კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველო-პორტუგალიის მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ხვიჩა კვარაცხელია დასახელდა - რა თქვა "კვარამ" მატჩის შემდეგ?
საქართველო-პორტუგალიის მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ხვიჩა კვარაცხელია დასახელდა - რა თქვა "კვარამ" მატჩის შემდეგ?

ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ჯგუ­ფუ­რი ეტა­პის მე­სა­მე ტურ­ში, სა­ქარ­თვე­ლო-პორ­ტუ­გა­ლი­ის მატ­ჩის სა­უ­კე­თე­სო მო­თა­მა­შედ ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლია და­სა­ხელ­და.

ხვი­ჩამ პორ­ტუ­გა­ლი­ას უს­წრა­ფე­სი გოლი გა­უ­ტა­ნა. მისი ასის­ტენ­ტი კი გი­ორ­გი მი­ქა­უ­ტა­ძე იყო. გო­ლის შემ­დე­გაც ერთ-ერთი აქ­ტი­უ­რი მო­თა­მა­შე იყო მო­ე­დან­ზე, რამ­დე­ნი­მე გა­მორ­ჩე­უ­ლი დრიბ­ლინ­გიც შე­ას­რუ­ლა.

მატ­ჩის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ჩა­ტა­რე­ბულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე პირ­ვე­ლი გო­ლის ავ­ტორ­მა ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ამ ისა­უბ­რა, რო­მე­ლიც მატ­ჩის სა­უ­კე­თე­სო ფეხ­ბურ­თე­ლად აღი­ა­რეს:

"ეს იყო გუნ­დუ­რი გა­მარ­ჯვე­ბა. ჩვენ ყვე­ლას პა­ტივს ვცემთ, მაგ­რამ ყვე­ლა მატჩზე მო­სა­გე­ბად გავ­დი­ვართ. ახლა ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რე­ბი ვართ, მაგ­რამ უკვე ხვა­ლი­დან მომ­დევ­ნო მატჩზე ვი­ფიქ­რებთ.

რო­ნალ­დოს მა­ი­სუ­რი გა­მო­ვარ­თვი... დღეს ის­ტო­რი­ის ახა­ლი ფურ­ცე­ლი დავ­წე­რეთ! ყვე­ლამ ერ­თმა­ნეთს შე­მო­ვუ­ძა­ხეთ და და­ვამ­ტკი­ცეთ, ყვე­ლა­ფე­რი შეგ­ვიძ­ლია!

არა­ვის­ზე და არ­ცერ­თზე ნაკ­ლე­ბი არ ვართ. ყვე­ლა იმ­სა­ხუ­რებ­და ამ ბედ­ნი­ე­რე­ბას, ერ­თად ძა­ლი­ან ძლი­ე­რე­ბი ვართ!

თა­მა­შის წინ რო­ნალ­დო მო­ვი­და და გა­მამ­ხნე­ვა. ძა­ლი­ან დიდი ფეხ­ბურ­თე­ლი და ადა­მი­ა­ნია. ახალ­გაზ­რდე­ბის­თვის დიდი მო­ტი­ვა­ცი­ის მიმ­ცე­მია. დღეს მეც ძა­ლი­ან დიდი მუხ­ტი მომ­ცა. სკუ­დე­ტო ძა­ლი­ან და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი იყო, მაგ­რამ სულ სხვა ემო­ცი­ე­ბია, როცა შენი ქვეყ­ნის სა­ხე­ლით გა­მო­დი­ხარ. ჩემი ოც­ნე­ბა ერთ დროს ნაკ­რებ­ში თა­მა­ში იყო, დღეს კი ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის ჯგუ­ფუ­რი ეტა­პი გა­დავ­ლა­ხეთ.

ეს­პა­ნე­თის ნაკ­რებს კარ­გად ვიც­ნობთ. დღეს ვნა­ხეთ, რომ ბრძო­ლა ყვე­ლას­თან შე­იძ­ლე­ბა, იოლი მე­ტო­ქე კი ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე არ არ­სე­ბობს. ჩვენ მო­სა­გე­ბად გა­ვალთ მო­ე­დან­ზე!

დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბაა, როცა ქარ­თვე­ლი ხალ­ხის­თვის წარ­მა­ტე­ბა მოგ­ვაქვს! ციფ­რი 26 ჩვენ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და დიდი ციფ­რია. დიდი მად­ლო­ბა ქარ­თველ გულ­შე­მატ­კივ­რებს. წარ­მიდ­გე­ნია, რა ხდე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში".

სა­ქარ­თვე­ლომ მისი და მი­ქა­უ­ტა­ძის გო­ლე­ბის 2:0 და­ა­მარ­ცხა პორ­ტუ­გა­ლია და ის­ტო­რი­ულ შე­დეგს მი­აღ­წია - პირ­ვე­ლი­ვე ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე მერ­ვე­დფი­ნალ­ში გა­ვი­და.

შე­გახ­სე­ნებთ წინა ტირ­ში სა­ქარ­თვე­ლო-ჩე­ხე­თის მატ­ჩის სა­უ­კე­თე­სო მო­თა­მა­შედ გი­ორ­გი მა­მარ­დაშ­ვი­ლი და­სა­ხელ­და.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინო
0

თქვენ შემოგევლეთ ბიჭებო, ხომ დამაწყებინეთ ფეხბურთის ყურება ამ სიბერეში, მადლობა და წარმატებები მუდამ.

აი
1

არ დამიბრუნეს ახალგაზრდობა ამ ბოვშებმა კაცოო. ახლა ვხვდები ისინიც ბოვშები რომ ყოფილან დიდი ბიძიები რომ მეგონენ. გაუმრავლდით დედიკოებს და საქართველოს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

საქართველო-პორტუგალიის მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ხვიჩა კვარაცხელია დასახელდა - რა თქვა "კვარამ" მატჩის შემდეგ?

საქართველო-პორტუგალიის მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ხვიჩა კვარაცხელია დასახელდა - რა თქვა "კვარამ" მატჩის შემდეგ?

ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში, საქართველო-პორტუგალიის მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ხვიჩა კვარაცხელია დასახელდა.

ხვიჩამ პორტუგალიას უსწრაფესი გოლი გაუტანა. მისი ასისტენტი კი გიორგი მიქაუტაძე იყო. გოლის შემდეგაც ერთ-ერთი აქტიური მოთამაშე იყო მოედანზე, რამდენიმე გამორჩეული დრიბლინგიც შეასრულა.

მატჩის დასრულების შემდეგ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე პირველი გოლის ავტორმა ხვიჩა კვარაცხელიამ ისაუბრა, რომელიც მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს:

"ეს იყო გუნდური გამარჯვება. ჩვენ ყველას პატივს ვცემთ, მაგრამ ყველა მატჩზე მოსაგებად გავდივართ. ახლა ძალიან ბედნიერები ვართ, მაგრამ უკვე ხვალიდან მომდევნო მატჩზე ვიფიქრებთ.

რონალდოს მაისური გამოვართვი... დღეს ისტორიის ახალი ფურცელი დავწერეთ! ყველამ ერთმანეთს შემოვუძახეთ და დავამტკიცეთ, ყველაფერი შეგვიძლია!

არავისზე და არცერთზე ნაკლები არ ვართ. ყველა იმსახურებდა ამ ბედნიერებას, ერთად ძალიან ძლიერები ვართ!

თამაშის წინ რონალდო მოვიდა და გამამხნევა. ძალიან დიდი ფეხბურთელი და ადამიანია. ახალგაზრდებისთვის დიდი მოტივაციის მიმცემია. დღეს მეც ძალიან დიდი მუხტი მომცა. სკუდეტო ძალიან დასამახსოვრებელი იყო, მაგრამ სულ სხვა ემოციებია, როცა შენი ქვეყნის სახელით გამოდიხარ. ჩემი ოცნება ერთ დროს ნაკრებში თამაში იყო, დღეს კი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი გადავლახეთ.

ესპანეთის ნაკრებს კარგად ვიცნობთ. დღეს ვნახეთ, რომ ბრძოლა ყველასთან შეიძლება, იოლი მეტოქე კი ევროპის ჩემპიონატზე არ არსებობს. ჩვენ მოსაგებად გავალთ მოედანზე!

დიდი ბედნიერებაა, როცა ქართველი ხალხისთვის წარმატება მოგვაქვს! ციფრი 26 ჩვენთვის განსაკუთრებული და დიდი ციფრია. დიდი მადლობა ქართველ გულშემატკივრებს. წარმიდგენია, რა ხდება საქართველოში".

საქართველომ მისი და მიქაუტაძის გოლების 2:0 დაამარცხა პორტუგალია და ისტორიულ შედეგს მიაღწია - პირველივე ევროპის ჩემპიონატზე მერვედფინალში გავიდა.

შეგახსენებთ წინა ტირში საქართველო-ჩეხეთის მატჩის საუკეთესო მოთამაშედ გიორგი მამარდაშვილი დასახელდა.