პოლიტიკა
სამართალი

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დედა შვილისთვის მდიდარ საქმროს ეძებდა და ლეპსს თვალი დაადგა..." - პიარი თუ სიყვარული 43 წლით უმცროს გოგოსთან: რას წერს მედია ლეპსის ახალ გატაცებაზე
"დედა შვილისთვის მდიდარ საქმროს ეძებდა და ლეპსს თვალი დაადგა..." - პიარი თუ სიყვარული 43 წლით უმცროს გოგოსთან: რას წერს მედია ლეპსის ახალ გატაცებაზე

კვი­რა­ზე მე­ტია რაც რუ­სუ­ლი მე­დია ქარ­თუ­ლი წარ­მო­შო­ბის ვარ­სკვლავ გრი­გო­რი ლეპს­ზე წერს, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში 43 წლით უმ­ცროს სა­ცო­ლეს­თან ერ­თად გა­მოჩ­ნდა. ად­გი­ლობ­რივ მე­დი­ა­ში ამ თე­მა­ზე აჟი­ო­ტა­ჟი არ წყდე­ბა. მი­უ­ხე­და­ვად ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ბეჭ­დი­სა, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი ვა­რა­უ­დო­ბენ შე­საძ­ლოა ეს პი­ა­რის ნა­წი­ლი იყოს

ის მუდ­მი­ვად ღა­ლა­ტობ­და ცოლს

გრი­გო­რი ლეპ­სი მე­ო­რე მე­უღ­ლეს­თან ანა შაპ­ლი­კო­ვას­თან ერ­თად წლე­ბი ცხოვ­რობ­და. ქალი ლა­ი­მა ვა­ი­კუ­ლეს მო­ცეკ­ვა­ვე იყო. წყვილს სამი შვი­ლი ორი ქა­ლიშ­ვი­ლი და ვაჟი შე­ე­ძი­ნათ. (ლეპსს ასე­ვე ჰყავს ზრდას­რუ­ლი ქა­ლიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც პირ­ველ ქორ­წი­ნე­ბა­ში და­ი­ბა­და). ლეპ­სი ბედ­ნი­ე­რი იყო ანას­თან, თუმ­ცა, 2021 წელს და­შორ­დნენ. რო­გორც აღ­მოჩ­ნდა ქალი და­ი­ღა­ლა ქმრის რო­მა­ნე­ბით და გაყ­რა გა­და­წყვი­ტა.

გან­ქორ­წი­ნე­ბის გამო, ლეპ­სი დეპ­რე­სი­ა­ში ჩა­ვარ­და და ალ­კოჰოლ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი გახ­და. სცე­ნას კი ბოლო ორი წე­ლია და­უბ­რუნ­და და რო­გორც ჩანს სცე­ნის გარ­და, პი­რად ცხოვ­რე­ბა­შიც გა­და­წყვი­ტა სი­ახ­ლე შე­ე­ტა­ნა. ის სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში 43 წლით უმ­ცროს 18 წლის ავ­რო­რას­თან ერ­თად გა­მოჩ­ნდა, რო­მე­ლიც ჟურ­ნა­ლის­ტებს სა­ცო­ლედ გა­აც­ნო.

ვინ არის მო­მა­ვა­ლი პა­ტარ­ძა­ლი?

ავ­რო­რას დედა სო­ცი­ა­ლის­ტი ტა­ტი­ა­ნა კი­ბაა, რო­მე­ლიც კარ­გად არის ცნო­ბი­ლი მდი­დარ წრე­ში. ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დია წერს, რომ მო­მა­ვა­ლი სა­სი­ძო ქალ­მა თა­ვად შე­არ­ჩია და დიდი ხა­ნია თვა­ლი და­ად­გა მარ­ტო­ხე­ლა ლეპსს. რად­გან დედა შვი­ლის­თვის მდი­დარ საქმროს დიდი ხანი ეძებ­და, მე­ო­რეს მხრივ, ტა­ტი­ა­ნა, ცოტა ნა­ნობს, რომ ლეპ­სის რჩე­უ­ლი მისი ახალ­გაზ­რდა ქა­ლიშ­ვი­ლია და არა თა­ვად.

ლეპ­სი ავ­რო­რას ოჯახ­ში მი­ღე­ბუ­ლი სა­სი­ძოა, რო­მე­ლიც მო­მა­ვალ სა­ცო­ლეს გი­გან­ტუ­რი თა­ი­გუ­ლე­ბი­თა და ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი სა­ჩუქ­რე­ბით ანე­ბივ­რებს. მომ­ღერ­ლის მე­გობ­რე­ბის თქმით, მან საყ­ვა­რელ ქალს ბრი­ლი­ან­ტის ბე­ჭე­დი უკვე აჩუ­ქა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ავ­რო­რამ­დე ლეპ­სი 26 წლის მო­დელ ელი­ზა­ვე­ტა რი­დელს ხვდე­ბო­და.

სიყ­ვა­რუ­ლი თუ პი­ა­რი?

