სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გაგვიმართლა, რომ გულშემატკივრებს კეთილი განზრახვები ჰქონდათ" - პორტუგალიის ნაკრები მოედანზე შეჭრილი და რონალდუსთან ფოტოს გადაღების მსურველთა აქტივობამ შეაწუხა
"გაგვიმართლა, რომ გულშემატკივრებს კეთილი განზრახვები ჰქონდათ" - პორტუგალიის ნაკრები მოედანზე შეჭრილი და რონალდუსთან ფოტოს გადაღების მსურველთა აქტივობამ შეაწუხა

პორ­ტუ­გა­ლი­ის მწვრთნელ­მა შეშ­ფო­თე­ბა გა­მო­ხა­ტა მას შემ­დეგ, რაც რამ­დე­ნი­მე გულ­შე­მატ­კი­ვა­რი ევრო 2024-ზე, პორ­ტუ­გა­ლი­ის თა­მა­შის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას მო­ე­დან­ზე კრიშ­ტი­ა­ნუ რო­ნალ­დუს­თან სელ­ფის გა­და­სა­ღე­ბად შე­იჭ­რა.

  • მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ პორ­ტუ­გა­ლი­ამ თურ­ქე­თი 3-0 და­ა­მარ­ცხა და შა­ბათს ევრო 2024-ის პლეი-ოფში გა­ვი­და, კრიშ­ტი­ა­ნუ რო­ნალ­დუ სხვა­დას­ხვა მო­მენ­ტში მა­ინც შე­წუ­ხე­ბუ­ლი ჩან­და, რად­გან მას­თან ფო­ტოს გა­და­სა­ღე­ბად რამ­დე­ნი­მე გულ­შე­მატ­კი­ვა­რი მი­იჭ­რა.

სტა­დი­ო­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის ასეთ­მა მრა­ვალ­რი­ცხო­ვან­მა დარ­ღვე­ვამ გერ­მა­ნი­ა­ში, დორ­ტმუნ­დის სტა­დი­ონ­ზე, პორ­ტუ­გა­ლი­ის მწვრთნელ რო­ბერ­ტო მარ­ტი­ნე­სის "შეშ­ფო­თე­ბა" გა­მო­იწ­ვია. ნაკ­რე­ბის თავ­კაც­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და: "გაგ­ვი­მარ­თლა, რომ გულ­შე­მატ­კივ­რებს კე­თი­ლი გან­ზრახ­ვე­ბი ჰქონ­დათ".

"ყვე­ლას გვიყ­ვარს გულ­შე­მატ­კი­ვა­რი, რო­მე­ლიც თა­ვის ცხოვ­რე­ბა­ში დიდ ვარ­სკვლა­ვებს და კუ­მი­რებს აღი­ა­რებს... მაგ­რამ არ­სე­ბობს ძა­ლი­ან, ძა­ლი­ან რთუ­ლი მო­მენ­ტე­ბი, თუ ეს გან­ზრახ­ვე­ბი არას­წო­რია - ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი და­უც­ვე­ლე­ბი არი­ან და ამ სა­კი­თხში ფრთხი­ლად უნდა ვი­ყოთ," - აღ­ნიშ­ნა მან.

მარ­ტი­ნე­სის თქმით, მისი აზ­რით, ეს ყვე­ლა­ფე­რი სა­ფეხ­ბურ­თო სტა­დი­ონ­ზე არ უნდა ხდე­ბო­დეს.

"არ­სე­ბობს ბევ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის ზომა და დაც­ვა და არ მგო­ნია, რომ ეს ვი­თა­რე­ბა უნდა იყოს. ალ­ბათ, გულ­შე­მატ­კივ­რებს უნდა მო­ვუ­წო­დოთ, რომ ეს სწო­რი ქცე­ვა არ არის; ამით ვე­რა­ფერს მი­ი­ღე­ბენ და სა­ვა­რა­უ­დოდ, ზო­მე­ბი მო­მა­ვალ­ში კი­დევ უფრო გამ­კაცრ­დე­ბა", - დას­ძი­ნა პორ­ტუ­გა­ლი­ის მწვრთნელ­მა.

ევ­რო­პუ­ლი ფეხ­ბურ­თის მმარ­თველ­მა ორ­გა­ნი­ზა­ცია UEFA-მ CNN-ს გა­ნუ­ცხა­და, რომ უსაფრ­თხო­ე­ბა და დაც­ვა მისი "უმ­თავ­რე­სი პრი­ო­რი­ტე­ტია" და რომ "ტურ­ნი­რის მო­თხოვ­ნე­ბის და­საკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლად და ასე­თი ინ­ცი­დენ­ტე­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად სტა­დი­ო­ნებ­ზე და­მა­ტე­ბი­თი უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბი იქ­ნე­ბა მი­ღე­ბუ­ლი".

თავ­და­პირ­ვე­ლად, ახალ­გაზ­რდა ადა­მი­ა­ნი რო­ნალ­დუს­თან მი­ვი­და, რო­მელ­მაც სი­ა­მოვ­ნე­ბით გა­და­ი­ღო სელ­ფი და გა­ი­ღი­მა, როცა ბიჭი სტი­უ­არ­დე­ბის­გან გაქ­ცე­ვას ცდი­ლობ­და.

მაგ­რამ რო­დე­საც მე­ო­რე, უფრო ასა­კო­ვან­მა გულ­შე­მატ­კი­ვარ­მა იგი­ვე გა­ა­კე­თა და რო­ნალ­დუს სელ­ფის გა­და­ღე­ბი­სას ხელი მოხ­ვია, მა­შინ, როცა სტი­უ­არ­დე­ბი მის გაყ­ვა­ნას ცდი­ლობ­დნენ, პორ­ტუ­გა­ლი­ელ­მა ვარ­სკვლავ­მა ხე­ლე­ბი იმედ­გაც­რუ­ე­ბით ას­წია.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, რო­ნალ­დუს­თან მის­ვლამ­დე სხვა გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი რამ­დე­ნი­მე სტი­უ­არ­დმა შე­ა­ჩე­რეს, თუმ­ცა ერ­თმა სტი­უ­არ­დმა შემ­თხვე­ვით პორ­ტუ­გა­ლი­ის მო­თა­მა­შე გონ­სა­ლუ რა­მუში წა­აქ­ცია, როცა გულ­შე­მატ­კივ­რის­კენ მირ­ბო­და, და თავ­დამ­სხმე­ლი ბა­ლახ­ზე და­ე­ცა.

UEFA-მ და­ა­მა­ტა, რომ მო­ე­დან­ზე ნე­ბის­მი­ე­რი შეჭ­რა "სტა­დი­ო­ნი­დან გა­ძე­ვე­ბას, ტურ­ნი­რის ყვე­ლა მატჩზე დას­წრე­ბის აკ­რძალ­ვას და უკა­ნო­ნო შეჭ­რის გამო ოფი­ცი­ა­ლუ­რი სარ­ჩე­ლის შე­ტა­ნას გა­მო­იწ­ვევს".

ქა­ო­სის მი­უ­ხე­და­ვად, პორ­ტუ­გა­ლი­ის ნაკ­რე­ბის კა­პი­ტან­მა, ბერ­ნარ­დუ სილ­ვამ - რო­მელ­მაც რო­ნალ­დუს პა­სით პირ­ვე­ლი გოლი გა­ი­ტა­ნა - ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, რომ მუდ­მი­ვი შეჭ­რე­ბი მის­თვის უფრო "შე­მა­წუ­ხე­ბე­ლია", ვიდ­რე - სა­ში­ში.

"უბ­რა­ლოდ. ცოტა გა­მა­ღი­ზი­ა­ნე­ბე­ლია იმ მხრივ, რომ თა­მა­ში წყდე­ბა, რად­გან გულ­შე­მატ­კი­ვა­რი მო­ე­დან­ზე შე­მორ­ბის, მაგ­რამ ეს არის ფასი, რო­მელ­საც იხდი იმის­თვის, რომ ფეხ­ბურ­თის სამ­ყა­რო­ში ასე­თი ცნო­ბი­ლი ხარ და ასე­თი მო­თა­მა­შე გყავს”, - თქვა მან.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ რო­ნალ­დუმ სა­გო­ლე პასი გა­ა­კე­თა, მის­თვის მერ­ვე ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე, რი­თაც რე­კორ­დი და­ამ­ყა­რა, ჯერ გოლი არ გა­უ­ტა­ნია. წყა­რო

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

"გაგვიმართლა, რომ გულშემატკივრებს კეთილი განზრახვები ჰქონდათ" - პორტუგალიის ნაკრები მოედანზე შეჭრილი და რონალდუსთან ფოტოს გადაღების მსურველთა აქტივობამ შეაწუხა

"გაგვიმართლა, რომ გულშემატკივრებს კეთილი განზრახვები ჰქონდათ" - პორტუგალიის ნაკრები მოედანზე შეჭრილი და რონალდუსთან ფოტოს გადაღების მსურველთა აქტივობამ შეაწუხა

პორტუგალიის მწვრთნელმა შეშფოთება გამოხატა მას შემდეგ, რაც რამდენიმე გულშემატკივარი ევრო 2024-ზე, პორტუგალიის თამაშის მიმდინარეობისას მოედანზე კრიშტიანუ რონალდუსთან სელფის გადასაღებად შეიჭრა.

  • მიუხედავად იმისა, რომ პორტუგალიამ თურქეთი 3-0 დაამარცხა და შაბათს ევრო 2024-ის პლეი-ოფში გავიდა, კრიშტიანუ რონალდუ სხვადასხვა მომენტში მაინც შეწუხებული ჩანდა, რადგან მასთან ფოტოს გადასაღებად რამდენიმე გულშემატკივარი მიიჭრა.

სტადიონის უსაფრთხოების ასეთმა მრავალრიცხოვანმა დარღვევამ გერმანიაში, დორტმუნდის სტადიონზე, პორტუგალიის მწვრთნელ რობერტო მარტინესის "შეშფოთება" გამოიწვია. ნაკრების თავკაცმა ჟურნალისტებს განუცხადა: "გაგვიმართლა, რომ გულშემატკივრებს კეთილი განზრახვები ჰქონდათ".

"ყველას გვიყვარს გულშემატკივარი, რომელიც თავის ცხოვრებაში დიდ ვარსკვლავებს და კუმირებს აღიარებს... მაგრამ არსებობს ძალიან, ძალიან რთული მომენტები, თუ ეს განზრახვები არასწორია - ფეხბურთელები დაუცველები არიან და ამ საკითხში ფრთხილად უნდა ვიყოთ," - აღნიშნა მან.

მარტინესის თქმით, მისი აზრით, ეს ყველაფერი საფეხბურთო სტადიონზე არ უნდა ხდებოდეს.

"არსებობს ბევრი უსაფრთხოების ზომა და დაცვა და არ მგონია, რომ ეს ვითარება უნდა იყოს. ალბათ, გულშემატკივრებს უნდა მოვუწოდოთ, რომ ეს სწორი ქცევა არ არის; ამით ვერაფერს მიიღებენ და სავარაუდოდ, ზომები მომავალში კიდევ უფრო გამკაცრდება", - დასძინა პორტუგალიის მწვრთნელმა.

ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაცია UEFA-მ CNN-ს განუცხადა, რომ უსაფრთხოება და დაცვა მისი "უმთავრესი პრიორიტეტია" და რომ "ტურნირის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად და ასეთი ინციდენტების თავიდან ასაცილებლად სტადიონებზე დამატებითი უსაფრთხოების ზომები იქნება მიღებული".

თავდაპირველად, ახალგაზრდა ადამიანი რონალდუსთან მივიდა, რომელმაც სიამოვნებით გადაიღო სელფი და გაიღიმა, როცა ბიჭი სტიუარდებისგან გაქცევას ცდილობდა.

მაგრამ როდესაც მეორე, უფრო ასაკოვანმა გულშემატკივარმა იგივე გააკეთა და რონალდუს სელფის გადაღებისას ხელი მოხვია, მაშინ, როცა სტიუარდები მის გაყვანას ცდილობდნენ, პორტუგალიელმა ვარსკვლავმა ხელები იმედგაცრუებით ასწია.

მოგვიანებით, რონალდუსთან მისვლამდე სხვა გულშემატკივრები რამდენიმე სტიუარდმა შეაჩერეს, თუმცა ერთმა სტიუარდმა შემთხვევით პორტუგალიის მოთამაშე გონსალუ რამუში წააქცია, როცა გულშემატკივრისკენ მირბოდა, და თავდამსხმელი ბალახზე დაეცა.

UEFA-მ დაამატა, რომ მოედანზე ნებისმიერი შეჭრა "სტადიონიდან გაძევებას, ტურნირის ყველა მატჩზე დასწრების აკრძალვას და უკანონო შეჭრის გამო ოფიციალური სარჩელის შეტანას გამოიწვევს".

ქაოსის მიუხედავად, პორტუგალიის ნაკრების კაპიტანმა, ბერნარდუ სილვამ - რომელმაც რონალდუს პასით პირველი გოლი გაიტანა - ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მუდმივი შეჭრები მისთვის უფრო "შემაწუხებელია", ვიდრე - საშიში.

"უბრალოდ. ცოტა გამაღიზიანებელია იმ მხრივ, რომ თამაში წყდება, რადგან გულშემატკივარი მოედანზე შემორბის, მაგრამ ეს არის ფასი, რომელსაც იხდი იმისთვის, რომ ფეხბურთის სამყაროში ასეთი ცნობილი ხარ და ასეთი მოთამაშე გყავს”, - თქვა მან.

მიუხედავად იმისა, რომ რონალდუმ საგოლე პასი გააკეთა, მისთვის მერვე ევროპის ჩემპიონატზე, რითაც რეკორდი დაამყარა, ჯერ გოლი არ გაუტანია. წყარო

იხილეთ ასევე: