მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო - რა წერია დოკუმენტში
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო - რა წერია დოკუმენტში

ევ­რო­პის საბ­ჭოს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ამ სა­ქარ­თვე­ლო­ში დე­მოკ­რა­ტი­ის გა­მოწ­ვე­ვე­ბის შე­სა­ხებ რე­ზო­ლუ­ცია მი­ი­ღო.

"ევ­რო­საბ­ჭოს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლეა გა­მოთ­ქვამს ღრმა შეშ­ფო­თე­ბას სა­ქარ­თვე­ლო­ში ბოლო დროს გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მე­ლიც სე­რი­ო­ზულ ეჭ­ვებს აჩენს სა­ერ­თა­შო­რი­სო დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ნორ­მე­ბი­სა და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ინ­ტეგ­რა­ცი­ის მი­მართ ქვეყ­ნის ერ­თგუ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ასე­ვე მის მზად­ყოფ­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით, შე­ას­რუ­ლოს ევ­რო­პის საბ­ჭოს წევ­რო­ბის თა­ვი­სი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია რე­ზო­ლუ­ცი­ა­ში.

დო­კუ­მენ­ტში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ევ­რო­პის სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლეა სრუ­ლად უჭერს მხარს "უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონ­თან და­კავ­ში­რე­ბით ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სი­ის მო­საზ­რე­ბას და მი­იჩ­ნევს, რომ კა­ნო­ნი სრუ­ლად და და­უ­ყოვ­ნებ­ლივ უნდა გა­უქ­მდეს.

"ასამ­ბლეა მი­იჩ­ნევს, რომ ეს კა­ნო­ნი, ისე­ვე რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის მიერ მისი მი­ღე­ბის წესი შე­უ­თავ­სე­ბე­ლია ევ­რო­პულ დე­მოკ­რა­ტი­ულ და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა სტან­დარ­ტებ­თან. ასამ­ბლეა მი­იჩ­ნევს, რომ ამ კა­ნონს არა­ფე­რი აქვს სა­ერ­თო არა­კო­მერ­ცი­უ­ლი სუ­ბი­ექ­ტე­ბის, მათ შო­რის სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი­სა და მე­დი­ის ფი­ნან­სურ გამჭვირ­ვა­ლო­ბას­თან - რომ­ლის­თვი­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში უკვე არ­სე­ბობს ყოვ­ლის­მომ­ცვე­ლი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ბაზა - ისე­ვე, რო­გორც არა­ფე­რი აქვს სა­ერ­თო ფა­რუ­ლი და მან­კი­ე­რი უცხო­უ­რი ჩა­რე­ვის პრე­ვენ­ცი­ას­თან. პი­რი­ქით, ის სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­სა და მე­დი­ა­ზე ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი კონ­ტრო­ლის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა. ამი­ტომ, კა­ნო­ნი და­უ­ყოვ­ნებ­ლივ მთლი­ა­ნად უნდა გა­უქ­მდეს“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია დო­კუ­მენ­ტში.

რე­ზო­ლუ­ცი­ა­ში ასე­ვე აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ასამ­ბლეა ღრმად შეშ­ფო­თე­ბუ­ლია დე­მონ­სტრან­ტე­ბის, სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის აქ­ტი­ვის­ტე­ბის, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი­სა და პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ პო­ლი­ცი­ის მიერ გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი, არაპ­რო­პორ­ცი­უ­ლი ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბას­თან, ძა­ლა­დობ­რივ თავ­დას­ხმებ­თან და და­ში­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ასე­ვე ნათ­ქვა­მია, რომ ეს ფაქ­ტე­ბი სრულ­ყო­ფი­ლად არ გა­მო­ძი­ე­ბუ­ლა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ სა­თა­ნა­დოდ არ დაგ­მო­ბი­ლა, რა­მაც, შე­საძ­ლოა, ასე­თი ქმე­დე­ბე­ბის და­უს­ჯე­ლო­ბის კლი­მა­ტი გა­მო­იწ­ვი­ოს.

"ასამ­ბლეა ხაზს უს­ვამს, რომ მსგავ­სი ქმე­დე­ბე­ბის ად­გი­ლი არ აქვს დე­მოკ­რა­ტი­ულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში. ყვე­ლა ცნო­ბა ძა­ლის გა­და­მე­ტე­ბუ­ლი გა­მო­ყე­ნე­ბის, ძა­ლა­დობ­რი­ვი თავ­დას­ხმე­ბის შე­სა­ხებ და და­ში­ნე­ბის კამ­პა­ნი­ე­ბი შე­სა­ბა­მის­მა ორ­გა­ნო­ებ­მა და­უ­ყოვ­ნებ­ლივ სრუ­ლად და გამჭვირ­ვა­ლედ უნდა გა­მო­ი­ძი­ონ და დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი უნდა და­ი­სა­ჯონ“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია რე­ზო­ლუ­ცი­ა­ში.

დო­კუ­მენ­ტი 66 ხმით 4-ის წი­ნა­აღ­მდეგ მი­ი­ღეს, 5-მა დე­ლე­გატ­მა კენ­ჭისყრა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­გან თავი შე­ი­კა­ვა. რე­ზო­ლუ­ცი­ის ავ­ტო­რე­ბი არი­ან ევ­რო­პის საბ­ჭოს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ის (PACE) მო­ნი­ტო­რინ­გის კო­მი­ტე­ტის თა­ნა­მომხსე­ნებ­ლე­ბი, კლოდ კერ­ნი და ედიტ ესტრე­ლა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი
ავტორი:

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო - რა წერია დოკუმენტში

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო - რა წერია დოკუმენტში

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოში დემოკრატიის გამოწვევების შესახებ რეზოლუცია მიიღო.

"ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა გამოთქვამს ღრმა შეშფოთებას საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, რომელიც სერიოზულ ეჭვებს აჩენს საერთაშორისო დემოკრატიული ნორმებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ ქვეყნის ერთგულებასთან დაკავშირებით, ასევე მის მზადყოფნასთან დაკავშირებით, შეასრულოს ევროპის საბჭოს წევრობის თავისი ვალდებულებები“, - აღნიშნულია რეზოლუციაში.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ევროპის საპარლამენტო ასამბლეა სრულად უჭერს მხარს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის მოსაზრებას და მიიჩნევს, რომ კანონი სრულად და დაუყოვნებლივ უნდა გაუქმდეს.

"ასამბლეა მიიჩნევს, რომ ეს კანონი, ისევე როგორც საქართველოს პარლამენტის მიერ მისი მიღების წესი შეუთავსებელია ევროპულ დემოკრატიულ და ადამიანის უფლებათა სტანდარტებთან. ასამბლეა მიიჩნევს, რომ ამ კანონს არაფერი აქვს საერთო არაკომერციული სუბიექტების, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და მედიის ფინანსურ გამჭვირვალობასთან - რომლისთვისაც საქართველოში უკვე არსებობს ყოვლისმომცველი საკანონმდებლო ბაზა - ისევე, როგორც არაფერი აქვს საერთო ფარული და მანკიერი უცხოური ჩარევის პრევენციასთან. პირიქით, ის სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიაზე ხელისუფლების გადაჭარბებული კონტროლის საშუალებას იძლევა. ამიტომ, კანონი დაუყოვნებლივ მთლიანად უნდა გაუქმდეს“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

რეზოლუციაში ასევე აღნიშნულია, რომ ასამბლეა ღრმად შეშფოთებულია დემონსტრანტების, სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების, ჟურნალისტებისა და პარლამენტარების წინააღმდეგ პოლიციის მიერ გადაჭარბებული, არაპროპორციული ძალის გამოყენებასთან, ძალადობრივ თავდასხმებთან და დაშინებასთან დაკავშირებით. ასევე ნათქვამია, რომ ეს ფაქტები სრულყოფილად არ გამოძიებულა და ხელისუფლების მიერ სათანადოდ არ დაგმობილა, რამაც, შესაძლოა, ასეთი ქმედებების დაუსჯელობის კლიმატი გამოიწვიოს.

"ასამბლეა ხაზს უსვამს, რომ მსგავსი ქმედებების ადგილი არ აქვს დემოკრატიულ საზოგადოებაში. ყველა ცნობა ძალის გადამეტებული გამოყენების, ძალადობრივი თავდასხმების შესახებ და დაშინების კამპანიები შესაბამისმა ორგანოებმა დაუყოვნებლივ სრულად და გამჭვირვალედ უნდა გამოიძიონ და დამნაშავეები უნდა დაისაჯონ“, - აღნიშნულია რეზოლუციაში.

დოკუმენტი 66 ხმით 4-ის წინააღმდეგ მიიღეს, 5-მა დელეგატმა კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა. რეზოლუციის ავტორები არიან ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლები, კლოდ კერნი და ედიტ ესტრელა.