კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის დედით პორტუგალიელი და მამით ქართველი ბიჭი, რომლის ვიდეო ინტერნეტს იპყრობს - ჩვენს ეროვნულ ნაკრებსა და "კვარაზე" შეყვარებული გიორგი ჩუბინიძის ისტორია
ვინ არის დედით პორტუგალიელი და მამით ქართველი ბიჭი, რომლის ვიდეო ინტერნეტს იპყრობს - ჩვენს ეროვნულ ნაკრებსა და "კვარაზე" შეყვარებული გიორგი ჩუბინიძის ისტორია

პორ­ტუ­გა­ლი­ას­თან გა­მარ­ჯვე­ბის ემო­ცი­ე­ბი ალ­ბათ კი­დევ დიდ­ხანს გაჰ­ყვე­ბა ქარ­თველ გულ­შე­მატ­კი­ვარს. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­შიც ყო­ვე­ლი მომ­დევ­ნო პოს­ტი სწო­რედ ფეხ­ბურთს და 26 ივ­ნი­სის გა­მარ­ჯვე­ბას ეხე­ბა.

ამ­ჯე­რად ინ­ტერ­ნეტ­ში ვრცელ­დე­ბა კად­რე­ბი, რო­მელ­ზეც დე­დით პორ­ტუ­გა­ლი­ე­ლი და მა­მით ქარ­თვე­ლი ბიჭი, გერ­მა­ნი­ის სტა­დი­ო­ნი­დან სა­ქარ­თვე­ლოს გულ­შე­მატ­კივ­რობს და ეროვ­ნულ ჰიმნს ქო­მა­გებ­თან ერ­თად მღე­რის.

ეს ახალ­გაზ­რდა გი­ორ­გი ჩუ­ბი­ნი­ძეა. ისიც დამ­წყე­ბი ფეხ­ბურ­თე­ლია.

"გა­ო­რე­ბა­ცაა და გა­ო­რე­ბაც, მაგ­რამ, მან სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი აირ­ჩია! პორ­ტუ­გა­ლი­ას­თან მატჩს 17 წლის გი­ორ­გი ჩუ­ბი­ნი­ძეც ეს­წრე­ბო­და( Giorgi Goncalves Manuel Chubinidze)-დე­დით პორ­ტუ­გა­ლი­ე­ლი და მა­მით ქარ­თვე­ლი გი­ორ­გი ინ­გლი­სის პრე­მი­ერ­ლი­გის კლუბ, A.F.C. Bournemouth-ის U-18-ში და სა­ქარ­თვე­ლოს U-18-ში ას­პა­რე­ზობს. გი­ორ­გი შემ­ტე­ვი ნა­ხე­ვარმცვე­ლია, 175 სმ, ბორნ­მუ­თის აკა­დე­მი­ის აღ­ზრდი­ლი, 4 წლი­დან შე­იყ­ვა­ნეს ფეხ­ბურთზე.

მამა - თორ­ნი­კე სა­ფეხ­ბურ­თო მე­ნე­ჯე­რია. 2022 წელს, გი­ორ­გი ინ­გლი­სის ასა­კობ­რივ ნაკ­რებ­ში გა­მო­ი­ძა­ხეს, მაგ­რამ მისი ოც­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­ში თა­მა­ში ყო­ფი­ლა.

"5 წლის იყო, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლოს 5 ნომ­რი­ა­ნი მა­ი­სუ­რი ჩა­ვუ­ტა­ნე. მო­მიბ­რუნ­და და მი­თხრა, ნუ გე­ში­ნია, გპირ­დე­ბი, რომ ერთ დღე­საც, სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­ში ვი­თა­მა­შებ”-ო, იხ­სე­ნებ­და ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში თორ­ნი­კე ჩუ­ბი­ნი­ძე მალე გვე­ნა­ხოს მთა­ვარ ნაკ­რებ­ში" - წერს მაკო თურ­ქია, რო­მე­ლიც გი­ორ­გი ჩუ­ბი­ნი­ძის ვი­დე­ოს ავ­რცე­ლებს.

ახალ­გაზ­რდა ფეხ­ბურ­თე­ლი ოც­ნე­ბობს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ ნაკ­რებ­ში ითა­მა­შოს. crystalsport-მა გა­სულ წელს გი­ორ­გი­ზე ვრცე­ლი მა­სა­ლა და მას­თან ინ­ტერ­ვიუ მო­ამ­ზა­და.

მამა ქარ­თვე­ლი ჰყავს თორ­ნი­კე ჩუ­ბი­ნი­ძე, დედა პორ­ტუ­გა­ლი­ე­ლი - კარ­ლა გონ­სა­ლე­სი. ამი­ტომ მისი გვა­რი ქარ­თულ პორ­ტუ­გა­ლი­უ­რია. მისი სრუ­ლი სა­ხე­ლია გი­ორ­გი გონ­სა­ლეს მა­ნუ­ელ ჩუ­ბი­ნი­ძე.

გი­ორ­გი სა­ქარ­თვე­ლოს 17-წლამ­დე ნაკ­რებ­ში 14 წლის ასაკ­ში გა­მო­ი­ძა­ხეს, 15 წლის ასაკ­ში კი 16-წლამ­დე ნაკ­რებ­შიც კი ითა­მა­შა.

"პირ­ვე­ლად რომ გა­მო­ი­ძა­ხეს სა­ო­ცა­რი ემო­ცი­ე­ბი იყო. რო­გორც სტა­ფი, ისე გი­ორ­გის ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი, მას ძა­ლი­ან და­ეხ­მარ­ნენ" - ამ­ბობს მამა crystalsport-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში. როცა სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­ში მე­ო­რედ გა­მო­ი­ძა­ხეს, მა­მის­თვის უთ­ქვამს, სა­ქარ­თვე­ლო­ში ისე არ ჩა­ვალ ნაკ­რებ­თან ერ­თად ჰიმ­ნი არ ვიმ­ღე­როო.

"ნაკ­რე­ბის ყვე­ლა ფეხ­ბურ­თე­ლი უყ­ვარს, მაგ­რამ "კვა­რა" მის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ვარ­კვლა­ვია" - ამ­ბობს გი­ორ­გის მამა.

სწო­რედ ხვი­ჩას და სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის სიყ­ვა­რუ­ლის გამო მა­მას­თან ერ­თად შოტ­ლან­დი­ის ქა­ლაქ გლაზ­გო­ში მა­მას­თან ერ­თად ჩა­ვი­და და ეროვ­ნუ­ლი გუნ­დის მატჩს და­ეს­წრო. არა­სო­დეს და­ა­ვი­წყდე­ბა ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას სი­ტყვე­ბი, რო­მე­ლიც მა­შინ გი­ორ­გი ჩუ­ბი­ნი­ძეს უთხრა: "თუ ასე გა­აგ­რძე­ლებ, რამ­დე­ნი­მე წელ­ში, ჩვენც გვერ­დით ითა­მა­შებ".

"რო­დე­საც გა­ვი­გე, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბი შოტ­ლან­დი­ა­ში ჩა­მო­დი­ო­და, მა­მა­ჩემს ვუ­თხა­რი, რომ მატჩზე და­სას­წრე­ბად აუ­ცი­ლებ­ლად უნდა წავ­სუ­ლი­ყა­ვით. მან­ქა­ნით 700 კი­ლო­მეტრზე მეტი გა­ვი­ა­რეთ. უზო­მოდ მი­ხა­რო­და ის, რომ ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის თა­მა­შის­თვის უნდა მე­ყუ­რე­ბი­ნა. სას­ტუმ­რო­ში ნაკ­რე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს შევ­ხვდი, ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნო სა­უ­ბა­რი მქონ­და. შემ­დეგ მაღ­ლა ავე­დი და ფეხ­ბურ­თე­ლებს შევ­ხვდი, მა­მარ­დაშ­ვილს, კვა­რას, ჩემს კერ­პებს... ხვი­ჩას­თან შეხ­ვედ­რა ჩემი ოც­ნე­ბა იყო. როცა ვნა­ხე, ვკან­კა­ლებ­დი, რად­გან ის ჩემი კერ­პია. შე­უძ­ლე­ბე­ლია, შენს გმი­რებ­თან შეხ­ვედ­რა ოდეს­მე და­გა­ვი­წყდეს. მან მი­თხრა, რომ შე­მეძ­ლე­ბა ერთ დღეს მის გვერ­დით ვი­თა­მა­შო. ამა­ზე მხო­ლოდ ოც­ნე­ბა თუ შე­მიძ­ლია. მე გა­ვაგ­რძე­ლებ შრო­მას და იმე­დია, ეს მარ­თლაც მოხ­დე­ბა" - ჰყვე­ბო­და გი­ორ­გი geo - team-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში ერთ წლის წინ.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

ვინ არის დედით პორტუგალიელი და მამით ქართველი ბიჭი, რომლის ვიდეო ინტერნეტს იპყრობს - ჩვენს ეროვნულ ნაკრებსა და "კვარაზე" შეყვარებული გიორგი ჩუბინიძის ისტორია

ვინ არის დედით პორტუგალიელი და მამით ქართველი ბიჭი, რომლის ვიდეო ინტერნეტს იპყრობს - ჩვენს ეროვნულ ნაკრებსა და "კვარაზე" შეყვარებული გიორგი ჩუბინიძის ისტორია

პორტუგალიასთან გამარჯვების ემოციები ალბათ კიდევ დიდხანს გაჰყვება ქართველ გულშემატკივარს. სოციალურ ქსელშიც ყოველი მომდევნო პოსტი სწორედ ფეხბურთს და 26 ივნისის გამარჯვებას ეხება.

ამჯერად ინტერნეტში ვრცელდება კადრები, რომელზეც დედით პორტუგალიელი და მამით ქართველი ბიჭი, გერმანიის სტადიონიდან საქართველოს გულშემატკივრობს და ეროვნულ ჰიმნს ქომაგებთან ერთად მღერის.

ეს ახალგაზრდა გიორგი ჩუბინიძეა. ისიც დამწყები ფეხბურთელია.

"გაორებაცაა და გაორებაც, მაგრამ, მან საქართველოს ნაკრები აირჩია! პორტუგალიასთან მატჩს 17 წლის გიორგი ჩუბინიძეც ესწრებოდა( Giorgi Goncalves Manuel Chubinidze)-დედით პორტუგალიელი და მამით ქართველი გიორგი ინგლისის პრემიერლიგის კლუბ, A.F.C. Bournemouth-ის U-18-ში და საქართველოს U-18-ში ასპარეზობს. გიორგი შემტევი ნახევარმცველია, 175 სმ, ბორნმუთის აკადემიის აღზრდილი, 4 წლიდან შეიყვანეს ფეხბურთზე.

მამა - თორნიკე საფეხბურთო მენეჯერია. 2022 წელს, გიორგი ინგლისის ასაკობრივ ნაკრებში გამოიძახეს, მაგრამ მისი ოცნება საქართველოს ნაკრებში თამაში ყოფილა.

"5 წლის იყო, როდესაც საქართველოს 5 ნომრიანი მაისური ჩავუტანე. მომიბრუნდა და მითხრა, ნუ გეშინია, გპირდები, რომ ერთ დღესაც, საქართველოს ნაკრებში ვითამაშებ”-ო, იხსენებდა ერთ-ერთ ინტერვიუში თორნიკე ჩუბინიძე მალე გვენახოს მთავარ ნაკრებში" - წერს მაკო თურქია, რომელიც გიორგი ჩუბინიძის ვიდეოს ავრცელებს.

ახალგაზრდა ფეხბურთელი ოცნებობს, რომ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ითამაშოს. crystalsport-მა გასულ წელს გიორგიზე ვრცელი მასალა და მასთან ინტერვიუ მოამზადა.

მამა ქართველი ჰყავს თორნიკე ჩუბინიძე, დედა პორტუგალიელი - კარლა გონსალესი. ამიტომ მისი გვარი ქართულ პორტუგალიურია. მისი სრული სახელია გიორგი გონსალეს მანუელ ჩუბინიძე.

გიორგი საქართველოს 17-წლამდე ნაკრებში 14 წლის ასაკში გამოიძახეს, 15 წლის ასაკში კი 16-წლამდე ნაკრებშიც კი ითამაშა.

"პირველად რომ გამოიძახეს საოცარი ემოციები იყო. როგორც სტაფი, ისე გიორგის ფეხბურთელები, მას ძალიან დაეხმარნენ" - ამბობს მამა crystalsport-თან ინტერვიუში. როცა საქართველოს ნაკრებში მეორედ გამოიძახეს, მამისთვის უთქვამს, საქართველოში ისე არ ჩავალ ნაკრებთან ერთად ჰიმნი არ ვიმღეროო.

"ნაკრების ყველა ფეხბურთელი უყვარს, მაგრამ "კვარა" მისთვის განსაკუთრებული ვარკვლავია" - ამბობს გიორგის მამა.

სწორედ ხვიჩას და საქართველოს ეროვნული ნაკრების სიყვარულის გამო მამასთან ერთად შოტლანდიის ქალაქ გლაზგოში მამასთან ერთად ჩავიდა და ეროვნული გუნდის მატჩს დაესწრო. არასოდეს დაავიწყდება ხვიჩა კვარაცხელიას სიტყვები, რომელიც მაშინ გიორგი ჩუბინიძეს უთხრა: "თუ ასე გააგრძელებ, რამდენიმე წელში, ჩვენც გვერდით ითამაშებ".

"როდესაც გავიგე, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები შოტლანდიაში ჩამოდიოდა, მამაჩემს ვუთხარი, რომ მატჩზე დასასწრებად აუცილებლად უნდა წავსულიყავით. მანქანით 700 კილომეტრზე მეტი გავიარეთ. უზომოდ მიხაროდა ის, რომ ეროვნული ნაკრების თამაშისთვის უნდა მეყურებინა. სასტუმროში ნაკრების წარმომადგენლებს შევხვდი, ძალიან სასიამოვნო საუბარი მქონდა. შემდეგ მაღლა ავედი და ფეხბურთელებს შევხვდი, მამარდაშვილს, კვარას, ჩემს კერპებს... ხვიჩასთან შეხვედრა ჩემი ოცნება იყო. როცა ვნახე, ვკანკალებდი, რადგან ის ჩემი კერპია. შეუძლებელია, შენს გმირებთან შეხვედრა ოდესმე დაგავიწყდეს. მან მითხრა, რომ შემეძლება ერთ დღეს მის გვერდით ვითამაშო. ამაზე მხოლოდ ოცნება თუ შემიძლია. მე გავაგრძელებ შრომას და იმედია, ეს მართლაც მოხდება" - ჰყვებოდა გიორგი geo - team-თან ინტერვიუში ერთ წლის წინ.

წაიკითხეთ ასევე: