საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მეთიუ მილერი ასახელებს, ვინ მიიწვიეს საქართველოდან ნატო-ს სამიტზე - რას ამბობენ საქართველოს საგარეო უწყებაში?
მეთიუ მილერი ასახელებს, ვინ მიიწვიეს საქართველოდან ნატო-ს სამიტზე - რას ამბობენ საქართველოს საგარეო უწყებაში?

ვა­შინგტონ­მა ნატო-ს სა­მიტ­ზე და­სას­წრე­ბად სა­ქარ­თვე­ლო­დან სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი მი­იწ­ვია ილია დარ­ჩი­აშ­ვი­ლი. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას „ამე­რი­კის ხმის“ ქარ­თუ­ლი რე­დაქ­ცია სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის პრესს­პი­კერ, მე­თიუ მი­ლერ­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს.

  • რო­გორც მათ მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია ნათ­ქვა­მი, შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტი „ამე­რი­კის ხმას“ უდას­ტუ­რებს, რომ ვა­შინგტო­ნი­დან თბი­ლის­ში, ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­საწ­ვე­ვი ილია დარ­ჩი­აშ­ვი­ლის სა­ხელ­ზე გა­იგ­ზავ­ნა.

არი­ან თუ არა, სა­მიტ­ზე და­სას­წრე­ბად, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე და თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ჩი­ქო­ვა­ნი, ვა­შინგტონ­ში მოწ­ვე­უ­ლი? - ამ კი­თხვა­ზე პა­სუ­ხად, სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის პრესს­პი­კე­რი, მე­თიუ მი­ლე­რი "ამე­რი­კის ხმას" წერს, რომ "პარტნი­ო­რო­ბა მშვი­დო­ბის­თვის [პროგ­რა­მა­ში ჩარ­თუ­ლი] სხვა ქვეყ­ნე­ბის მსგავ­სად, სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი მოწ­ვე­უ­ლია გარ­კვე­ულ თან­მხლებ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­სა­ღე­ბად."

რაც შე­ე­ხე­ბა კი­თხვას, სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტმა ოფი­ცი­ა­ლუ­რი თბი­ლი­სის­გან ხომ არ მი­ი­ღო დას­ტუ­რი, რომ სა­მიტს სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი და­ეს­წრე­ბა, "ამე­რი­კის ხმის“ ქარ­თულ რე­დაქ­ცი­ას მე­თიუ მი­ლერ­მა უპა­სუ­ხა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის გან­ზრახ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით, უნდა მი­მარ­თონ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას.

"ჩვენ მო­ვუ­წო­დებთ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მთავ­რო­ბას, სწრა­ფად გა­დად­გას ნა­ბი­ჯე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ გზა­ზე და­საბ­რუ­ნებ­ლად, რო­გორც ეს მის ხალ­ხს სურს და რო­გორც ეს კონ­სტი­ტუ­ცი­ა­შია მი­თი­თე­ბუ­ლი", - აცხა­დებს მი­ლე­რი.

სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, ქარ­თულ დე­ლე­გა­ცი­ას უხელ­მძღვა­ნე­ლებს სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი ილია დარ­ჩი­აშ­ვი­ლი.

"მი­ნის­ტრი მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღებს, 10 ივ­ლისს პარტნი­ო­რი ქვეყ­ნე­ბის ფორ­მატ­ში და­გეგ­მილ სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრე­ბის შეხ­ვედ­რა­ში. ილია დარ­ჩი­აშ­ვი­ლი ასე­ვე და­ეს­წრე­ბა სა­მი­ტის ფარ­გლებ­ში და­გეგ­მილ სხვა ღო­ნის­ძი­ე­ბებს და გა­მარ­თავს ორ­მხრივ შეხ­ვედ­რებს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სა­მი­ტის პროგ­რა­მის მი­ხედ­ვით, პარტნი­ო­რი ქვეყ­ნე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრე­ბის დო­ნე­ზე, შე­სა­ბა­მი­სად ვა­შინ­ტონ­ში სა­მი­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მიზ­ნით სა­ქარ­თვე­ლო­დან მიწ­ვე­უ­ლია სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი“, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

მეთიუ მილერი ასახელებს, ვინ მიიწვიეს საქართველოდან ნატო-ს სამიტზე - რას ამბობენ საქართველოს საგარეო უწყებაში?

მეთიუ მილერი ასახელებს, ვინ მიიწვიეს საქართველოდან ნატო-ს სამიტზე - რას ამბობენ საქართველოს საგარეო უწყებაში?

ვაშინგტონმა ნატო-ს სამიტზე დასასწრებად საქართველოდან საგარეო საქმეთა მინისტრი მიიწვია ილია დარჩიაშვილი. ამის შესახებ ინფორმაციას „ამერიკის ხმის“ ქართული რედაქცია სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერ, მეთიუ მილერზე დაყრდნობით ავრცელებს.

  • როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი „ამერიკის ხმას“ უდასტურებს, რომ ვაშინგტონიდან თბილისში, ოფიციალური მოსაწვევი ილია დარჩიაშვილის სახელზე გაიგზავნა.

არიან თუ არა, სამიტზე დასასწრებად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, ვაშინგტონში მოწვეული? - ამ კითხვაზე პასუხად, სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, მეთიუ მილერი "ამერიკის ხმას" წერს, რომ "პარტნიორობა მშვიდობისთვის [პროგრამაში ჩართული] სხვა ქვეყნების მსგავსად, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მოწვეულია გარკვეულ თანმხლებ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად."

რაც შეეხება კითხვას, სახელმწიფო დეპარტამენტმა ოფიციალური თბილისისგან ხომ არ მიიღო დასტური, რომ სამიტს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელი დაესწრება, "ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციას მეთიუ მილერმა უპასუხა, რომ საქართველოს მთავრობის განზრახვასთან დაკავშირებით, უნდა მიმართონ საქართველოს მთავრობას.

"ჩვენ მოვუწოდებთ „ქართული ოცნების“ მთავრობას, სწრაფად გადადგას ნაბიჯები საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე დასაბრუნებლად, როგორც ეს მის ხალხს სურს და როგორც ეს კონსტიტუციაშია მითითებული", - აცხადებს მილერი.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქართულ დელეგაციას უხელმძღვანელებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი.

"მინისტრი მონაწილეობას მიიღებს, 10 ივლისს პარტნიორი ქვეყნების ფორმატში დაგეგმილ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში. ილია დარჩიაშვილი ასევე დაესწრება სამიტის ფარგლებში დაგეგმილ სხვა ღონისძიებებს და გამართავს ორმხრივ შეხვედრებს. აღსანიშნავია, რომ სამიტის პროგრამის მიხედვით, პარტნიორი ქვეყნების მონაწილეობა გათვალისწინებულია საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე, შესაბამისად ვაშინტონში სამიტში მონაწილეობის მიზნით საქართველოდან მიწვეულია საგარეო საქმეთა მინისტრი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.