რუსი აუ­დი­ტო­რია სკეპ­ტი­კუ­რად იყო გან­წყო­ბი­ლი მომ­ღერ­ლის რო­მა­ნის მი­მართ. ზოგს მი­აჩ­ნია, რომ არა­ბუ­ნებ­რი­ვია 61 წლის ბა­ბუ­ამ შვი­ლიშ­ვი­ლის ასა­კის გო­გო­ნა­ზე იქორ­წი­ნოს. არ­სე­ბობს ეჭვი, რომ გო­გო­ნა უბ­რა­ლოდ პი­არს იკე­თებს ლეპს­თან ქორ­წი­ნე­ბა უბ­რა­ლოდ ამი­სი ნა­წი­ლია.

ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა გო­გო­ნას 76 წლის ბე­ბი­ა­საც და­უ­რე­კეს, რო­მელ­მაც მე­დი­ას­თან გა­ნა­ცხა­და, რომ მისი შვი­ლიშ­ვი­ლი ჯერ უნდა და­ი­ნიშ­ნოს და მხო­ლოდ შემ­დეგ იქ­ნე­ბა ქორ­წი­ლი.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"დედა შვილისთვის მდიდარ საქმროს ეძებდა და ლეპსს თვალი დაადგა..." - პიარი თუ სიყვარული 43 წლით უმცროს გოგოსთან: რას წერს მედია ლეპსის ახალ გატაცებაზე

"დედა შვილისთვის მდიდარ საქმროს ეძებდა და ლეპსს თვალი დაადგა..." - პიარი თუ სიყვარული 43 წლით უმცროს გოგოსთან: რას წერს მედია ლეპსის ახალ გატაცებაზე

კვირაზე მეტია რაც რუსული მედია ქართული წარმოშობის ვარსკვლავ გრიგორი ლეპსზე წერს, რომელიც საზოგადოებაში 43 წლით უმცროს საცოლესთან ერთად გამოჩნდა. ადგილობრივ მედიაში ამ თემაზე აჟიოტაჟი არ წყდება. მიუხედავად ძვირადღირებული ბეჭდისა, ჟურნალისტები ვარაუდობენ შესაძლოა ეს პიარის ნაწილი იყოს

ის მუდმივად ღალატობდა ცოლს

გრიგორი ლეპსი მეორე მეუღლესთან ანა შაპლიკოვასთან ერთად წლები ცხოვრობდა. ქალი ლაიმა ვაიკულეს მოცეკვავე იყო. წყვილს სამი შვილი ორი ქალიშვილი და ვაჟი შეეძინათ. (ლეპსს ასევე ჰყავს ზრდასრული ქალიშვილი, რომელიც პირველ ქორწინებაში დაიბადა). ლეპსი ბედნიერი იყო ანასთან, თუმცა, 2021 წელს დაშორდნენ. როგორც აღმოჩნდა ქალი დაიღალა ქმრის რომანებით და გაყრა გადაწყვიტა.

განქორწინების გამო, ლეპსი დეპრესიაში ჩავარდა და ალკოჰოლზე დამოკიდებული გახდა. სცენას კი ბოლო ორი წელია დაუბრუნდა და როგორც ჩანს სცენის გარდა, პირად ცხოვრებაშიც გადაწყვიტა სიახლე შეეტანა. ის საზოგადოებაში 43 წლით უმცროს 18 წლის ავრორასთან ერთად გამოჩნდა, რომელიც ჟურნალისტებს საცოლედ გააცნო.

ვინ არის მომავალი პატარძალი?

ავრორას დედა სოციალისტი ტატიანა კიბაა, რომელიც კარგად არის ცნობილი მდიდარ წრეში. ადგილობრივი მედია წერს, რომ მომავალი სასიძო ქალმა თავად შეარჩია და დიდი ხანია თვალი დაადგა მარტოხელა ლეპსს. რადგან დედა შვილისთვის მდიდარ საქმროს დიდი ხანი ეძებდა, მეორეს მხრივ, ტატიანა, ცოტა ნანობს, რომ ლეპსის რჩეული მისი ახალგაზრდა ქალიშვილია და არა თავად.

ლეპსი ავრორას ოჯახში მიღებული სასიძოა, რომელიც მომავალ საცოლეს გიგანტური თაიგულებითა და ძვირადღირებული საჩუქრებით ანებივრებს. მომღერლის მეგობრების თქმით, მან საყვარელ ქალს ბრილიანტის ბეჭედი უკვე აჩუქა.

შეგახსენებთ, რომ ავრორამდე ლეპსი 26 წლის მოდელ ელიზავეტა რიდელს ხვდებოდა.

სიყვარული თუ პიარი?

რუსი აუდიტორია სკეპტიკურად იყო განწყობილი მომღერლის რომანის მიმართ. ზოგს მიაჩნია, რომ არაბუნებრივია 61 წლის ბაბუამ შვილიშვილის ასაკის გოგონაზე იქორწინოს. არსებობს ეჭვი, რომ გოგონა უბრალოდ პიარს იკეთებს ლეპსთან ქორწინება უბრალოდ ამისი ნაწილია.

ჟურნალისტებმა გოგონას 76 წლის ბებიასაც დაურეკეს, რომელმაც მედიასთან განაცხადა, რომ მისი შვილიშვილი ჯერ უნდა დაინიშნოს და მხოლოდ შემდეგ იქნება ქორწილი.

წაიკითხეთ ასევე: