მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია - არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცნობილია მამაკაცის ვინაობა, რომელიც მდინარე ნაკრაში ჩავარდა და დაიღუპა - "ამ დღეებში უკან, იტალიაში ბრუნდებოდა, მეუღლეც იქ ჰყავს"
ცნობილია მამაკაცის ვინაობა, რომელიც მდინარე ნაკრაში ჩავარდა და დაიღუპა - "ამ დღეებში უკან, იტალიაში ბრუნდებოდა, მეუღლეც იქ ჰყავს"

დღეს მეს­ტი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ნაკ­რა­ში უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა მოხ­და - მდი­ნა­რე ნაკ­რა­ში 48 წლის მა­მა­კა­ცი ჩა­ვარ­და და და­ი­ღუ­პა. გარ­დაც­ვლილს ექ­სპერ­ტი­ზა ჩა­უ­ტარ­და და გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი დად­გინ­დე­ბა. და­ვით გვარ­მი­ა­ნი პრო­ფე­სი­ით ის­ტო­რი­კო­სი იყო და ბოლო წლებ­ში იტა­ლი­ა­ში მე­უღ­ლეს­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და.

ambebi.ge -ს დათო გვარ­მი­ა­ნის ახ­ლო­ბე­ლი უყ­ვე­ბა:

"დათო ძა­ლი­ან გა­მორ­ჩე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი იყო, 50 წლამ­დეა. დღეს ის ერთ-ერთ ძმას­თან ერ­თად წყალ­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­მუ­შა­ოს ას­რუ­ლებ­და, მდი­ნა­რის პი­რას ყო­ფი­ლა (იქვე ყანა აქვთ), თურ­მე ქვა­ზე აუს­რი­ალ­და ფეხი და მდი­ნა­რე ნაკ­რა­ში გა­და­ვარ­და. რო­გორც ჩანს, მერე რა­ღა­ცას და­არ­ტყა თავი. იქვე ძმა ყო­ფი­ლა და იმას ამო­უყ­ვა­ნია, მო­ას­წრო და არ გა­ა­ტა­ნა მდი­ნა­რის დი­ნე­ბას. სას­წრა­ფოც მალე მო­სუ­ლა, მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, დათო უკვე გარ­დაც­ვლი­ლი იყო.

დათო წლე­ბია ემიგ­რან­ტია, ევ­რო­პა­ში, კერ­ძოდ, იტა­ლი­ა­ში ცხოვ­რობ­და და მუ­შა­ობ­და, ხში­რად ჩა­მო­დი­ო­და. მშობ­ლე­ბი ახა­ლი გარ­დაც­ვლი­ლი ჰყავს და აღ­დგო­მის­თვის ჩა­მო­ვი­და, მერე უცებ ბავ­შვე­ბის ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და (ახ­ლა­ხან მდი­ნა­რე ნაკ­რა­ში სამი ბავ­შვი რომ გა­და­ვარ­და ავ­ტო­მან­ქა­ნით, მისი ნა­თე­სა­ვე­ბი იყ­ვნენ) და 40-მდე დარ­ჩა. დათო ამ დღე­ებ­ში უკან, იტა­ლი­ა­ში ბრუნ­დე­ბო­და, მე­უღ­ლეც იქ ჰყავს. ზუს­ტად არ ვი­ცით და­ღუპ­ვის მი­ზე­ზი, ექ­სპერ­ტი­ზა და­დებს დას­კვნას, მაგ­რამ რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, დათო აღარ გვყავს... სო­ფე­ლი ისე­თი შო­კი­რე­ბუ­ლია, ენა ვერ აღ­წერს. რა­ღაც­ნა­ი­რად სხვა­ნა­ი­რი, ერ­თგუ­ლი, უწე­სი­ე­რე­სი ადა­მი­ა­ნი იყო დათო, ყვე­ლა უყ­ვარ­და. ის­ტო­რი­უ­ლი და­ამ­თავ­რა უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, მაგ­რამ პრო­ფე­სი­ით არ მუ­შა­ობ­და. მისი ძმა - რო­და­მი ჩვე­ნი რა­ი­ო­ნის დე­პუ­ტა­ტია საკ­რე­ბუ­ლო­ში. ნეტა დათო სა­ერ­თოდ არ ჩა­მო­სუ­ლი­ყო, მაგ­რამ რა იცო­და, აქ რა ელო­და... რაც შე­ეძ­ლო, დათო ყვე­ლა­ფერს აკე­თებ­და თა­ვი­სი კუ­თხის­თვის, უან­გა­როდ ემ­სა­ხუ­რე­ბო­და სო­ფელს და ხალ­ხს. ბოლო დროს იმ­დე­ნი უბე­დუ­რე­ბა დატ­რი­ალ­და ჩვენს ირ­გვლივ, ეს უკვე მე­ტის­მე­ტია, კა­ტას­ტრო­ფაა..“

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

ცნობილია მამაკაცის ვინაობა, რომელიც მდინარე ნაკრაში ჩავარდა და დაიღუპა - "ამ დღეებში უკან, იტალიაში ბრუნდებოდა, მეუღლეც იქ ჰყავს"

ცნობილია მამაკაცის ვინაობა, რომელიც მდინარე ნაკრაში ჩავარდა და დაიღუპა - "ამ დღეებში უკან, იტალიაში ბრუნდებოდა, მეუღლეც იქ ჰყავს"

დღეს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკრაში უბედური შემთხვევა მოხდა - მდინარე ნაკრაში 48 წლის მამაკაცი ჩავარდა და დაიღუპა. გარდაცვლილს ექსპერტიზა ჩაუტარდა და გარდაცვალების მიზეზი დადგინდება. დავით გვარმიანი პროფესიით ისტორიკოსი იყო და ბოლო წლებში იტალიაში მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა.

ambebi.ge -ს დათო გვარმიანის ახლობელი უყვება:

"დათო ძალიან გამორჩეული ადამიანი იყო, 50 წლამდეა. დღეს ის ერთ-ერთ ძმასთან ერთად წყალთან დაკავშირებულ სამუშაოს ასრულებდა, მდინარის პირას ყოფილა (იქვე ყანა აქვთ), თურმე ქვაზე აუსრიალდა ფეხი და მდინარე ნაკრაში გადავარდა. როგორც ჩანს, მერე რაღაცას დაარტყა თავი. იქვე ძმა ყოფილა და იმას ამოუყვანია, მოასწრო და არ გაატანა მდინარის დინებას. სასწრაფოც მალე მოსულა, მაგრამ, სამწუხაროდ, დათო უკვე გარდაცვლილი იყო.

დათო წლებია ემიგრანტია, ევროპაში, კერძოდ, იტალიაში ცხოვრობდა და მუშაობდა, ხშირად ჩამოდიოდა. მშობლები ახალი გარდაცვლილი ჰყავს და აღდგომისთვის ჩამოვიდა, მერე უცებ ბავშვების ტრაგედია დატრიალდა (ახლახან მდინარე ნაკრაში სამი ბავშვი რომ გადავარდა ავტომანქანით, მისი ნათესავები იყვნენ) და 40-მდე დარჩა. დათო ამ დღეებში უკან, იტალიაში ბრუნდებოდა, მეუღლეც იქ ჰყავს. ზუსტად არ ვიცით დაღუპვის მიზეზი, ექსპერტიზა დადებს დასკვნას, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, დათო აღარ გვყავს... სოფელი ისეთი შოკირებულია, ენა ვერ აღწერს. რაღაცნაირად სხვანაირი, ერთგული, უწესიერესი ადამიანი იყო დათო, ყველა უყვარდა. ისტორიული დაამთავრა უნივერსიტეტში, მაგრამ პროფესიით არ მუშაობდა. მისი ძმა - როდამი ჩვენი რაიონის დეპუტატია საკრებულოში. ნეტა დათო საერთოდ არ ჩამოსულიყო, მაგრამ რა იცოდა, აქ რა ელოდა... რაც შეეძლო, დათო ყველაფერს აკეთებდა თავისი კუთხისთვის, უანგაროდ ემსახურებოდა სოფელს და ხალხს. ბოლო დროს იმდენი უბედურება დატრიალდა ჩვენს ირგვლივ, ეს უკვე მეტისმეტია, კატასტროფაა..“

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"