მსოფლიო
სამხედრო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
წიგნები
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
წყვილმა 50 წლიანი ბედნიერი თანაცხოვრების შემდეგ ერთად სიკვდილი გადაწყვიტა - ამისთვის მათ ევთანაზიას მიმართეს: რა გახდა მძიმე გადაწყვეტილების მიზეზი?
წყვილმა 50 წლიანი ბედნიერი თანაცხოვრების შემდეგ ერთად სიკვდილი გადაწყვიტა - ამისთვის მათ ევთანაზიას მიმართეს: რა გახდა მძიმე გადაწყვეტილების მიზეზი?

ნი­დერ­ლან­დე­ლი წყვი­ლი 50 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ბედ­ნი­ერ ქორ­წი­ნე­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, თუმ­ცა ცოტა ხნის წინ, 71 წლის ელისს დე­მენ­ცი­ის დი­აგ­ნო­ზი და­უს­ვეს, მისი მე­უღ­ლე, 70 წლის იანი კი გა­მუდ­მე­ბულ ზურ­გის ტკი­ვილს უჩი­ო­და. ამი­ტომ წყვილ­მა გა­და­წყვი­ტა ევ­თა­ნა­ზი­ის­თვის მი­ე­მარ­თა, ივ­ნი­სის და­სა­წყის­ში კი ეს აას­რუ­ლეს კი­დეც.

იან­მა და ელის­მა ერ­თმა­ნე­თი სა­ბავ­შვო ბაღ­ში გა­იც­ნეს. ახალ­გაზ­რდა იანი ჰო­კე­ის თა­მა­შობ­და ნი­დერ­ლან­დე­ბის ეროვ­ნულ ახალ­გაზ­რდულ გუნდში, შემ­დეგ კი სპორ­ტუ­ლი მწვრთნე­ლი გახ­და. ელი­სი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სკო­ლის მას­წავ­ლებ­ლად მუ­შა­ობ­და. შვილს სა­ერ­თო ჰობი, ნა­ოს­ნო­ბა ჰქონ­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით სატ­ვირ­თო ნავი იყი­დეს და ბიზ­ნე­სი წა­მო­ი­წყეს.

იან­მა 2003 წელს ზურ­გზე ოპე­რა­ცია გა­ი­კე­თა, მაგ­რამ ტკი­ვი­ლებს ვე­რა­ფერს შვე­ლო­და. ტკი­ვილ­გა­მა­ყუ­ჩებ­ლე­ბის მი­ღე­ბაც შე­წყვი­ტა, ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში წყვი­ლი იშ­ვი­ა­თად სა­უბ­რობ­და ევ­თა­ნა­ზი­ა­ზე. ია­ნის თქმით, არ სურ­და ფი­ზი­კუ­რი შე­ზღუდ­ვე­ბით დიდ­ხანს ეცხოვ­რა და ვინ­მეს­თვის ტვირ­თი გამ­ხდა­რი­ყო.

"თუ ბევრ წა­მალს სვამ, ზომ­ბი­ვით ცხოვ­რობ. ამი­ტომ მინ­და ჩემი ტკი­ვი­ლი და ელი­სის ავად­მყო­ფო­ბა შე­ვა­ჩე­რო" - ამ­ბობ­და იანი.

2018 წელს ელის­მა სკო­ლა და­ტო­ვა. ამ პე­რი­ოდ­ში გა­მოვ­ლინ­და დე­მენ­ცი­ის პირ­ვე­ლი ნიშ­ნე­ბი. ხოლო მას შემ­დეგ, რაც გა­არ­კვია, რომ და­ა­ვა­დე­ბას ვერ და­ა­მარ­ცხებ­და, შვილ­თან ერ­თად დუო-ევ­თა­ნა­ზი­ის (ერ­თობ­ლი­ვი სიკ­ვდი­ლი) გან­ხილ­ვა და­ი­წყო.

იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ წყვილს სურს ერ­თად და­ას­რუ­ლოს სი­ცო­ცხლე, მე­დი­კო­სე­ბი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი უნდა იყ­ვნენ, რომ ერთი პარტნი­ო­რი გავ­ლე­ნას არ ახ­დენს მე­ო­რე­ზე. ექი­მებ­თან შეხ­ვედ­რამ­დე ერთი დღით ადრე ელი­სი, იანი, მათი ვაჟი და შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი ერ­თად იყ­ვნენ.

"დე­და­ჩემ­თან ერ­თად სა­ნა­პი­რო­ზე წა­ვე­დი, ბავ­შვე­ბიც იქვე იყ­ვნენ. სა­ღა­მოს ერ­თად ვი­ვახ­შმეთ. ცრემ­ლე­ბი მო­მად­გა, როცა მახ­სენ­დე­ბო­და, რომ ეს ჩვე­ნი ბოლო ვახ­შა­მი იყო" - ამ­ბობს ია­ნი­სა და ელი­სის ერ­თა­დერ­თი ვაჟი.

ნი­დერ­ლან­დებ­ში ნე­ბა­ყოფ­ლო­ბი­თი ევ­თა­ნა­ზია დაშ­ვე­ბუ­ლია იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ექი­მე­ბი პი­რის ტან­ჯვას - ფი­ზი­კურ­სა თუ ფსი­ქო­ლო­გი­ურს - შე­ა­ფა­სე­ბენ, რო­გორც "აუ­ტა­ნელს", გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის პერ­სპექ­ტი­ვის გა­რე­შე. 2023 წელს ნი­დერ­ლან­დებ­ში ევ­თა­ნა­ზი­ას 9068 ადა­მი­ან­მა მი­მარ­თა.

წყა­რო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

წყვილმა 50 წლიანი ბედნიერი თანაცხოვრების შემდეგ ერთად სიკვდილი გადაწყვიტა - ამისთვის მათ ევთანაზიას მიმართეს: რა გახდა მძიმე გადაწყვეტილების მიზეზი?

წყვილმა 50 წლიანი ბედნიერი თანაცხოვრების შემდეგ ერთად სიკვდილი გადაწყვიტა - ამისთვის მათ ევთანაზიას მიმართეს: რა გახდა მძიმე გადაწყვეტილების მიზეზი?

ნიდერლანდელი წყვილი 50 წლის განმავლობაში ბედნიერ ქორწინებაში იმყოფებოდა, თუმცა ცოტა ხნის წინ, 71 წლის ელისს დემენციის დიაგნოზი დაუსვეს, მისი მეუღლე, 70 წლის იანი კი გამუდმებულ ზურგის ტკივილს უჩიოდა. ამიტომ წყვილმა გადაწყვიტა ევთანაზიისთვის მიემართა, ივნისის დასაწყისში კი ეს აასრულეს კიდეც.

იანმა და ელისმა ერთმანეთი საბავშვო ბაღში გაიცნეს. ახალგაზრდა იანი ჰოკეის თამაშობდა ნიდერლანდების ეროვნულ ახალგაზრდულ გუნდში, შემდეგ კი სპორტული მწვრთნელი გახდა. ელისი წლების განმავლობაში სკოლის მასწავლებლად მუშაობდა. შვილს საერთო ჰობი, ნაოსნობა ჰქონდა. მოგვიანებით სატვირთო ნავი იყიდეს და ბიზნესი წამოიწყეს.

იანმა 2003 წელს ზურგზე ოპერაცია გაიკეთა, მაგრამ ტკივილებს ვერაფერს შველოდა. ტკივილგამაყუჩებლების მიღებაც შეწყვიტა, ამ პერიოდის განმავლობაში წყვილი იშვიათად საუბრობდა ევთანაზიაზე. იანის თქმით, არ სურდა ფიზიკური შეზღუდვებით დიდხანს ეცხოვრა და ვინმესთვის ტვირთი გამხდარიყო.

"თუ ბევრ წამალს სვამ, ზომბივით ცხოვრობ. ამიტომ მინდა ჩემი ტკივილი და ელისის ავადმყოფობა შევაჩერო" - ამბობდა იანი.

2018 წელს ელისმა სკოლა დატოვა. ამ პერიოდში გამოვლინდა დემენციის პირველი ნიშნები. ხოლო მას შემდეგ, რაც გაარკვია, რომ დაავადებას ვერ დაამარცხებდა, შვილთან ერთად დუო-ევთანაზიის (ერთობლივი სიკვდილი) განხილვა დაიწყო.

იმ შემთხვევაში, თუ წყვილს სურს ერთად დაასრულოს სიცოცხლე, მედიკოსები დარწმუნებული უნდა იყვნენ, რომ ერთი პარტნიორი გავლენას არ ახდენს მეორეზე. ექიმებთან შეხვედრამდე ერთი დღით ადრე ელისი, იანი, მათი ვაჟი და შვილიშვილები ერთად იყვნენ.

"დედაჩემთან ერთად სანაპიროზე წავედი, ბავშვებიც იქვე იყვნენ. საღამოს ერთად ვივახშმეთ. ცრემლები მომადგა, როცა მახსენდებოდა, რომ ეს ჩვენი ბოლო ვახშამი იყო" - ამბობს იანისა და ელისის ერთადერთი ვაჟი.

ნიდერლანდებში ნებაყოფლობითი ევთანაზია დაშვებულია იმ შემთხვევაში, თუ ექიმები პირის ტანჯვას - ფიზიკურსა თუ ფსიქოლოგიურს - შეაფასებენ, როგორც "აუტანელს", გაუმჯობესების პერსპექტივის გარეშე. 2023 წელს ნიდერლანდებში ევთანაზიას 9068 ადამიანმა მიმართა.

წყარო