სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ფასად გაიყიდა პრინცესას მდიდრული კაბები და ხელწერილები - მორიგი მასშტაბური საქველმოქმედო აუქციონი, დაიანას ეფექტით
რა ფასად გაიყიდა პრინცესას მდიდრული კაბები და ხელწერილები - მორიგი მასშტაბური საქველმოქმედო აუქციონი, დაიანას ეფექტით

კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში გა­მარ­თულ აუქ­ცი­ონ­ზე სა­მე­ფო ოჯა­ხის წევ­რე­ბის კუთ­ვნი­ლი ნივ­თე­ბის კო­ლექ­ცია, მათ შო­რის გარ­დაც­ვლი­ლი პრინ­ცე­სა და­ი­ა­ნას კა­ბე­ბი და ჩა­ნა­წე­რე­ბი, 4 მი­ლი­ონ ფუნტ სტერ­ლინგზე მე­ტად გა­ი­ყი­და. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას BBC ავ­რცე­ლებს.

აუქ­ცი­ონ­ზე 200-ზე მეტი ნივ­თი იყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი და აუქ­ცი­ო­ნე­რე­ბის მიერ და­სა­ხელ­და, რო­გორც და­ი­ა­ნას პი­რა­დი ნივ­თე­ბის ყვე­ლა­ზე ვრცე­ლი კო­ლექ­ცია, მას შემ­დეგ, რაც მან სა­კუ­თა­რი საქ­ველ­მოქ­მე­დო აუქ­ცი­ო­ნი 1997 წელს, გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე ორი თვით ადრე გა­მარ­თა.

ბრი­ტა­ნე­ლი დი­ზა­ი­ნე­რის, ვიქ­ტორ ედელშტა­ი­ნის მიერ შექ­მნილ­მა მა­ჯენ­ტას ფე­რის აბ­რე­შუ­მი­სა და მაქ­მა­ნე­ბი­ან­მა სა­ღა­მოს კა­ბამ, რო­მე­ლიც და­ი­ა­ნამ 1987 წელს, ლონ­დონ­სა და გერ­მა­ნი­ა­ში ჩა­იც­ვა, ფა­სით პირ­ვე­ლი ად­გი­ლი და­ი­კა­ვა და 910,000 დო­ლა­რად (720,000 ფუნ­ტი სტერ­ლინ­გი) - თავ­და­პირ­ველ მი­ნი­მა­ლურ შე­ფა­სე­ბა­ზე ოთხჯერ მეტი ღი­რე­ბუ­ლე­ბით გა­ი­ყი­და.

ედელშტა­ინ­მა ასე­ვე შექ­მნა ცნო­ბი­ლი მუქი ლურ­ჯი კაბა, რო­მე­ლიც პრინ­ცე­სამ ჩა­იც­ვა, რო­დე­საც 1985 წელს, თეთრ სახ­ლში ჯონ ტრა­ვოლ­ტას­თან იცეკ­ვა.

და­ი­ა­ნას საყ­ვა­რე­ლი დი­ზა­ი­ნე­რე­ბის, მათ შო­რის ედელშტა­ი­ნის, ქე­რო­ლა­ინ ჩარლ­ზი­სა და ქეთ­რინ უო­კე­რის ნა­მუ­შევ­რე­ბი აუქ­ცი­ონ­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი იყო სა­ხელ­წო­დე­ბით: "პრინ­ცე­სა და­ი­ა­ნას ელე­გან­ტუ­რო­ბა და სა­მე­ფო კო­ლექ­ცია". აუქ­ცი­ო­ნი ლოს-ან­ჯე­ლეს­ში, The Peninsula Beverly Hills-ში გა­ი­მარ­თა.

მი­უ­რეი არ­ბე­ი­დის შუ­ა­ღა­მის ლურ­ჯი კაბა, რო­მე­ლიც პრინ­ცე­სამ 1986 წელს ორ­ჯერ, ასე­ვე, 1987 წელს სა­მე­ფო ოპე­რის თე­ატ­რში "კონ­კი­ას" წარ­მოდ­გე­ნა­ზე ჩა­იც­ვა, შე­ფა­სე­ბულ ფას­ზე და­ახ­ლო­ე­ბით ოთხჯერ მეტი ღი­რე­ბუ­ლე­ბით - 780,000 დო­ლა­რად (617,000 ფუნ­ტი სტერ­ლინ­გი) გა­ი­ყი­და.

უო­კე­რის მიერ შექ­მნი­ლი ვარ­დის­ფე­რი ყვა­ვი­ლო­ვა­ნი აბ­რე­შუ­მის პე­რან­გის ტი­პის კაბა, რო­მე­ლიც დი­ა­ნამ 1988 წელს, რიჩ­მონ­დის სტა­დი­ონ­ზე პრინც უი­ლი­ა­მის სპორ­ტულ დღე­ზე, ასე­ვე, 1992 წელს ნო­თინგ ჰილ­ში, პრინც ჰა­რის სკო­ლი­დან გა­მოყ­ვა­ნი­სას ჩა­იც­ვა, 444,500 დო­ლა­რად (352,000 ფუნ­ტი სტერ­ლინ­გი) გა­ი­ყი­და. ამ კა­ბი­დან შე­მო­სავ­ლის ნა­წი­ლი გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­მე­ფოს კუნ­თო­ვა­ნი დის­ტრო­ფი­ის საქ­ველ­მოქ­მე­დო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას გა­და­ე­ცე­მა.

აუქ­ცი­ონ­ზე ასე­ვე წარ­მოდ­გე­ნი­ლი იყო და­ი­ა­ნას 20-ზე მეტი ხელ­ნა­წე­რი წე­რი­ლი, ჩა­ნა­წე­რი და სა­დღე­სას­წა­უ­ლო ბა­რა­თი.

წე­რი­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბა სპენ­სე­რე­ბის ოჯა­ხის სახ­ლის ყო­ფი­ლი მო­ახ­ლის­თვის, მოდ პენ­დრის­თვის იყო მი­წე­რი­ლი, ნორ­თჰემპტონ­შირ­ში, სა­დაც და­ი­ა­ნა გა­ი­ზარ­და.

1984 წლით და­თა­რი­ღე­ბუ­ლი სამ­გვერ­დი­ა­ნი ხელ­ნა­წე­რი წე­რი­ლი, რო­დე­საც და­ი­ა­ნა ჰა­რი­ზე იყო ფეხ­მძი­მედ, თა­ვის შე­ფა­სე­ბა­ზე თხუთ­მეტ­ჯერ მეტი ფა­სით - 44,450 დო­ლა­რად (35,000 ფუნ­ტი სტერ­ლინ­გი) გა­ი­ყი­და.

აუქ­ცი­ონ­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი იყო ორგვერ­დი­ა­ნი წე­რი­ლიც, რო­მე­ლიც პრინ­ცე­სამ ბა­ტონ და ქალ­ბა­ტონ პენ­დრის 1985 წელს მის­წე­რა და რო­მელ­შიც უი­ლი­ა­მი­სა და ჰა­რის ფო­ტო­ე­ბი იყო ჩაკ­რუ­ლი. ამ წე­რილს და­ი­ა­ნამ მი­ა­წე­რა: "დიდი სიყ­ვა­რუ­ლით ჩვე­ნი ოთხე­უ­ლის­გან" და ის 28,575 დო­ლა­რად (23,000 ფუნ­ტი სტერ­ლინ­გი) გა­ი­ყი­და.

"დღე­ვან­დე­ლი ის­ტო­რი­უ­ლი აუქ­ცი­ო­ნის ფე­ნო­მე­ნა­ლუ­რი შე­დე­გე­ბი, რო­მე­ლიც პრინ­ცე­სა და­ი­ა­ნას და­ბა­დე­ბის დღემ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე მო­ე­წყო, აჩ­ვე­ნებს, თუ რა­ტომ არის და ყო­ველ­თვის იქ­ნე­ბა და­ი­ა­ნა მსოფ­ლი­ოს ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე საყ­ვა­რე­ლი და შთა­მა­გო­ნე­ბე­ლი კულ­ტუ­რუ­ლი ფი­გუ­რა", - გა­ნა­ცხა­და Julien's Auctions-ის თა­ნა­დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა და აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა დი­რექ­ტორ­მა, მარ­ტინ ნო­ლან­მა.

"ეს დახ­ვე­წი­ლი სა­მო­სი, ფეხ­საც­მე­ლე­ბი და აქ­სე­სუ­ა­რე­ბი არა მხო­ლოდ მო­დის ტენ­დენ­ცი­ებს ქმნი­და, არა­მედ, მის სით­ბო­სა და ჰუ­მა­ნუ­რო­ბას ასა­ხავ­და, რა­მაც და­ი­ა­ნა ყვე­ლა დრო­ის ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რულ და უდი­დეს სა­მე­ფო ხა­ტად აქ­ცია".

აუქ­ცი­ო­ნი ჟაკ აზა­გუ­რის მიერ შექ­მნი­ლი კა­ბის გა­ყიდ­ვას მოჰ­ყვა, რო­მე­ლიც და­ი­ა­ნამ იტა­ლი­ა­ში, 1985 წელს ჩა­იც­ვა. მისი გა­ყიდ­ვით ახა­ლი მსოფ­ლიო რე­კორ­დი დამ­ყარ­და - ეს გახ­და ყვე­ლა­ზე ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი კაბა, რო­მე­ლიც სა­მე­ფო ოჯა­ხის წევ­რს ეცვა - ის დე­კემ­ბერ­ში, 1 მი­ლი­ონ დო­ლარ­ზე მე­ტად (792,000 ფუნ­ტი სტერ­ლინ­გი) გა­ი­ყი­და.

წყა­რო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

რა ფასად გაიყიდა პრინცესას მდიდრული კაბები და ხელწერილები - მორიგი მასშტაბური საქველმოქმედო აუქციონი, დაიანას ეფექტით

რა ფასად გაიყიდა პრინცესას მდიდრული კაბები და ხელწერილები - მორიგი მასშტაბური საქველმოქმედო აუქციონი, დაიანას ეფექტით

კალიფორნიაში გამართულ აუქციონზე სამეფო ოჯახის წევრების კუთვნილი ნივთების კოლექცია, მათ შორის გარდაცვლილი პრინცესა დაიანას კაბები და ჩანაწერები, 4 მილიონ ფუნტ სტერლინგზე მეტად გაიყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

აუქციონზე 200-ზე მეტი ნივთი იყო წარმოდგენილი და აუქციონერების მიერ დასახელდა, როგორც დაიანას პირადი ნივთების ყველაზე ვრცელი კოლექცია, მას შემდეგ, რაც მან საკუთარი საქველმოქმედო აუქციონი 1997 წელს, გარდაცვალებამდე ორი თვით ადრე გამართა.

ბრიტანელი დიზაინერის, ვიქტორ ედელშტაინის მიერ შექმნილმა მაჯენტას ფერის აბრეშუმისა და მაქმანებიანმა საღამოს კაბამ, რომელიც დაიანამ 1987 წელს, ლონდონსა და გერმანიაში ჩაიცვა, ფასით პირველი ადგილი დაიკავა და 910,000 დოლარად (720,000 ფუნტი სტერლინგი) - თავდაპირველ მინიმალურ შეფასებაზე ოთხჯერ მეტი ღირებულებით გაიყიდა.

ედელშტაინმა ასევე შექმნა ცნობილი მუქი ლურჯი კაბა, რომელიც პრინცესამ ჩაიცვა, როდესაც 1985 წელს, თეთრ სახლში ჯონ ტრავოლტასთან იცეკვა.

დაიანას საყვარელი დიზაინერების, მათ შორის ედელშტაინის, ქეროლაინ ჩარლზისა და ქეთრინ უოკერის ნამუშევრები აუქციონზე წარმოდგენილი იყო სახელწოდებით: "პრინცესა დაიანას ელეგანტურობა და სამეფო კოლექცია". აუქციონი ლოს-ანჯელესში, The Peninsula Beverly Hills-ში გაიმართა.

მიურეი არბეიდის შუაღამის ლურჯი კაბა, რომელიც პრინცესამ 1986 წელს ორჯერ, ასევე, 1987 წელს სამეფო ოპერის თეატრში "კონკიას" წარმოდგენაზე ჩაიცვა, შეფასებულ ფასზე დაახლოებით ოთხჯერ მეტი ღირებულებით - 780,000 დოლარად (617,000 ფუნტი სტერლინგი) გაიყიდა.

უოკერის მიერ შექმნილი ვარდისფერი ყვავილოვანი აბრეშუმის პერანგის ტიპის კაბა, რომელიც დიანამ 1988 წელს, რიჩმონდის სტადიონზე პრინც უილიამის სპორტულ დღეზე, ასევე, 1992 წელს ნოთინგ ჰილში, პრინც ჰარის სკოლიდან გამოყვანისას ჩაიცვა, 444,500 დოლარად (352,000 ფუნტი სტერლინგი) გაიყიდა. ამ კაბიდან შემოსავლის ნაწილი გაერთიანებულ სამეფოს კუნთოვანი დისტროფიის საქველმოქმედო ორგანიზაციას გადაეცემა.

აუქციონზე ასევე წარმოდგენილი იყო დაიანას 20-ზე მეტი ხელნაწერი წერილი, ჩანაწერი და სადღესასწაულო ბარათი.

წერილების უმეტესობა სპენსერების ოჯახის სახლის ყოფილი მოახლისთვის, მოდ პენდრისთვის იყო მიწერილი, ნორთჰემპტონშირში, სადაც დაიანა გაიზარდა.

1984 წლით დათარიღებული სამგვერდიანი ხელნაწერი წერილი, როდესაც დაიანა ჰარიზე იყო ფეხმძიმედ, თავის შეფასებაზე თხუთმეტჯერ მეტი ფასით - 44,450 დოლარად (35,000 ფუნტი სტერლინგი) გაიყიდა.

აუქციონზე წარმოდგენილი იყო ორგვერდიანი წერილიც, რომელიც პრინცესამ ბატონ და ქალბატონ პენდრის 1985 წელს მისწერა და რომელშიც უილიამისა და ჰარის ფოტოები იყო ჩაკრული. ამ წერილს დაიანამ მიაწერა: "დიდი სიყვარულით ჩვენი ოთხეულისგან" და ის 28,575 დოლარად (23,000 ფუნტი სტერლინგი) გაიყიდა.

"დღევანდელი ისტორიული აუქციონის ფენომენალური შედეგები, რომელიც პრინცესა დაიანას დაბადების დღემდე რამდენიმე დღით ადრე მოეწყო, აჩვენებს, თუ რატომ არის და ყოველთვის იქნება დაიანა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი და შთამაგონებელი კულტურული ფიგურა", - განაცხადა Julien's Auctions-ის თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, მარტინ ნოლანმა.

"ეს დახვეწილი სამოსი, ფეხსაცმელები და აქსესუარები არა მხოლოდ მოდის ტენდენციებს ქმნიდა, არამედ, მის სითბოსა და ჰუმანურობას ასახავდა, რამაც დაიანა ყველა დროის ყველაზე პოპულარულ და უდიდეს სამეფო ხატად აქცია".

აუქციონი ჟაკ აზაგურის მიერ შექმნილი კაბის გაყიდვას მოჰყვა, რომელიც დაიანამ იტალიაში, 1985 წელს ჩაიცვა. მისი გაყიდვით ახალი მსოფლიო რეკორდი დამყარდა - ეს გახდა ყველაზე ძვირადღირებული კაბა, რომელიც სამეფო ოჯახის წევრს ეცვა - ის დეკემბერში, 1 მილიონ დოლარზე მეტად (792,000 ფუნტი სტერლინგი) გაიყიდა.

წყარო