პოლიტიკა
მსოფლიო

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მეცნიერებმა ცოცხალი კანი შექმნეს, რომელიც თვითაღდგენადია - "ამ აღმოჩენით ადამიანის მსგავსი კიბორგების შექმნა გაადვილდება"
მეცნიერებმა ცოცხალი კანი შექმნეს, რომელიც თვითაღდგენადია - "ამ აღმოჩენით ადამიანის მსგავსი კიბორგების შექმნა გაადვილდება"

მეც­ნი­ერ­თა ჯგუფ­მა ცო­ცხა­ლი კა­ნის ნაზი ფე­ნით და­ფა­რუ­ლი რო­ბო­ტის სახე შექ­მნა. კანი თვი­თაღ­დგე­ნა­დია და ღი­მი­ლი­სას იჭ­მუხ­ნე­ბა. მეც­ნი­ე­რე­ბი იმე­დოვ­ნე­ბენ, რომ ამ აღ­მო­ჩე­ნით ადა­მი­ა­ნის მსგავ­სი კი­ბორ­გე­ბის შექ­მნა გა­ად­ვილ­დე­ბა.

  • New Scientist-ის ცნო­ბით, კანი ტო­კი­ოს უნი­ვერ­სი­ტე­ტის ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში ადა­მი­ა­ნის კა­ნის უჯრე­დე­ბის ნა­რე­ვის­გან შე­იქ­მნა, გა­ი­ზარ­და კო­ლა­გე­ნის მო­დელ­ზე და 3D ბეჭდ­ვით შექ­მნილ ფი­სის ბა­ზა­ზე მო­თავ­სდა.

პრო­ექ­ტზე მო­მუ­შა­ვე მეც­ნი­ე­რე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ცო­ცხა­ლი კანი შე­იძ­ლე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯი იყოს ისე­თი რო­ბო­ტე­ბის შექ­მნა­ში, რომ­ლე­ბიც გა­ნი­კურ­ნე­ბი­ან და ადა­მი­ა­ნე­ბის მსგავ­სი გრძნო­ბე­ბი ექ­ნე­ბათ.

"ეს ცო­ცხა­ლი კანი გან­სა­კუთ­რე­ბით სა­სარ­გებ­ლო იქ­ნე­ბა იმ რო­ბო­ტე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც მჭიდ­როდ ურ­თი­ერ­თო­ბენ ადა­მი­ა­ნებ­თან, რო­გო­რი­ცაა ჯან­დაც­ვის, მომ­სა­ხუ­რე­ბის, თან­მხლე­ბი და ჰუ­მა­ნო­ი­დუ­რი რო­ბო­ტე­ბი, სა­დაც ადა­მი­ა­ნის მსგავ­სი ფუნ­ქცი­ე­ბია სა­ჭი­რო", - გა­ნუ­ცხა­და პრო­ფე­სორ­მა შოჯი ტა­კე­უ­ჩიმ Times of London-ს.

ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში გაზ­რდი­ლი კანი მი­მაგ­რე­ბუ­ლია მარ­ტივ, პა­ტა­რა რო­ბო­ტის სა­ხე­ზე, რო­მელ­საც გა­ღი­მე­ბა შე­უძ­ლია - ხოლო ქსო­ვილს თვი­თაღ­დგე­ნის უნა­რი ახა­სი­ა­თებს.

"და­ზი­ა­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, კანს შე­უძ­ლია თვი­თაღ­დგე­ნა, მსგავ­სად იმი­სა, თუ რო­გორ კურ­ნავს ადა­მი­ა­ნის კანი ჭრი­ლო­ბებს. ხოლო სენ­სო­რუ­ლი ფუნ­ქცი­ე­ბის, რო­გო­რი­ცაა შე­ხე­ბა და ტემ­პე­რა­ტუ­რის აღ­ქმა, ინ­ტეგ­რი­რე­ბა ცო­ცხალ ქსო­ვილ­თან უფრო შე­საძ­ლე­ბე­ლია", - აღ­ნიშ­ნა ტა­კე­უ­ჩიმ.

კანი რო­ბო­ტის სა­ხე­ზე იმის გა­მო­ყე­ნე­ბი­თაა მი­მაგ­რე­ბუ­ლი, რა­საც New Scientist-თან სა­უბ­რი­სას მი­ჩიო კა­ვაი ჰარ­ვარ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან აღ­წერს, რო­გორც "პერ­ფო­რა­ცი­უ­ლი ტი­პის ღუ­ზებს", რომ­ლე­ბიც ფი­სის ბა­ზას ხვრე­ტენ და ქსო­ვი­ლის შე­სავ­სე­ბად პა­ტა­რა ღრუ­ებს ქმნი­ან.

ტა­კე­უ­ჩის თქიმთ, პერ­ფო­რა­ცი­ე­ბი სი­ნამ­დვი­ლე­ში მოქ­ნი­ლი, ძლი­ე­რი იო­გე­ბის ეკ­ვი­ვა­ლენ­ტია, რომ­ლე­ბიც ადა­მი­ა­ნებ­სა და ცხო­ვე­ლებს კან­ქვეშ აქვთ, გა­ნუ­ცხა­და ტა­კე­უ­ჩიმ Times of London-ს.

"ეს ქმნის გლუვ, ძლი­ერ კავ­შირს კან­სა და რო­ბოტს შო­რის... კა­ნის ბუ­ნებ­რი­ვი მოქ­ნი­ლო­ბა და მი­მაგ­რე­ბის ძლი­ე­რი მე­თო­დი ნიშ­ნავს, რომ კანს რო­ბო­ტის მე­ქა­ნი­კურ კომ­პო­ნენ­ტებ­თან ერ­თად გა­ხე­ვის ან აც­ლის გა­რე­შე შე­უძ­ლია მოძ­რა­ო­ბა", - აღ­ნიშ­ნა მან.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში გაზ­რდი­ლი კანი ჯერ კი­დევ რე­ა­ლურ ადა­მი­ა­ნის კანს არ ჰგავს, პრო­ფე­სორ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ უახ­ლე­სი ნა­მუ­შე­ვა­რი მა­ინც გა­დამ­წყვე­ტი მნიშ­ვნე­ლო­ბი­საა.

"ჩვენ გა­მო­ვავ­ლი­ნეთ ახა­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბი, რო­გო­რი­ცაა ზე­და­პი­რის ნა­ო­ჭე­ბი­სა და უფრო სქე­ლი ეპი­დერ­მი­სის სა­ჭი­რო­ე­ბა უფრო ადა­მი­ა­ნის მსგავ­სი გა­რეგ­ნო­ბის მი­საღ­წე­ვად. გვჯე­რა, რომ უფრო სქე­ლი და რე­ა­ლის­ტუ­რი კა­ნის შექ­მნა სა­ოფ­ლე ჯირ­კვლე­ბის, ცხი­მო­ვა­ნი ჯირ­კვლე­ბის, ფო­რე­ბის, სის­ხლძარ­ღვე­ბის, ცხი­მის და ნერ­ვე­ბის ჩარ­თვით შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა", - დას­ძი­ნა მან.

კა­ვა­ის თქმით კი, კა­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბებს კოს­მე­ტი­კის ინ­დუსტრი­ის­თვი­საც მო­უ­ლოდ­ნე­ლი შე­დე­გე­ბი აქვს. მისი თქმით, რო­დე­საც მეც­ნი­ე­რე­ბი რო­ბოტს ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში აღი­მებ­დნენ, აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რომ ქსო­ვილ­მა კან­ზე მი­მი­კუ­რი ნა­ო­ჭე­ბის გა­ჩე­ნა გა­ი­მე­ო­რა, რაც შე­იძ­ლე­ბა, გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იქ­ნას ახა­ლი კოს­მე­ტი­კუ­რი და კა­ნის მოვ­ლის პრო­დუქ­ტე­ბის ტეს­ტი­რე­ბის­თვის.

ამა­სო­ბა­ში, ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში ექ­სპერ­ტე­ბი მუ­შა­ო­ბას აგ­რძე­ლე­ბენ.

"შე­იძ­ლე­ბა, სა­ჭი­რო იყოს 10 წლამ­დე კვლე­ვა და გან­ვი­თა­რე­ბა, სა­ნამ ცო­ცხა­ლი კანი იმ რო­ბო­ტებ­ზე იქ­ნე­ბა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი, რომ­ლე­ბიც ადა­მი­ა­ნებ­თან რე­გუ­ლა­რუ­ლად ურ­თი­ერ­თო­ბენ. თუმ­ცა, პროგ­რესს ვაღ­წევთ და გან­გრძო­ბი­თი ძა­ლის­ხმე­ვით, ეს ხედ­ვა შე­იძ­ლე­ბა, მომ­დევ­ნო ათწლე­ულ­ში რე­ა­ლო­ბად იქ­ცეს", - აღ­ნიშ­ნა ტა­კე­უ­ჩიმ.

წყა­რო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

მეცნიერებმა ცოცხალი კანი შექმნეს, რომელიც თვითაღდგენადია - "ამ აღმოჩენით ადამიანის მსგავსი კიბორგების შექმნა გაადვილდება"

მეცნიერებმა ცოცხალი კანი შექმნეს, რომელიც თვითაღდგენადია - "ამ აღმოჩენით ადამიანის მსგავსი კიბორგების შექმნა გაადვილდება"

მეცნიერთა ჯგუფმა ცოცხალი კანის ნაზი ფენით დაფარული რობოტის სახე შექმნა. კანი თვითაღდგენადია და ღიმილისას იჭმუხნება. მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ამ აღმოჩენით ადამიანის მსგავსი კიბორგების შექმნა გაადვილდება.

  • New Scientist-ის ცნობით, კანი ტოკიოს უნივერსიტეტის ლაბორატორიაში ადამიანის კანის უჯრედების ნარევისგან შეიქმნა, გაიზარდა კოლაგენის მოდელზე და 3D ბეჭდვით შექმნილ ფისის ბაზაზე მოთავსდა.

პროექტზე მომუშავე მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ცოცხალი კანი შეიძლება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყოს ისეთი რობოტების შექმნაში, რომლებიც განიკურნებიან და ადამიანების მსგავსი გრძნობები ექნებათ.

"ეს ცოცხალი კანი განსაკუთრებით სასარგებლო იქნება იმ რობოტებისთვის, რომლებიც მჭიდროდ ურთიერთობენ ადამიანებთან, როგორიცაა ჯანდაცვის, მომსახურების, თანმხლები და ჰუმანოიდური რობოტები, სადაც ადამიანის მსგავსი ფუნქციებია საჭირო", - განუცხადა პროფესორმა შოჯი ტაკეუჩიმ Times of London-ს.

ლაბორატორიაში გაზრდილი კანი მიმაგრებულია მარტივ, პატარა რობოტის სახეზე, რომელსაც გაღიმება შეუძლია - ხოლო ქსოვილს თვითაღდგენის უნარი ახასიათებს.

"დაზიანების შემთხვევაში, კანს შეუძლია თვითაღდგენა, მსგავსად იმისა, თუ როგორ კურნავს ადამიანის კანი ჭრილობებს. ხოლო სენსორული ფუნქციების, როგორიცაა შეხება და ტემპერატურის აღქმა, ინტეგრირება ცოცხალ ქსოვილთან უფრო შესაძლებელია", - აღნიშნა ტაკეუჩიმ.

კანი რობოტის სახეზე იმის გამოყენებითაა მიმაგრებული, რასაც New Scientist-თან საუბრისას მიჩიო კავაი ჰარვარდის უნივერსიტეტიდან აღწერს, როგორც "პერფორაციული ტიპის ღუზებს", რომლებიც ფისის ბაზას ხვრეტენ და ქსოვილის შესავსებად პატარა ღრუებს ქმნიან.

ტაკეუჩის თქიმთ, პერფორაციები სინამდვილეში მოქნილი, ძლიერი იოგების ეკვივალენტია, რომლებიც ადამიანებსა და ცხოველებს კანქვეშ აქვთ, განუცხადა ტაკეუჩიმ Times of London-ს.

"ეს ქმნის გლუვ, ძლიერ კავშირს კანსა და რობოტს შორის... კანის ბუნებრივი მოქნილობა და მიმაგრების ძლიერი მეთოდი ნიშნავს, რომ კანს რობოტის მექანიკურ კომპონენტებთან ერთად გახევის ან აცლის გარეშე შეუძლია მოძრაობა", - აღნიშნა მან.

მიუხედავად იმისა, რომ ლაბორატორიაში გაზრდილი კანი ჯერ კიდევ რეალურ ადამიანის კანს არ ჰგავს, პროფესორმა განაცხადა, რომ უახლესი ნამუშევარი მაინც გადამწყვეტი მნიშვნელობისაა.

"ჩვენ გამოვავლინეთ ახალი გამოწვევები, როგორიცაა ზედაპირის ნაოჭებისა და უფრო სქელი ეპიდერმისის საჭიროება უფრო ადამიანის მსგავსი გარეგნობის მისაღწევად. გვჯერა, რომ უფრო სქელი და რეალისტური კანის შექმნა საოფლე ჯირკვლების, ცხიმოვანი ჯირკვლების, ფორების, სისხლძარღვების, ცხიმის და ნერვების ჩართვით შესაძლებელი იქნება", - დასძინა მან.

კავაის თქმით კი, კანის შესაძლებლობებს კოსმეტიკის ინდუსტრიისთვისაც მოულოდნელი შედეგები აქვს. მისი თქმით, როდესაც მეცნიერები რობოტს ერთი თვის განმავლობაში აღიმებდნენ, აღმოაჩინეს, რომ ქსოვილმა კანზე მიმიკური ნაოჭების გაჩენა გაიმეორა, რაც შეიძლება, გამოყენებული იქნას ახალი კოსმეტიკური და კანის მოვლის პროდუქტების ტესტირებისთვის.

ამასობაში, ლაბორატორიაში ექსპერტები მუშაობას აგრძელებენ.

"შეიძლება, საჭირო იყოს 10 წლამდე კვლევა და განვითარება, სანამ ცოცხალი კანი იმ რობოტებზე იქნება გამოყენებული, რომლებიც ადამიანებთან რეგულარულად ურთიერთობენ. თუმცა, პროგრესს ვაღწევთ და განგრძობითი ძალისხმევით, ეს ხედვა შეიძლება, მომდევნო ათწლეულში რეალობად იქცეს", - აღნიშნა ტაკეუჩიმ.

წყარო