მსოფლიო
საზოგადოება
პოლიტიკა

2

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 08:56-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კონფლიქტები
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ უხსნიან საქართველოს ნაკრებს სიყვარულს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან - “გილოცავთ, საქართველო! იმედია, ბოლომდე გახვალთ! წინ, საქართველო!!!”
როგორ უხსნიან საქართველოს ნაკრებს სიყვარულს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან - “გილოცავთ, საქართველო! იმედია, ბოლომდე გახვალთ! წინ, საქართველო!!!”

სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის გა­მარ­ჯვე­ბას პორ­ტუ­გა­ლი­ას­თან ფეხ­ბურ­თის უცხო­ე­ლი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი ეხ­მა­უ­რე­ბი­ან. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს პა­ტი­ვის­ცე­მას და მხარ­და­ჭე­რას უცხა­დე­ბენ.

  • UEFA EURO 2024-ის “ფე­ის­ბუ­ქის” გვერ­დზე, სა­ქარ­თვე­ლოს გა­მარ­ჯვე­ბის შე­სა­ხებ პოს­ტის ქვეშ 26 000-ზე მეტი კო­მენ­ტა­რი და­ი­წე­რა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სა­ქარ­თვე­ლომ მი­ლოც­ვა თა­ვად პორ­ტუ­გა­ლი­ი­და­ნაც მი­ი­ღო. უცხო­ე­ლი ფა­ნე­ბის რე­აქ­ცი­ე­ბი ასე­თი იყო:

“სა­ქარ­თვე­ლომ ეს შეძ­ლო! პლეი-ოფში გა­ვიდ­ნენ თა­ვი­ანთ პირ­ველ დიდ ტურ­ნირ­ზე. რა მიღ­წე­ვაა. ვფიქ­რობ, ეს სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი რა­ღაც სე­რი­ო­ზულს/მნიშ­ვნე­ლო­ვანს გა­ა­კე­თებს, ამ ტურ­ნირ­ზე თა­ვი­ანთ ის­ტო­რი­ას გა­და­წე­რენ. ისი­ნი შე­ტე­ვი­სას ყო­ველ­თვის მი­ზან­და­სა­ხუ­ლე­ბი არი­ან. პორ­ტუ­გა­ლია ძა­ლი­ან იმედ­გა­მაც­რუ­ე­ბე­ლი და უმიზ­ნო იყო”.

“პორ­ტუ­გა­ლია შე­იძ­ლე­ბა ფა­ვო­რი­ტად მი­იჩ­ნე­ო­და, მაგ­რამ... სა­ქარ­თვე­ლოა ის, ვინც ჩვე­ნი, ევ­რო­პე­ლე­ბის გუ­ლე­ბი მო­ი­გო. სა­ქარ­თვე­ლო, თქვენ ბრწყინ­ვა­ლედ ითა­მა­შეთ. თქვენ და­ამ­ტკი­ცეთ, რომ ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ყოფ­ნას იმ­სა­ხუ­რებთ. პა­ტი­ვის­ცე­მა და­ნი­ი­დან!”

“რო­ნალ­დუს, უბ­რა­ლოდ, ძა­ლი­ან კარ­გი მწვრთნე­ლი სჭირ­დე­ბა, რო­მე­ლიც პენ­სი­ა­ზე გას­ვლას ურ­ჩევს”.

“სა­ქარ­თვე­ლოს გულ­შე­მატ­კი­ვა­რი თურ­ქეთ­თან მათი პირ­ვე­ლი­ვე მატ­ჩი­დან გავ­ხდი. სა­ო­ცა­რია, მათი მატ­ჩე­ბი ისე­თი ემო­ცი­უ­რია. წარ­მა­ტე­ბე­ბი ვი­ეტ­ნა­მი­დან, სა­ქარ­თვე­ლო!”

“სა­ქარ­თვე­ლომ ლა­მა­ზი თა­მა­ში აჩ­ვე­ნა, ბრძო­ლა და გული, რო­მე­ლიც ბოლო წუ­თამ­დე მო­ე­დან­ზე და­ტო­ვეს! გი­ლო­ცავთ და სა­უ­კე­თე­სო სურ­ვი­ლე­ბი პო­ლო­ნე­თი­დან”.

“გი­ლო­ცავთ პორ­ტუ­გა­ლი­ი­დან! "კვა­რა­დო­ნა" არის კაცი!”

“რა მო­მენ­ტია! სა­ქარ­თვე­ლომ ამ ტურ­ნირ­ზე ას­პა­რე­ზო­ბა ყვე­ლა­ზე და­ბა­ლი რე­ი­ტინ­გით და­ი­წყო, მაგ­რამ თურ­ქეთ­თან პირ­ვე­ლი­ვე მატ­ჩი­დან და­ამ­ტკი­ცეს, რომ ისი­ნი წარ­მო­ად­გე­ნენ ძა­ლას, რო­მელ­საც პა­ტი­ვი უნდა სცე! დღეს სა­ქარ­თვე­ლო უდა­ვოდ უკე­თე­სი გუნ­დი იყო. მეტი მო­მენ­ტი შექ­მნეს, მყა­რად იცავ­დნენ თავს და მათი მე­კა­რე, აბ­სო­ლუ­ტუ­რად, და­უ­მარ­ცხე­ბე­ლი იყო. წინ, სა­ქარ­თვე­ლო! დატ­კბით თქვე­ნი ის­ტო­რი­უ­ლი მო­მენ­ტით და შემ­დეგ რა­უნდში კი­დევ უფრო მეტი დი­დე­ბა მო­ი­პო­ვეთ”.

“ყო­ველ­თვის მხარს ვუ­ჭერთ ძმებს სა­ქარ­თვე­ლო­დან! სერ­ბეთს უყ­ვარ­ხართ! ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლია მსოფ­ლი­ოს სა­უ­კე­თე­სო ნა­ხე­ვარმცვე­ლია, გი­ორ­გი მა­მარ­დაშ­ვი­ლი კი - მსოფ­ლი­ოს სა­უ­კე­თე­სო მე­კა­რე!”

“ფეხ­ბურ­თი უც­ნა­უ­რია, და­უ­ჯე­რე­ბე­ლი, ამ ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ყვე­ლა­ფე­რი უცებ ხდე­ბა, სა­უ­კე­თე­სო, სა­უ­კე­თე­სო, სა­უ­კე­თე­სო სა­ქარ­თვე­ლო! გმად­ლობთ ყვე­ლას - ბან­გლა­დე­ში­დან!”

*გი­ლო­ცავთ მთე­ლი გუ­ლით! ისი­ნი ამ­ტკი­ცე­ბენ, რა­ტო­მაც "მო­ი­გეს ჩვე­ნი გუ­ლე­ბი".

“თურ­ქე­თი და სა­ქარ­თვე­ლო, ორი მე­ზო­ბე­ლი ქვე­ყა­ნა სა­უ­კე­თე­სო 16 ნაკ­რებ­ში მოხ­ვდა. რო­გორც თურ­ქს, ქარ­თვე­ლი ხალ­ხის გამო მი­ხა­რია. ქარ­თველ ფეხ­ბურ­თე­ლებს გა­ცი­ლე­ბით მეტი ამ­ბი­ცია და სული აქვთ, ვიდ­რე - თურქ ფეხ­ბურ­თე­ლებს. თქვენ კი­დევ ერთხელ და­ამ­ტკი­ცეთ, რომ თქვე­ნი გუნ­დი მა­მა­ცი და ძლი­ე­რია. დიდი პა­ტი­ვის­ცე­მა თურ­ქე­თი­დან. მიყ­ვარ­ხართ, მე­ზობ­ლე­ბო! მჯე­რა, რომ მომ­დევ­ნო ტურ­ნი­რებ­ზე კი­დევ მეტს მი­აღ­წევთ”.

  • სპორ­ტის უცხო­ელ მოყ­ვა­რუ­ლებს მო­ე­წო­ნათ ფაქ­ტი, რომ სა­ქარ­თვე­ლოს, მი­უ­ხე­და­ვად ხელ­საყ­რე­ლი ან­გა­რი­ში­სა, თა­მა­შის თავ­დაც­ვი­თი სტი­ლის­თვის მატ­ჩის არ­ცერთ ეტაპ­ზე არ მი­უ­მარ­თავს. CNN Sports-ის ფე­ის­ბუ­ქის პოსტზე შემ­დეგ კო­მენ­ტა­რებს ვკი­თხუ­ლობთ:

"სის­ხლსავ­სე თა­მა­ში... ეს სა­ო­ცა­რი ფეხ­ბურ­თი იყო... არა­ვი­თა­რი ავ­ტო­ბუ­სის ჩად­გმა, მა­ში­ნაც კი, როცა კომ­ფორ­ტუ­ლად ლი­დე­რობ­დნენ”.

“ახალ­გაზ­რდულ ფეხ­ბურთში ინ­ვეს­ტი­ცი­ის ჩა­დე­ბის ძალა”.

სა­ინ­ტე­რე­სოა კო­მენ­ტა­რე­ბი Optus Sport-ის პოს­ტებ­ზე, რო­მელ­მაც სა­ქარ­თვე­ლოს გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ გა­და­ღე­ბუ­ლი ვი­დეო გა­მო­აქ­ვეყ­ნა. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა და ქება ნაკ­რე­ბის მე­კა­რემ, გი­ორ­გი მა­მარ­დაშ­ვილ­მა და­იმ­სა­ხუ­რა.

“ამ­ბო­ბენ, რომ ქარ­თვე­ლი მე­კა­რე ამ ევ­რო­ზე სა­უ­კე­თე­სოა... ვნა­ხოთ!”

“რო­ნალ­დუ სად იყო?”

“ყო­ჩაღ სა­ქარ­თვე­ლო, მათ აშ­კა­რად უფრო მე­ტად უნ­დო­დათ გა­მარ­ჯვე­ბა”.

“გი­თხა­რით, რომ ჯი­ბე­ში ჰქონ­დათ?!”

“სა­ქარ­თვე­ლოს მე­კა­რე სუ­პერ­მე­ნია. ის სა­ო­ცა­რი იყო. გი­ლო­ცავთ აშშ-დან!”

“სა­ო­ცა­რი თა­მა­ში იყო. აშშ-ში ვუ­ყუ­რე და თქვენ გგულ­შე­მატ­კივ­რობ­დით! გი­ლო­ცავთ სა­ქარ­თვე­ლო, დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი გა­მარ­ჯვე­ბაა!”

“ყო­ჩაღ. იმე­დი მაქვს, უფრო და უფრო წარ­მა­ტე­ბუ­ლი იქ­ნე­ბით ამ ევ­რო­ზე! მო­კი­თხვა სა­ბერ­ძნე­თი­დან”

“სა­ქარ­თვე­ლო, გი­ლო­ცავთ ფი­ჯი­დან!”

“პირ­ველ­მა გოლ­მა და­სა­წყის­ში­ვე ყვე­ლა­ფე­რი თქვა!”

“ნე­ბის­მი­ე­რი, ვინც რო­ნალ­დუს ამარ­ცხებს, ტა­შის ღირ­სია”.

“გი­ლო­ცავთ, სა­ქარ­თვე­ლო! თქვენ და­იმ­სა­ხუ­რეთ გა­მარ­ჯვე­ბა! იმე­დია, ბო­ლომ­დე გახ­ვალთ! წინ, სა­ქარ­თვე­ლო!!!”

“მომ­წონს ის ფაქ­ტი, რომ თავ­დაც­ვი­თი ფეხ­ბურ­თი არ უთა­მა­ში­ათ მა­ში­ნაც კი, როცა 2-0 იგებ­დნენ”

“მა­რო­კომ მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე პორ­ტუ­გა­ლია და ეს­პა­ნე­თი და­ა­მარ­ცხა. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე სა­ქარ­თვე­ლო­მაც იგი­ვე რომ გა­ა­კე­თოს”.

“რო­გორ მოგ­წონთ ტურ­ნი­რის ყვე­ლა­ზე და­ბალ­რე­ი­ტინ­გუ­ლი გუნ­დის მიერ "ძლი­ე­რი" პორ­ტუ­გა­ლი­ის და­მარ­ცხე­ბა? რა სა­სი­ა­მოვ­ნოა ეს ფეხ­ბურ­თის გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის­თვის, რომ­ლებ­საც ეს ჩემ­პი­ო­ნა­ტი უკვე მოჰ­ბეზ­რდათ. კარ­გი იქ­ნე­ბა, სა­ქარ­თვე­ლო ამ ტურ­ნირ­ზე შორს წა­ვი­დეს და "სა­ბერ­ძნე­თის" სას­წა­უ­ლი გა­ი­მე­ო­როს”.

  • კო­მე­ტა­რე­ბი Reuters-ის სხვა­დას­ხვა პოსტზე :

“მათ და­იმ­სა­ხუ­რეს გა­მარ­ჯვე­ბა, რა ლა­მა­ზი თა­მა­ში იყო”!

“მშვე­ნი­ე­რია! რო­ნალ­დუს სა­ხის გა­მო­მე­ტყვე­ლე­ბა შე­უ­ფა­სე­ბე­ლი იყო”.

“ბრა­ვო სა­ქარ­თვე­ლო! ეს გაკ­ვე­თი­ლია ყვე­ლა ჩვენ­გა­ნის­თვის”.

“გი­ლო­ცავთ, სა­ქარ­თვე­ლო - პორ­ტუ­გა­ლი­ე­ლი გულ­შე­მატ­კივ­რის­გან!”

  • Guardian-ის ერთ-ერთ პოსტზე კი პორ­ტუ­გა­ლი­ე­ლი გულ­შე­მატ­კივ­რის მი­ლოც­ვას ვკი­თხუ­ლობთ:

“გი­ლო­ცავთ პორ­ტუ­გა­ლი­ი­დან. სა­ქარ­თვე­ლომ გუ­ლით ითა­მა­შა, ჩვე­ნი გა­ფუ­ჭე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით. ეს მარ­ცხი პორ­ტუ­გა­ლი­ას ძვი­რად და­უჯ­დე­ბა”.

  • ასე­ვე ცნო­ბი­ლი სპორ­ტუ­ლი გა­მო­ცე­მის, 433-ის “ინ­სტაგ­რამ” პოს­ტე­ბი შემ­დე­გი, საკ­მა­ოდ ორი­გი­ნა­ლუ­რი კო­მენ­ტა­რე­ბით გა­მო­ირ­ჩა:

“სა­ქარ­თვე­ლომ დღეს ყვე­ლა გუნ­დზე უკე­თე­სი მენ­ტა­ლი­ტე­ტი აჩ­ვე­ნა”.

“შეგ­ვიძ­ლია ყვე­ლა შევ­თან­ხმდეთ, რომ ეს სა­ქარ­თვე­ლოს ოქ­როს თა­ო­ბაა. თა­ნაც, ყვე­ლა ერთი და იმა­ვე აკა­დე­მი­ი­დან მო­დის. მათი ყვე­ლა ვარ­სკვლა­ვი ასე­ვე 23 წლი­საა”.

“მათი მე­კა­რე ტი­ტა­ნიკ­საც გა­და­არ­ჩენ­და!”

“რო­გორც ჩანს, რუ­სე­თის გვერ­დით ყოფ­ნა იმას ნიშ­ნავს, რომ კარ­გი დაც­ვა უნდა გყავ­დეს”.

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
აი
1

ჩვენს ოქრო ბიჭებს და რონალდუს გაშტერებას ვენაცვალე მე

ზურა
0

73 წლის კაცი ვარ და ასეთი სიხარული დიდი ხანია არ გამიცდია იყო მესხი მეტრეველი დათუნაშვილი და ბევრი შემდეგი თაობა ყიფიანის გუცაევი ჩივაძე და ბევრი,შემდეგ ვერ უყურებდი ამათ ბოდიალს ეხლა კი გამიღვიძაის ძველი სიყვარული გაუმარჯოს ახალ თაობას

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება კადრები სტიქიის ზონიდან, სადაც ჩანს თუ როგორ ხდება მიუდგომელ ტერიტორიაზე, საკვებისა და სხვა საჭირო ნივთების გადაცემა
ავტორი:

როგორ უხსნიან საქართველოს ნაკრებს სიყვარულს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან - “გილოცავთ, საქართველო! იმედია, ბოლომდე გახვალთ! წინ, საქართველო!!!”

როგორ უხსნიან საქართველოს ნაკრებს სიყვარულს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან - “გილოცავთ, საქართველო! იმედია, ბოლომდე გახვალთ! წინ, საქართველო!!!”

საქართველოს ნაკრების გამარჯვებას პორტუგალიასთან ფეხბურთის უცხოელი გულშემატკივრები ეხმაურებიან. სოციალურ ქსელში, სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები საქართველოს პატივისცემას და მხარდაჭერას უცხადებენ.

  • UEFA EURO 2024-ის “ფეისბუქის” გვერდზე, საქართველოს გამარჯვების შესახებ პოსტის ქვეშ 26 000-ზე მეტი კომენტარი დაიწერა. აღსანიშნავია, რომ საქართველომ მილოცვა თავად პორტუგალიიდანაც მიიღო. უცხოელი ფანების რეაქციები ასეთი იყო:

“საქართველომ ეს შეძლო! პლეი-ოფში გავიდნენ თავიანთ პირველ დიდ ტურნირზე. რა მიღწევაა. ვფიქრობ, ეს საქართველოს ნაკრები რაღაც სერიოზულს/მნიშვნელოვანს გააკეთებს, ამ ტურნირზე თავიანთ ისტორიას გადაწერენ. ისინი შეტევისას ყოველთვის მიზანდასახულები არიან. პორტუგალია ძალიან იმედგამაცრუებელი და უმიზნო იყო”.

“პორტუგალია შეიძლება ფავორიტად მიიჩნეოდა, მაგრამ... საქართველოა ის, ვინც ჩვენი, ევროპელების გულები მოიგო. საქართველო, თქვენ ბრწყინვალედ ითამაშეთ. თქვენ დაამტკიცეთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე ყოფნას იმსახურებთ. პატივისცემა დანიიდან!”

“რონალდუს, უბრალოდ, ძალიან კარგი მწვრთნელი სჭირდება, რომელიც პენსიაზე გასვლას ურჩევს”.

“საქართველოს გულშემატკივარი თურქეთთან მათი პირველივე მატჩიდან გავხდი. საოცარია, მათი მატჩები ისეთი ემოციურია. წარმატებები ვიეტნამიდან, საქართველო!”

“საქართველომ ლამაზი თამაში აჩვენა, ბრძოლა და გული, რომელიც ბოლო წუთამდე მოედანზე დატოვეს! გილოცავთ და საუკეთესო სურვილები პოლონეთიდან”.

“გილოცავთ პორტუგალიიდან! "კვარადონა" არის კაცი!”

“რა მომენტია! საქართველომ ამ ტურნირზე ასპარეზობა ყველაზე დაბალი რეიტინგით დაიწყო, მაგრამ თურქეთთან პირველივე მატჩიდან დაამტკიცეს, რომ ისინი წარმოადგენენ ძალას, რომელსაც პატივი უნდა სცე! დღეს საქართველო უდავოდ უკეთესი გუნდი იყო. მეტი მომენტი შექმნეს, მყარად იცავდნენ თავს და მათი მეკარე, აბსოლუტურად, დაუმარცხებელი იყო. წინ, საქართველო! დატკბით თქვენი ისტორიული მომენტით და შემდეგ რაუნდში კიდევ უფრო მეტი დიდება მოიპოვეთ”.

“ყოველთვის მხარს ვუჭერთ ძმებს საქართველოდან! სერბეთს უყვარხართ! ხვიჩა კვარაცხელია მსოფლიოს საუკეთესო ნახევარმცველია, გიორგი მამარდაშვილი კი - მსოფლიოს საუკეთესო მეკარე!”

“ფეხბურთი უცნაურია, დაუჯერებელი, ამ ევროპის ჩემპიონატზე ყველაფერი უცებ ხდება, საუკეთესო, საუკეთესო, საუკეთესო საქართველო! გმადლობთ ყველას - ბანგლადეშიდან!”

*გილოცავთ მთელი გულით! ისინი ამტკიცებენ, რატომაც "მოიგეს ჩვენი გულები".

“თურქეთი და საქართველო, ორი მეზობელი ქვეყანა საუკეთესო 16 ნაკრებში მოხვდა. როგორც თურქს, ქართველი ხალხის გამო მიხარია. ქართველ ფეხბურთელებს გაცილებით მეტი ამბიცია და სული აქვთ, ვიდრე - თურქ ფეხბურთელებს. თქვენ კიდევ ერთხელ დაამტკიცეთ, რომ თქვენი გუნდი მამაცი და ძლიერია. დიდი პატივისცემა თურქეთიდან. მიყვარხართ, მეზობლებო! მჯერა, რომ მომდევნო ტურნირებზე კიდევ მეტს მიაღწევთ”.

  • სპორტის უცხოელ მოყვარულებს მოეწონათ ფაქტი, რომ საქართველოს, მიუხედავად ხელსაყრელი ანგარიშისა, თამაშის თავდაცვითი სტილისთვის მატჩის არცერთ ეტაპზე არ მიუმართავს. CNN Sports-ის ფეისბუქის პოსტზე შემდეგ კომენტარებს ვკითხულობთ:

"სისხლსავსე თამაში... ეს საოცარი ფეხბურთი იყო... არავითარი ავტობუსის ჩადგმა, მაშინაც კი, როცა კომფორტულად ლიდერობდნენ”.

“ახალგაზრდულ ფეხბურთში ინვესტიციის ჩადების ძალა”.

საინტერესოა კომენტარები Optus Sport-ის პოსტებზე, რომელმაც საქართველოს გამარჯვების შემდეგ გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა. განსაკუთრებული ყურადღება და ქება ნაკრების მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა დაიმსახურა.

“ამბობენ, რომ ქართველი მეკარე ამ ევროზე საუკეთესოა... ვნახოთ!”

“რონალდუ სად იყო?”

“ყოჩაღ საქართველო, მათ აშკარად უფრო მეტად უნდოდათ გამარჯვება”.

“გითხარით, რომ ჯიბეში ჰქონდათ?!”

“საქართველოს მეკარე სუპერმენია. ის საოცარი იყო. გილოცავთ აშშ-დან!”

“საოცარი თამაში იყო. აშშ-ში ვუყურე და თქვენ გგულშემატკივრობდით! გილოცავთ საქართველო, დამსახურებული გამარჯვებაა!”

“ყოჩაღ. იმედი მაქვს, უფრო და უფრო წარმატებული იქნებით ამ ევროზე! მოკითხვა საბერძნეთიდან”

“საქართველო, გილოცავთ ფიჯიდან!”

“პირველმა გოლმა დასაწყისშივე ყველაფერი თქვა!”

“ნებისმიერი, ვინც რონალდუს ამარცხებს, ტაშის ღირსია”.

“გილოცავთ, საქართველო! თქვენ დაიმსახურეთ გამარჯვება! იმედია, ბოლომდე გახვალთ! წინ, საქართველო!!!”

“მომწონს ის ფაქტი, რომ თავდაცვითი ფეხბურთი არ უთამაშიათ მაშინაც კი, როცა 2-0 იგებდნენ”

“მაროკომ მსოფლიო ჩემპიონატზე პორტუგალია და ესპანეთი დაამარცხა. წარმოიდგინეთ, ევროპის ჩემპიონატზე საქართველომაც იგივე რომ გააკეთოს”.

“როგორ მოგწონთ ტურნირის ყველაზე დაბალრეიტინგული გუნდის მიერ "ძლიერი" პორტუგალიის დამარცხება? რა სასიამოვნოა ეს ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის, რომლებსაც ეს ჩემპიონატი უკვე მოჰბეზრდათ. კარგი იქნება, საქართველო ამ ტურნირზე შორს წავიდეს და "საბერძნეთის" სასწაული გაიმეოროს”.

  • კომეტარები Reuters-ის სხვადასხვა პოსტზე :

“მათ დაიმსახურეს გამარჯვება, რა ლამაზი თამაში იყო”!

“მშვენიერია! რონალდუს სახის გამომეტყველება შეუფასებელი იყო”.

“ბრავო საქართველო! ეს გაკვეთილია ყველა ჩვენგანისთვის”.

“გილოცავთ, საქართველო - პორტუგალიელი გულშემატკივრისგან!”

  • Guardian-ის ერთ-ერთ პოსტზე კი პორტუგალიელი გულშემატკივრის მილოცვას ვკითხულობთ:

“გილოცავთ პორტუგალიიდან. საქართველომ გულით ითამაშა, ჩვენი გაფუჭებული ახალგაზრდებისგან განსხვავებით. ეს მარცხი პორტუგალიას ძვირად დაუჯდება”.

  • ასევე ცნობილი სპორტული გამოცემის, 433-ის “ინსტაგრამ” პოსტები შემდეგი, საკმაოდ ორიგინალური კომენტარებით გამოირჩა:

“საქართველომ დღეს ყველა გუნდზე უკეთესი მენტალიტეტი აჩვენა”.

“შეგვიძლია ყველა შევთანხმდეთ, რომ ეს საქართველოს ოქროს თაობაა. თანაც, ყველა ერთი და იმავე აკადემიიდან მოდის. მათი ყველა ვარსკვლავი ასევე 23 წლისაა”.

“მათი მეკარე ტიტანიკსაც გადაარჩენდა!”

“როგორც ჩანს, რუსეთის გვერდით ყოფნა იმას ნიშნავს, რომ კარგი დაცვა უნდა გყავდეს”.

იხილეთ ასევე: