეთრი და წითელი ფერები არასდროს მიმალულა.

ყოველ მატჩში მზად იყავი საბრძოლველად,

სინამდვილეში, ყველას აჩვენე, რომ ქართველები მართლები იყვნენ.

წინ წადით, ღირსებითა და მნიშვნელოვანი სვლით,

რადგან ეს მხოლოდ საფეხბურთო მოგზაურობის დასაწყისია.

პირველ რიგში, მაღლა ასწიეთ თავები და არ დაკარგოთ იმედი,

ნაკრებმა მამაცურად აჩვენა ყველა ქართველს, რომ აუცილებლად შეძლებთ გამკლავებას.

ყველას, ვისაც ეჭვი ეპარებოდა, გთხოვთ, ეს დაიმახსოვროთ,

რადგან საქართველოს ისტორია ლამაზად და ჭეშმარიტად დაიწერა.

გმადლობთ, საქართველო - ეს ტურნირი თქვენთვის თავიდანვე უფრო მეტი იყო, ვიდრე უბრალოდ, ფეხბურთი. ეს მოკლე ლექსი თქვენთვისაა, რათა წარმატება გისურვოთ ცხოვრების ყველა სფეროში, განსაკუთრებით - მოვლენებში, რაც მომავალში მოხდება. თქვენი თამაშის ყურება შემიყვარდა!"

ერთ-ერთმა ინდოელმა მომხმარებელმა კი თავისი სათქმელი ქართულად გადმოთარგმნა და ასეთი შეფასება მოგვიძღვნა:

“არა მარტო ქართველებს, როგორც მე, ინდოელს, მიყვარს ეს მოთამაშეები და ყველა ლამაზი და გულკეთილი ქართველი ადამიანი. ისინი ძალიან სტუმართმოყვარეები და მეგობრულები არიან, პატივია თქვენი გულშემატკივრობა და ეს მხოლოდ დასაწყისია, შორს წახვალთ. ვოცნებობ, ერთ დღეს საქართველოს ვეწვიო და ყველა ჩემს ლამაზ მეგობარს შევხვდე, მიყვარხართ ყველანი ინდოეთიდან. გახსოვდეთ, მოგზაურობა ახლახან დაიწყო”.

პოსტზე ასევე ვკითხულობთ შემდეგ კომენტარებს:

"სამწუხაროდ, დღეს გამოვემშვიდობეთ შესანიშნავ აუდიტორიას, რომელიც საქართველოს უკან იდგა”.

"პატივისცემა საქართველოს ალბანელი გულშემატკივრისგან, თქვენ ჩემს გუნდზე უკეთ ითამაშეთ! პატივისცემას იმსახურებთ”.

"საქართველომ ძალიან კარგად ითამაშა ევროზე, კარგი გუნდია. საუკეთესო სურვილები შვეიცარიიდან”.

"მოგება და წაგება თამაშის ნაწილია, მაგრამ თქვენ გულები მოიგეთ, საქართველო”.

"სიამოვნება იყო თქვენი ყურება. ნეტავ საქართველო გასულიყო 1/4 ფინალში, მოსაწყენი ინგლისის ნაცვლად”.

"მიუხედავად იმისა, რომ უმეტესად, ესპანეთს ჰქონდა ბურთი… მომეწონა, რომ როცა "კვარა" ბურთს იღებდა, უკან არასდროს აბრუნებდა. ყოველთვის წინ მიდიოდა 2 ან 3 მცველის წინააღმდეგ, მაშინაც კი, როცა მარტო იყო. ეს არის ის, რაც აკლია თანამედროვე ფეხბურთს და მიხარია, რომ ვინმეს მაინც ვხედავ, ვინც ბურთის დაკარგვის შიშის გარეშე ფიქრობს შეტევაზე და არ უფრთხის დადანაშაულებას. დიდი მოთამაშეები ასე იქცევიან, თაობის ტალანტები ასე იქცევიან”.

"რა გუნდია, შესანიშნავი შეკრულობა და რწმენა, მათი კონტრშეტევა უბრალოდ საოცარი იყო, მეკარე ფანტასტიკური იყო, ყველა თამაში გაახალისეს და სახლში გმირებად ბრუნდებიან, მაღლა ასწიეთ თავები, საქართველო, შესანიშნავად ითამაშეთ”.

"მილოცვები საქართველოს. ყველა მატჩში, რომელიც ჩაატარეს, გულით თამაშობდნენ. ბრწყინვალე გუნდი და მეკარე, რამდენი დარტყმა აიღო. ყველანი ძალიან ამაყები უნდა იყოთ”.

საქართველოს პოსტი მიუძღვნა FOX Soccer-მაც, რომელშიც მადლობა გადაუხადა ნაკრებს და დაწერა: "საქართველომ ევრო 2024-ზე შოუ მოაწყო, მოუთმენლად ველით მათ კვლავ ხილვას".

აღნიშნულ პოსტზე ერთ-ერთი საინტერესო კომენტარი იყო, როდესაც მომხმარებელმა ნაკრები "კონკიას" შეადარა, ქართველებისგან კი მახვილგონებრივი პასუხები მიიღო.

"ტურნირის საუკეთესო კონკია გუნდი. შესანიშნავი სამუშაო გასწიეს ჩემპიონატში ამაღელვებელი ელემენტების შეტანის კუთხით”.

ქართველების რეაქცია ამ კომენტარზე შემდეგნაირი იყო:

"უკანა ეზოში კონკიასავით ჩვენ არ გვიტირია, ვიბრძოლეთ და გავაგრძელებთ ბრძოლას, შესანიშნავი გუნდი გვყავს”.

"ისინი შემდეგ ჯერზე, "ქოშისთვის" დაბრუნდებიან”.

ფეხბურთის ერთ-ერთმა გულშემატკივარმა კი, სიტყვებით თამაშით, რეი ჩარლზის ცნობილი სიმღერის სახელწოდება, რომელიც აშშ-ის შტატს, ჯორჯიას ეძღვნება, საქართველოს კონტექსტში გადმოაკეთა და დაწერა: Georgia On My Mind.

პოსტზე სხვა მომხმარებლებმა შემდეგი გამოხმაურებები დატოვეს:

"უნდა ვაღიარო, რომ გაცილებით უკეთესად ითამაშეს ესპანეთის წინააღმდეგ, ვიდრე წარმომედგინა. მათი კონტრშეტევები ძალიან ეფექტური იყო, მეკარე - ფანტასტიკური. ცოტა ჩამოშორდნენ თამაშს მას შემდეგ, რაც ანგარიშში ჩამორჩნენ (2-1). უბრალოდ, ვერ აუბეს მხარი ესპანეთს. მომავალ ტურნირებზე მათი დაბრუნება და ხილვა გამახარებს”.

"არაფერი, გარდა პატივისცემისა იმ ერისადმი, რომელიც გამოჩნდა და შექმნა ასეთი დიდი დრამა, როგორიც საქართველომ!!! ქედს ვიხრი, მიიღეთ აპლოდისმენტები, თქვენ ფეხბურთის სამყაროს საუკეთესოებს შორის ხართ!!”

“მომწონს ევროპის ჩემპიონატის კვალიფიკაციის ეს ახალი ფორმატი. ის პატარა ერებს აძლევს შანსს და ეს ამად სრულიად ღირს! საქართველო ალბათ ამ ტურნირის უდიდესი აღმოჩენაა!”

“გოლის შემდეგ ნამდვილად ანერვიულეს ესპანელები. მიყვარს ეს გუნდი - საქართველო. წარმატებები შემდეგზე”.

“ვიმედოვნებ, საქართველო მომავალ მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვდება”.

“იმედია, მსოფლიო ჩემპიონატზე გნახავთ. ჯგუფური ეტაპიდან მოულოდნელად გასვლისთვის ყოჩაღ”.

“ის გამარჯვება პორტუგალიასთან რაღაც სხვა იყო. მამარდაშვილი მთელი ტურნირის განმავლობაში გამორჩეული იყო. მას დიდი მომავალი აქვს. მოუთმენლად ველი, რას გააკეთებს საქართველო შემდეგ ევროზე. სიყვარულით, კანადიდან”.

“ყველა ქართველ გულშემატკივარს: მაღლა ასწიეთ თავები, ეს მომავალში რაღაც განსაკუთრებულის გზაზე მხოლოდ დასაწყისია”.

წაიკითხეთ ასევე: