მსოფლიო
მოზაიკა

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ამბობს პრემიერი ახალგაზრდებისთვის ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამაზე, რომელიც სექტემბრიდან ამოქმედდება
რას ამბობს პრემიერი ახალგაზრდებისთვის ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამაზე, რომელიც სექტემბრიდან ამოქმედდება

გა­ნა­ცხა­დე­ბის მი­ღე­ბა და­ი­წყე­ბა უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში და პირ­ვე­ლი სექ­ტემ­ბრი­დან 3 000-მდე კურსდამ­თავ­რე­ბულს მი­ე­ცე­მა რო­გორც სა­ჯა­რო სამ­სა­ხურ­ში, ისე კერ­ძო სექ­ტორ­ში და მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებ­ში ანა­ზღა­უ­რე­ბა­დი სტა­ჟი­რე­ბის გავ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბა, - ამის შე­სა­ხებ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა პარ­ლა­მენ­ტში ყო­ველ­წლი­ურ მოხ­სე­ნე­ბა­ში გა­ნა­ცხა­და.

მთავ­რო­ბის მე­თა­ურ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ ახალ­გაზ­რდო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

"ახალ­გაზ­რდო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც გვქონ­და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, გუ­შინ დას­რულ­და „სტუ­დფეს­ტი“, ბა­ნა­კე­ბი ანაკ­ლი­ა­ში, შა­ორ­ზე არის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, ეს პრო­ექ­ტე­ბი გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა ზა­ფხუ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში. ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ახალ­გაზ­რდე­ბის­თვის ანა­ზღა­უ­რე­ბა­დი სტა­ჟი­რე­ბის პროგ­რა­მა, რო­მე­ლიც სექ­ტემ­ბრი­დან ამოქ­მედ­დე­ბა. პარ­ლა­მენ­ტმა მი­ი­ღო ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით კა­ნო­ნი და ამ კა­ნონს სჭირ­დე­ბო­და სა­თა­ნა­დო რე­ა­ლი­ზე­ბა, ხორ­ცშეს­ხმა და სწო­რედ, ამის­თვის სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ შე­ი­მუ­შა­ვა ანა­ზღა­უ­რე­ბა­დი სტა­ჟი­რე­ბის პროგ­რა­მა. შე­სა­ბა­მი­სი გა­ნა­ცხა­დე­ბის მი­ღე­ბა და­ი­წყე­ბა უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში და პირ­ვე­ლი სექ­ტემ­ბრი­დან 3 000-მდე კურსდამ­თავ­რე­ბულს მი­ე­ცე­მა რო­გორც სა­ჯა­რო სამ­სა­ხურ­ში, ისე კერ­ძო სექ­ტორ­ში და მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებ­ში ანა­ზღა­უ­რე­ბა­დი სტა­ჟი­რე­ბის გავ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბა. ეს იქ­ნე­ბა 4-თვი­ა­ნი სტა­ჟი­რე­ბა. წელს გვექ­ნე­ბა ეს პრო­ექ­ტი სა­პი­ლო­ტე რე­ჟიმ­ში, მო­მა­ვალ წლებ­ში კი ვეც­დე­ბით უფრო მე­ტად დავ­ხვე­წოთ ეს პროგ­რა­მა“, - აღ­ნიშ­ნა პრე­მი­ერ­მა.

პრე­მი­ერ­მა სპორ­ტის მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზეც ისა­უბ­რა და გა­ნა­ცხა­და, რომ სა­ქარ­თვე­ლომ არა­ერთ სა­ერ­თა­შო­რი­სო ტურ­ნირს უმას­პინ­ძლა და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ძა­ლის­ხმე­ვა მო­მა­ვალ­შიც გაგ­რძელ­დე­ბა.

"სპორტზე უკვე ბევ­რი ვი­სა­უბ­რე, გვაქვს უპ­რე­ცენ­დენ­ტო წარ­მა­ტე­ბე­ბი. არა მხო­ლოდ გუნ­დურ სა­ხე­ო­ბებ­ში, არა­მედ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ სა­ხე­ო­ბებ­შიც. ასე­ვე ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ჩვენ­მა ქვე­ყა­ნამ უმას­პინ­ძლა არა­ერთ სა­ერ­თა­შო­რი­სო ტურ­ნირს. შარ­შან ზა­ფხულ­ში ვუ­მას­პინ­ძლეთ ახალ­გაზ­რდულ ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატს ფეხ­ბურთში. ძა­ლი­ან დიდი წარ­მა­ტე­ბით და მად­ლო­ბა ამი­სათ­ვის კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტროს და ასე­ვე ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ას. თე­ბერ­ვალ­ში ვუ­მას­პინ­ძლეთ კა­დეტ­თა, იუ­ნი­ორ­თა და 21-წლამ­დელ­თა ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატს კა­რა­ტე­ში. მარ­ტში მეს­ტი­ამ უმას­პინ­ძლა ფრი­რა­ი­დის მსოფ­ლიო ტურს. 300 მლნ-ზე მეტი ტე­ლე­მა­ყუ­რე­ბე­ლი პირ­და­პირ ეთერ­ში ადევ­ნებ­და თვალ­ყურს ამ ტურ­ნირს, რო­მე­ლიც გა­ი­მარ­თა მეს­ტი­ა­ში. აპ­რილ­ში გუ­და­ურ­მა უმას­პინ­ძლა სნო­უ­ბორდში ახალ­გაზ­რდულ მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატს. რა თქმა უნდა, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მო­მა­ვალ­შიც გაგ­რძელ­დე­ბა ძა­ლის­ხმე­ვა“, - გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ­მა.

მთავ­რო­ბის მე­თა­უ­რის თქმით, სა­ქარ­თვე­ლო 2026 წელს უმას­პინ­ძლებს ძი­უ­დოს ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატს და ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ნა­ცხა­დი უკვე დამ­ტკი­ცე­ბუ­ლია.

"ჩვენ 2026 წელს ვუ­მას­პინ­ძლებთ ძი­უ­დოს ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატს. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­კეთ­და გა­ნა­ცხა­დი და უკვე დამ­ტკიც­და ჩვე­ნი გა­ნა­ცხა­დი. ქარ­თუ­ლი ძი­უ­დო ჩვენ­თვის არის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ 2026 წელს ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტი გა­ი­მარ­თე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში. ასე­ვე გა­ნა­ცხა­დი გვაქვს წარ­დგე­ნი­ლი 2025 და 2026 წლებ­ში რაგ­ბის 20 წლამ­დე მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის ჩა­სა­ტა­რებ­ლად. იმე­დი გვაქვს, რომ სა­ერ­თა­შო­რი­სო რაგ­ბის კავ­ში­რი ჩვენს ამ გა­ნა­ცხადს მო­ი­წო­ნებს, რისი დიდი ალ­ბა­თო­ბაც არ­სე­ბობს.

გან­ხორ­ცი­ელ­და ეროვ­ნუ­ლი, ოლიმ­პი­უ­რი და ასა­კობ­რი­ვი ნაკ­რე­ბე­ბის წევრთა, მწვრთნელ­თა, ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი და სა­ე­ქი­მო პერ­სო­ნა­ლის, ასე­ვე პერ­სპექ­ტი­ულ სპორ­ტსმენ­თა სტი­პენ­დი­ე­ბის პროგ­რა­მის რე­ფორ­მა; სპორ­ტსმე­ნე­ბის სტი­პენ­დია სა­შუ­ა­ლოდ 50%-იდან 70%-მდე გა­ი­ზარ­და, ხოლო მწვრთნე­ლე­ბი­სა და ექი­მე­ბის − 35%-იდან 50%-მდე.

და­ი­წყო ფი­ზი­კუ­რი აღ­ზრდი­სა და სპორ­ტის სა­ხელ­მწი­ფო სას­წავ­ლო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ახა­ლი, ევ­რო­პუ­ლი სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სი შე­ნო­ბის მშე­ნებ­ლო­ბა, რო­მე­ლიც მო­მა­ვალ წელს შევა ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ა­ში“, - გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

რას ამბობს პრემიერი ახალგაზრდებისთვის ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამაზე, რომელიც სექტემბრიდან ამოქმედდება

რას ამბობს პრემიერი ახალგაზრდებისთვის ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამაზე, რომელიც სექტემბრიდან ამოქმედდება

განაცხადების მიღება დაიწყება უახლოეს მომავალში და პირველი სექტემბრიდან 3 000-მდე კურსდამთავრებულს მიეცემა როგორც საჯარო სამსახურში, ისე კერძო სექტორში და მუნიციპალიტეტებში ანაზღაურებადი სტაჟირების გავლის საშუალება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში ყოველწლიურ მოხსენებაში განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ახალგაზრდობის მიმართულებითაც ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებები ხორციელდება.

"ახალგაზრდობის მიმართულებითაც გვქონდა მნიშვნელოვანი ღონისძიებები, გუშინ დასრულდა „სტუდფესტი“, ბანაკები ანაკლიაში, შაორზე არის ძალიან მნიშვნელოვანი, ეს პროექტები განხორციელდება ზაფხულის განმავლობაში. ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისთვის ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა, რომელიც სექტემბრიდან ამოქმედდება. პარლამენტმა მიიღო ამ მიმართულებით კანონი და ამ კანონს სჭირდებოდა სათანადო რეალიზება, ხორცშესხმა და სწორედ, ამისთვის საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა. შესაბამისი განაცხადების მიღება დაიწყება უახლოეს მომავალში და პირველი სექტემბრიდან 3 000-მდე კურსდამთავრებულს მიეცემა როგორც საჯარო სამსახურში, ისე კერძო სექტორში და მუნიციპალიტეტებში ანაზღაურებადი სტაჟირების გავლის საშუალება. ეს იქნება 4-თვიანი სტაჟირება. წელს გვექნება ეს პროექტი საპილოტე რეჟიმში, მომავალ წლებში კი ვეცდებით უფრო მეტად დავხვეწოთ ეს პროგრამა“, - აღნიშნა პრემიერმა.

პრემიერმა სპორტის მიმართულებაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველომ არაერთ საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლა და ამ მიმართულებით ძალისხმევა მომავალშიც გაგრძელდება.

"სპორტზე უკვე ბევრი ვისაუბრე, გვაქვს უპრეცენდენტო წარმატებები. არა მხოლოდ გუნდურ სახეობებში, არამედ ინდივიდუალურ სახეობებშიც. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა ქვეყანამ უმასპინძლა არაერთ საერთაშორისო ტურნირს. შარშან ზაფხულში ვუმასპინძლეთ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატს ფეხბურთში. ძალიან დიდი წარმატებით და მადლობა ამისათვის კულტურისა და სპორტის სამინისტროს და ასევე ფეხბურთის ფედერაციას. თებერვალში ვუმასპინძლეთ კადეტთა, იუნიორთა და 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს კარატეში. მარტში მესტიამ უმასპინძლა ფრირაიდის მსოფლიო ტურს. 300 მლნ-ზე მეტი ტელემაყურებელი პირდაპირ ეთერში ადევნებდა თვალყურს ამ ტურნირს, რომელიც გაიმართა მესტიაში. აპრილში გუდაურმა უმასპინძლა სნოუბორდში ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატს. რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით მომავალშიც გაგრძელდება ძალისხმევა“, - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო 2026 წელს უმასპინძლებს ძიუდოს ევროპის ჩემპიონატს და ამასთან დაკავშირებით განაცხადი უკვე დამტკიცებულია.

"ჩვენ 2026 წელს ვუმასპინძლებთ ძიუდოს ევროპის ჩემპიონატს. ამასთან დაკავშირებით გაკეთდა განაცხადი და უკვე დამტკიცდა ჩვენი განაცხადი. ქართული ძიუდო ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 2026 წელს ევროპის ჩემპიონატი გაიმართება საქართველოში. ასევე განაცხადი გვაქვს წარდგენილი 2025 და 2026 წლებში რაგბის 20 წლამდე მსოფლიო ჩემპიონატის ჩასატარებლად. იმედი გვაქვს, რომ საერთაშორისო რაგბის კავშირი ჩვენს ამ განაცხადს მოიწონებს, რისი დიდი ალბათობაც არსებობს.

განხორციელდა ეროვნული, ოლიმპიური და ასაკობრივი ნაკრებების წევრთა, მწვრთნელთა, ადმინისტრაციული და საექიმო პერსონალის, ასევე პერსპექტიულ სპორტსმენთა სტიპენდიების პროგრამის რეფორმა; სპორტსმენების სტიპენდია საშუალოდ 50%-იდან 70%-მდე გაიზარდა, ხოლო მწვრთნელებისა და ექიმების − 35%-იდან 50%-მდე.

დაიწყო ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ახალი, ევროპული სტანდარტების შესაბამისი შენობის მშენებლობა, რომელიც მომავალ წელს შევა ექსპლუატაციაში“, - განაცხადა პრემიერმა.