კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის 19 წლის ბიჭი, რომელიც ფიზიკური ანგარიშსწორებისას მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა და რას წერს ოჯახის ახლობელი?
ვინ არის 19 წლის ბიჭი, რომელიც ფიზიკური ანგარიშსწორებისას მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა და რას წერს ოჯახის ახლობელი?

დღეს ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ვარ­კე­თილ­ში, ფი­ზი­კუ­რი ან­გა­რიშს­წო­რე­ბი­სას და­შა­ვე­ბუ­ლი 19 წლის ახალ­გაზ­რდა მი­ღე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის შე­დე­გად სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გარ­და­იც­ვა­ლა. შაკო ისა­ე­ვის გა­დარ­ჩე­ნას ექი­მე­ბი 15 ივ­ნი­სი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი ცდი­ლობ­დნენ. ახალ­გაზ­რდა კლი­ნი­კა­ში თა­ვის უმ­ძი­მე­სი ტრავ­მით შე­იყ­ვა­ნეს, რო­მე­ლიც ახალ­გაზ­რდამ ვარ­კე­თილ­ში, ქუ­ჩუ­რი გარ­ჩე­ვის დროს მი­ი­ღო.

ჯგუ­ფუ­რი და­ნა­შა­უ­ლის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლია სამი პირი. გა­მო­ძი­ე­ბა 117-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბას გუ­ლის­ხმობს.

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა თბი­ლის­ში ჯგუ­ფუ­რად, ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბის ფაქ­ტზე, რა­მაც ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა გა­მო­იწ­ვია, და­კა­ვე­ბულ 3 პირს ბრალ­დე­ბას და­უმ­ძი­მებს. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას პრო­კუ­რა­ტუ­რამ გა­ავ­რცე­ლა.

"სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა სა­მი­ვე ბრალ­დე­ბუ­ლი 15 ივ­ნისს და­ა­კა­ვეს. თავ­და­პირ­ვე­ლად და­კა­ვე­ბუ­ლებს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 117-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის "ლ“ ქვე­პუნ­ქტით (ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა ჯგუ­ფუ­რად) წა­რედ­გი­ნათ და პრო­კუ­რა­ტუ­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით - პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­დათ. სა­მი­ვე და­კა­ვე­ბულს წარ­დგე­ნი­ლი ბრალ­დე­ბა გა­და­უკ­ვა­ლი­ფი­ცირ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 117-ე მუხ­ლის მე-4 ნა­წი­ლით (ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა ჯგუ­ფუ­რად, რა­მაც სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა გა­მო­იწ­ვია), რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 10-დან 14 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში, სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა“, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მო­ქა­ლა­ქე ანა კომ­ლა­ძე წერს:

"უმ­ძი­მე­სი დღე დაგ­ვიდ­გა. უმ­ძი­მე­სი კვი­რა გა­ვი­ა­რეთ. ჩემი შვი­ლე­ბის მე­გო­ბა­რი მოგ­ვიკ­ლეს ქუ­ჩა­ში ავა­ზა­კებ­მა. ცე­მით მოკ­ლეს!!!

ჩვენ უბ­ნის მა­ყუ­რებ­ლე­ბი ვარ­თო უთხრეს ნა­ძი­რა­ლებ­მა. ჩვენ ბიჭს უთ­ქვამს რაღა დროს უბ­ნის მა­ყუ­რებ­ლე­ბი­აო და ცე­მით მოკ­ლეს.

ერთი კვი­რა ებ­რძო­და სიკ­ვდილს. ერთი კვი­რის თავ­ზე დაგ­ვე­ღუ­პა ჩვე­ნი ბიჭი. ღმერ­თო... რო­გორ გა­ვუძ­ლო, რო­გორ."

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

ვინ არის 19 წლის ბიჭი, რომელიც ფიზიკური ანგარიშსწორებისას მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა და რას წერს ოჯახის ახლობელი?

ვინ არის 19 წლის ბიჭი, რომელიც ფიზიკური ანგარიშსწორებისას მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა და რას წერს ოჯახის ახლობელი?

დღეს ცნობილი გახდა, რომ ვარკეთილში, ფიზიკური ანგარიშსწორებისას დაშავებული 19 წლის ახალგაზრდა მიღებული დაზიანებების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა. შაკო ისაევის გადარჩენას ექიმები 15 ივნისიდან მოყოლებული ცდილობდნენ. ახალგაზრდა კლინიკაში თავის უმძიმესი ტრავმით შეიყვანეს, რომელიც ახალგაზრდამ ვარკეთილში, ქუჩური გარჩევის დროს მიიღო.

ჯგუფური დანაშაულის ბრალდებით დაკავებულია სამი პირი. გამოძიება 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

საქართველოს პროკურატურა თბილისში ჯგუფურად, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, დაკავებულ 3 პირს ბრალდებას დაუმძიმებს. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურამ გაავრცელა.

"სამართალდამცველებმა სამივე ბრალდებული 15 ივნისს დააკავეს. თავდაპირველად დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ლ“ ქვეპუნქტით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ჯგუფურად) წარედგინათ და პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, აღკვეთის ღონისძიების სახით - პატიმრობა შეეფარდათ. სამივე დაკავებულს წარდგენილი ბრალდება გადაუკვალიფიცირდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ჯგუფურად, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია), რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მომხდართან დაკავშირებით სოციალურ ქსელში მოქალაქე ანა კომლაძე წერს:

"უმძიმესი დღე დაგვიდგა. უმძიმესი კვირა გავიარეთ. ჩემი შვილების მეგობარი მოგვიკლეს ქუჩაში ავაზაკებმა. ცემით მოკლეს!!!

ჩვენ უბნის მაყურებლები ვართო უთხრეს ნაძირალებმა. ჩვენ ბიჭს უთქვამს რაღა დროს უბნის მაყურებლებიაო და ცემით მოკლეს.

ერთი კვირა ებრძოდა სიკვდილს. ერთი კვირის თავზე დაგვეღუპა ჩვენი ბიჭი. ღმერთო... როგორ გავუძლო, როგორ."