კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ღირს საქართველო-ესპანეთის მატჩზე გასამგზავრებელი ბილეთი
რა ღირს საქართველო-ესპანეთის მატჩზე გასამგზავრებელი ბილეთი

სა­ქარ­თვე­ლოს აე­რო­პორ­ტე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ქარ­თვე­ლო-ეს­პა­ნე­თის მერ­ვე­დფი­ნა­ლურ მატჩზე და­სას­წრე­ბად ქო­მა­გე­ბის­თვის სუბ­სი­დი­რე­ბუ­ლი 4 ჩარ­ტე­რუ­ლი რე­ი­სი გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­სამ­გზავ­რე­ბე­ლი ბი­ლე­თე­ბის შე­ძე­ნა ქო­მა­გებს tkt.ge-ზე 28 ივ­ნი­სის 13:00 სა­ა­თი­დან შე­ეძ­ლე­ბათ.

„EURO 2024 ზე, სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის სა­გულ­შე­მატ­კივ­როდ, მერ­ვე­დფი­ნა­ლურ მატჩზე გა­სამ­გზავ­რე­ბე­ლი ბი­ლე­თე­ბის გა­ყიდ­ვა და­ი­წყო. ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის ქო­მა­გებს ბი­ლე­თე­ბის შე­ძე­ნა tkt.ge-ს პლატ­ფორ­მა­ზე უკვე სა­ა­თი­დან შე­უძ­ლი­ათ. 1 გზის ღი­რე­ბუ­ლე­ბა, წინა სუბ­სი­დი­რე­ბუ­ლი რე­ი­სე­ბის მსგავ­სად, 195 ევრო ღირს. ბი­ლე­თე­ბის გა­ყიდ­ვის მო­ნი­ტო­რინგს ასე­ვე, მგზავ­რე­ბის რე­გის­ტრა­ცი­ის პრო­ცესს სრუ­ლად აე­რო­პორ­ტე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა უზ­რუნ­ველ­ყოფს“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

სა­ქარ­თვე­ლოს აე­რო­პორ­ტე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბის გე­ნე­რა­ლუ­რის დი­რექ­ტო­რის, ირაკ­ლი ქარ­ქა­შა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ფრე­ნებს ქარ­თუ­ლი ავი­ა­კომ­პა­ნი­ე­ბი: „ჯორ­ჯი­ან ვინგსი“ და „ჯორ­ჯი­ან ეარ­ვე­ი­სი“ შე­ას­რუ­ლე­ბენ.

„პირ­ველ რიგ­ში, ჩვენს ნაკ­რებს EURO 2024-ზე ის­ტო­რი­ულ გა­მარ­ჯვე­ბას და მერ­ვე­დფი­ნალ­ში გას­ვლას ვუ­ლო­ცავ. ჩვენ უნდა გა­ვაგ­რძე­ლოთ ის­ტო­რი­ის წერა, ახლა უკვე ეს­პა­ნე­თის ნაკ­რებ­თან. ამი­სათ­ვის კი სა­ჭი­როა კი­ოლ­ნის სტა­დი­ონ­ზე, რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი ქარ­თვე­ლი ქო­მა­გი მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი იყოს. სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის და­ვა­ლე­ბით, აე­რო­პორ­ტე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბამ და­უ­ყოვ­ნებ­ლივ და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა და­მა­ტე­ბი­თი ჩარ­ტე­რუ­ლი და­ნიშ­ვნა­ზე, რო­გორც კი ჩვენ­მა ნაკ­რებ­მა ჯგუ­ფურ თა­მაშ­ში პორ­ტუ­გა­ლი­ის ნაკ­რე­ბი და­ა­მარ­ცხა „ფლეი ოფის“ ის­ტო­რი­უ­ლი საგ­ზუ­რი მო­ი­პო­ვა. ავი­ა­კომ­პა­ნი­ებ­თან და პარტნი­ორ აე­რო­პორტთან მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის შე­დე­გად, ჯამ­ში კი­ოლ­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტი­დან და პი­რი­ქით, 29 ივ­ნი­სი­დან 2 ივ­ლი­სის პე­რი­ოდ­ში 4 სუბ­სი­დი­რე­ბუ­ლი ჩარ­ტე­რუ­ლი ფრე­ნა შეს­რულ­დე­ბა. გა­სამ­გზავ­რე­ბე­ლი ბი­ლე­თე­ბის შე­ძე­ნა ქო­მა­გებს tkt.ge-ზე 28 ივ­ნი­სის 13:00 სა­ა­თი­დან შე­ეძ­ლე­ბათ“, - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ქარ­ქა­შა­ძემ.

„სა­ქარ­თვე­ლო-ეს­პა­ნე­თის მერ­ვე­დფი­ნა­ლურ მატჩზე და­სას­წრე­ბად მორ­გე­ბუ­ლი სუბ­სი­დი­რე­ბუ­ლი ჩარ­ტე­რუ­ლი ფრე­ნე­ბი შემ­დე­გი გან­რი­გით შეს­რულ­დე­ბა: 29 ივ­ნი­სი თბი­ლი­სი-კი­ოლ­ნი, გაფ­რე­ნა 12:00; 29 ივ­ნი­სი თბი­ლი­სი-კი­ოლ­ნი, გაფ­რე­ნა 19:00 სა­ათ­ზე; 30 ივ­ნი­სი თბი­ლი­სი-კი­ოლ­ნი, გაფ­რე­ნა 04:30 სა­ათ­ზე; 2 ივ­ლი­სი კი­ოლ­ნი-თბი­ლი­სი, გა­მოფ­რე­ნა 15:00 სა­ათ­ზე.

გამფრე­ნი მგზავ­რე­ბი რე­გის­ტრა­ცი­ა­ზე, შე­სა­ბა­მის აე­რო­პორ­ტებ­ში, 3 სა­ა­თით ადრე უნდა გა­მო­ცხად­დნენ. სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა თბი­ლი­სი­დან კი­ოლნში გამ­გზავ­რე­ბი­სას სამ­გზავ­რო დო­კუ­მენ­ტებ­თან ერ­თად, თან უნდა იქო­ნი­ონ სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის ფეხ­ბურ­თის მატჩზე და­სას­წრე­ბი ბი­ლე­თე­ბი. სა­ქარ­თვე­ლოს აე­რო­პორ­ტე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბამ გერ­მა­ნი­ა­ში სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის მატ­ჩებ­ზე და­სას­წრე­ბად ქო­მა­გე­ბის­თვის ჯამ­ში 40-მდე ჩარ­ტე­რუ­ლი რე­ი­სი და­ა­ორ­გა­ნი­ზა.“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

რა ღირს საქართველო-ესპანეთის მატჩზე გასამგზავრებელი ბილეთი

რა ღირს საქართველო-ესპანეთის მატჩზე გასამგზავრებელი ბილეთი

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, საქართველო-ესპანეთის მერვედფინალურ მატჩზე დასასწრებად ქომაგებისთვის სუბსიდირებული 4 ჩარტერული რეისი განხორციელდება.

მათივე ინფორმაციით, გასამგზავრებელი ბილეთების შეძენა ქომაგებს tkt.ge-ზე 28 ივნისის 13:00 საათიდან შეეძლებათ.

„EURO 2024 ზე, საქართველოს ნაკრების საგულშემატკივროდ, მერვედფინალურ მატჩზე გასამგზავრებელი ბილეთების გაყიდვა დაიწყო. ეროვნული ნაკრების ქომაგებს ბილეთების შეძენა tkt.ge-ს პლატფორმაზე უკვე საათიდან შეუძლიათ. 1 გზის ღირებულება, წინა სუბსიდირებული რეისების მსგავსად, 195 ევრო ღირს. ბილეთების გაყიდვის მონიტორინგს ასევე, მგზავრების რეგისტრაციის პროცესს სრულად აეროპორტების გაერთიანება უზრუნველყოფს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურის დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, ფრენებს ქართული ავიაკომპანიები: „ჯორჯიან ვინგსი“ და „ჯორჯიან ეარვეისი“ შეასრულებენ.

„პირველ რიგში, ჩვენს ნაკრებს EURO 2024-ზე ისტორიულ გამარჯვებას და მერვედფინალში გასვლას ვულოცავ. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ისტორიის წერა, ახლა უკვე ესპანეთის ნაკრებთან. ამისათვის კი საჭიროა კიოლნის სტადიონზე, რაც შეიძლება მეტი ქართველი ქომაგი მობილიზებული იყოს. საქართველოს მთავრობის დავალებით, აეროპორტების გაერთიანებამ დაუყოვნებლივ დაიწყო მუშაობა დამატებითი ჩარტერული დანიშვნაზე, როგორც კი ჩვენმა ნაკრებმა ჯგუფურ თამაშში პორტუგალიის ნაკრები დაამარცხა „ფლეი ოფის“ ისტორიული საგზური მოიპოვა. ავიაკომპანიებთან და პარტნიორ აეროპორტთან მოლაპარაკებების შედეგად, ჯამში კიოლნის მიმართულებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან და პირიქით, 29 ივნისიდან 2 ივლისის პერიოდში 4 სუბსიდირებული ჩარტერული ფრენა შესრულდება. გასამგზავრებელი ბილეთების შეძენა ქომაგებს tkt.ge-ზე 28 ივნისის 13:00 საათიდან შეეძლებათ“, - განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

„საქართველო-ესპანეთის მერვედფინალურ მატჩზე დასასწრებად მორგებული სუბსიდირებული ჩარტერული ფრენები შემდეგი განრიგით შესრულდება: 29 ივნისი თბილისი-კიოლნი, გაფრენა 12:00; 29 ივნისი თბილისი-კიოლნი, გაფრენა 19:00 საათზე; 30 ივნისი თბილისი-კიოლნი, გაფრენა 04:30 საათზე; 2 ივლისი კიოლნი-თბილისი, გამოფრენა 15:00 საათზე.

გამფრენი მგზავრები რეგისტრაციაზე, შესაბამის აეროპორტებში, 3 საათით ადრე უნდა გამოცხადდნენ. საქართველოს მოქალაქეებმა თბილისიდან კიოლნში გამგზავრებისას სამგზავრო დოკუმენტებთან ერთად, თან უნდა იქონიონ საქართველოს ნაკრების ფეხბურთის მატჩზე დასასწრები ბილეთები. საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ გერმანიაში საქართველოს ნაკრების მატჩებზე დასასწრებად ქომაგებისთვის ჯამში 40-მდე ჩარტერული რეისი დააორგანიზა.“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.