მსოფლიო
სამხედრო

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
10 რჩევა, თუ როგორ დაიცვათ თავი სიცხისგან საზაფხულო კემპინგის დროს
10 რჩევა, თუ როგორ დაიცვათ თავი სიცხისგან საზაფხულო კემპინგის დროს

როცა ღა­მეს ღია სივ­რცე­ში, „დედა ბუ­ნე­ბას­თან“ კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­ში ატა­რებ, მზად უნდა იყო, რომ მო­ერ­გო ტემ­პე­რა­ტუ­რას.

კემ­პინ­გი სი­ცხი­ან ამინ­დში შე­საძ­ლოა არ არის კარ­გი იდეა, თუმ­ცა რამ­დე­ნი­მე მარ­ტი­ვი სტრა­ტე­გი­ის დაც­ვა და­გეხ­მა­რე­ბათ სი­ცხის დაძ­ლე­ვა­ში, ვარ­სკვლა­ვე­ბით მო­ჭე­დი­ლი ცის ქვეშ ძი­ლის დროს.

არ და­ი­ძი­ნოთ მი­წის ზე­და­პირ­ზე

რაც უფრო მეტი ჰა­ე­რი ცირ­კუ­ლი­რებს თქვენს ორ­გა­ნიზ­მში, მით უფრო გრი­ლად იქ­ნე­ბით მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში. სა­ძი­ლე ტო­მა­რა­ში ან ხა­ლი­ჩა­ზე წოლა არ არის კარ­გი ვა­რი­ან­ტი ცხელ ამინ­დში. კემ­პინ­გის თხელ გა­საშ­ლელ სა­წოლ­ზე, ან თუნ­დაც ნაქ­სოვ ჰა­მაკ­ში ძი­ლის დროს ნაკ­ლე­ბად გა­ოფ­ლი­ან­დე­ბით.

გა­მო­ი­ყე­ნეთ რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი ყი­ნუ­ლი

მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბის ყი­ნუ­ლის კუ­ბებ­მა შე­იძ­ლე­ბა გა­გაგ­რი­ლოთ ერთი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში. მე­ო­რე დღეს ყვე­ლა­ფე­რი თბი­ლი და გამ­დნა­რიa. წა­ი­ღეთ გა­ყი­ნუ­ლი პლასტმა­სის წყლის ბოთ­ლე­ბი. პირ­ველ რიგ­ში, ბოთ­ლებს მო­ა­კე­ლით ცოტა წყა­ლი, რომ გად­ნო­ბი­სას არ გად­მო­ვი­დეს. ყი­ნუ­ლი ნელა ლღვე­ბა და გარ­კვე­უ­ლი დრო­ით გრი­ლი სას­მე­ლი წყლით უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლე­ბი იქ­ნე­ბით.

და­ი­ცა­ვით თავი მზის­გან

ასევე დაგაინტერესებთ
16:28 / 18-04-2024

როგორ მოემზადოთ და რა წაიღოთ ლაშქრობაში

თუ მზე კა­რავს მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ად­გე­ბა, ღა­მით იქ შეს­ვლა სათ­ბურ­ში შეს­ვლას და­ემ­სგავ­სე­ბა. დი­ლით შე­საძ­ლოა მზე­მაც გა­გაღ­ვი­ძოთ, სა­ნამ ად­გო­მას და­ა­პი­რებთ. იყი­დეთ გა­საშ­ლე­ლი პა­ვი­ლი­ო­ნი, რო­მე­ლიც მარ­ტი­ვად იშ­ლე­ბა და იკე­ცე­ბა. მის ქვეშ შე­გიძ­ლი­ათ მო­ა­წყოთ მო­სას­ვე­ნე­ბე­ლი და სა­პიკ­ნი­კო ად­გი­ლი.

ჩა­იც­ვით ნა­თე­ლი ფე­რე­ბი

სახ­ლი­დან გას­ვლამ­დე შე­არ­ჩი­ეთ ტან­საც­მე­ლი, რო­მელ­საც ცხელ ამინ­დში კემ­პინ­გი­სას წა­ი­ღებთ. სა­უ­კე­თე­სოა ღია ფე­რის მსუ­ბუ­ქი ქსო­ვი­ლე­ბი. მა­გა­ლი­თად, თეთ­რი, პას­ტე­ლის ფე­რე­ბი, ნაც­რის­ფე­რი. მუქი ქსო­ვი­ლე­ბი შთან­თქავს სი­ცხეს და ინარ­ჩუ­ნებს მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში.

წა­ი­ღეთ მზა საკ­ვე­ბი

რო­დე­საც ამინ­დის პროგ­ნო­ზი მზი­ან ამინდს გიჩ­ვე­ნებთ, უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოთ, რომ კო­ცონ­თან ახ­ლოს ყოფ­ნა მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში არ იქ­ნე­ბა სა­სურ­ვე­ლი. ამი­ტო­მაც თან უნდა წა­ი­ღოთ მზა საკ­ვე­ბი: კონ­სერ­ვე­ბი, სენდვი­ჩე­ბი, სა­ლა­თე­ბი, რომ­ლე­ბიც ასეთ ამინ­დშიც კი შე­ი­ნარ­ჩუ­ნებს გრილ ტემ­პე­რა­ტუ­რას.

გა­შა­ლეთ კა­რა­ვი ჩრდი­ლი­ან ად­გი­ლას

ჩრდი­ლი და­გეხ­მა­რე­ბათ, რომ კა­რავს სიგ­რი­ლე შე­უ­ნარ­ჩუ­ნოთ, თუმ­ცა მა­ინც შე­საძ­ლოა შე­მა­წუ­ხე­ბე­ლი სი­ცხე დატ­რი­ალ­დეს დღის ბო­ლოს. ამი­ტო­მაც იფიქ­რეთ კარ­ვის გაშ­ლა­ზე დაჩ­რდი­ლულ ად­გი­ლას.

თან წა­ი­ღეთ გა­სა­ბე­რი სა­ბავ­შვო აუზი

ცხელ ამინ­დში არა­ფე­რია იმა­ზე უკე­თე­სი, რომ ფე­ხე­ბი წყლით გა­იგ­რი­ლო. თუ თქვენს კა­რავ­თან ახ­ლოს იქ­ნე­ბა წყა­ლი, გა­ავ­სეთ გა­სა­ბე­რი აუზი და და­ის­ვე­ლეთ ფე­ხე­ბი. ეს მთელს სხე­ულს გა­აგ­რი­ლებს.

თან წა­ი­ღეთ პორ­ტა­ტი­უ­ლი ვენ­ტი­ლა­ტო­რი

ელე­მენტზე მო­მუ­შა­ვე ვენ­ტი­ლა­ტო­რე­ბის გა­მო­გო­ნე­ბა ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სოა კემ­პინ­გის მოყ­ვა­რუ­ლე­ბის­თვის. ცხელ ღა­მეს, კარ­ვის სა­ვენ­ტი­ლა­ციო ფარ­დე­ბის გახ­სნა შე­საძ­ლოა არ აღ­მოჩ­ნდეს საკ­მა­რი­სი ჰა­ე­რის ცირ­კუ­ლა­ცი­ის­თვის. ამ ყვე­ლა­ფერს კი პორ­ტა­ტი­უ­ლი ვენ­ტი­ლა­ტო­რი უზ­რუნ­ველ­ყოფს, რო­მე­ლიც შე­საძ­ლოა ნე­ბის­მი­ერ ად­გი­ლას მი­ა­მაგ­როთ და ჩა­მო­კი­დოთ მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში.

გან­სა­ზღვრეთ დღის გან­რი­გი

არ ხართ დი­ლის ადა­მი­ა­ნი? კემ­პინ­გი ზა­ფხუ­ლის ცხელ ამინ­დში, ამის შე­სა­ნიშ­ნავ შანსს გაძ­ლევთ. მზის ამოს­ვლას­თან ერ­თად შე­გიძ­ლი­ათ ისი­ა­მოვ­ნოთ ლაშ­ქრო­ბით, ვე­ლო­სი­პე­დით სე­ირ­ნო­ბით, მზა­რე­უ­ლო­ბით და სხვა აქ­ტი­ვო­ბე­ბით, რომ­ლე­ბიც ძნე­ლად შე­სას­რუ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა მა­შინ, როცა მზე ზე­ნი­ტშია. და­ის­ვე­ნეთ ან იცუ­რეთ დღის ყვე­ლა­ზე ცხელ დროს და გა­ნა­ახ­ლეთ აქ­ტი­ვო­ბე­ბი სა­ღა­მოს.

გა­იგ­რი­ლეთ თავი ძი­ლის წინ

ხან­გრძლი­ვი, ცხე­ლი დღის შემ­დეგ, და­ძი­ნე­ბამ­დე ტემ­პე­რა­ტუ­რის და­წე­ვა და­გეხ­მა­რე­ბათ კომ­ფორ­ტუ­ლად და­ძი­ნე­ბა­ში. მა­ში­ნაც კი, თუ ვერ ატა­რებთ პორ­ტა­ტი­ულ ვენ­ტი­ლა­ტო­რებს ან სა­ბავ­შვო აუზს კემ­პინ­გის­თვის, თქვენ შე­გიძ­ლი­ათ იპო­ვოთ სუფ­თა ტილო, ან პირ­სა­ხო­ცი. და­ას­ვე­ლეთ ის გრილ წყალ­ში, და­ი­დეთ შუბ­ლზე და კი­სერ­ზე. ეს და­გეხ­მა­რე­ბათ მთე­ლი სხე­უ­ლის გაგ­რი­ლე­ბა­ში.

10 რჩევა, თუ როგორ დაიცვათ თავი სიცხისგან საზაფხულო კემპინგის დროს

10 რჩევა, თუ როგორ დაიცვათ თავი სიცხისგან საზაფხულო კემპინგის დროს

როცა ღამეს ღია სივრცეში, „დედა ბუნებასთან“ კომუნიკაციაში ატარებ, მზად უნდა იყო, რომ მოერგო ტემპერატურას.

კემპინგი სიცხიან ამინდში შესაძლოა არ არის კარგი იდეა, თუმცა რამდენიმე მარტივი სტრატეგიის დაცვა დაგეხმარებათ სიცხის დაძლევაში, ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ქვეშ ძილის დროს.

არ დაიძინოთ მიწის ზედაპირზე

რაც უფრო მეტი ჰაერი ცირკულირებს თქვენს ორგანიზმში, მით უფრო გრილად იქნებით მთელი ღამის განმავლობაში. საძილე ტომარაში ან ხალიჩაზე წოლა არ არის კარგი ვარიანტი ცხელ ამინდში. კემპინგის თხელ გასაშლელ საწოლზე, ან თუნდაც ნაქსოვ ჰამაკში ძილის დროს ნაკლებად გაოფლიანდებით.

გამოიყენეთ რაც შეიძლება მეტი ყინული

მცირე რაოდენობის ყინულის კუბებმა შეიძლება გაგაგრილოთ ერთი დღის განმავლობაში. მეორე დღეს ყველაფერი თბილი და გამდნარიa. წაიღეთ გაყინული პლასტმასის წყლის ბოთლები. პირველ რიგში, ბოთლებს მოაკელით ცოტა წყალი, რომ გადნობისას არ გადმოვიდეს. ყინული ნელა ლღვება და გარკვეული დროით გრილი სასმელი წყლით უზრუნველყოფილები იქნებით.

დაიცავით თავი მზისგან

თუ მზე კარავს მთელი დღის განმავლობაში ადგება, ღამით იქ შესვლა სათბურში შესვლას დაემსგავსება. დილით შესაძლოა მზემაც გაგაღვიძოთ, სანამ ადგომას დააპირებთ. იყიდეთ გასაშლელი პავილიონი, რომელიც მარტივად იშლება და იკეცება. მის ქვეშ შეგიძლიათ მოაწყოთ მოსასვენებელი და საპიკნიკო ადგილი.

ჩაიცვით ნათელი ფერები

სახლიდან გასვლამდე შეარჩიეთ ტანსაცმელი, რომელსაც ცხელ ამინდში კემპინგისას წაიღებთ. საუკეთესოა ღია ფერის მსუბუქი ქსოვილები. მაგალითად, თეთრი, პასტელის ფერები, ნაცრისფერი. მუქი ქსოვილები შთანთქავს სიცხეს და ინარჩუნებს მთელი დღის განმავლობაში.

წაიღეთ მზა საკვები

როდესაც ამინდის პროგნოზი მზიან ამინდს გიჩვენებთ, უნდა გაითვალისწინოთ, რომ კოცონთან ახლოს ყოფნა მთელი დღის განმავლობაში არ იქნება სასურველი. ამიტომაც თან უნდა წაიღოთ მზა საკვები: კონსერვები, სენდვიჩები, სალათები, რომლებიც ასეთ ამინდშიც კი შეინარჩუნებს გრილ ტემპერატურას.

გაშალეთ კარავი ჩრდილიან ადგილას

ჩრდილი დაგეხმარებათ, რომ კარავს სიგრილე შეუნარჩუნოთ, თუმცა მაინც შესაძლოა შემაწუხებელი სიცხე დატრიალდეს დღის ბოლოს. ამიტომაც იფიქრეთ კარვის გაშლაზე დაჩრდილულ ადგილას.

თან წაიღეთ გასაბერი საბავშვო აუზი

ცხელ ამინდში არაფერია იმაზე უკეთესი, რომ ფეხები წყლით გაიგრილო. თუ თქვენს კარავთან ახლოს იქნება წყალი, გაავსეთ გასაბერი აუზი და დაისველეთ ფეხები. ეს მთელს სხეულს გააგრილებს.

თან წაიღეთ პორტატიული ვენტილატორი

ელემენტზე მომუშავე ვენტილატორების გამოგონება ერთ-ერთი საუკეთესოა კემპინგის მოყვარულებისთვის. ცხელ ღამეს, კარვის სავენტილაციო ფარდების გახსნა შესაძლოა არ აღმოჩნდეს საკმარისი ჰაერის ცირკულაციისთვის. ამ ყველაფერს კი პორტატიული ვენტილატორი უზრუნველყოფს, რომელიც შესაძლოა ნებისმიერ ადგილას მიამაგროთ და ჩამოკიდოთ მთელი ღამის განმავლობაში.

განსაზღვრეთ დღის განრიგი

არ ხართ დილის ადამიანი? კემპინგი ზაფხულის ცხელ ამინდში, ამის შესანიშნავ შანსს გაძლევთ. მზის ამოსვლასთან ერთად შეგიძლიათ ისიამოვნოთ ლაშქრობით, ველოსიპედით სეირნობით, მზარეულობით და სხვა აქტივობებით, რომლებიც ძნელად შესასრულებელი იქნება მაშინ, როცა მზე ზენიტშია. დაისვენეთ ან იცურეთ დღის ყველაზე ცხელ დროს და განაახლეთ აქტივობები საღამოს.

გაიგრილეთ თავი ძილის წინ

ხანგრძლივი, ცხელი დღის შემდეგ, დაძინებამდე ტემპერატურის დაწევა დაგეხმარებათ კომფორტულად დაძინებაში. მაშინაც კი, თუ ვერ ატარებთ პორტატიულ ვენტილატორებს ან საბავშვო აუზს კემპინგისთვის, თქვენ შეგიძლიათ იპოვოთ სუფთა ტილო, ან პირსახოცი. დაასველეთ ის გრილ წყალში, დაიდეთ შუბლზე და კისერზე. ეს დაგეხმარებათ მთელი სხეულის გაგრილებაში.