კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნათია და ლაშა მიქაუტაძეები ბედნიერი მშობლები არიან" - ფრანგული მედია ფეხბურთის ქართველი ვარსკვლავის ოჯახზე: 8 წლის ასაკში დაწყებული წარმატების ამბავი
"ნათია და ლაშა მიქაუტაძეები ბედნიერი მშობლები არიან" - ფრანგული მედია ფეხბურთის ქართველი ვარსკვლავის ოჯახზე: 8 წლის ასაკში დაწყებული წარმატების ამბავი

ევრო 2024-ის ჯგუ­ფუ­რი ეტა­პის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ სა­უ­კე­თე­სო ბომ­ბარ­დირ­თა სი­ა­ში სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის თავ­დამ­სხმე­ლი გი­ორ­გი მი­ქა­უ­ტა­ძე ლი­დე­რობს. მან სამ შეხ­ვედ­რა­ში სამი გოლი გა­ი­ტა­ნა და ერთი სა­გო­ლე გა­და­ცე­მა შე­ას­რუ­ლა.

საფ­რან­გეთ­ში და­ბა­დე­ბუ­ლი და გაზ­რდი­ლი გი­ორ­გი ქარ­თუ­ლად 100%-ით გა­მარ­თუ­ლად ვერ სა­უბ­რობს, თუმ­ცა ცდი­ლობს, რომ უფრო კარ­გად ის­წავ­ლოს. ამ­ბობს, რომ შინ მშობ­ლებ­თან ქარ­თუ­ლად ლა­პა­რა­კობს და სწო­რედ მათი დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რომ ქარ­თუ­ლი ენა იცის.

გი­ორ­გი მი­ქა­უ­ტა­ძე იგი­ვე ჟორ­ჟი, რო­გორც მას მე­ო­რე სამ­შობ­ლო­ში ეძა­ხი­ან, ამ სე­ზო­ნის ნაკ­რე­ბის ვარ­სკვლა­ვია. ფრან­გუ­ლი მე­დი­ა­ში გა­მოქ­ვეყ­ნდა მისი მშობ­ლე­ბის ინ­ტერ­ვიუ, რომ­ლე­ბიც წარ­მა­ტე­ბულ შვილ­ზე სა­უბ­რო­ბენ.

ნა­თია და ლაშა მი­ქა­უ­ტა­ძე­ე­ბი ბედ­ნი­ე­რი მშობ­ლე­ბი არი­ან: "ჟორ­ჟი ჩვე­ნი ოჯა­ხის სი­ა­მა­ყეა, საფ­რან­გეთ­შიც და სა­ქარ­თვე­ლო­შიც“ - ასე იწყე­ბა მი­ქა­უ­ტა­ძის მშობ­ლებ­თან ინ­ტერ­ვიუ, რომ­ლე­ბიც შვი­ლის ფე­ნო­მენ­ზე სა­უბ­რო­ბენ.

ფეხ­ბურ­თე­ლის მშობ­ლე­ბი თბი­ლი­სი­დან არი­ან. "პირ­ვე­ლი სი­ტყვა, რო­მე­ლიც შეგ­ვიძ­ლია გი­თხრათ, სი­ა­მა­ყეა", - ამ­ბო­ბენ ისი­ნი ერ­თხმად.

"ჟორ­ჟი გარ­შე­მორ­ტყმუ­ლია ისე­თი ხალ­ხით, ვინც მას აფა­სებს და უყ­ვარს", - დას­ძენს დედა.

კო­ვიდ პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში შვი­ლის ნახ­ვას ხში­რად ვერ ახერ­ხებ­დნენ, მაგ­რამ გი­ორ­გი ყო­ველ­თვის ხაზ­ზე იყო.

"სა­ბედ­ნი­ე­როდ, კო­მუ­ნი­კა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს რე­გუ­ლა­რუ­ლად ვი­ყოთ კონ­ტაქ­ტზე. ის ყვე­ლა­ფერს გვიყ­ვე­ბა“, - დას­ძენს მო­თა­მა­შის მამა, ლაშა, ყო­ფი­ლი მოყ­ვა­რუ­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში.

მი­ქა­უ­ტა­ძის მშობ­ლებს შვი­ლის წარ­მა­ტე­ბა არ უკ­ვირთ. "ის პა­ტა­რა­ო­ბი­დან, ლი­ონ­ში, სენ-პრის­ტში თუ მეც­ში, ყო­ველ­თვის ბევრ გოლს იტან­და", - აღ­ნიშ­ნავს მა­მა­მი­სი, რო­მე­ლიც მისი პირ­ვე­ლი მწვრთნე­ლი იყო.

"სახ­ლში, და­ახ­ლო­ე­ბით 3-4 წლის ასაკ­ში, ის მუდ­მი­ვად თა­მა­შობ­და, მე ვუ­თხა­რი: შენ ფეხ­ბურ­თე­ლი გახ­დე­ბი“ - ამ­ბობს ლაშა მი­ქა­უ­ტა­ძე.

ძვე­ლი გო­ნე­სის სტა­დი­ონ­თან მცხოვ­რებ­მა ჟორჟ­მა პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი საკ­ლუ­ბო დო­ნე­ზე სწო­რედ FC Gerland-ში გა­დად­გა. "8 წლის ასაკ­ში ის ლი­ონ­მა შე­ამ­ჩნია“, – ამ­ბობს ნა­თია.

"ბავ­შვო­ბა­ში ბედ­ნი­ე­რი, კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რი, გუ­ლუხ­ვი და პა­ტი­ო­სა­ნი ბიჭი იყო, მაგ­რამ მხო­ლოდ ფეხ­ბურთს უყუ­რებ­და. რომ იცო­დეთ, რამ­დენ­ჯერ გა­ტე­ხა მი­სა­ღე­ბის კარი", - იხ­სე­ნებს ნა­თია.

მო­ზარ­დო­ბა­ში ფეხ­ბურ­თი უკვე მისი ცხოვ­რე­ბა გახ­და. მატ­ჩე­ბი და ტურ­ნი­რე­ბი, ვარ­ჯი­ში. "ერთხელ მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა ჰქონ­და და და­ჟი­ნე­ბით მო­ი­თხოვ­და ვარ­ჯიშ­ზე წას­ვლას. მაგ­რამ ჩვენ არ გა­ვუშ­ვით თა­მა­ში! მუდ­მი­ვად სტა­დი­ონ­ზე იყო, მზე­ში, სი­ცი­ვე­ში თუ წვი­მა­ში...“

"ის ყო­ველ­თვის ასე­თი იყო, არა­სო­დეს ნებ­დე­ბა. შე­იძ­ლე­ბა იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლი იყოს, მაგ­რამ ის მუდ­მი­ვად მუ­შა­ობს წინსვლის­თვის.”

"ყვე­ლა­ფერს, რაც მას ემარ­თე­ბა, ჩვე­უ­ლებ­რი­ვად იღებს“ - ამ­ბობს მამა.

"მეც­ში" გა­დას­ვლი­სა და ("ძნე­ლი იყო მისი წას­ვლის ყუ­რე­ბა 17 წლის ასაკ­ში, მაგ­რამ ეს მის­თვის არა­სო­დეს დაგ­ვი­ნა­ხე­ბია, რო­გორ იმოქ­მე­და") ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სრუ­ლი სე­ზო­ნის შემ­დეგ, ჟორ­ჟის მშობ­ლე­ბი ამა­ყე­ბი არი­ან. ასე­ვე გა­უ­ხარ­დათ, რო­დე­საც ეროვ­ნულ ნაკ­რებ­ში მი­იწ­ვი­ეს, რო­მელ­საც ვილი სა­ნი­ო­ლი წვრთნის.

"ერთ წელ­ზე მეტი გა­ვი­და მას შემ­დეგ, რაც მან მი­ი­ღო შე­თა­ვა­ზე­ბა ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბი­დან “, - გან­მარ­ტავს ნა­თია, "მაგ­რამ მან მა­შინ­ვე უპა­სუ­ხა მწვრთნელს (მა­შინ­დე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის მწვრთნე­ლი ვლა­დი­მერ ვა­ი­სი), რომ მას დრო სჭირ­დე­ბო­და. მარ­ტში ვილი სა­ნი­ოლ­მა და­უ­რე­კა, და­ე­ლა­პა­რა­კა", - აგ­რძე­ლებს ნა­თია.

ის უკვე პო­პუ­ლა­რუ­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში

"რამ­დე­ნი­მე გა­და­ცე­მა გა­კეთ­და მას­ზე, არ გვინ­და, რომ და­ი­ვი­წყოს თა­ვი­სი წარ­მო­მავ­ლო­ბა. მას მთე­ლი ქვე­ყა­ნა ელო­და და უამ­რა­ვი შე­ტყო­ბი­ნე­ბა მი­ი­ღო. გი­ორ­გის სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­ში ნახ­ვის მო­ლო­დი­ნი დიდი იყო."

წარ­მა­ტე­ბუ­ლი მატ­ჩის შემ­დეგ ბედ­ნი­ე­რი მამა ლაშა მი­ქა­უ­ტა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს:

"გე­ნაც­ვა­ლეთ, ასე­თი მაგ­რე­ბი რომ ხართ ბი­ჭე­ბო. ვი­სურ­ვებ­დი სულ ესეთ ფორ­მა­ში მე­ნა­ხეთ და კი­დევ უფრო წარ­მა­ტე­ბუ­ლე­ბი.

გი­ორ­გი, შენ შე­მო­გევ­ლე რომ სის­ხლი აგ­ვი­დუ­ღე. ეს სი­ხა­რუ­ლი გვა­ჩუ­ქე ჩვენ და სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა ბედ­ნი­ე­რია...“

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"ნათია და ლაშა მიქაუტაძეები ბედნიერი მშობლები არიან" - ფრანგული მედია ფეხბურთის ქართველი ვარსკვლავის ოჯახზე: 8 წლის ასაკში დაწყებული წარმატების ამბავი

"ნათია და ლაშა მიქაუტაძეები ბედნიერი მშობლები არიან" - ფრანგული მედია ფეხბურთის ქართველი ვარსკვლავის ოჯახზე: 8 წლის ასაკში დაწყებული წარმატების ამბავი

ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ საუკეთესო ბომბარდირთა სიაში საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე ლიდერობს. მან სამ შეხვედრაში სამი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.

საფრანგეთში დაბადებული და გაზრდილი გიორგი ქართულად 100%-ით გამართულად ვერ საუბრობს, თუმცა ცდილობს, რომ უფრო კარგად ისწავლოს. ამბობს, რომ შინ მშობლებთან ქართულად ლაპარაკობს და სწორედ მათი დამსახურებაა, რომ ქართული ენა იცის.

გიორგი მიქაუტაძე იგივე ჟორჟი, როგორც მას მეორე სამშობლოში ეძახიან, ამ სეზონის ნაკრების ვარსკვლავია. ფრანგული მედიაში გამოქვეყნდა მისი მშობლების ინტერვიუ, რომლებიც წარმატებულ შვილზე საუბრობენ.

ნათია და ლაშა მიქაუტაძეები ბედნიერი მშობლები არიან: "ჟორჟი ჩვენი ოჯახის სიამაყეა, საფრანგეთშიც და საქართველოშიც“ - ასე იწყება მიქაუტაძის მშობლებთან ინტერვიუ, რომლებიც შვილის ფენომენზე საუბრობენ.

ფეხბურთელის მშობლები თბილისიდან არიან. "პირველი სიტყვა, რომელიც შეგვიძლია გითხრათ, სიამაყეა", - ამბობენ ისინი ერთხმად.

"ჟორჟი გარშემორტყმულია ისეთი ხალხით, ვინც მას აფასებს და უყვარს", - დასძენს დედა.

კოვიდ პანდემიის პერიოდში შვილის ნახვას ხშირად ვერ ახერხებდნენ, მაგრამ გიორგი ყოველთვის ხაზზე იყო.

"საბედნიეროდ, კომუნიკაციის საშუალებები საშუალებას გვაძლევს რეგულარულად ვიყოთ კონტაქტზე. ის ყველაფერს გვიყვება“, - დასძენს მოთამაშის მამა, ლაშა, ყოფილი მოყვარული ფეხბურთელი საქართველოში.

მიქაუტაძის მშობლებს შვილის წარმატება არ უკვირთ. "ის პატარაობიდან, ლიონში, სენ-პრისტში თუ მეცში, ყოველთვის ბევრ გოლს იტანდა", - აღნიშნავს მამამისი, რომელიც მისი პირველი მწვრთნელი იყო.

"სახლში, დაახლოებით 3-4 წლის ასაკში, ის მუდმივად თამაშობდა, მე ვუთხარი: შენ ფეხბურთელი გახდები“ - ამბობს ლაშა მიქაუტაძე.

ძველი გონესის სტადიონთან მცხოვრებმა ჟორჟმა პირველი ნაბიჯები საკლუბო დონეზე სწორედ FC Gerland-ში გადადგა. "8 წლის ასაკში ის ლიონმა შეამჩნია“, – ამბობს ნათია.

"ბავშვობაში ბედნიერი, კომუნიკაბელური, გულუხვი და პატიოსანი ბიჭი იყო, მაგრამ მხოლოდ ფეხბურთს უყურებდა. რომ იცოდეთ, რამდენჯერ გატეხა მისაღების კარი", - იხსენებს ნათია.

მოზარდობაში ფეხბურთი უკვე მისი ცხოვრება გახდა. მატჩები და ტურნირები, ვარჯიში. "ერთხელ მაღალი ტემპერატურა ჰქონდა და დაჟინებით მოითხოვდა ვარჯიშზე წასვლას. მაგრამ ჩვენ არ გავუშვით თამაში! მუდმივად სტადიონზე იყო, მზეში, სიცივეში თუ წვიმაში...“

"ის ყოველთვის ასეთი იყო, არასოდეს ნებდება. შეიძლება იმედგაცრუებული იყოს, მაგრამ ის მუდმივად მუშაობს წინსვლისთვის.”

"ყველაფერს, რაც მას ემართება, ჩვეულებრივად იღებს“ - ამბობს მამა.

"მეცში" გადასვლისა და ("ძნელი იყო მისი წასვლის ყურება 17 წლის ასაკში, მაგრამ ეს მისთვის არასოდეს დაგვინახებია, როგორ იმოქმედა") ჩატარებული სრული სეზონის შემდეგ, ჟორჟის მშობლები ამაყები არიან. ასევე გაუხარდათ, როდესაც ეროვნულ ნაკრებში მიიწვიეს, რომელსაც ვილი სანიოლი წვრთნის.

"ერთ წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც მან მიიღო შეთავაზება ეროვნული ნაკრებიდან “, - განმარტავს ნათია, "მაგრამ მან მაშინვე უპასუხა მწვრთნელს (მაშინდელი საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ვლადიმერ ვაისი), რომ მას დრო სჭირდებოდა. მარტში ვილი სანიოლმა დაურეკა, დაელაპარაკა", - აგრძელებს ნათია.

ის უკვე პოპულარულია საქართველოში

"რამდენიმე გადაცემა გაკეთდა მასზე, არ გვინდა, რომ დაივიწყოს თავისი წარმომავლობა. მას მთელი ქვეყანა ელოდა და უამრავი შეტყობინება მიიღო. გიორგის საქართველოს ნაკრებში ნახვის მოლოდინი დიდი იყო."

წარმატებული მატჩის შემდეგ ბედნიერი მამა ლაშა მიქაუტაძე სოციალურ ქსელში წერს:

"გენაცვალეთ, ასეთი მაგრები რომ ხართ ბიჭებო. ვისურვებდი სულ ესეთ ფორმაში მენახეთ და კიდევ უფრო წარმატებულები.

გიორგი, შენ შემოგევლე რომ სისხლი აგვიდუღე. ეს სიხარული გვაჩუქე ჩვენ და სრულიად საქართველოს ყველა ბედნიერია...“

წაიკითხეთ ასევე: