კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის 36 წლის მსაჯი საქართველო-პორტუგალიის მატჩიდან - "იმ არბიტრების ტიპს მივეკუთვნები, რომელიც ნებისმიერ მოთამაშეს შეიძლება სძულდეს"
ვინ არის 36 წლის მსაჯი საქართველო-პორტუგალიის მატჩიდან - "იმ არბიტრების ტიპს მივეკუთვნები, რომელიც ნებისმიერ მოთამაშეს შეიძლება სძულდეს"

ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის ჯგუ­ფუ­რი ეტა­პის ბოლო შეხ­ვედ­რა­ში სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­მა პორ­ტუ­გა­ლია 2:0 და­ა­მარ­ცხა და მერ­ვე­დფი­ნალ­ში გა­ვი­და, სა­დაც ეს­პა­ნეთს და­უ­პი­რის­პირ­დე­ბა.

და­ძა­ბუ­ლი და ქარ­თვე­ლე­ბის­თვის გა­დამ­წყვე­ტი მატ­ჩის მსა­ჯი შვე­ი­ცა­რი­ე­ლი სან­დრო შე­რე­რი იყო.

36 წლის შარ­ერს მიმ­დი­ნა­რე ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ერთი შეხ­ვედ­რა უკვე უმ­სა­ჯია – სლო­ვე­ნი­ი­სა და და­ნი­ის და­პი­რის­პი­რე­ბა, პირ­ველ ტურ­ში. ამ შეხ­ვედ­რის სტა­ტის­ტი­კას თუ გა­დავ­ხე­დავთ, ვნა­ხავთ, რომ შვე­ი­ცა­რი­ელ­მა არ­ბიტრმა ფეხ­ბურ­თე­ლებს 3 ყვი­თე­ლი ბა­რა­თი უჩ­ვე­ნა.

ზო­გა­დად, შარ­ე­რის სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­პა­რეზ­ზე მსა­ჯო­ბის სტა­ტის­ტი­კა ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა: ბოლო 20 შეხ­ვედ­რა­ში მან 3 წი­თე­ლი ბა­რა­თი აჩ­ვე­ნა, პე­ნალ­ტი კი ორ­ჯერ და­ნიშ­ნა. ამ მატ­ჩე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არ ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, როცა შვე­ი­ცა­რი­ელს ფეხ­ბურ­თე­ლი არ გა­ეფრ­თხი­ლე­ბი­ნოს, უფრო მე­ტიც, იგი სა­შუ­ა­ლოდ მატჩში სამ ყვი­თელ ბა­რათს იღებს.

სან­რო შარ­ე­რი 1988 წლის 6 ივ­ნისს, შვე­ი­ცა­რი­ა­ში და­ი­ბა­და. სა­შუ­ა­ლო სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ სწავ­ლობ­და სპორ­ტსა და გე­ოგ­რა­ფი­ას ბა­ზე­ლის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში. გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი მუ­შა­ობ­და სხვა­დას­ხვა უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში პე­და­გო­გად და სა­თხი­ლა­მუ­რო ინ­სტრუქ­ტო­რიც იყო. 2005 წელს, 24 წლის ასაკ­ში, შვე­ი­ცა­რი­ის ჩე­ლენჯ ლი­გის თა­მა­შე­ბის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბა და­ი­წყო. 2013 წელს მისი დე­ბი­უ­ტი შედ­გა სუ­პერ­ლი­გა­ში FC Lausanne-Sport-ისა და FC Thun-ის თა­მაშ­ში.

2015 წლი­დან სან­დრო ფი­ფას არ­ბიტ­რი გახ­ლავთ. მის­თვის პირ­ვე­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო ტურ­ნი­რი 2017 წელს შედ­გა, რო­დე­საც ახალ­გაზ­რდუ­ლი ევ­როს საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო ეტა­პი გან­სა­ჯა.

შარ­ე­რი მო­ნა­წი­ლე­ობ­და უე­ფას სხვა­დას­ხვა შე­ჯიბ­რე­ბებ­ში, რო­გო­რი­ცაა ჩემ­პი­ონ­თა ლიგა და ევ­რო­პა ლიგა . ასე­ვე ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და ბრა­ი­ტო­ნის მატჩს ათე­ნის აეკ-თან ევ­რო­პის ლი­გა­ზე, 2023 წელს.

FC Buttikon-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და: "მე მირ­ჩევ­ნია მსა­ჯი ვიყო, მაგ­რამ ასე­ვე მომ­წონს VAR-ზე ყოფ­ნა. ეს სხვა რო­ლია... ამ მო­მენ­ტში უნდა და­ი­ვი­წყო, რომ მსა­ჯი ხარ. თა­მაშ­ში მხო­ლოდ მა­შინ უნდა ჩა­ე­რიო, როცა აშ­კა­რა შეც­დო­მას და­ი­ნა­ხავ."

მი­სი­ვე თქმით, ისე­თი მსა­ჯე­ბის ტიპს მი­ე­კუთ­ვნე­ბა, რო­მე­ლიც ნე­ბის­მი­ერ მო­თა­მა­შეს შე­იძ­ლე­ბა ეზი­ზღე­ბო­დეს. ყო­ველ­თვის იცო­და, რომ მსა­ჯი იქ­ნე­ბო­და, რად­გან ეს საქ­მე ძა­ლი­ან სი­ა­მოვ­ნებ­და.

ის მა­სი­მო ბუ­სა­კის შემ­დეგ გახ­და პირ­ვე­ლი შვე­ი­ცა­რი­ე­ლი მსა­ჯი, რო­მე­ლიც ჩემ­პი­ონ­თა ლი­გის შეხ­ვედ­რას გა­უ­ძღვა. 2022 წლი­დან შარ­ე­რი უკვე ფი­ფას ელი­ტა­რუ­ლი არ­ბიტ­რია.

წყა­რო: thesun

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

ვინ არის 36 წლის მსაჯი საქართველო-პორტუგალიის მატჩიდან - "იმ არბიტრების ტიპს მივეკუთვნები, რომელიც ნებისმიერ მოთამაშეს შეიძლება სძულდეს"

ვინ არის 36 წლის მსაჯი საქართველო-პორტუგალიის მატჩიდან - "იმ არბიტრების ტიპს მივეკუთვნები, რომელიც ნებისმიერ მოთამაშეს შეიძლება სძულდეს"

ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა პორტუგალია 2:0 დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა, სადაც ესპანეთს დაუპირისპირდება.

დაძაბული და ქართველებისთვის გადამწყვეტი მატჩის მსაჯი შვეიცარიელი სანდრო შერერი იყო.

36 წლის შარერს მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ერთი შეხვედრა უკვე უმსაჯია – სლოვენიისა და დანიის დაპირისპირება, პირველ ტურში. ამ შეხვედრის სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ შვეიცარიელმა არბიტრმა ფეხბურთელებს 3 ყვითელი ბარათი უჩვენა.

ზოგადად, შარერის საერთაშორისო ასპარეზზე მსაჯობის სტატისტიკა ასე გამოიყურება: ბოლო 20 შეხვედრაში მან 3 წითელი ბარათი აჩვენა, პენალტი კი ორჯერ დანიშნა. ამ მატჩების განმავლობაში არ ყოფილა შემთხვევა, როცა შვეიცარიელს ფეხბურთელი არ გაეფრთხილებინოს, უფრო მეტიც, იგი საშუალოდ მატჩში სამ ყვითელ ბარათს იღებს.

სანრო შარერი 1988 წლის 6 ივნისს, შვეიცარიაში დაიბადა. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლობდა სპორტსა და გეოგრაფიას ბაზელის უნივერსიტეტში. გარკვეული პერიოდი მუშაობდა სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში პედაგოგად და სათხილამურო ინსტრუქტორიც იყო. 2005 წელს, 24 წლის ასაკში, შვეიცარიის ჩელენჯ ლიგის თამაშების მეთვალყურეობა დაიწყო. 2013 წელს მისი დებიუტი შედგა სუპერლიგაში FC Lausanne-Sport-ისა და FC Thun-ის თამაშში.

2015 წლიდან სანდრო ფიფას არბიტრი გახლავთ. მისთვის პირველი საერთაშორისო ტურნირი 2017 წელს შედგა, როდესაც ახალგაზრდული ევროს საკვალიფიკაციო ეტაპი განსაჯა.

შარერი მონაწილეობდა უეფას სხვადასხვა შეჯიბრებებში, როგორიცაა ჩემპიონთა ლიგა და ევროპა ლიგა . ასევე ხელმძღვანელობდა ბრაიტონის მატჩს ათენის აეკ-თან ევროპის ლიგაზე, 2023 წელს.

FC Buttikon-თან ინტერვიუში განაცხადა: "მე მირჩევნია მსაჯი ვიყო, მაგრამ ასევე მომწონს VAR-ზე ყოფნა. ეს სხვა როლია... ამ მომენტში უნდა დაივიწყო, რომ მსაჯი ხარ. თამაშში მხოლოდ მაშინ უნდა ჩაერიო, როცა აშკარა შეცდომას დაინახავ."

მისივე თქმით, ისეთი მსაჯების ტიპს მიეკუთვნება, რომელიც ნებისმიერ მოთამაშეს შეიძლება ეზიზღებოდეს. ყოველთვის იცოდა, რომ მსაჯი იქნებოდა, რადგან ეს საქმე ძალიან სიამოვნებდა.

ის მასიმო ბუსაკის შემდეგ გახდა პირველი შვეიცარიელი მსაჯი, რომელიც ჩემპიონთა ლიგის შეხვედრას გაუძღვა. 2022 წლიდან შარერი უკვე ფიფას ელიტარული არბიტრია.

წყარო: thesun

წაიკითხეთ ასევე: