მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ოპოზიციური პარტიების ნაწილი ერთიანობის დეკლარაციას აწერს ხელს
ოპოზიციური პარტიების ნაწილი ერთიანობის დეკლარაციას აწერს ხელს

ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის ნა­წი­ლი ერ­თი­ა­ნო­ბის დეკ­ლა­რა­ცი­ას აწერს ხელს ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის ნა­წი­ლი ერ­თი­ა­ნო­ბის დეკ­ლა­რა­ცი­ას აწერს ხელს. რო­გორც მათ მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, ერ­თი­ა­ნო­ბის დეკ­ლა­რა­ცი­ა­ზე ხელ­მო­წე­რა გუ­ლის­ხმობს ერ­თი­ა­ნო­ბას, რო­გორც სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბამ­დე, ასე­ვე არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ.

ამას­თან, მა­თი­ვე თქმით, პარ­ტი­ე­ბი ერ­თი­ა­ნო­ბის ყვე­ლა­ზე ეფექ­ტუ­რი კონ­ფი­გუ­რა­ცი­ა­ზე არა­უგ­ვი­ა­ნეს 8 ივ­ლი­სამ­დე შე­თან­ხმდე­ბი­ან.

"შეშ­ფო­თე­ბულ­ნი ვართ რა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ბო­ლოდ­რო­ინ­დე­ლი თავ­დას­ხმე­ბით ოლი­გარ­ქი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მე­თა­უ­რო­ბით, ასე­ვე მთავ­რო­ბის ქმე­დე­ბე­ბით, რო­მე­ლიც ემორ­ჩი­ლე­ბა ამა­ვე ოლი­გარ­ქს და უგუ­ლე­ბელ­ყოფს დე­მოკ­რა­ტი­ის ძი­რი­თად ფა­სე­უ­ლო­ბებს და მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად ხელს უშ­ლის სა­ქარ­თვე­ლოს მის­წრა­ფე­ბებს ევ­რო­კავ­შირ­სა და ნა­ტო­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის­კენ;

ვერ­თი­ან­დე­ბით "ქარ­თუ­ლი ქარ­ტი­ის“ გარ­შე­მო და ქარ­ტი­ის მიზ­ნე­ბის გარ­შე­მო, რო­გორც ეს პრე­ზი­დენ­ტმა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა წა­რად­გი­ნა. ვა­ცხა­დებთ, რომ გა­ვერ­თი­ან­დე­ბით მო­ახ­ლო­ე­ბუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის წინ და არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დგომ, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში, შემ­დე­გი მიზ­ნე­ბის მი­საღ­წე­ვად: გა­ვა­თა­ვი­სუფ­ლოთ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მიერ მი­ტა­ცე­ბუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო ოლი­გარ­ქი­ი­სა და მის მო­ნო­ბა­ში მყო­ფი პარ­ტია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მმარ­თვე­ლო­ბის­გან; და­ვაბ­რუ­ნოთ სა­ქარ­თვე­ლო ევ­რო­კავ­შირ­ში სწრა­ფი ინ­ტეგ­რა­ცი­ის გზა­ზე;

აღ­ნიშ­ნუ­ლი მიზ­ნე­ბის მი­საღ­წე­ვად, გა­ვა­კე­თებთ ყვე­ლა­ფერს, რათა გა­ვერ­თი­ან­დეთ და და­მა­ჯე­რებ­ლად გა­ვი­მარ­ჯვოთ მო­მა­ვალ არ­ჩევ­ნებ­ში. ამას გა­ვა­კე­თებთ სა­ქარ­თვე­ლოს სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქეს­თან ერ­თად, რომ­ლე­ბიც მხარს უჭე­რენ და იცა­ვენ სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პულ მო­მა­ვალს.

იმი­სათ­ვის, რომ გა­ვი­მარ­ჯვოთ მო­ახ­ლო­ე­ბულ არ­ჩევ­ნებ­ში, ხელს ვა­წერთ ერ­თი­ა­ნო­ბის დეკ­ლა­რა­ცი­ას, რო­მე­ლიც გუ­ლის­ხმობს ერ­თი­ა­ნო­ბას, რო­გორც სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბამ­დე, ასე­ვე არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ. ხელ­მომ­წე­რე­ბი ვთან­ხმდე­ბით:

გა­ვაძ­ლი­ე­როთ ძა­ლის­ხმე­ვა მო­ახ­ლო­ე­ბულ არ­ჩევ­ნე­ბამ­დე, იმი­სათ­ვის, რომ არ და­ი­კარ­გოს არც ერთი სა­არ­ჩევ­ნო ხმა, რად­გან 5% ბა­რი­ე­რის გა­და­ლახ­ვა არ წარ­მო­ად­გენ­დეს პრობ­ლე­მას;

არა­უგ­ვი­ა­ნეს 2024 წლის 8 ივ­ლი­სამ­დე, მოვ­ნა­ხოთ ყვე­ლა­ზე ეფექ­ტუ­რი კონ­ფი­გუ­რა­ცია ჩვე­ნი ერ­თი­ა­ნო­ბი­სა, რო­მე­ლიც მაქ­სი­მა­ლუ­რი შე­დე­გის მომ­ტა­ნი იქ­ნე­ბა არ­ჩევ­ნებ­ში;

ეთი­კუ­რი ფარ­გლე­ბის დაც­ვით გა­ვაგ­რძე­ლოთ ქვეყ­ნის წი­ნა­შე მდგო­მი სა­კი­თხე­ბის გან­ხილ­ვა და მო­ვე­რი­დოთ ერ­თმა­ნეთ­ზე თავ­დას­ხმებს არ­ჩევ­ნე­ბამ­დე და მის შემ­დეგ;

ერ­თი­ა­ნი ძა­ლის­ხმე­ვით და­ვუ­პი­რის­პირ­დეთ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ პრო­პა­გან­დას;

შევ­თან­ხმდეთ, ერ­თი­ა­ნი მმარ­თვე­ლი კო­ა­ლი­ცი­ის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ზე არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დგომ, "ქარ­თუ­ლი ქარ­ტი­ა­ში“ მო­ცე­მუ­ლი პუნ­ქტე­ბის შე­სას­რუ­ლებ­ლად;

ავი­ღოთ ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, რომ ახალ პარ­ლა­მენ­ტში არ მივ­ცეთ ხმა ისე­თი მთავ­რო­ბის ფორ­მი­რე­ბას, რო­მელ­შიც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ მი­ი­ღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას;

სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დგომ, საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ზე მხა­რი და­ვუ­ჭი­როთ ერ­თი­ან საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­დატს;

სტრა­ტე­გი­უ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი მიზ­ნე­ბი­სა და საქ­მი­ა­ნო­ბის გარ­შე­მო გა­ვერ­თი­ან­დეთ საპ­რო­ტეს­ტო სა­მო­ქა­ლა­ქო მოძ­რა­ო­ბებ­თან და აქ­ტი­ვის­ტებ­თან, რომ­ლე­ბიც იბ­რძოდ­ნენ და კვლა­ვაც იბ­რძვი­ან დე­მოკ­რა­ტი­ის და­სა­ცა­ვად და სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ გზა­ზე და­საბ­რუ­ნებ­ლად;

მო­ვუ­წო­დოთ და მო­ბი­ლი­ზე­ბა გა­ვუ­კე­თოთ სა­ზღვარ­გა­რეთ მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი ამომ­რჩევ­ლე­ბის მაქ­სი­მა­ლურ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას არ­ჩევ­ნებ­ში და ვთხო­ვოთ პარტნი­ორ ქვეყ­ნებს არ­სე­ბუ­ლი პრო­ცე­სის ხელ­შე­წყო­ბა;

შევ­თან­ხმდეთ ძა­ლის­ხმე­ვის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა­ზე, რათა და­ვიც­ვათ ყვე­ლა სა­არ­ჩევ­ნო ხმა და ხელი შე­ვუ­შა­ლოთ არ­ჩევ­ნე­ბის გა­ყალ­ბე­ბას;

ვთხო­ვოთ და­სავ­ლელ პარტნი­ო­რებს, გა­მო­ი­ყე­ნონ ყვე­ლა არ­სე­ბუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა, რათა და­იც­ვან სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის უფ­ლე­ბა, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღონ სა­მარ­თლი­ან და გამჭვირ­ვა­ლე არ­ჩევ­ნებ­ში, რად­გან ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბა შე­იძ­ლე­ბა გა­მიზ­ნუ­ლად შე­ი­ზღუ­დოს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ;

მო­ვუ­წო­დოთ OSCE/ODIHR-ს, ევ­რო­პარ­ლა­მენტს, ევ­რო­პის საბ­ჭო­სა და სხვა უწყე­ბებს, უზ­რუნ­ველ­ყონ სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ზე გრძელ­ვა­დი­ა­ნი დაკ­ვირ­ვე­ბა.

დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით, ამ დეკ­ლა­რა­ცი­ას ხელს აწე­რენ შემ­დე­გი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბი: "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“; "გირ­ჩი- მეტი თა­ვი­სუფ­ლე­ბა“; პარ­ტია "ახა­ლი“; "ლელო“; "დროა“; "სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნე­ბე­ლი“. დეკ­ლა­რა­ცი­ა­ზე მი­ერ­თე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ე­ცე­მა სხვა ოპო­ზი­ცი­ურ პარ­ტი­ებ­საც, მათი სურ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში“, - ნათ­ქვა­მია ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის გან­ცხა­დე­ბა­ში

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი
ავტორი:

ოპოზიციური პარტიების ნაწილი ერთიანობის დეკლარაციას აწერს ხელს

ოპოზიციური პარტიების ნაწილი ერთიანობის დეკლარაციას აწერს ხელს

ოპოზიციური პარტიების ნაწილი ერთიანობის დეკლარაციას აწერს ხელს ოპოზიციური პარტიების ნაწილი ერთიანობის დეკლარაციას აწერს ხელს. როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ერთიანობის დეკლარაციაზე ხელმოწერა გულისხმობს ერთიანობას, როგორც საპარლამენტო არჩევნებამდე, ასევე არჩევნების შემდეგ.

ამასთან, მათივე თქმით, პარტიები ერთიანობის ყველაზე ეფექტური კონფიგურაციაზე არაუგვიანეს 8 ივლისამდე შეთანხმდებიან.

"შეშფოთებულნი ვართ რა "ქართული ოცნების“ ბოლოდროინდელი თავდასხმებით ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით, ასევე მთავრობის ქმედებებით, რომელიც ემორჩილება ამავე ოლიგარქს და უგულებელყოფს დემოკრატიის ძირითად ფასეულობებს და მიზანმიმართულად ხელს უშლის საქართველოს მისწრაფებებს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებისკენ;

ვერთიანდებით "ქართული ქარტიის“ გარშემო და ქარტიის მიზნების გარშემო, როგორც ეს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა წარადგინა. ვაცხადებთ, რომ გავერთიანდებით მოახლოებული არჩევნების წინ და არჩევნების შემდგომ, საქართველოს პარლამენტში, შემდეგი მიზნების მისაღწევად: გავათავისუფლოთ ბიძინა ივანიშვილის მიერ მიტაცებული სახელმწიფო ოლიგარქიისა და მის მონობაში მყოფი პარტია "ქართული ოცნების“ მმართველობისგან; დავაბრუნოთ საქართველო ევროკავშირში სწრაფი ინტეგრაციის გზაზე;

აღნიშნული მიზნების მისაღწევად, გავაკეთებთ ყველაფერს, რათა გავერთიანდეთ და დამაჯერებლად გავიმარჯვოთ მომავალ არჩევნებში. ამას გავაკეთებთ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებასა და საქართველოს ყველა მოქალაქესთან ერთად, რომლებიც მხარს უჭერენ და იცავენ საქართველოს ევროპულ მომავალს.

იმისათვის, რომ გავიმარჯვოთ მოახლოებულ არჩევნებში, ხელს ვაწერთ ერთიანობის დეკლარაციას, რომელიც გულისხმობს ერთიანობას, როგორც საპარლამენტო არჩევნებამდე, ასევე არჩევნების შემდეგ. ხელმომწერები ვთანხმდებით:

გავაძლიეროთ ძალისხმევა მოახლოებულ არჩევნებამდე, იმისათვის, რომ არ დაიკარგოს არც ერთი საარჩევნო ხმა, რადგან 5% ბარიერის გადალახვა არ წარმოადგენდეს პრობლემას;

არაუგვიანეს 2024 წლის 8 ივლისამდე, მოვნახოთ ყველაზე ეფექტური კონფიგურაცია ჩვენი ერთიანობისა, რომელიც მაქსიმალური შედეგის მომტანი იქნება არჩევნებში;

ეთიკური ფარგლების დაცვით გავაგრძელოთ ქვეყნის წინაშე მდგომი საკითხების განხილვა და მოვერიდოთ ერთმანეთზე თავდასხმებს არჩევნებამდე და მის შემდეგ;

ერთიანი ძალისხმევით დავუპირისპირდეთ "ქართული ოცნების“ პროპაგანდას;

შევთანხმდეთ, ერთიანი მმართველი კოალიციის ჩამოყალიბებაზე არჩევნების შემდგომ, "ქართული ქარტიაში“ მოცემული პუნქტების შესასრულებლად;

ავიღოთ ვალდებულება, რომ ახალ პარლამენტში არ მივცეთ ხმა ისეთი მთავრობის ფორმირებას, რომელშიც "ქართული ოცნება“ მიიღებს მონაწილეობას;

საპარლამენტო არჩევნების შემდგომ, საპრეზიდენტო არჩევნებზე მხარი დავუჭიროთ ერთიან საპრეზიდენტო კანდიდატს;

სტრატეგიული პოლიტიკური მიზნებისა და საქმიანობის გარშემო გავერთიანდეთ საპროტესტო სამოქალაქო მოძრაობებთან და აქტივისტებთან, რომლებიც იბრძოდნენ და კვლავაც იბრძვიან დემოკრატიის დასაცავად და საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე დასაბრუნებლად;

მოვუწოდოთ და მობილიზება გავუკეთოთ საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი ამომრჩევლების მაქსიმალურ მონაწილეობას არჩევნებში და ვთხოვოთ პარტნიორ ქვეყნებს არსებული პროცესის ხელშეწყობა;

შევთანხმდეთ ძალისხმევის გაერთიანებაზე, რათა დავიცვათ ყველა საარჩევნო ხმა და ხელი შევუშალოთ არჩევნების გაყალბებას;

ვთხოვოთ დასავლელ პარტნიორებს, გამოიყენონ ყველა არსებული საშუალება, რათა დაიცვან საქართველოს მოქალაქეების უფლება, მონაწილეობა მიიღონ სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებში, რადგან ამის შესაძლებლობა შეიძლება გამიზნულად შეიზღუდოს "ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ;

მოვუწოდოთ OSCE/ODIHR-ს, ევროპარლამენტს, ევროპის საბჭოსა და სხვა უწყებებს, უზრუნველყონ საპარლამენტო არჩევნებზე გრძელვადიანი დაკვირვება.

დღეის მდგომარეობით, ამ დეკლარაციას ხელს აწერენ შემდეგი პოლიტიკური პარტიები: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“; "გირჩი- მეტი თავისუფლება“; პარტია "ახალი“; "ლელო“; "დროა“; "სტრატეგია აღმაშენებელი“. დეკლარაციაზე მიერთების შესაძლებლობა მიეცემა სხვა ოპოზიციურ პარტიებსაც, მათი სურვილის შემთხვევაში“, - ნათქვამია ოპოზიციური პარტიების განცხადებაში