მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პორტუგალია მაღალი კლასის გუნდია, თუმცა ჩვენც ჩვენი ამბიციები გვაქვს" - რას ამბობს ბუდუ ზივზივაძე ნაკრებსა და ევროპის ჩემპიონატზე
"პორტუგალია მაღალი კლასის გუნდია, თუმცა ჩვენც ჩვენი ამბიციები გვაქვს" - რას ამბობს ბუდუ ზივზივაძე ნაკრებსა და ევროპის ჩემპიონატზე

სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის წევ­რი ბუდუ ზივ­ზი­ვა­ძე კო­მენ­ტარს აკე­თებს ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს მიერ მიღ­წე­უ­ლი შე­დე­გით და ასე­ვე პორ­ტუ­გა­ლი­ას­თან მო­მა­ვალ მატჩზე.

"მად­ლო­ბას გა­და­ვუხ­დი გულ­შე­მატ­კი­ვარს, ვინც გერ­მა­ნი­ა­ში ჩა­მო­ვი­და და გვგულ­შე­მატ­კივ­რობს, მარ­თლაც სა­ო­ცა­რი გა­რე­მო იყო ორი­ვე თა­მაშ­ზე, ამ­დე­ნი დრო­შა და ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის ფორ­მით რომ იყო ამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი, ძა­ლი­ან კარ­გი იყო და და­დე­ბი­თად აი­სა­ხა ჩემ­ზე, მი­ვუ­ლო­ცავ ასე­ვე პირ­ველ ის­ტო­რი­ულ ქუ­ლას, რო­მე­ლიც მო­ვი­პო­ვეთ ჩე­ხეთ­თან შეხ­ვედ­რა­ში.

  1. ამ ორ თა­მაშს რაც შე­ე­ხე­ბა ორი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი თა­მა­ში იყო, იმი­ტომ რომ თურ­ქე­თი უფრო ტექ­ნი­კუ­რი გუნ­დია, ვიდ­რე ჩე­ხე­თი, ჩე­ხე­თი ფი­ზი­კუ­რად უფრო ძლი­ე­რი გუნ­დი იყო და რა­ღაც ეპი­ზო­დებ­ში გაგ­ვი­ჭირ­და მე­ო­რე სარ­თულ­ზე ორ­თაბ­რძო­ლე­ბი. რის შე­დე­გა­დაც მი­ვი­ღეთ გოლი.

ბოლო მო­მენ­ტამ­დე გვქონ­და მო­გე­ბის შან­სი. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მა­ინც ყვე­ლა ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რე­ბი ვართ, რომ ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე პირ­ვე­ლი ქულა მო­ვი­პო­ვეთ. თურ­ქეთ­თან ძა­ლი­ან ბევ­რი მო­მენ­ტი გვქონ­და, სამ­წუ­ხა­როდ, არ გაგ­ვი­მარ­თლა რიგ ეპი­ზო­დებ­ში, თუმ­ცა თა­მა­შის ხა­რის­ხი რა­ღაც მო­მენ­ტებ­ში და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლი იყო, ვფიქ­რობ, რომ ქარ­თვე­ლი ხალ­ხი ბედ­ნი­ე­რი უნდა იყოს ამ გუნ­დით და უნდა ია­მა­ყოს, რომ სა­ქარ­თვე­ლო ღირ­სე­უ­ლად თა­მა­შობს ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე.

რაც შე­ე­ხე­ბა მე­სა­მე თა­მაშს, ასე რომ ვთქვათ, კი­დევ ერთი ფი­ნა­ლი გვაქვს, იმი­ტომ, რომ თუ გა­ვი­მარ­ჯვებთ, გავ­დი­ვართ ჯგუ­ფუ­რი ეტა­პი­დან და ვი­თა­მა­შებთ პლე­ი­ოფ­ში, რაც უდი­დე­სი მიღ­წე­ვა იქ­ნე­ბა ქარ­თუ­ლი ფეხ­ბურ­თის­თვის. ამის­თვის ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი მზად ვართ და ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ რომ სა­ქარ­თვე­ლოს კი­დევ ერთი დიდი სი­ხა­რუ­ლი მო­ვუ­ტა­ნოთ. და­ნარ­ჩე­ნი უკვე 26-ში მო­ე­დან­ზე გა­მოჩ­ნდე­ბა. ვი­ცით, რომ პორ­ტუ­გა­ლია კლა­სით მა­ღა­ლი გუნ­დია, ჩემ­პი­ო­ნა­ტის მო­გე­ბის ერ-ერთი ფა­ვო­რი­ტია, თუმ­ცა ჩვენც ჩვე­ნი ამ­ბი­ცი­ე­ბი გვაქვს და გვსურს რომ წარ­მა­ტე­ბას მი­ვაღ­წი­ოთ", - ამ­ბობს ბუდუ ზივ­ზი­ვა­ძე.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბი ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე მე­სა­მე ტუ­რის შეხ­ვედ­რას 26 ივ­ნისს პორ­ტუ­გა­ლი­ის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მარ­თავს. მატ­ჩი თბი­ლი­სის დრო­ით 23:00 სა­ათ­ზე და­ი­წყე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
შორენა
0

საქართველოსა და ამ ბიჭების დალოცვაზე ამდენი დისლაიქი?!?!?!

გამაოგნებელია!!!

rigi
0

ბუდუ, შენი იმედი გვაქვს პორტუგალიასთან.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი
ავტორი:

"პორტუგალია მაღალი კლასის გუნდია, თუმცა ჩვენც ჩვენი ამბიციები გვაქვს" - რას ამბობს ბუდუ ზივზივაძე ნაკრებსა და ევროპის ჩემპიონატზე

"პორტუგალია მაღალი კლასის გუნდია, თუმცა ჩვენც ჩვენი ამბიციები გვაქვს" - რას ამბობს ბუდუ ზივზივაძე ნაკრებსა და ევროპის ჩემპიონატზე

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი ბუდუ ზივზივაძე კომენტარს აკეთებს ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მიერ მიღწეული შედეგით და ასევე პორტუგალიასთან მომავალ მატჩზე.

"მადლობას გადავუხდი გულშემატკივარს, ვინც გერმანიაში ჩამოვიდა და გვგულშემატკივრობს, მართლაც საოცარი გარემო იყო ორივე თამაშზე, ამდენი დროშა და ეროვნული ნაკრების ფორმით რომ იყო ამდენი ადამიანი, ძალიან კარგი იყო და დადებითად აისახა ჩემზე, მივულოცავ ასევე პირველ ისტორიულ ქულას, რომელიც მოვიპოვეთ ჩეხეთთან შეხვედრაში.

  1. ამ ორ თამაშს რაც შეეხება ორი განსხვავებული თამაში იყო, იმიტომ რომ თურქეთი უფრო ტექნიკური გუნდია, ვიდრე ჩეხეთი, ჩეხეთი ფიზიკურად უფრო ძლიერი გუნდი იყო და რაღაც ეპიზოდებში გაგვიჭირდა მეორე სართულზე ორთაბრძოლები. რის შედეგადაც მივიღეთ გოლი.

ბოლო მომენტამდე გვქონდა მოგების შანსი. მიუხედავად ამისა, მაინც ყველა ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ევროპის ჩემპიონატზე პირველი ქულა მოვიპოვეთ. თურქეთთან ძალიან ბევრი მომენტი გვქონდა, სამწუხაროდ, არ გაგვიმართლა რიგ ეპიზოდებში, თუმცა თამაშის ხარისხი რაღაც მომენტებში დამაკმაყოფილებელი იყო, ვფიქრობ, რომ ქართველი ხალხი ბედნიერი უნდა იყოს ამ გუნდით და უნდა იამაყოს, რომ საქართველო ღირსეულად თამაშობს ევროპის ჩემპიონატზე.

რაც შეეხება მესამე თამაშს, ასე რომ ვთქვათ, კიდევ ერთი ფინალი გვაქვს, იმიტომ, რომ თუ გავიმარჯვებთ, გავდივართ ჯგუფური ეტაპიდან და ვითამაშებთ პლეიოფში, რაც უდიდესი მიღწევა იქნება ქართული ფეხბურთისთვის. ამისთვის ფეხბურთელები მზად ვართ და ყველაფერს გავაკეთებთ რომ საქართველოს კიდევ ერთი დიდი სიხარული მოვუტანოთ. დანარჩენი უკვე 26-ში მოედანზე გამოჩნდება. ვიცით, რომ პორტუგალია კლასით მაღალი გუნდია, ჩემპიონატის მოგების ერ-ერთი ფავორიტია, თუმცა ჩვენც ჩვენი ამბიციები გვაქვს და გვსურს რომ წარმატებას მივაღწიოთ", - ამბობს ბუდუ ზივზივაძე.

ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მესამე ტურის შეხვედრას 26 ივნისს პორტუგალიის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.